აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ჰეიდარ ალირზა ოღლი ალიევის მიერ წარმოთქმული სიტყვა ინაუგურაციის დროს. ბაქო, სასახლე „რესპუბლიკა“ ,1993 წლის10 ოქტომბერი


scotch egg
scotch egg
scotch egg
temp-thumb
temp-thumb
temp-thumb

ძვირფასო თანამემამულენო!

ძვირფასო ქალბატონებო და ბატონებო!

დამოუკიდებელი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტად ჩემს არჩევას ძალიან ვაფასებ და ამასთან დაკავშირებით აზერბაიჯანის მოსახლეობას, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ყველა მოქალაქეს ჩემს პატივისცემას, თაყვანისცემას და ღრმა მადლიერებას მოვახსენებ.

აზერბაიჯანელ ხალხს თავისი ისტორიის ყველაზე რთული, ტრაგიკული პერიოდი უდგას. მე ღრმად აღვიქვამ ამ რთულ პერიოდში ჩემზე დაკისრებული პასუხისგებლობის ხარისხს და მინდა დაგარწმუნოთ, რომ მთელი ჩემი მოღვაწეობით, მთელი ჩემი ცხოვრებით ვეცდები გავამართლო ეს ნდობა, ჩემი ხალხის იმედები. ასეთ მაღალ და საპასუხისგებლო თანამდებობაზე დანიშვნისას პირველ რიგში აზერბაიჯანელი ხალხის გონიერებას, სიბრძნეს, ძლიერებას ვეყრდნობი. ამ პასუხისმგებლობის აღება მაიძულა აზერბაიჯანელი ხალხის იმედებმა, რომლებიც მაკავშირებს ჩემს ხალხთან. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ყველაფერს გავაკეთებ ამ იმედების გასამართლებლად.

XX საუკუნის დასასრული აღინიშნა პოლიტიკური პროცესებით, რომლებმაც

ძირფესვიანად შეცვალეს მსოფლიო. აზერბაიჯანელი ხალხი ამ პროცესების მიღმა არ დარჩენილა და, როგორც იქნა, განახორციელა თავისი საუკუნოვანი ოცნება ‑ მიაღწია დამოუკიდებლობას. აზერბაიჯანის რესპუბლიკის მიერ სახელმწიფო დამოუკიდებლობის მიღწევა მსოფლიოში, ყოფილ საბჭოთა კავშირში მიმდინარე საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროცესების ლოგიკური შედეგია. ჩვენი რესპუბლიკის დამოუკიდებლობა ისტორიული მოვლენაა. ეს აზერბაიჯანელი ხალხის ეროვნული სიმდიდრე, ეროვნული მიღწევაა და ამაში რომელიმე მოძრაობის ან ძალის განსაკუთრებულ წვლილზე არ შეიძლება იყოს საუბარი.

დამოუკიდებლობის მიღწევა რესპუბლიკის, მისი მოქალაქეების წინაშე დიდ და რთულ ამოცანებს აყენებს. სახელმწიფო დამოუკიდებლობის გამყარება, სახელმწიფო სტრუქტურებისა და ატრიბუტების შექმნა და განვითარება, აზერბაიჯანის ტერეტორიული მთლიანობის და სრული სუვერენიტეტის უზრუნველყოფა, რესპუბლიკის გამოყვანა საომარი მდგომარეობიდან, რესპუბლიკის მოქალაქეების კეთილდღეობის გაუმჯობესება, მათი ცხოვრებისთვის და საქმინობითვის საჭირო პირობების შექმნა ‑ ამ ამოცანათა გადაჭრა  პრეზიდენტის თანამდებობაზე ჩემი მოღვაწეობის დროს ძირითადი საკითხი იქნება და მე ამ ყველაფრის განხორციელებას შევეცდები.

