აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ჰეიდარ ალიევის გამოსვლა ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების სახელმწიფო და მთავრობის შეხვედრაზე– სტრასბურგი, ევროპის სასახლე, 1997 წლის 11 ოქტომბერი

პატივცემულო ბატონო თავჯდომარევ!

პატივცემულო ქალბატონებო და ბატონებო!

გულითადად მივესალმები ევროსაბჭოს მეორე სამიტის მონაწილეებს.მოხარული ვარ,რომ ახალი ათასწლეულის ზღურბლზე, ყველაზედ ძლიერ საერთოევროპული პრობლემების განხილვისადმი მიძღვნილ ამ ავტორიტეტულ საერთაშორისო ფორუმზე აზერბაიჯანის რესპუბლიკა პირველად იღებს მონაწილეობას.

ჩვენს პლანეტაზე მიმდინარე ძლიერმა დადებითმა ცვლილებებმა – ცივი ომის დასასრულმა, რკინის ფარდის ჩამოხსნამ ,ახალ დამოუკიდებელ სახელმწიფოებს, რომლებმაც ვროპის გაერთიანების და დემოკრატიის გზა აირჩიეს, ევროსტრუქტურაში ინტეგრაციის საშუალება მისცა.

ამ პროცესებში ევროპის საბჭო დიდ როლს თამაშობს. მთელს ევროპის კონტინენტზე მშვიდობისა და სტაბილურობის გაძლიერებაში,პლურალისტური დემოკრატიის პრინციპებისა და საყოველთაო საერთო ღირსებების განვითარებისათვის, მის მიერ მიცემულ რჩევებს დიდად ვაფასებთ.

ევროპის განუყრელი ნაწილი აზერბაიჯანი ,თავისი არსებობის მთელი ისტორიის მანძილზე მასთან ურთიერთობებს განავითარებას.

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ აზერბაიჯანის რესპუბლიკამ რთული და დაძაბული გზა განვლო.გარდატეხის პერიოდის სიძნელეები, შინაგანი არასტაბილურობა, უკანონო შეიარაღებული ძალების თარეში, სახელმწიფო გადატრიალების არაერთგზისი მცდელობა, სოციალურ–ეკონომიკური კრიზისი, მეზობელი სომხეთის აგრესიის დამანგრეველი შედეგები,თვითნებობა ადამიანთა უფლებების მასობრივი ხასიათის დარღვევების პირობებს ქმნიდა, საფრთხის ქვეშ აყენებდა აზერბაიჯანის სახელმწიფოებრიობას.

ჩვენ, დიდი სიძნელეების მიუხედავად ,მოკლე ხანში შევძელით,რომ ქვეყანაში სტაბილურობა დაგვემყარებინა და დემოკრატიული, სამართლებრივი, მსოფლიო სახელმწიფოებრიობისა და საბაზრო ეკონომიკისაკენ მიმართული საფუძვლიანი პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების განხორციელება დაგვეწყო.

რესპუბლიკის პარლამენტში მრავალპარტიულობის საფუძველზე ჩატარდა პირველი დემოკრატიული არჩევნები.საერთოსახალხო რეფერენდუმის გზით მიღებული იქნა დამოუკიდებელი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პირველი კონსტიტუცია, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების გარანტიას.ათობით პოლიტიკური პარტია, ასობით დამოუკიდებელი მასობრივი საინფორმაციო საშუალება, სიტყვის, სინდისის თავისუფლება, ეროვნული დამოუკიდებლობის განვითარებისათვის საჭირო პირობებს ქმნის – ყოველივე ,ეს ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბების დასტურია.

ეკონომიკის თავისუფლებამ, ინფილაციის პროცესების მინიმუმამდე დაყვანამ, უცხოური ინვესტიციის ფართოდ მოზიდვამ, მიწისა და მიწისზედა ქონების პრივატიზაციის პროგრამის წარმატებით განხორციელებამ ხელი შეუწყო აზერბაიჯანის ეკონომიკაში დიდი ხნით გაყინული მდგომარეობის ლღობას და ჩვენი თანამემამულეების სოციალური დონის ამაღლებას.

რა თქმა უნდა ,ჩვენ კიდევ ვგრძნობთ გარდატეხის პერიოდის ობიექტურ სიძნელეებს, სამოცდაათწლიანი ტოტალიტარული სისტემის მძიმე მემკვიდრეობა თავს კვლავ იჩენს.მაგრამ დემოკრატიული რეფორმების წარმატებით გატარება,ჩვენი თანამემამულეების უმეტესობის მხრიდან ამ რეფორმების მხარდაჭერა,აზერბაიჯანში დამოუკიდებლბის და დემოკრატიის ფესვის გადგმაზე მიგვანიშნებს.

სომხეთის მხრიდან ჩვენს წინააღმდეგ გატარებული აგრესიის შედეგები,ჩვენთვის კვლავაც რჩება დიდ პრობლემად. ამ აგრესიის შედეგად ოკუპირებულია აზერბაიჯანის მიწების ოცი პროცენტი, ერთ მილიონზე მეტი მოსახლე თავიაანთი კერებიდან იძულებით იქნა განდევნილი, დღეს კი კარვის ქალაქში გაუსაძლის პირობებში ცხოვრობენ.

