აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ჰეიდარ ალიევის აზერბაიჯანისა და საქართველოს დელეგაციის წარმომადგენელთა შორის მოლაპარაკებების დასრულებისა და დოკუმენტების ხელმოწერის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტ ედურად შევარდნაძესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გაკეთებული განცხადება - თბილისი ,8 მარტი 1996 წელი

პატივცემულო ქალბატონებო და ბატონებო! 

ჩემმა მეგობარმა ,საქართველოს პრეზიდენტმა ედურად ამბროსის ძე  შევარდნაძემ ,შეხვედრის პირველ დღეს  ხელმოწერილი დოკუმენტების შესახებ  ფართო ინფორმაცია მოგაწოდათ. ამიტომ  ინფორმაციებს აღარ გავიმეორებ . სრულიად ვეთანხმები შევარდნაძის მიერ გაკეთებულ შეფასებებს და კომენტარებს .

ამავე დროს მინდა  ხაზგასმით  გამოვყო  საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის მეგობრობის,თანამშრომლობის და ურთიერთ უსაფრთხოების გაძლიერების შესახებ დადებული ხელშეკრულების მნიშვნელობა. ტრადიციული მეგობრული ურთიერთობები, მეზობელური  და  ახლო მეგობრული დამოკიდებულება,რომელიც  ათწლეულებისა და ასწლეულების   მანძილზე აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის   არსებობდა , მრავალი საკითხის ერთად და ამავდროულად თავთავის ქვეყანაში ,რეგიონში გადაწყვეტას და  სარეთაშორისო სფეროებში  აქტიურ თანამშრომლობას დაედო   საფუძვლად ,რაც  ძალზედ მნიშვნელოვანია.

„კავკასიის რეგიონში მშვიდობის,უსაფრთხოების  და  თანამშრომლობის შესახებ„ დადებული ხელშეკრულება ძალიან მნიშვნელოვანია. მე ვიტყოდი,რომ ეს არის  იმავე ტიპის პირველი სერიოზული, მნიშვნელოვანი დოკუმენტი.მისი დიდი მნიშვნელობა იმაშიც მდგომარეობს,რომ  კავკასია  კონფლიქტებისაგან და არასტაბილურობისაგან ,ეთნიკური შეტეკებებისა და მსგავსი პროცესებისაგან დიდად  იტანჯება. ამიტომაც კავკასიაში  მშვიდობის,უშიშროებისა  და თანამშრომლობის  გზის  გახსნა ყოველი  ჩვენთაგანის , განსაკუთრებით კი  საქართველოსა და აზერბაიჯანის სახელმწიფო მეთაურების მისიაა. ჩვენს მიერ ხელმოწერილი  დოკუმენტი თავისი შინაარსით და  ხასიათით ასეთ თანამშრომლობას  გზას უხსნის. ის  მზადაა,რომ სხვებიც შემოუერთდნენ. ამიტომაც ,მინდა იმედი ვიქონიო,რომ ჩვენი რეგიონისა და აგრეთვე  სხვა სახელმწიფოებიც ამ დოკუმენტს შემოუერთდებიან.

,აზერბაიჯანში პირველადი ნავთობის  საქართველოს გავლით შავ ზღვის სანაპიროზე  ჩატანისათვის,დღეს ხელმოწერილ დოკუმენტებს  დიდი მნიშვნელობა აქვთ.როგორც აზერბაიჯანისათვის,ასევე საქართველოსათვის ძალზედ  მნიშვნელოვანია. ეს არის  მეგობრობისა და თანამშრომლობის  ხაზი.. ვიმედოვნებ,რომ დღეს ჩვენს მიერ ამ მიმართულებით  გაკეთებულ საქმეებს  , მომავალი თაობა ღირსეულად შეაფასებს.რადგანაც, საქართველოს ტერიტორიის გავლით აზერბაიჯანიდან შავი ზღვის სანაპირომდე ნავთობმილსადენის   მშენებლობა  მომავალში ეკონომიკური,სოციალური ხასიათის მრავალ დაინტერესებულ მხარეს   მიიზიდავს.

