აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ჰეიდარ ალიევის გამოსვლა „ საუკუნის კონტრაქტის“ მეხუთე წლისთავისადმი მიძღვნილ ოფიციალურ მიღებაზე – „ გულისტანის სასახლე“ , 1999 წლის 20 სექტემბერი

პატივცემულო ქალბატონებო და ბატონებო!

პატივცემულო სტუმრებო – მეგობრებო!

კიდევ ერთხელ მოგესალმებით „გულისტანის“დიდებულ სასახლეში და ამ სადღესასწაულო დღეს ყველას კარგ განწყობას გისურვებთ.

დღეს „საუკუნის კონტრაქტის“ მეხუთე წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ცერემონიალზე ამ ხელშეკრულების პოლიტიკურ–ეკონომიკური –სოციალური მნიშვნელობის შესახებ ბევრი რამ ითქვა. მაგრამ დღეს, ჩვენ უფრო გვახარებს არა ხელშეკრულება – არამედ მისი წარმატებული განხორციელება, ხუთი წლის მანძილზე მიღებული დადებითი შედეგები – რაც ჩვენი ერთობლივი მუშაობის შედეგია.

დღეს ,ჩემს გამოსვლაში ავღნიშნე,რომ აზერბაიჯანის ნავთობმრეწველობას 150 წლიანი ისტორია გააჩნია და შემიძლია ვთქვა,რომ ჩვენი ქვეყნის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვებამდე აზერბაიჯანელი ხალხი არასოდეს არ ყოფილა თავისი სიმდიდრის ბატონ–პატრონი. აზერბაიჯანი –ბაქო თავისი ნავთობით ჯერ კიდევ მე–19–ე საუკუნის მეორე ნახევარში და მე–20–ე საუკუნის დასაწყისში იზიდავდა მსოფლიო კომპანიებსა და საქმიან წრეებს. მრავალ უცხოურ კომპანიას დაუწყია, აქ ნავთობ მოპოვების სფეროში წარმატებული საქმიანობა .ამ პროცესს შეუერთდნენ აზერბაიჯანის ახალი მეწარმეები და საქმიანი წრეები. მათ უცხოურ ნავთობ კომპანიებთან ერთად უზრუნველყეს ნავთობის მოპოვება და მსოფლიო ბაზარზე გატანა. ბუნებრივია ,ყოველივე ამან აზერბაიჯანს – კერძოდ კი ბაქოს დიდი სარგებელი მოუტანა და ქალაქის განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. დღეს ჩვენ შეგვიძლია გავიხსენოთ ძმები ნობელები , ჰაჯი ზეინალაბდინ თაღიევი– როგორც აზერბაიჯანელი მსხვილი მეწარმე და ქველმოქმედი. იყვნენ სხვებიც,რომლებიც იმ დროს აზერბაიჯანის ბუნებრივ რესურსებს იყენებდნენ,იღებდნენ მოგებას და ამსთანავე დიდი წვლილი შეჰქონდათ ქალაქ ბაქოს განვითარებაში.

მე–19–ე საუკუნის დასასრულსა და მე–20–ე საუკუნის დასაწყისში ქალაქი ბაქო ინტენსიურად განვითარდა. იმ დროის მოთხოვნილების შესაბამისად აშენდა სამრეწველო დაწესებულებები, საცხოვრებელი სახლები, სხვადასხვა საოფისე შენობა–ნაგებობები,სავაჭრო ცენტრები. ყოველივე ამან, ბაქო ევროპული სტილის ქალაქად აქცია. იმ დროის შენობები ,დღეს მშვენიერ არქიტექტურ ძეგლებს წარმოადგენენ.

 დღეს მადლიერების გრძნობით ვიხსენებთ, იმ დროს ჩვენს ქვეყანაში მოღვაწე უცხოურ კომპანიებს და აგრეთვე აზერბაიჯანელ მეწარმეებსაც ,რომლებიც ნავთობის სფეროში მოღვაწეობდნენ.