ჩვენ, ეუთოს სომხეთ– აზერბაიჯანის კონფლიქტის სამართლიანი მოგვარებისაკენ მიმართულ მცდელობებს ვეთანხმებით.1996 წლის დეკემბერში ეუთოს ლისაბონის უმაღლეს შეხვედრაზე,ამ საკითხთან დაკავშირებით უაღრესად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნა მიღებული.ლისაბონის პრინციპები, აზერბაიჯანისა და სომხეთის ტერიტორიული მთლიანობის ცნობის, აზერბაიჯანის სახელმწიფოს შემადგენლობაში ყარაბაღისათვის უმაღლესი თვითმმართველობის სტატუსის მინიჭების და ყარაბაღის მთელი მოსახლეობის უშიშროების უზრუნველყოფისაგან შესდგება.

ჩვენ დიდად ვაფასებთ ევროსაბჭოს პარლამენტის ასსამბლეის 1997 წლის 22 აპრილის თარიღის დადგენილებას. ამ დადგენილებაშიც დადსტურებულია აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა, სომხეთ– აზერბაიჯანის კონფლიქტის მოწესრიგების შესახებ ლისაბონის უმაღლესი შეხვედრის პრინციპები. ეს დოკუმენტები, საყოველთაოდ აღიარებული საერთაშორისო იურიდიული ნორმების საფუძველზე ,მშვიდობის მიღწევისათვის კარგი გარანტიაა.

1994 წლის მაისის თვიდან ,ჩვენ სომხეთთან ხელი მოვაწერეთ ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებას და კონფლიქტის მოგვარებამდე ჩვენ მისი დაცვის მომხრენი ვართ.

ამ კონფლიქტის მოგვარებისათვის მინსკის ჯგუფის თანათავჯდომარეების – რუსეთის, აშშ–ის და საფრანგეთის ,ამ ახლო ხანებში შემოთავაზებულ: – პირველ ეტაპზე,შეიარაღებული ძალების ოკუპირებული ექვსი რაიონიდან გაყვანას, ამ რაინონების მკვიდრთა თავიაანთ საცხოვრებელ კერებში დაბრუნებას და ომის პერიოდში განადგურებული კომუნიკაციის აღდგენას, მეორე ეტაპზე ლაჩინისა და შუშის რაიონების განთავისუფლებასთან ერთად მთიანი ყარაბაღის სტატუსის საკითხის მოგვარების წინადადებას მხარს ვუჭერთ.

დღეს ერთხელ კიდევ ვაცხადებ,რომ ჩვენ კონფლიქტის მშვიდობის გზით მოგვარების პოზიციაზე მყარად ვდგავართ, სომხეთთან ძლიერი და გრძელვადიანი მშვიდობის დამყარება გვსურს.მიუხედავად იმისა,რომ ამ აგრესიამ აზერბაიჯანს დიდი ზარალი მიაყენა, გვინდა, ჩვენს ქვეყნებს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობა და თანამშრომლობა, რეგიონში მშვიდობა და სტაბილურობა აღვადგინოთ.

ქალბატონებო და ბატონებო!

1996 წლის ივნისის თვეში ევროსაბჭოს პარლამენტის ასამბლეამ აზერბაიჯანს სპეციალური სტუმრის სტატუსი მიანიჭა.ჩვენ,ამავე დროს ევროპის კულტურის კონვენსაციის,ბუნებრივი და ტექნოლოგიური სტიქიის წინააღმდეგ და მათგან დაცვის და დახმარების ღია პარსიული ხელშეკრულების მონაწილენი ვართ.

1996 წლის 13 ივლისს ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს წერილით მივმართე და ვთხოვე,რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკა ევროსაბჭოს სრულუფლებიანი წევრი გამხდარიყო.ვაცნობე რა ევროპის ადამიანთა უფლებების კონვენსაციაში ჩართვისათვის სრული მზად ყოფნა,ევროსაბჭოს მინისტრთა კაბინეტს ვთხოვე,რომ ამ საკითხთან დაკავშირებით აზერბაიჯანის მთავრობასთან მოლაპარაკებები დაეჩქარებინათ.

ჩვენ, ევროსაბჭოს დამფუძნებლებთან აქტიურად ვთანამშრომლობთ, მონაწილეობას ვიღებთ მათ მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში,ევროსაბჭოს დელეგაციათა წარმომადგენლებს აზერბაიჯანში ყოველგვარ პირობას ვუქმნით.

ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიული ცვლილებების განვითარებაში ევროსაბჭოს დახმარებაზე დიდ იმედებს ვამყარებთ.ვიმედოვნებ,რომ სულ მოკლე ხანში აზერბაიჯანი ევროსაბჭოს სრულუფლებიანი წევრი გახდება. ძალისხმევას არ დავიშურებთ,რომ თანამედროვე ევროპული დემოკრატიის უმაღლესი სტანდარტებს შევესაბამებოდეთ.

პატივცემულო ქალბატონებო და ბატონებო!

უმაღლეს დონეზე შეხვედრები დაძაბულ და მღელვარე მეოცე საუკუნეს წერტილს უსვამს, საზღვრავს მომავალი საუკუნის მოვალეობებს და პერსპექტივებს . დამოუკიდებლობის,დემოკრატიის და ჰუმანიზმის იდეალების გარემოცვაში მოქცეული ახალი ევროპა, როგორც ყოველთვის, მთელი კაცობრიობის აყვავებასა და განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ითამაშებს.

დარწმუნებული ვარ, რომ დიდი ბუნებრივი რესურსების მფლობელი, მდიდარი კულტურული და ინტელექტუალური პოტენციალის მქონე აზერბაიჯანის რესპუბლიკა, ამ კეთილშობილ პროცესში თავის შესაფერის წვლილს შეიტანს.

გმადლობთ ყურადღებისათვის.