აზერბაიჯანის რესპუბლიკას უძველესი ისტორია, მდიდარი კულტურა, უდიდესი ბუნებრივი რესურსები გააჩნია. სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა ამ სიმდიდრის ეფექტური გამოყენების ყველა პირობას ქმნის აზერბაიჯანის რესპუბლიკის სამომავლო განვითარებისთვის. ეს ჩვენი ძირითადი ამოცანაა. აზერბაიჯანის რესპუბლიკამ თავისი დამოუკიდებლობა მძიმე და რთულ პირობებში მოიპოვა. ჩვენთვის ყველაზე მძიმეა ომი, რომლის პირობებში აზერბაიჯანი ცხოვრობს ხუთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, სომხეთის შეიარაღებული ძალების აგრესია ჩვენს ტერეტორიებზე და ამ აგრესიის შედეგად აზერბაიჯანელ ხალხზე

თავსდატეხილი დიდი უბედურებანი. ამიტომ ჩვენს წინაშე მდგომი ძირითადი ამოცანაა რესპუბლიკის გამოყვანა საომარი მდგომარეობიდან და მოქალაქეებისთვის მშვიდი გარემოს შექმნა.

ასეთი რთული სიტუაცია შეიქმნა სერიოზული შეცდომების შედეგად, რომლებიც აზერბაიჯანში დაშვებულ იქნა რესპუბლიკის მთავრობის და ყოფილი საბჭოთა კავშირის მიერ ყარაბაღის კონფლიქტის დასაწყისში. სამწუხაროდ, გასულ პერიოდში არ იყო მიღებული საჭირო ზომები რესპუბლიკის გამოსაყვანად ამ მდგომარეობიდან. ეკონომიკური , სოციალური, საზოგადოებრივ-პოლიტიკური და სულიერი კრიზისი, რომელშიც იმყოფებოდა რესპუბლიკა, ბოლო დროს უფრო გაღრმავდა და

შეიძლება ითქვას, რომ 1993 წელს მიაღწია კრიტიკულ ნიშნულს. მიმდინარე წლის ივნისის თვეში რესპუბლიკის შიდა სტაბილურობა მთლიანად დაირღვა. დაპირისპირებამ სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებს შორის, ბოროტმოქმედთა ზოგიერთი დაჯგუფების ქმედებამ, სეპარატისტთა ძალების ქმედებებმა, მიმართულმა რესპუბლიკის დანაწევრებაზე და სხვა მიზეზების მთელმა რიგმა კიდევ უფრო გააღრმავა დაძაბულობა. აზერბაიჯანის სახელმწიფო მმართველობის მიერ დაშვებული უხეში შეცდომების შედეგად ივნისის თვეში რესპუბლიკა სამოქალაქო ომის ზღვარზე აღმოჩნდა და მისი ზოგიერთი რეგიონის გამოყოფის რეალური საფრთხე გაჩნდა. მადლობა უფალს, ეს მოვლენები თავიდან აცილებულ იქნა, მოხდა ბოროტმოქმედთა ზოგიერთი დაჯგუფების ლიკვიდაცია და რესპუბლიკის შიგნით საზოგადოებრივ-პოლიტიკური სტაბილურობის უზრუნველყოფის პირობები შეიქმნა.

ბოლო 4 თვე აზერბაიჯანისთვის მეტად მძიმე იყო. ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენმა რესპუბლიკამ, მისმა მოქალაქეებმა დიდი გამოცდა გამოიარეს და ერთხელაც დაამტკიცეს, რომ ხალხის სიბრძნე, ეროვნული თანხმობა და სოლიდარობა, მოქალაქეთა ერთიანობა ყველა ამ სიძნელეს გაუმკლავდება და შეძლებს პირობების შექმნას რესპუბლიკის ამ მძიმე მდგომარეობიდან გამოყვანისთვის.