 იცით,რომ 1918 წელს დაფუძნებული აზერბაიჯანის პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკა ცდილობდა თავისი ქვეყნის ბუნებრივი სიმდიდრე ხალხის კეთილდღეობისათვის მოეხმარა,მაგრამ მან საწადელს ვერ მიაღწია,რადგანაც ცოტა ხანს იარსება.1920 წელს ,კი აზერბაიჯანი საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში აღმოჩნდა. დღეს დაბეჯითებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ 1920 წლის შემდეგ 70 წლის მანძილზე აზერბაიჯანის ნავთობმრეწველობა ძლიერ განვითარდა და ამის მიზეზი კი ის იყო,რომ საბჭოთა კავშირს ნავთობ პროდუქტები ესაჭიროებოდა. იმისათვის,რომ საბჭოთა კავშირის მრეწველობა, ეკონომიკა განვითარებულიყო საჭირო იყო ბევრი ნავთობი , თუ გავითვალისწინებთ,რომ იმ წლებში საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე მოპოვებული ნავთობის 80% და შესაძლოა უფრო მეტიც – 90%– იც კი ბაქოში მოიპოვებოდა ,მაშინ ადვილად მივხვდებით ,თუ რაოდენ მნიშვნელოვანი იყო საბჭოთა ხელისუფლებისათვის ბაქოს ნავთობი.

აზერბაიჯანელმა ხალხმა – ჩვენი ქვეყნის მენავთობეებმა და მეცნიერებმა ნავთობმრეწველობის განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანეს, დიდ წარმატებებს მიაღწიეს. მინდა, ერთხელ კიდევ ავღნიშნო,რომ მეორე მსოფლიო ომში ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვებაში აზერბაიჯანის ნავთობს ძალზედ დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. აზერბაიჯანის დამსახურებაა,აგრეთვე საბჭოთა კავშირის სხვა რეგიონებში ნავთობმრეწველობის განვითარება. ჩვენ შეგვიძლია, სიამაყის გრძნობით ვთქვათ ,რომ აზერბაიჯანელმა მენავთობეებმა და მეცნიერებმა რუსეთში ,ისეთი დიდი საბადოების აღმოჩენაში მიიღეს მონაწილეობა როგორიცაა „მეორე ბაქო“, „მესამე ბაქო“ ,„მეოთხე ბაქო“ მაშინდელი აზერბაიჯანელი სპეციალისტები დღემდე ამ მიწებზე ცხოვრობს ციმბირში, ტიუმენში და დღესაც ნავთობმრეწველობის სფეროში მუშაობენ.

 კასპიის ზღვის ნავთობსაბადოების აღმოჩენაში , მათი სამრეწველო გზით ექსპლუატაციაში ,აზერბაიჯანს მსოფლიოში პირველი ადგილი ეკავა.აზერბაიჯანში ნავთობის სამრეწველო გზით მოპოვების დაწყებიდან დღემდე ,მიწისა და ზღვის სიღრმიდან მოპოვებულია ერთი მილიარდ 500 მილიონი ტონა ნავთობი.აქედან 45—500 მილიონი ტონა კასპიის ზღვის ღრმა წყლებიდანაა ამოღებული,მაგრამ იმ დროს აზერბაიჯანელი ხალხი არ იყო თავისი მდიდარი რესურსების ბატო–პატრონი,აზერბაიჯანი არ იყო დამოუკიდებელი სახელმწიფო და ამიტომაც აქ მოპოვებული ნავთობი საბჭოთა კავშირის მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად იყო მიმართული.

ადრე, წლების განმავლობაში აზერბაიჯანში ვმუშაობდი და 1969 წლიდან კი მისი მეთაური გავხდი. ყველაფერი ვიცი და კარგადაც მახსოვს. ჩვენგან, ნავთობ მოპოვების გაზრდას მოითხოვდნენ.ჩვენ ,ამას ვაკეთებდით,მაგრამ აქედან მიღებული შემოსავალი მთლიანად საბჭოთა კავშირის ბიუჯეტში მიდიოდა. მიუხედავად იმისა,რომ იმ წლებში მოპოვებულმა ნავთობმა აზერბაიჯანს დიდი წარმატება მოუტანა, ჩვენს ქვეყანაში მოპოვებული ნავთობ მოგების დიდი ნაწილი მას არეკუთვნოდა. გახსენებთ რა წარსულს,მინდა ავღნიშნო,რომ აზერბაიჯანი თავისი ნავთობის, ბუნებრივი რესურსების ბატონ–პატრონი მთს შემდეგ გახდა ,რაც დამოუკიდებლობა მოიპოვა,მიცეა შესაძლებლობა თავისუფლად გამოეყენებინა თავისი ქვეყნის დიდი სიმდიდრე – ნავთობისა და გაზის საბადოები.

