აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ჰეიდარ ალიევის მოხსენება "სამი ზღვის ლეგენდის" სახელწოდების კონფერენციის გახსნის ცერემონიალზე - 2002 წლის 25 ივლისი, სტამბული

პატივცემულო ბატონო თავმჯდომარე!

პატივცემულო კონფერენციის მონაწილეებო!
 
გულითადად მოგესალმებით და კონფერენციის მუშაობაში წამატებებს გისურვებთ.
 
დღევანდელ განსახილველ საკითხს დიდი ისტორია გააჩნია. კონფერენცია "სამი ზღვის ლეგენდა" - კასპიის ზღვის - შავი ზღვისა და ხმელთაშუა ზღვის - კონფერენცია უკვე ხუთი წელია ტარდება. რატომ არ ტარდებოდა ის ადრე? იმიტომ, რომ ჯერ ერთი ძალიან ცოტა ინფორმაცია იყო იმის შესახებ, რომ ჩვენი საქმეები ასეთ მჭიდრო ურთიერთკავშირში იქნებოდა, თანაც ცოტა ვინმეს თუ სჯეროდა ამისა. ამას მე აზერბაიჯანის საქებრად არ ვამბობ. მას მერე, რაც პირველად დაისვა საკითხი აზერბაიჯანში, კასპიის ზღვაზე გაზისა და ნავთობის უმდიდრესი საბადოების არსებობისა და მათი ათვისების შესახებ, მას მერე, რაც 1994 წელს ხელი მოეწერა კონტრაქტს, რომელსაც "საუკუნის კონტრაქი" შეარქვეს, მთელ მსოფლიოში დაიწყო კასპიის ზღვასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა. იმიტომ, რომ ადრე მსოფლიოში ბევრმა არ იცოდა კასპიის ზღვაში გაზისა და ნავთობის ასეთი მდიდარი საბადოების არსებობის შესახებ.
 
ჩვენ კი აზერბაიჯანში ვიცოდით ეს. იმიტომ, რომ აზერბაიჯანელმა მეცნიერებმა, გეოლოგებმა ჯერ კიდევ 50-60 წლის წინ დაიწყეს ნავთობისა და გაზის მოპოვება კასპიის ზღვის სიღრმეებიდან. 150 წლის წინ სწორედ აზერბაიჯანში მსოფლიოში პირველად დაიწყო ნავთობის მოპოვება სამრეწველო მეთოდით. და 50 წლის წინ სწორედ აზერბაიჯაში მსოფლიოში პირველად დაიწყეს ნავთობის მოპოვება ზღვის სიღრმიდან. ჩვენ- აზერბაიჯანში ვიცოდით ამის შესახებ და ვმუშაობდით ამაზე.
 
მაგრამ აზერბაიჯანის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, მას მერე, რაც ის თვითონ გახდა თავისი ბუნებრივი სიმდიდრის ბატონ-პატრონი, ჩვენმა რესპუბლიკამ დაიწყო დიდი ნაბიჯების გადადგმა ამ რესურსების ფართო და ეფექტიური გამოყენების გზაზე. პირველი ნაბიჯი რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ამ საქმეს იყო 1994 წლის სექტემბერში ბაქოში ხელმოწერილი კონტრაქტი აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიასა და მსოფლიოს 11 მსხვილ ნავთობკომპანიას შორის, რომელსაც "საუკუნის კონტრაქტი" ეწოდა და რომელიც ეხებოდა კასპიის ზღვის აზერბაიჯანის სექტორში მდებარე საბადოების აზერი-ჩირაგი-გუნეშლის ერთობლივ ათვისებას.
 
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ იმ დროს, როცა ჩვენ ხელშეკრულებას ხელს ვაწერდით, მსოფლიოში არ იყო საკმარისი ინფორმაცია კასპიის ზღვის შესახებ. დღეს კი ცნობილია, რომ კასპიის ზღვა თავისი ნახშირწყალბადოვანი რესურსების მოცულობით სულ ცოტა ჩრდილოეთის ზღვას შეიძლება შევადაროთ.
 
და თუ ჩრდილოეთის ზღვის რესურსების დარჩენილი მარაგი, რომლის მოპოვებაც შესაძლებელია 22 მილიარდ ტონას შეადგენს, მარტო კასპიის ზღვის აზერი, ჩირაგი, გუნეშლის საბადოების დამტკიცებული მარაგი, რომლის მოპოვებაც შესაყლებელია დაახლოებით 730 მილიონ ტონას უდრის. საუბარია მხოლოდ ამ საბადოებზე, აზერბაიჯანში კი მსოფლიოს სხვადასხვა კომპანიებთან 20-მდე ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. ბუნებრივია ისინი ერთნაირი მასშტაბისანი არ არიან და ერთმანეთისაგან განსხვავდებიან, მაგრამ თუკი მათ რესურსებს შევაჯამებთ, დავრწმუნდებით, თუ რაოდენ ფართო შესაძლებლობები არსებობს კასპიის ზღვის მხოლოდ აზერბაიჯანის კუთვნილ სექტორში.
 
