აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ჰეიდარ ალიევის და საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის შეხვედრის საუბრიდან - იალტა, 1998 წლის 9 აგვისტო

ჰეიდარ ალიევი: ძვირფასო მეგობარო ედუარდ შევარდნაძე!
 
გულითადად მოგესალმებით, მიხარია თქვენი ნახვა. საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის, ჩვენს ხალხებს შორის და ჩვენ შორის ყოველთვის კარგი და მეგობრული ურთიერთობა იყო. ჩვენი შეხვედრების და საუბრების დროს, ჩვენ არა ერთხელ განვიხილეთ ჩვენი მეზობელი და მეგობრული ქვეყნების მომავლის ურთიერთსარფიანი კავშირების განვითარებასთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრის გზები, ყველა სფეროში. ეხლა ამ მიმართულებით შესრულებულ სამუშაოს მე დიდად ვაფასებ.

 

ედუარდ შევარდნაძე: ძვირფასო მეგობარო, ძმაო ჰეიდარ ალიევი! დიდი სიამოვნებით აღვნიშნავ, რომ თქვენთან ყოველ შეხვედრას ჩემთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

 

ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარების პროცესებთან და საქართველოში ამჯამინდელი საზოგადო-პოლიტიკურ სიტუაციასთან დაკავშირებით ჩატარებულია საკმაოდ დადებითი სამუშაო. ამ პრობლემების დროული გადაჭრა, პირველ რიგში კავკასიაში მშვიდობისაკენ არის მიმართული.

 

ჰეიდარ ალიევი: თქვენთან შეხვედრით დიდ კმაყოფილობას მეც გამოვხატავ. თქვენთვის ცნობილია, აზერბაიჯანში თანამედროვე, უფლებრივი და დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის სფეროში მიღწეული წარმატებების და ჩატარებული რეფორმების შესახებ. თქვენთვის ასევე ცნობილია, რომ ეუთოს მინსკის ჯგუფის ფარგლებში სომხურ-აზერბაიჯანული კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მოლაპარაკებები ტარდება.  თქვენ და საქართველოს დელეგაციის წინაშე მადლიერებას გამოვხატავ იმისათვის, რომ საერთაშორისო კონფერენციებზე მხარს უჭერთ აზერბაიჯანის  სამართლიან საგარეო პოლიტიკას და სომხურ-აზერბაიჯანული, მთიანი ყარაბახის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისაკენ მიმართულ პოზიციას.

 

ჩვენი ქვეყნების პარტნიორობის და მეგობრობის უფრო განმტკიცებისათვის საკმაოდ მისაღები პირობების შექმნის შესაძლებლობა არსებობს. ამისათვის ჩვენ ყველაფერს ვიღონებთ.

 

თქვენთვის ცნობილია, რომ კასპიის ზღვის აზერბაიჯანის სექტორში, ასევე კასპიის სხვა სექტორებში - ყაზახისტანის, თურქმენეთის სექტორებში ნავთობის და ბუნებრივი აირის რესურსები არსებობს. ჩვენ თქვენთან ერთად არაერთხელ განვიხილეთ მილსადენების მარშრუტები, რომლებიც კასპიის ზღვის საბადოებში მოპოვებულ ნავთობს მსოფლიო ბაზარზე გაიყვანენ. ვთვლი, რომ უნდა დავაჩქაროთ ამ მილსადენების მშენებლობა.

 

ედუარდ შევარდნაძე: მთლიანად ვეთანხმები ნათქვამს. ძალიან საინტეერსო პროექტები განიხილა. ამჯამად ჩვენ ვხსნით საქართველოსა და აზერბაიჯანის თანამშრომლობის ახალ გზებს. მიდის მოლაპარაკებები მილსადენის ხაზის გამოყვანასთან დაკავშირებით, რომელიც კასპიის ზღვით აზერბაიაჯანის გავლით, შემდეგ საქართველოს გავლით, დასავლეთში თურქმენული ბუნებრივი აირის ექსპორტს განახორციელებს.

 

ჰეიდარ ალიევი: ვაცხადებ, რომ ამა წლის 7-8 სექტემბერს ტრასეკა პროგრამის ფარგლებში ევრო კავშირის ეგიდით ბაქოში ჩატარდება საერთაშორისო კონფერენცია ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფანის განვითარების თემაზე. დარწმუნებული ვარ, რომ ქვეყნები-მონაწილეების კავშირების გამყარებისათვის ეს საერთაშორისო ღონისძიება  მძლავრ ბიძგს მისცემს ყველა სფეროში.

 

ედუარდ შევარდნაძე: ბატონო ჰეიდარ ალიევი, საერთაშორისო კონფერენციას, რომელიც ტარდება თქვენი წინდახედული და ბრძენი პოლიტიკის შედეგად, საქართველოსთვისაც დიდი მნიშვნელობა აქვს. ამიტომაც დიდი სიამოვნებით მივიღებ მონაწილეობას ამ საერთაშორისო ღონისძიებაში.

 

ჰეიდარ ალიევი: საერთაშორისო ორგანიზაციებში ჩვენი დამოუკიდებელი ქვეყნების მჭიდრო თანამშრომლობისათვის, მშვიდობის დამყარებისათვის, უსაფრთხოებისათვის და კავკასიაში სიმშვიდესათვის ჩვენ ფართოდ უნდა გამოვიყენოთ ყველა საშუალება.