ჩვენ წარსულის მადლობელი ვართ, მაგრამ ბედნიერები ვართ ,რადგანაც ბოლოს და ბოლოს მე–20–ე საუკუნის დასასრულს აზერბაიჯანმა მოიპოვა დამოუკიდებლობა – სახელმწიფო სუვერენიტეტი და და თავისი რესურსების მოპოვებისა და მოხმარების გზებს თვითონვე განსაზღვრავს.

„საუკუნის კონტრაქტი“ აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის საფუძველზე მიღწეული ერთ–ერთი უდიდესი ისტორიული მიღწევაა. მხოლოდ მას შემდეგ , რაც დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ, გახდა შესაძლებელი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ნავთობკომპანიებთან თავისუფლად და ყველასაგან დამოუკიდებლად გვეწარმოებინა მოლაპარაკებები. ამ სფეროში განხორციელებულ საქმეთა შორის ყველაზე თვალსაჩინო,ყველაზე ფართო, ყველაზე ფუნდამენტური ისტორიული მნიშვნელობის „საუკუნის კონტრაქტის“ მომზადება და ხელმოწერა გახლავთ.დღეს ,ამ ცერემონიალზე უკვე ითქვა,თუ რა მძიმე პირობებში გვიხდებოდა ამ ხელშეკრულებაზე მუშაობა, ვაწყდებოდით გარეშე და შიდა ძალების მიერ ხელოვნურად შექმნილ სიძნელეებს,მაგრამ ჩვენ გვეყო ნებისყოფა და ძალა, გავრისკეთ და მივაღწიეთ „საკუნის კონტრაქტის“ ხელმოწერას.

„საუკუნის კონტრაქტს“ „გულსტანის სასახლეში“ მოეწერა ხელი, ის დღე ჩვენთვის სიხარულისა და დღესასწაულის დღედ იქცა. ამავე დროს ,ჩვენ კარგად გვესმოდა,რომ წინ დიდი გამოცდები გველოდა . დღეს კი სიამაყის გრძნობით ვაცხადებ – ამ ხუთწლიან გზაზე ვუპასუხეთ ნებისმიერ ზეწოლას, გადავლახეთ ყველა წინააღმდეგობა და სულ მოკლე ხანში მივაღწიეთ „საუკუნის კონტრაქტის “ რეალიზაციას. ბუნებრივია, ჩვენი წარმატება მსხვილი კომპანიებისა და ჩვენი ერთობლივი მუშაობის შედეგია.

დღეს დაბეჯითებით შეიძლება ითქვას,რომ ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ ჩამოყალიბებულმა საერთაშორისო საოპერაციო კომპანიამ, აზერბაიჯანის ნავთაბ კომპანიამ , რომელსაც აზერბაიჯანის სახელმწიფო მუდმივ მეთვალყურეობას და დახმარებას უწევდა, დიდი სამუშაოები ჩაატარა და შედეგიც წარმატებული მივიღეთ.

ავღნიშნავთ რა „საუკუნის კონტრაქტის “ მეხუთე წლისთავს ვაცხადებთ,რომ ჩვენ ეს გამოცდა წარმატებით ჩავაბარეთ.ნდობა გავუმართლეთ ჩვენს პარტნიორებს ,ქვეყნებს, სახელმწიოებს, რომელთაც ეკთვნით ეს მსხვილი ნავთობკომპანიები. როგორც დამოუკიდებელმა –თავისუფალმა სახელმწიფომ ,ჩვენ მთელს მსოფლიოს დავანახეთ,რომ აზერბაიჯანელ ხალს, ჩვენს მენავთობეებს შეუძლიათ უფრო დიდ წარმატებებს მიაღწიონ. ბუნებრივია,რომ ყოველივე ეს ,პირადად ჩემში სიამაყის გრძნობას იწვევს.