მაგრამ მიუხედავად რესპუბლიკის შიგნით მიღწეული შედარებითი სტაბილურობისა, ჩვენ ჯერ კიდევ დიდი საშიშროების წინაშე ვდგავართ. სომხეთის შეიარაღებული ძალების აგრესიის შედეგად,რომელიც ხუთ წელზე მეტ ხანს გრძელდება, აზერბაიჯანის მიწების ნაწილი, დაახლოებით 20 პროცენტი, დამპყრობელთა ხელშია. ყოფილი მთიანი ყარაბაღის ოლქი მთლიანად არის ოკუპირებული, აზერბაიჯანელი ხალხისთვის ძვირფასი და წმინდა ქალაქი შუშა, უკვე წელიწადნახევარია აგრესორის ხელშია. სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ დაპყრობილია აგრეთვე აზერბაიჯანის შემდეგი რაიონებიც: ლაჩინი, ქალბეჯარი, აღდამი, ფიზული, ჯებრაილი, გუბადლი. ამის შედეგად ასეულობით სოფელი, დასახლება, დაბა განადგურებულია, გაძარცვულია სახლები. ამ ტერეტორიებზე მცხოვრები 1 მილიონამდე ჩვენი თანამემამულე, მოქალაქე ლტოლვილი გახდა და ამჟამად მეტად მძიმე მდგომარეობაში იმყოფება. ეს ყველაფერი აძლიერებს დაძაბულობას რესპუბლიკის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ, სულიერ სფეროებში. ჩვენი ყველაზე მთავარი ამოცანაა რესპუბლიკის გამოყვანა საომარი მდგომარეობიდან, ყველა ოკუპირებული მიწის დაბრუნება, აზერბაიჯანის ტერეტორიული მთლიანობისა და სუვერენული რესპუბლიკის საზღვრების უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ლტოლვილების დაბრუნება თავიანთ სახლებში.

გარწმუნებთ, როგორც პრეზიდენტი ამ ყველაფერს ჩემს მთავარ ამოცანად მივიჩნევ და აზერბაიჯანის ხალხის მთელი ძალების მობილიზებით, ყველა შესაძლებლობების გამოყენებით, ჩემს ძალისხმევას არ დავიშურებ ამ მიზნის მისაღწევად.

ხუთწლიანი ომის ვითარებიდან გამოსვლა, ოკუპირებული მიწების დაბრუნება, უდავოდ, ადვილი არ არის. ჩვენს საზოგადოებაში სხვადასხვა აზრია იმის თაობაზე, თუ რა გზებით არის შესაძლებელი ამ ყველაფრის მიღწევა. გვიჭირავს რა მთლიანობაში მშვიდობისმოყვარე პოზიცია, უპირატესობას ვანიჭებთ ამ პრობლემის გადაჭრას პირველ რიგში მშვიდობიანი გზით, მოლაპარაკებების გზით. ამ მიზნით აუცილებელია დიპლომატიური ხერხების ეფექტური გამოყენება, მშვიდობიანი მოლაპარაკებების წარმოება აზერბაიჯანის რესპუბლიკის ინტერესების უზრუნველყოფით და ამ მოლაპარაკებების შედეგად დასახული მიზნის მიღწევა. გაერთიანებულ ერთა ორაგანიზაციის, ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის სათათბიროს, გაეროს უსაფრთხოების საბჭოს, ამ კომფლიქტის მოგვარებაში მონაწილე ყველა დიდი ქვეყნის და ყველა საერთაშორისო ორაგანიზაციის შესაძლებლობათა ეფექტური გამოყენებით შემდგომშიც არ დავიშურებთ ძალისხმევას აზერბაიჯანის გამოსაყვანად საომარი ვითარებიდან და ოკუპირებული ტერიტორიების დასაბრუნებლად.

თუმცა, ამასთან ერთად, აზერბაიჯანის რესპუბლიკას როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოს ბრძოლისუნარიანი ჯარი უნდა ჰყავდეს. სამწუხაროდ, აზერბაიჯანის მიერ დამოუკიდებლობის მიღწევის შემდგომ პერიოდში ამ მიმართულებით ძალიან ცოტა რამ გაკეთდა. საჭიროების შემთხვევაში, თუ მშვიდობის გზაზე ჩვენს მიერ გადაგმულ ნაბიჯებს შედეგი არ მოჰყვა, აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად, რესპუბლიკის დასაცავად ძლიერი ჯარის შექმნა ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა.

