აზერბაიჯანის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა


1920 წლის 28 აპრილს საბჭოთა რუსეთის შემოჭრის შედეგად დამხობილი აზერბაიჯანის სახალხო ჯუმურიეთის დამოუკიდებელი რესპუბლიკის ტერიტორიაზე

აზერბაიჯანის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა გამოცხადდა(აზერბაიჯანის სსრ). აზერბაიჯანის დროებითი რევოლუციური კომიტეტის რსფსრ -თან ურთიერთ ნდობასა და აღიარებაზე დაფუძნებული კავშირის შექმნის შესახებ შემოსულ წინადადებაზე პასუხად აცნობეს,რომ 5 მაისს ვ.ი. ლენინის მიერ რსფსრ სახლხო კომისართა სახელით აზერბაიჯანის საბჭოთა მთავრობისადმი გამოგზავნილ დეპეშაში დამოუკიდებელი აზერბაიჯანის სსრ-ს აღიარება იყო გაცხადებული. საბჭოთა რუსეთის 11-ე გვარდიის ექსპანსიის შედეგად შექმნილი აზერბაიჯანის მთავრობის დამოუკიდებლობა ფორმალური ხასიათის ატარებდა. აზერბაიჯანის სსრ-ს არა მარტო პოლიტიკური მოღვაწეობა,არამედ ეკონომიკა და განსაკუთრებით კი სახალხო მეურნეობის ძირითადი სფერო ნავთობ მრეწველობა რუსეთის აზერბაიჯანში არსებული წარმომადგენლების მიერ იმართებოდა.1922 წლის 30 დეკემბერს პირველ საერთოსაკავშირო საბჭოთა ყრილობაზე შექმნილ სსრკ-ს სახელმწიფოს შემადგენლობაში ამიერკავკასიის საბჭოთა ფედერაციის შესვლა , აზერბაიჯანის ისედაც შეზღუდული უფლებების სრულიად ცენტრის განკარგულებაში გადაცემას

ნიშნავდა. მიუხედოვად იმისა,რომ აზერბაიჯანი იცავდა თავის ისეთ ეროვნულ ატრიბუტებს,როგორიცაა დროშა, ღერბი -ჰიმნი

და კონსტიტუცია , სხვა მრავალ სფეროში საერთაშორისო სამართლის სუბიექტის სტატუსი დაკარგა.მიუხედავად ამისა 1920-30 წლებში აზერბაიჯანელი ხალხის გმირულმა შრომამ სანავთობო სფეროში უმაღლეს განვითარებას მიაღწია და წარმოიშვა მრეწველობის ახალი სფეროები, აშენდა ელექტრო სადგურები, გაყვანილი იქნა სარწყავი არხები, აღორძინდა

სასოფლო მეურნეობა. აზერბაიჯანში განათლების დონე თანდთან მატულობდა, საშუალო საერთო საგანმანათლებლო სკოლების,საავადმყოფოების და ამბულატორიების, უმაღლესი და საშუალო სპეციალური სასწავლებლების, სამეცნიერო კვლევითი და კულტურულ-საგანმანათლებლო

დაწესებულების რიცხვმა საკმაოდ იმატა.1940-1950 წლებში აზერბაიჯანულმა კულტურამ განვითარების ახალ ეტაპს მიაღწია.მაგრამ 1960-იანი წლები აზერბაიჯანის სსრ-ში დაღმასვლის პერიოდად შეიძლება ჩაითვალოს. 1969 წელს ჰეიდარ ალიევის აზერბაიჯანის სსრ-ს ხელმძღვანელობის სათავეში მოსვლით, აზერბაიჯანის თანამედროვე ისტორიაში აღორძინების ეპოქა დაიწყო. ჰეიდარ ალიევის,როგორც აზერბაიჯანის კპ ცკ-ის პირველი მდივნის ხელმძღვანელობა, რესპუბლიკის დინამიკური განვითარებისათვის კომპლექსური

პროგრამების შემუშავებასა და მომზადების გზაზე მისი დაუღალავი მოღვაწეობა, უბადლო ენთუზიაზმი და გიგანტური ენერგია 70-იანი წლების შეუდარებელ მოვლენად იქცა.1970- 1985 წლები აზერბაიჯანის აღმშენებლობის მატიანეში

ბრწყინვალე ფურცლებად შევიდა. მიმდინარე ცვლილებების მოცულობით,ეკონომიკურ და სოციალურ სფეროში წარმოებული ღრმა სტრუქტურული რეფორმების, ხალხის მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების ახალ ეტაპზე გადასვლის თვალსაზრისით, აღნიშნულ პერიოდს აზერბაიჯანის ახალ ისტორიაში უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია. 1987 წლიდან სომეხ სეპარატისტთა მიერ დღის წესრიგში დაყენებულმა მთიანი ყარაბაღის პრობლემამ რესპუბლიკის განვითარების გზაზე ახალი შეფერხებები გამოიწვია.ეს პრობლემა, წამოყენების დღიდან აზერბაიჯანელი ხალხის,ტერიტორიული მთლიანობის,მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებების წინააღმდეგ მიმართული აქცია იყო.მიუხედავად იმისა,რომ საზღვრების ხელშეუხებლობა სხვადასხვა დონის სახელმწიფო

ორგანოების მიერ ოფიციალურად დამტკიცებული იქნა, მთიანი ყარაბაღის ავტონომიური ოლქის აზერბაიჯანის შემადგენლობიდან გაყვანის მცდელობის პოლიტიკა ნაწი- ნაწილ განხორციელდა. თავისი ეროვნული ღირსებების დასაცავად აღმდგარი ხალხის რწმენისა და ნებისყოფის დამსხვრევა,ეროვნული მეობის დამცირება და საბჭოთა სამხედრო მანქნების შესაძლებლობების დემონსტრირებისათვის განხორციელებული 20 იანვრის ტრაგედია ტოტალიტარული კომუნისტური რეჟიმის აზერბაიჯანელი ხალხის წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო ინტერვენცია და დანაშაული იყო. მიმდინარე მოვლენების ფონზე მთელს სსსრკ-ს ტერიტორიაზე ცენტრიდან დაშორების ტენდენციის ლოგიკურ დასკვნით წერტილად შეიძლება ჩაითვალოს 1991 წელს აზერბაიჯანის მიერ 71 წლის შემდეგ ხელახლა მოპოვებული დამოუკიდებლობა.