ავღნიშნავთ,რა „საუკუნის კონტრაქტის“ ხელმოწერის მეხუთე წლისთავს, მადლიერების გრძნობით ვიხსენებთ ყველა იმ სახელმწიფო კომპანიასა და ორგანიზაციას, რომელთაც დიდი მხარდაჭერა აღმოგვიჩინეს ხელშეკრულების ხელმოწერასა და განხორციელების საქმეში.დიდ მადლობას მოვახსენებთ აზერბაიჯანის საერთაშორისო საოპერაციო კრმპანიას,აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანიას და კონტრაქტის განმახორციელებელ სპეციალისტებს,მეცნიერებს, ინჟინრებს, ტექნიკოსებს, მუშებს და ამ სფეროში მოღვაწე ყველა ადამიანს.

როგორც უკვე ავღნიშნე ხელშეკრულების ხელმოწერისა და კერძოდ კი განხორციელების დროს დიდ სიძნელეებს და წინააღმდეგობებს წავაწყდით, თუმც ჩვენ რწმენით მივაბიჯებთ წინ,ამიტომ დიდ მადლობას მოვახსენებ კომპანიებს ,რომლებმაც ხელი მოაწერეს კონტრაქტს, სახელმწიფოებს – რომლებსაც ისინი ეკუთვნიან, მათ მთავრობებს.

განსაკუთრებით მინდა ავღნიშნო ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობისა და პირადად პრეზიდენტ ბილ ქლინტონის როლი კონტრაქტის მომზადებისა და განხორციელების პერიოდში, ამავე დროს ბაქო– სუფსის ნავთობსადენის მშენებლობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების დროს.

 ახლა ჩვენ კონტრაქტის მშვენიერ შედეგებს ვზეიმობთ.„ საუკუნის კონტრაქტის“ შემდეგ 18 ხელშეკრულებას მოვაწერეთ ხელი და ამით მსოფლიოს დავანახეთ,რომ აზერბაიჯანს თანამედროვე დონეზე ,საბაზრო ეკონომიკის პრინციპების საფუძველზე , უცხოური ინვესტიციების გამოყენებით მრავალი საქმის გაკეთება შეუძლია.

დღეს, აზერბაიჯანის საერთაშორისო ოპერაციათა კომპანიის პრეზიდენტმა ბატონმა ვუდვორდმა თავის გამოსვლაში აღნიშნა,რომ აზერბაიჯანის საზოგადოებრივ –პოლიტიკური სტაბილურობა , კონტრაქტის განხორციელების მიზნით ექვსი წლის მანძილზე სრულიად უზრუნველყოფილი იყო .და მან ამას დიდი შეფასება მისცა.სახელმწიფოს მეაურთა და მთავრობათა ხელმძღვანელობისაგან , ნავთობ კომპანიებისაგან,სხვადასხვა ორგანიზაციებისაგან და მრავალი ნავთობ კომპანიისაგან მიღებულ მოლოცვაშიც აღინიშნება,რომ აზერბაიჯანში უცხოური ინვესტიციებისათვის კარგი პირობებია შექმნილი. ჩვენ,რომ ჩვენი ქვეყნისათვის საზოგადოებრივ–პოლიტიკური სტაბილურობა არ უზრუნველგვეყო,აზერბაიჯანის დამანგრეველი და დამაქუცმაცებელი ძალები არ ჩამოგვეცილებინა, რესპუბლიკაში ნორმალური ცხოვრებისათვის პირობები რომ არ შეგვექმნა, უცხოური კომპანიები აქ არ მოვიდოდნენ და რომც მოსულიყვნენ უკან გაბრუნდებოდნენ.