უნდა აღინიშნოს, რომ ხუთწლიანი ომის განმავლობაში აზერბაიჯანელმა ხალხმა დიდი გამოცდა გამოიარა, განიცადა როგორც გამარჯვების სიხარული, ასევე დამარცხების სიმწარე. ჩვენთვის ეს ომი დიდი უბედურებაა. ამავე დროს, ამ ომმა კიდევ ერთხელ უჩვენა მთელ მსოფლიოს აზერბაიჯანელი ხალხის სიძლიერე, გმირობა, სიბრძნე. ამ ომში ჩვენმა ხალხმა უდიდესი დანაკარგი განიცადა. ჩვენი მიწების დაცვისას ამ ხალხის შვილები გმირულად დაიღუპნენ, გახდნენ შაჰიდები. დღეს, ამ სადღესასწაულო ღონისძიებაზე, გთხოვთ, წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ შაჰიდების ხსოვნას, რომლებმაც სიცოცხლე გასწირეს აზერბაიჯანის მიწების, აზერბაიჯანის სუვერენიტეტის დასაცავად. დაე, ღმერთმა შეიწყალოს ისინი.

 დღეს მე ვაცხადებ, რომ ჩვენი შაჰიდების დაღვრილი სისხლი შურისძიების გარეშე არ დარჩება. მათი ხსოვნა ჩვენს გულებში მუდამ იცოცხლებს, ჩვენი ახალგაზრდები და მომავალი თაობები მათ მაგალითზე გაიზრდებიან, აზერბაიჯანელი ხალხი აღორძინდება, ძალებს გააერთიანებს, შექმნის თანამედროვე ჯარს და ამიერიდან თავის დამოუკიდებელ სახელმწიფოს, თავის ტერეტორიებს თვალის ჩინივით გაუფრთხილდება.

დამოუკიდებელი აზერბაიჯანის რესპუბლიკის წინაშე მდგარი ერთ-ერთი მთავარი  ამოცანა მდგომარეობს სახელმწიფო მშენებლობის ორგანიზაციაში. ჩვენი გზა თვალნათელია და ეს მრავალჯერ გვითქვამს. ეს დემოკრატიის გზაა. დამოუკიდებელ აზერბაიჯანში უნდა შეიქმნას სამართლებრივი, დემოკრატიული სახელმწიფო, რომელიც დემოკრატიულ პრინციპებზე იფუნქციონირებს. აზერბაიჯანის სახელმწიფომ თავისი ისტორიული, ეროვნული ტრადიციების გამოყენებით, მსოფლიო გამოცდილებაზე, დემოკრეტიაზე, საყოველთაო ფასეულობებზე დაყრდნობით დემოკრატიული სახელმწიფოს აშენების გზით უნდა იაროს. ჩვენი გზა ასეთია და მე გპირდებით, რომ ამ გზის ერთგული ვიქნები.

ამ გზის გაყოლა ჩვენს ისტორიულ წარსულს შეესაბამება და ამავდროულად მსოფლიო ცივილიზაცაში აზერბაიჯანის როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს მიახლების აუცილებელი პირობაა. ამისათვის აზერბაიჯანში შექმნილია და კვლავაც შეიქმნება ყველა პირობა. აზერბაიჯანში ადამიანის, სიტყვის, რელიგიის, სინდისის თავისუფლება, ეს ყველაფერი არის დემოკრატიული, ცივილიზებული საზოგადოების შექმნის შესაძლებლობის პირობა. ჩვენ ამ ფასეულობების დამკვიდრებას უზრუნველვყოფთ. აზერბაიჯანში იქმნება მრავალპარტიული სისტემა და შემდგომშიც შეიქმნება ბევრი პარტია. აზერბაიჯანი მათი შექმნისა და განვითარებისთვის ყველა შესაძლებლობას უზრუნველყოფს და უდავოა, რომ მრავალპარტიული საზოგადოება, რომელშიც დამკვიდრდება დემოკრატიული პრინციპები, ხელს შეუწყობს აზერბაიჯანის, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს, განვითარებას.

მრავალპარტიულ საზოგადოებაში ოპოზიციაც დიდ როლს ასრულებს. ჩვენ მომავალშიც დიდი პატივისცემით მოვეპყრობით ოპოზიციას და მინდა გამოვთქვა იმედი, რომ აზერბაიჯანის საზოგადოებაში არსებული ოპოზიციური პარტიები და ძალები გამოვლენ კონსტრუქციული თანამშრომლობის პოზიციიდან, რაც აზერბაიჯანში ჭეშმარიტი დემოკრატიის განვითარების ფართო შესაძლებლობებს შექმნის. ერთი სიტყვით, აზერბაიჯანში ოპოზიციური ძალების არსებობა ბუნებრივ მოვლენად მიგვაჩნია და მათთან კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის ჩვენს მზადყოფნას ვაცხადებთ.

