შირვანშაჰების სახელმწიფო


VI ასწლეულის დასაწყისში ალბან არშაკების დინასტიის სასანიელთა მხრიდან გაუქმებამ უძველეს შირვანის მიწებზე შაბრანჩაისა და გილგიჩაის ხეობებში „შირვანშაჰის“ ტიტულის მქონე ხელისუფალთა მმართველობაში მყოფი ახალი წყობილების დაფუძნებისთვის ხელსაყრელი პირობები შექმნა. მას ჩრდილოეთით დერბენდი ესაზღვრებოდა. ისტორიული წყაროები მიიჩნევენ,რომ ამ სახელმწიფოს საფუძველი დაუდო სასანების ხელმწიფემ არდაშირ I-მა (224-

241), სხვა წყაროების საფუძველზე კი ხოსროვ ანუშირან I -ის (531-579) სახელს უკავშირდება. წყაროებში არავითარი ინფორმაცია არ მოიპოვება შირვანშაჰთა პირველადი სახელების შესახებ.აღსანიშნავია,რომ შირვანშაჰები წლების

მანძილზე იბრძოდნენ თავისუფლებისათვის და სახელმწიფოს ძირითადად დამოუკიდებლად მართავდნენ. მაგრამ შირვანის დამპყრობელთამხელში გადასვლის შემდეგ,შირვანშაჰები ვასალზე გახდნენ დამოკიდებულნი და იძულებულნი შეიქმნენ

დამპყრობთათვის ხარკი ეხადათ. არაბების პერიოდში (X საუკუნე და მისი დასასრული) შირვანის საზღვრები ჩრდილოეთით კავკასიის მთების სამხრეთ-აღმოსავლეთ კალთებამდე, სამხრეთ- დასავლეთით არრანისა და მუღანისაგან გამყოფი მდინარე მტკვარის, ჩრდილო-დასავლეთით მდინარე განიხის(ალაზანი) სანაპიროებს , აღმოსავლეთით კი კასპიის ზღვას ესაზღვრებოდა. მიუხედავად იმისა,რომ შირვანშაჰთა სახელმწიფო ათი საუკუნის მანძილზე გმირულად იბრძოდა დამოუკიდებლობისათვის,1538 წელს ფაქტიურად განადგურებული იქნა.მას, ისტორიულ სცენაზე

გამოსულმა აზერბაიჯანელი საფავების სახელმწიფოს ლაშქართა შეტევებმა მოუღო ბოლო. შირვანთა სახელმწიფოს დედაქალაქი შამახი გვევლინებოდა. XII საუკუნეში ქალაქი ბაქო იქცა ცენტრად შემდგომში კი - XV საუკუნეში დედაქალაქი მთლიანად ბაქოში იქნა გადმოტანილი.