ეჭვგარეშეა,რომ ჩვენს მიერ ხელმოწერილი ნებისმიერი დოკუმენტი მნიშვნელოვანია.ამიტომაც,ჩემს მიერ ნათქვამით და ხელმოწერილი დოკუმენტებით ,დღეს აქ, თბილისში ჩვენს ურთიერთდამოკიდებულებაში  არსებული  გულწრფელი  მეგობრული პირობებით ძალიან კმაყოფილი ვარ. საქართველოში მოწვევისათვის,ჩემი და ჩვენი დელეგაციის წევრებისათვის  გამოჩენილი გულწრფელი დამოკიდებულებისათვის  ,–ჩვენ აქ,თავს როგორც სახლში,როგორც საკუთარ ძმებთან ასე ვგრძნობთ, ამავე გრძნობით ვართ ჩამოსული და თბილისში ,საქართველოს მიწაზე  გატარებული საათები ,ჩვენს გრძნობებს და იმედებს  სრულიად ამართლებს,– უღრმეს მადლობას მოვახსენებ ბატონ ედუარდ შევარდნაძეს.

მიმაჩნია,რომ ურთიერთობისათვის კვლავ გვექნება შესაძლებლობა,რადგანაც ჩემი ვიზიტის პროგრამა საკამაოდ ფართოა და  კვლავ შევხვდებით.ახლა კი მინდა ნათქვამით დავკმაყოფილდე და  დავამატო,რომ  საქართველოს პრეზიდენტი ედურდ შევარდნაძე  აზერბაიჯანში მყავდა მიწვეული და  დღეს ამას კვლავ ვადასტურებ.ჩემი აზრით,აქ გაკეთებული მრავალი საქმის შემდეგ ასეთი  ვიზიტი აუცილებლად შედგება . გმადლობთ ყურადღებისათვის.

კითხვა: ორივე პრეზიდენტმა მშვიდობიანი კავკასიის შესახებ ისაუბრეს,ამიტომაც კითხვით ორივეს მივმართავ.პირველადი ნავთობის საქართველოს ტერიტორიის გავლით ტრანსპორტირების შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერასთან დაკავშირებით ,  რა თქმა უნდა რუსეთი კავკასიაში თავის გავლენის სფეროს  მნიშვნელოვნად კარგავს.თქვენი აზრით, ის თავის გავლენას,რომელი გზით–  მთიან ყარაბაღში  და აფხაზეთში მშვიდობის აღმდგენის როლით შეეცდება,თუ  სხვა რამით შეცვლის?

ე.შევარდნაძე: ჩემის აზრით, კასპიის ნავთობის საქართველოს ტერიტორიის გავლით,ანუ დასავლეთის მიმართულებით ტრანსპორტირების საკითხში არავითარი წყალქვეშა წინააღმდეგობების ძებნა  საჭირო არაა. ეს საკითხი საქართველოსთვის და მთლიანად კავკასიისათვის  ისტორიულად მნიშვნელოვანი რომც იყვეს, მე ვიტყოდი,რომ   უბრალო გადაწყვეტილებაა.აქ არ არის რაიმე წინააღმდეგობა ან და რომელიმე ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული  გადაწყვეტილება. თქვენთვის ცნობილია,რომ ამ საკითხში  ორი მიმართულებაა ჩრდილო და დასავლეთის მიმართულებები.  კორპორაციების   პარალელური მარშრუტების დაუფლება ,სრულიად ბუნებრივი და კანონის შესაბამისია. ასე,რომ აქ  სხვა ქვეყნების,მესამე ქვეყნების ინტერესები არ არის შელახრული. პირიქით,ჩემი აზრით ეს ინტერესები მაქსიმალურად არის გათვალისწინებული.

ჰ.ალიევი: მიმაჩნია,რომ არავინ არაფერი დაკარგა.პირიქით ყველამ იხეირა.

კითხვა: ბატონო პრეზიდენტებო, თქვენ კავკასიაში მშვიდობის დამყარების ინიციატივის  შესახებ ისაუბრეთ. ფორმულა–“ მშვიდობიანი  კავკასია“ რამდენად  რეალურ დონეზე იქნება  განხორციელებული და რამდენად გწამთ ,რომ  რეგიონის სხვა   ხელმძღვანელებიც დაუჭერენ მხარს  თქვენს ინიციატივას  ? მეორე კითხვით კი ბატონ ალიევს მივმართავ: როგორ აფასებთ  ჩეჩნეთში არსებულ მდგომარეობას და ამ თვალსაზრისით ნავთობის ჩრდილო მიმართულებით ტრანსპორტირებას  რამდენად პერსპექტიულად მიიჩნევთ?