მაგრამ ოპოზიციაში მყოფმა ცალკეულმა პოლიტიკურმა ორგანიზაციებმა გვერდზე უნდა გადადონ მათ მიერ ბოლო წლებში გამოყენებული არაკანონიერი, მახინჯი, ანტიდემოკრატიული მეთოდები. პოლიტიკურ პარტიებს, მიმდინარეობებს აზრბაიჯანში თავისუფლად შეუძლიათ იმოღვაწეონ,, მაგარამ არც ერთ პოლიტიკურ პარტიას თუ მიმდინარეობას, საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ორგანიზაციას არ უნდა ჰყავდეს შეიარაღებული დაჯგუფება. დღეს ამას აზერბაიჯანის მოქალაქეების წინაშე გაბედულად ვაცხადებ. სამწუხაროდ, უარყოფითმა მაგალითმა რესპუბლიკის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში დადებითი როლის მქონე სახალხო ფრონტის ამ სფეროში ხელი შეუწყო ცალკეული არაკანონიერი შეიარაღებული დაჯგუფებების შექმნას და ფუნქციონირებას. ვფიქრობთ, რომ ყველა პარტია, მოძრაობა, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ორგანიზაციები უარს იტყვიან თავიანთ შეიარაღებულ დაჯგუფებებზე. შეიარაღებული ძალები მხოლოდ სახელმწიფოს შეიძლება ჰყავდეს. ჩვენ ყველანი უნდა ვესწრაფვოდეთ არაკანონიერ შეიარაღებული დაჯგუფებების ლიკვიდაციისკენ. ეს ჩვენი რესპუბლიკის შიდა საზოგადოებრივ-პოლიტიკური სტაბილურობის შექმნის ძირითადი პირობაა.

დემოკრატიული ცივილიზებული საზოგადოების ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა. ადამიანის უფლებების დაცვა. გარწმუნებთ, ამ მაღალ თანამდეობაზე ყოფნისას ამ სფეროს ყოველთვის ყურადღების ცენტრში მოვაქცევ და შევქმნი ყოველგვარ გარანტიებს ადამიანის უფლებების დაცვისთვის. ერთი სიტყვით, ჩვენს საზოგადოებაში შეიქმნება ადამიანის სრული თავისუფლების ყველა პირობა. ამ თვასაზრისით დღევანდელ ეტაპზე ერთ-ერთ მნიშვნელოვან ადგილს იკავებს სინდისის თავისუფლების საკითხი. ჩვენი ერი თავის რელიგიას დაუბრუნდა. ისლამურ რელიგიას მსოფლიოში თავისი ისტორიული ადგილი უკავია. მან დიდი გავლენა მოახდინა ხალხის სულიერებაზე, მის მეცნიერულ აზროვნებაზე, ძლიერებაზე. ჩვენი ეროვნული ტრადიციები, კულტურა სწორედ ისლამის წყალობით გადადიოდა თაობიდან თაობაზე და ეროვნული ფასეულობის სახით მოვიდა ჩვენს თაობამდე. აზერბაიჯანში შექმნილია და კვლავაც შეიქმნება ყველა პირობა აღმსარებლობის თავისუფლებისთვის და ვფიქრობთ, რომ რესპუბლიკისთვის ამ მძიმე პერიოდში რელიგია შეასრულებს დიდ როლს სამოქალაქო სოლიდარობის, სამოქალაქო ერთიანობის მიღწევის საქმეში.

აზერბაიჯანი მრავალეროვანი რესპუბლიკაა. ეს ჩვენი რესპუბლიკის დამახასიათებელი ნიშანია. მას მდიდარი ისტორია გააჩნია და ამ ისტორიით, რესპუბლიკის საზოგადოებრივ-პოლიტიკური მდგომარეობით ვამაყობთ. აზერბაიჯანში ყველა მოქალაქე, განურჩევლად მისი რელიგიური და ეროვნული კუთვნილებისა თანაბარი უფლებებით სარგებლობს. შემდგომშიც შეიქმნება ყველა პირობა მოქალაქეთა თანაბარუფლებიანი მონაწილეობისათვის რესპუბლიკის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში.