დღეს ცნობილი გახდა, რომ კასპიის ზღვის ყაზახეთის სექტორშიც ნავთობისა და გაზის უზარმაზარი საბადოები არსებობს. დიდი საბადოები რუსეთის სექტორშიც და სხვა სექტორებშიც არსებობს. ასე რომ 1994 წლიდან დაწყებული ჩვენ კასპიის ზღვას პროპაგანდას ვუწევთ. იგი ცნობილი გახდა. თუკი მიწის სიღრმიდან ნავთობისა და გაზის დიდი რაოდენობით ამოღება შეიყლება. ე.ი. აუცილებელია მისი ექსპორტირება, გაყიდვა. ამისთვისაც იძებნება გზები. მაშინ პირველად აღიძრა საკითხი კასპიის ზღვიდან სხვადასხვა ნავთობსადენების გაყვანის შესახებ.
 
ამჟამად უკვე ცნობილია, რომ ჩვენ 1997 წელს კასპიის ზღვიდან შავ ზღვაზე ბაქო-ნოვოროსიისკის ნავთობსადენი გავიყვანეთ. ე.ი. ჩვენ კასპიის ზღვა შევაერთეთ შავ ზღვასთან. 2 წლის შემდეგ 1999 წელს კასპიის ზღვის "ჩირაგის" საბადოდან ამოღებულ ნავთობს ნოვოროსიისკის მილსადენით ექსპორტირებას ვერ შევძლებდით. ამიტომაც ჩვენ გავიყვანეთ ძალიან ეფექტური მეორე ნავთობსადენი ბაქოდან საქართველოს შავ ზღვაზე მდებარე ნავსადგურ სუფსამდე. შემიძლია ვთქვა, რომ 1999 წლიდან დღემდე ამ ნავთობსადენით 20 მილიონ ტონაზე მეტი ნავთობის ექსპორტირება მოხდა და ამ ნავთობისადენს მომავალშიც დიდი მნიშვნელობა ექნება.
 
მაგრამ ჩვენ ესეც არ გვაკმაყოფილებდა. ჯერ კიდევ 1994 წლიდან ვფიქრობდით ბაქო-თბილისი-ჯეიხანის ნავთობსადენის შესახებ. მაგრამ ამისა ძალიან ცოტა ვინმეს თუ სჯეროდა. ხელის შემშლელებიც ბევრნი იყვნენ და დღემდე ზოგიერთს ეს ილუზიად მიაჩნია ან იმას ამტკიცებენ, რომ კასპიის ზღვაში არ არის საკმაო რაოდენობის ნავთობი, რათა მოხდეს მისი ექსპორტირება ბაქო-თბილისი-ჯეიხანის მილსადენით. ვპასუხობ რა მათ, დღეს მინდა ვთქვა, რომ 2010 წელს აზერი-ჩირაგი-გუნეშლის საბადოებიდან 50 მილიონი ტონა ნავთობი იქნება ამოღებული და ეს სავსებით საკმარისია ბაქო-თბილისი-ჯეიხანის მილსადენის ფუნქციონირებისათვის. მაგრამ სხვა საბადოებიც ხომ არსებობს.
 
აქ ჩემ წინ გამოსულმა ჩემმა მეგობრებმა, პრეზიდენტებმაც აღნიშნეს ეს. ბაქო-თბილისი-ჯეიხანის ხაზით ისარგებლებენ ყაზახეთიც და კასპიისპირა სხვა სახელმწიფოებიც. ჩვენ უკვე დავიწყეთ ბაქო-თბილისი-ჯეიხანის მილსადენის მშენებლობა. ვიმედოვნებ, რომ მშენებლობა საკმაოდ წარმატებული იქნება. მე ვაცხადებ, რომ ბაქო-თბილისი-ჯეიხანის დიდი საექსპორტო ნავთობსადენის მშენებლობა 2005 წელს დასრულდება და ჩვენ ყველანი დღევანდელი კონფერენციის მონაწილენი, ჩემი მეგობრები, პრეზიდენტები ერთად წავალთ ხმელთაშუა ზღვაზე მდებარე ჯეიხანის ნავსადგურში და იქ კასპიის ზღვიდან მომდინარე ნავთობის ტანკერებზე დატვირთვის მოწმენი გავხდებით.
 