ჰ.ალიევი: ჩვენს მიერ ხელმოწერილი განცხადებების   მნიშვნელობის შესახებ ვისაუბრე. მიმაჩნია,რომ ედურად შევარდნაძემ და ჰეიდარ ალიევმა ძალზედ მნიშვნელოვანი ინიციატივა, კავკასიაში მშვიდობის გამყარების ინიციატივა  წამოაყენეს. ამაზე უფრო მნიშვნელოვანი   ვერაფერი იქნება. რაც შეეხება,იმას, ამ ინიციატივის განხორციელების გზებს ,რა თქმა უნდა ადვილი არ იქნება.თუკი ვინმე წინ აღუდგება კავკასიაში მშვიდობის  დამყარებას,   რა თქმა უნდა ჩვენს რეგიონშიცა და   მსოფლიო  საზოგადოების თვალშიც  წარმოჩნდება,როგორც კონფლიქტისა და  ,არასტაბილურობის მომხრე. ამიტომ მიმაჩნია,რომ საღი აზროვნება  გაიმარჯვებს.მიუხედავად იმისა ,თუ რა გადავიტანეთ კაკასიაში კონფლიქტებისა და არასტაბილურობის გამო, მშვიდობისაკენ მიმავალ გზაზე ურყევი რწმენით უნდა მივაბიჯებდეთ. კავკასია მშვიდობიანი,  უსაფრთხო და კეთილმეზობლური და  ურთიეთ  სარგებლიანი თანამშრომლობის რეგიონი უნდა იყვეს. ამ კითხვასთან დაკავშირებით,ეს შემიძლია გიპასუხოთ.

ჩეჩნეთში არსებული მდგომარეობის შესახებ,კი  ჩემზე კარგად მოგეხსენებათ. გასაკუთრებით იმტომ,რომ ჩეჩნეთთან საზღვარი გაქვთ,ჩვენ კი არა გვაქვს. არ მინდა  იქაური მდგომარეობა შევაფასო,რადგანაც ის ყოველდღე იცვლება. მაგრამ მინდა ერთი რამ ავღნიშნო,რომ უწინაც და დღესაც სეპერატიზმისა და ტერორიზმის წინააღმდეგი გახლავართ. ამის შესახებ ჩემი განცხადება ასეთია. რაც შეეხება,იმას თუ  როგორ გავლენას იქონიებს ეს მდგომარეობა აზერბაიჯანის ნავთობის ჩრდილოეთამდე, რუსეთის ტერიტორიის საშუალებით , შავი ზღვის სანაპირომდე   ტრანსპორტირებას ,მიმაჩნია,რომ  რუსეთის სახელმწიფო და  მთავრობის ხელმძღვანელობა ამის შესახებ იზრუნებს.

ე.შევარდნაძე:  მე, ჰეიდარ ალიევიჩს ვეთანხმები.მან, ჩვენი ინიციატივის შესახებ ამომწურავი პასუხი გასცა . მინდა ერთი რამ დავამატო, კავკასიურ  საკითხებზე   გარეთიანებული ერების ორგანიზაცია,ევროპის უშიშროების სტრუქტურები,უშიშროების საბჭო და დსთ   მუშაობს.  რუსეთი შუამავლურ მისიას ასრულებს,მაგრამ, ჩვენ დღემდე ,თვით კავკასიის ფაქტორი ვერ ავამოქმედეთ.მე, მხედველობაში მაქვს  კონფლიქტები,რომლებმაც ბოლო წლებში  მძიმე შედეგებით იჩინეს თავი. ჩემი აზრით,ჩვენი ინიციატივის ღირსება იმაში მდგომარეობს,რომ  ზუსტად კავკასიის ფაქტორი ამოქმედდება– კავკასიის სახელმწიოფებსა და კავკასიის ხალხებზე მოგახსენებთ.

კითხვა:მთიანი ყარაბაღის ,აფხაზეთის და ჩეჩნეთის კონფლიქტების  საერთო და  განსხვავებული მხარეების შესახებ  თქვენი აზრი მაინტერებეს.

ჰ.ალიევი: ისინი,სამივე ძალიან  საშინელი კონფლიქტებია,მაგრამ ყველაზე საშინელი,ისტორიულად ყველაზე  ძველი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებული კონფლიქტია. მისი ისტორია რვა წელს ითვლის. რვა წლის წინ სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა  აზერბაიჯანზე სამხედრო აგრესია განახორციელეს. და ამ აგრესიის შედეგად აზერბაიჯანის მიწების 20 % ოკუპირებული იქნა. ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები  ერთ მილიონზე მეტი  აზერბაიჯანის მოქალაქე ლტოლვილად იქცა.

ეს,რა თქმა უნდა არც აფხაზეთ –საქართველოს და არც ჩეჩნეთის კონფლიქტებს არ გავს.ამიტომაც  მიმაჩნია,რომ  ყოველი მათგანი ხალხისთვის და სახელმწიფოებისთვის  თან საშინელია და თან ტრაგიკული,მაგრამ თვითოეულს თავისი განსაკუთრებულობა გააჩნია.