დღეს პრეზიდენტის თანამდეობაზე მოსვლა მომილოცეს კავკასიის მუსულმანთა ხელმძღვანელმა, ქრისტიანობის და ებრაული რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებმა. ვუხდი რა მათ მადლობას, მინდა დაგარწმუნოთ, რომ აზერბაიჯანში გაკეთდება ყველაფერი, რაც საჭიროა ყველა ერისა და რელიგიის თანასწორუფლებიანობისათვის.

რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გაძლიერების გზაზე ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა კომპეტენტური საგარეო პოლიტიკა, რომელიც მსოფლიო დონეზე აზერბაიჯანის ინტერესების დაცვის შესაძლებლობას იძლევა. სამწუხაროდ, დამოუკიდებლობის მიღწევის შემდეგ საგარეო პოლიტიკის სფეროში ცოტა რამ გაკეთდა. წინ სერიოზული ამოცანების გადაჭრა გვიდგას. ჩვენი საგარეო პოლიტიკა პირველ რიგში აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის განვითარებისკენ უნდა იყოს მიმართული. ამოცანა მდგომარეობს ყველა ქვეყანასთან თანაბარუფლებიანი, ურთიერთსასარგებლო ურთიერთობების შექმნაში და განვითარებაში, ამ ურთიერთობების ეფექტურ გამოყენებაში როგორც აზერბაიჯანის რესპუბლიკის საერთაშორისო პოზიციების გასამყარებლად, ასევე მისი ეკონომიკის, მეცნიერების, კულტურის განვითარებისათვის. ჩვენი საგარეო პოლიტიკა მშვიდობისმოყვარეა, ჩვენ არ გაგვაჩნია რომელიმე ქვეყნის სუვერენიტეტის, ტერეტორიული მთლიანობის დარღვევის მიზნები. მაგარამ ამავდროულად საგარეო პოლიტიკის გამოყენებით ჩვენ მივისწრაფვით რესპუბლიკის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის და ტერეტორიული მთლიანობის უზრუნველყოფისაკენ. ვიმედოვნებ, რომ ამის შემდეგ შესრულებული სამუშაო შექმნის პირობებს აზერბაიჯანის უფრო კარგად შეცნობისთვის და ჩვენი რესპუბლიკა მსოფლიო საზოგადოებაში თავის ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებს.

ჩემი პრეზიდენტად არჩევასთან დაკავშირებით მრავალი ქვეყნის მეთაურმა მოსალოცი წერილი გამომიგზავნა. მე ამ წერილებს, პირველ რიგში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის ცნობის, მსოფლიო საზოგადოებაში მის მიერ ადგილის დამკვიდრების აღიარებად ვიღებ. ვუხდი რა მადლობას მოსალოცი წერილების გამომგზავნელი ქვეყნების მეთაურებს, საზღვარგარეთის ქვეყნების წარმომადგენლებს, რომლებიც ამ დარბაზში იმყოფებიან, მინდა დაგარწმუნოთ, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკა როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო მომავალშიც ეცდება დაამყაროს ნაყოფიერი კავშირები ყველა ამ ქვეყანასთან და სხვა ქვეყნებთანაც, გამოიყენოს მათი შესაძლებლობები იმ რთული სიტუაციიდან გამოსასვლელად, რომელშიც იგი აღმოჩნდა. დიდ მადლობას მოგახსენებთ და ვუსურვებ თქვენი სახელმწიფოების მეთაურებს და თქვენს ხალხს ბედნიერებას და წარმატებებს ყველა საქმეში.