ყოველივე ამან სამი ზღვის ლეგენდა შექმნა. ამიტომ მინდა აღვნიშნო, რომ მეხუთეჯერ ჩატარებულ ამ კონფერენციას - სამი ზღვის ლეგენდას - ერთი დედა ჰყავს. ეს კასპიის ზღვაა. დედის გვერდით კი აზერბაიჯანი დგას.
 
თავის დროზე წარმოუდგენელი იყო, რომ კასპიის ზღვიდან შავ ზღვამდე მივიდოდით და იქიდან კი ხმელთაშუა ზღვამდე. ჩვენ 2 ათასი კილომეტრი სიგრძის დიდი ნავთობსადენი გაგვყავს. ეს ნამდვილად ლეგენდაა.
 
მინდა ამ კონფერენციის მონაწილეებსა და მის ორგანიზატორებს ვაცნობო, რომ ეს ლეგენდა კიდევ გაგრძელდება, განვითარდება. ვიმედოვნებ, რომ კასპიის ზღვის საბადოებიდან ამოღებული ნავთობი და გაზი მიუხედავად იმისა, ეს საბადო ეკუთვნის აზერბაიჯანს, ყაზახეთს თუ ნებისმიერ სხვა სექტორს, გავა საექსპორტოდ. გაყვანილი იქნება ახალი მილსადენები.
 
მაგალითად როგორც აღნიშნა პატივცემულმა პრეზიდენტმა ჩემმა ყვირფასმა მეგობარმა აჰმედ ნეჯდეთ სეზარმა აზერბაიჯანის შაჰდენიზის საბადოსთან მიმართებაში, ჩვენ ყველაფერს ხელი უკვე მოვაწერეთ, ყველაფერი მოვამზადეთ. მილსადენის მშენებლობა მიმდინარეობს მისი საშუალებით გაზი უშუალოდ თურქეთში ერზრუმში მივა. მაგრამ ეს მხოლოდ პირველი პუნქტია. ჩვენ მიგვაჩნია- რომ მომავალში კასპიის ზღვიდან ამოღებული გაზი კიდევ უფრო შორს - ევროპაშიც მოხვდება. ვინაიდან ჩვენ ბევრი შესაძლებლობები გაგვაჩნია.
 
ამრიგად სამი ზღვის ლეგენდა მართლაც რომ დიდი ლეგენდაა. ჩვენ ამ ლეგენდის შექმნის თანამონაწილენი ვართ და იგი რეალობად ჩვენ ვაქციეთ. ეს უკვე ლეგენდა აღარ არის, ეს რეალობაა. რეალობაა ის- რომ კასპიის ზღვიდან ნავთობსა და გაზს ამოვიღებთ. რეალობაა ის, რომ ბაქო-ნოვოროსიისკის და ბაქო-სუფსის ნავთობსადენები მოქმედებენ. რეალობაა ის, რომ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მთავარი საექსპორტო ნავთობსადენის მშენებლობა დაიწყო. ყოველივე ეს განხორციელდა. ყოველივე ეს რეალობაა.
 
დღეს მინდა ჩემს პატივცემულ სტუმრებს შევთავაზო, რომ მათ ახალი ლეგენდის შესახებ იფიქრონ. რადგან ეს ყველაფერი ლეგენდა უკვე აღარ არის. ეს დღევანდელობაა. მე დღეს ძალიან მიხარია, რომ ამ კონფერენციის მონაწილე ვარ. პატივცემულო თავმჯდომარეებო, დიდ მადლობას მოგახსენებთ ჩემი აქ მოპატიჟებისათვის. ჩემი მეგობრების, თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, პატივცემული აჰმედ ნეჯდეთ სეზარის, საქართველოს პრეზიდენტის, პატივცემული ედუარდ შევარდნაძის, რუმინეთის პრეზიდენტის, პატივცემული იონ ილიესკოს, უკრაინის პრეზიდენტის, მშვენიერი ადამიანის, ლეონიდ კუჩმას მიმართ ჩემს პატივისცემას გამოვხატავ. მოხარული ვარ, რომ ჩვენ დღეს დილიდან ჩვენი დელეგაციების წარმომადგენლებთან ერთად შედეგიან სამუშაოს ვაწარმოებთ.
 
უღრმეს მადლობას მოგახსენებთ.
 
გადათარგმნილია გაზეთიდან "ბაკინსკი რაბოჩი"- 2002 წლის 19 სექტემბერი.