ჩვენ დავამტკიცეთ,რომ აზერბაიჯანი სანდო პარტნიორია, დავამტკიცეთ რომ აზერბაიჯანში უცხოური ინვესტიციების ჩადებისათვის შესანიშნავი პირობებია შექმნილი,ჩვენ დავამტკიცეთ,რომ ნებისმიერ საქმიან წრეს, კომპანიას, მოქალაქეს,რომელიც აზერბაიჯანში ჩამოვა , შეუძლია მშვიდად , თავისუფლად იმუშაოს და იცხოვროს.ვიმედოვნებ,რომ „საუკუნის კონტრაქტის“ შემდეგ ხელმოწერილი ხელშეკრულებები უფრო კარგ შედეგს მოგვცემენ,ამის დასტურია „ შაჰდენიზის “საბადოს გაზის“ რესურსების აღმოჩენა და ჩვენს მიერ მიღწეული წარმატებული შედეგები. ცნობილია,რომ ქვეყნის შიდა ძალები ცდილობდნენ ხელი შეეშალათ „შაჰდენიზის“ საბადოსთან დაკავშირებული ხელშეკრულებისათვის ,რომელიც ერთი კვირის შემდეგ უნდა ხელმოწერილიყო. ჩვენ შევძელით, ხელშეკრულებას ხელი მოვაწერეთ და იმ ადამიანებს ,რომლებსაც არ სჯეროდათ ან და განზრახ ეწინააღმდეგებოდნენ ხელშეკრულების დადებას დავუმტკიცეთ,რომ ჩვენ აზერბაიჯანელი ხალხისათვის ვზრუნავთ და ამიტომაც ვაღწევთ წარმატებებს.

კასპიის ზღვის აზერბაიჯანის კუთვნილ სექტორში ჯერ კიდევ მრავალი ნავთობისა და გაზის საბადო არსებობს. ეჭვგარეშეა ,რომ მომავალში მრავალ ახალ ხელშეკრულებას მოვაწერთ ხელს. ამასთან დაკავშირებით , უკვე მრავალი შემოთავაზება გვაქვს.

დაბეჯითებით ვაცხადებ,რომ ამის შემდეგ აზერბაიჯანის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე მრავალი ახალი ხელშეკრულების ხელმოწერისა და მისი განხორციელებისათვის უფრო დიდი შესაძლებლობები და შესაბამისი პირობები იქნება შექმნილი. ჩვენ დიდი საქმის სათავესთან ვართ. დღეს, ჩვენს მიერ განხორციელებული საქმები , „საუკუნის კონტრაქტით“ საფუძველ ჩაყრილი საქმე, აზერბაიჯანელი ხალხის განვითარებისათვის, უზრუნველყოფილი ცხოვრებისათვის , დამოუკიდებელი აზერბაიჯანის სახელმწიფოს სუვერენიტეტის კიდევ უფრო განმტკიცებისათვის მშვენიერ შესაძლებლობებს ქმნის. მწამს,რომ 21–ე საუკუნე დამოუკიდებელი აზერბაიჯანის სახელმწიფოსათვის ყველაზე ბედნიერი პერიოდი იქნება.

კიდევ ერთხელ დიდ მადლობას მოვახსენებ ,მათ ვინც ამ ხუთი წლის მანძილზე ჩვენთან ითანამშრომლა.

მადლობას მრვახსენებ ყველა სახელმწიფო დელეგაციის წარმომადგენელს ,ვინც ამ სადღესასწაულო დღის ჩვენთან ერთად აღსანიშნავად აზერბაიჯანში ჩამოვიდა , მომავალ საქმიანობაში წარმატებებს ვუსურვებ.

 მინდა სასმისი ავწიო „საუკუნის კონტრაქტის“ სადღეგრძელოდ„

„საუკუნის კონტრაქტის“ მომავალი წარმატებების სადღეგრძელოდ!

უფრო წარმატებული მომავალი ერთობლივი თანამშრომლობის სადღეგრძელოდ!

აზერბაიჯანელ მენავთობეთა სადღეგრძელოდ!

ერთად ჩვენს ქვეყანაში აზერბაიჯანელ მენათობეთა მხარდამხარ მომუშავე უცხოელ სოეციალისტთა სადღეგრძელოდ! თქვენს სადღეგრძელოდ,პატივცემულო სტუმრებო! გამდლობთ.