აზერბაიჯანის რესპუბლიკის მძიმე კრიზისული სიტუაციიდან გამოსაყვანად ბევრია გასაკეთებელი სოციალურ-ეკონომიკურ სფეროში. თუკი დამოუკიდებლობის მიღწევა ჩვენთვის არის ისტორიული მოვლენა, ჩვენი ეკონომიკის ამ მდგომარეობაში ყოფნა გვიქმნის დიდ სირთულეებს. სამწუხაროდ, კრიზისმა, რომელშიც რესპუბლიკა იმყოფება ბოლო წლებში, ეკონომიკის ყველა დარგებზე უარყოფითი გავლენა მოახდინა. შეიძლება ითქვას რომ ეკონომიკა სრულიად განადგურებულია, რამაც მოქალაქეთა კეთილდღეობის მკვეთრი ვარდნა გამოიწვია. ამასთან ერთად მინდა აღვნიშნო, რომ რესპუბლიკას უდიდესი სოციალურ-ეკონომიკური, სამეცნიერო-ტექნიკური პოტენციალი გააჩნია. აზერბაიჯანის გეოპოლიტიკური მდებარეობა, მისი ბუნებრივი სიმდიდრე, მრავალი წლების მანძილზე შექმნილი ძირითადი ფონდები, რესპუბლიკას ამ მძიმე კრიზისიდან გამოსვლის საშუალებას აძლევს.

ამ თვალსაზრისით ჩვენს სამომავლო საქმიანობაში ერთის მხრივ ეფექტურად უნდა გამოვიყენოთ უკვე შექმნილი პოტენციალი, მეორე მხრივ კი გავატაროთ ეკონომიკური რეფორმები საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის მიმართულებით. ეს რთული გზაა. ათწლეულების მანძილზე შექმნილი სოციალურ-ეკონომიკური სისტემიდან თავისუფალ ბაზარზე გადასვლა დიდ სიძნელეებთან არის დაკავშირებული. ამ სფეროში ბოლო წლებში დაშვებულმა შეცდომებმა სიტუაცია კიდევ უფრო გაამწვავა. მაგრამ ჩვენ ამ გზით უნდა ვიაროთ, ვინაიდან სხვა გზა არ არსებობს. ამ საქმის ორგანიზება აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკონომიკის, ტრადიციების შესაბამისად უნდა მოხდეს. ამ გზაზე ჩვენს ხელთ არსებული ეკონომიკური პოტენციალი უნდა გამოვიყენოთ.

ჩვენ უფლება არ გვაქვს დავუშვათ მისი დაშლა და უნდა ვეცადოთ, რომ ეს პოტენციალი, როგორც აზერბაიჯანელი ხალხის დოვლათი, გამოყენებულ იქნას რესპუბლიკის მოქალაქეთა, მოსახლეობის ყველა ფენის ცხოვრების დონის გასაუმჯობესებლად.

ამ სფეროში დემოკრატიული რეფორმების ჩატარება, გააზრებული ნაბიჯების გადადგმა ჩვენი მოვალეობაა. გარწმუნებთ, რომ ჩვენ ამ გზით ვივლით. ამასთან დაკავშირებით მინდა განსაკუთრებით აღვნიშნო აზერბაიჯანის რესპუბლიკის შესვლა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში. რესპუბლიკაში დიდი ხნის მანძილზე წარმოებდა დებატები ამასთან დაკავშირებით და ბოლოს და ბოლოს აზერბაიჯანი შეუერთდა დსთ-ს. დარწმუნებულნი ვართ, რომ ეს ნაბიჯი ხელსაყრელ შესაძლებლობებს შექმნის რესპუბლიკის ეკონომიკის განვითარებისთვის და ჩვენ ეს შესაძლებლობები სრულად უნდა გამოვიყენოთ.

ისიც მინდა აღვნიშნო, რომ ზოგიერთი წრეები ცდილობენ წარმოადგინონ აზერბაიჯანის შესვლა დსთ-ში როგორც საშიში მოვლენა. ეს მცდარი აზრია. დსთ-ს შემადგენლობაში ყოფნისას აზერბაიჯანი თავის დამოუკიდებლობას მუდამ დაიცავს და თანამეგობრობაში ყოფნა რესპუბლიკის  დამოუკიდებლობას არავითარ ზიანს არ მიაყენებს. აზერბაიჯანი, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, დემოკრატიის გზით ივლის, საერთაშორისო დემოკრატიის ნორმებს დაიცავს. აზერბაიჯანში კომუნისტური იდეოლოგია, კომუნისტური რეჟიმი აღარასოდეს აღდგება. ვიმედოვნებ, რომ რესპუბლიკის მოქალაქეების უმრავლესობას ასეთივე მოსაზრებები აქვს. აზერბაიჯანის რესპუბლიკა ამიერიდან არც ერთი ქვეყნის შემადგენლობაში აღარ შევა, არ გახდება რომელიმე სხვა ქვეყანაზე დამოკიდებული და ყოველთვის გაუფრთხილდება საკუთარ დამოუკიდებლობას.

ჩვენი საშინაო და საგარეო პოლიტიკა აიგება მსოფლიო დემოკრატიის პრინციპებზე. აზერბაიჯანის შიგნით დემოკრატიული პრინციპების დამყარებით საგარეო პოლიტიკას აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის დაცვის სამსახურში ჩავაყენებთ. როგორც პრეზიდენტი ღიად ვაცხადებ ამას ხალხის წინაშე და მინდა დაგარწმუნოთ, რომ ყოველთვის ამ პრინციპების ერთგული ვიქნები.

ძვირფასო და პატივცემულო თანამემამულენო!

დღეს ჩემთვის ისტორიული, ღირსშესანიშნავი დღეა. კიდევ ერთხელ მინდა გამოვხატო ჩემი უდიდესი მადლიერება, პატივისცემა, აზერბაიჯანის მოქალაქეებისადმი, აზერბაიჯანელი ხალხისადმი დიდი სიყვარული ჩემს მიმართ გამოჩენილი ამ დიდი ნდობის გამო და გარწმუნებთ, რომ სიცოცხლის ბოლომდე ერთგულად ვემსახურები ჩემ ხალხს, ჩემს საქმიანობას მივუძღვნი აზერბაიჯანის რესპუბლიკის სამომავლო განვითარებას.

აზერბაიჯანის კონსტიტუციაზე ხელის დადებით ვფიცავ, რომ ჩემს ცოდნას, გამოცდილებას, ძალებს აზერბაიჯანის ხალხის, აზერბაიჯანის რესპუბლიკის კიეთილდღეობას მივუძღვნი.

ვფიცავ, რომ პრეზიდენტის მოვალეობას შევასრულებ მაღალი მიზნებისა და იდეების მისაღწევად, ძალისხმევას არ დავიშურებ აზერბაიჯანის რესპუბლიკის სრული დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, ტერეტორიული მთლიანობის უზრუნველსაყოფად.

ვფიცავ, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკის კონსტიტუციის და კანონების აღსრულების, აზერბაიჯანის ყველა მოქალაქის, განურჩევლად მათი ეროვნებისა, აღმსარებლობისა და პოლიტიკური მრწამსისა, უფლებებისა და თავისუფლების გარანტი ვიქნები. ასევე ვიქნები გარანტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში თავისუფლებისა, დემოკრატიული გარდაქმნებისა, დემოკრატიულ სამართლებრივ სახელმწიფოდ მისი განვითარებისა.

ვფიცავ, რომ ღირსეულად ვემსახურები აზერბაიჯანის რესპუბლიკას, აზერბაიჯანელ ხალხს, რათა ჩვენმა დამოუკიდებელმა სახელმწიფომ დაიმკვიდროს ღირსეული ადგილი ცივილიზებულ სახელმწიფოთა შორის, მსოფლიო თანამეგობრობაში.

წმინდა ყურანზე ხელის დადებით ვფიცავ, რომ ერთგული ვიქნები აზერბაიჯანელი ხალხის ეროვნული, სულიერი ტრადიციებისა და ვუზრუნველვყოფ გარანტიებს, რათა ეს ტრეადიციები დამყარდეს, არსებობდეს და განვითარდეს ჩვენს დამოუკიდებელ ქვეყანაში.

“ჰეიდარ ალიევი: ჩვენი დამოუკიდებლობა სამუდამოა” (გამოსავლები, მოხსენებები, განცხადებები, ინტერვიუები, წერილები, მოწოდებები, გადაწვწტილებები) - აზერგამომცემლობა, ბაქო, 1993, I თავი, გვერდი 201.