პატივცემულო კონფერენციის მონაწილენო!
ბატონებო და ქალბატონებო!
დღეს ბაქოში აზერბაიჯანის სახელმწიფოს მხარდაჭერითა და დახმარებით ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ბიუროს მიერ ჩატარებული საერთაშორისო კონფერენცია არის მეტად მნიშვნელოვანი მოვლენა. ვესალმები რა აზერბაიჯანის სახელმწიფოს სახელით თანამედროვე ეტაპისთვის ამ მეტად დიდი მნიშვნელობის მქონე კონფერენციის ყველა მონაწილეს, ვუსურვებ მათ წარმატებებს კონფერენციის მუშაობაში.
11 სექტემბრის მოვლენებმა, შექმნეს რა არსებითი ცვლილებები მსოფლიოს პოლიტიკურ გარემოში და გეოსტრატეგიულ პროცესებში, კიდევ ერთხელ წარმოგვიჩინეს ტერორიზმის საზარელი სახე, რომელიც ყოველი ქვეყნისთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენს. ისტორიაში ცნობილია ტერორიზმის გაძლიერების არაერთი პერიოდი, როდესაც იგი სახელმწიფო პოლიტიკის დონეზე ადიოდა და ხალხთა არსებობას უქმნიდა საფრთხეს. 11 სექტემბრის მოვლენები კი, როგორც ისტორიაში ჯერ არნახული ტრაგედია, სამუდამოდ შევლენ კაცობრიობის ისტორიაში. დღეს ჩემს ვალად მიმაჩნია კიდევ ერთხელ მივაგო პატივი ამ საზარელი ტერორისტული აქტის მსხვერპლებს.
მსოფლიოში მიმდინარე გლობალიზაციის პროცესმა კიდევ უფრო დაგვაახლოვა. სწორედ ამის გამო დღეს სულ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს ხალხთა შორის, კულტურათა შორის, რალიგიებს შორის დიალოგის პროცესი. ამ დიალოგის განვითარებით, მისი ყოველმხრივი მხარდაჭერით ჩვენ გარკვეულად ვცდილობთ გამოვავლინოთ ტერორიზმის ფორმირების სათავეები და მივისწრაფვით მის ძირფესვიანად ამოძირკვისაკენ. დღეს ტერორიზმი ბევრ შემთხვევაში რელიგიის კალთასაა შეფარებული, რელიგიურ სამოსში გვევლინება. მაგრამ ამან შეცდომაში არ უნდა შეგვიყვანოს მის ჭეშმარიტ არსთან დაკავშირებით.
მთელი კაცობრიობა, უარყოფს რა ტერორიზმს, ცდილობს მოახდინოს მთელი თავისი ძალების მობილიზება ტერორიზმის სულიერი, ეკონომიკური, პოლიტიკური ფესვების აღმოსაფხვრელად. დარწმუნებული ვარ რომ, თქვენი კონფერენცია ამ მიმართულებით გადადგმული ერთერთი სერიოზული ნაბიჯი იქნება და მიაღწევს წარმატებას დემოკრეტიულ საზოგადოებაში ტერორიზმისა და ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლის გზების გამონახვაში.
პატივცემულო კონფერენციის მონაწილენო, კიდევ ერთხელ მინდა მოგახსენოთ, რომ 11 სექტემბრის მოვლენების შემდეგ აზერბაიჯანი შეუერთდა ანტიტერორისტულ კოალიციას და როგორც საერთაშორისო ტერორიზმთან სერიოზულად მებრძოლი სახელმწიფო, მონაწილეობას იღებს სხვადსხვა ადმინისტრაციული და საორგანიზაციო ღონისძიებების გატარებაში. ბოლო წლების განმავლობაში საერთაშორისო კონვენციებთან მიერთება და მნიშვნელოვანი იურიდიული დოკუმენტების მიღება მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენს ქვეყანაში უკვე სრულადაა შექმნილი ტერორიზმთან ბრძოლის შესაბამისი საკანონმდებლო ბაზები. აზერბაიჯანის სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილ იქნა რიგი ცვლილებებისა, მათ შორის დამატებულია სპეციალური მუხლი ტერორიზმის დაფინანსებისათვის პასუხისმგებლობის შესახებ. 2002 წლის მაისის თვეში ჩემი სპეციალური განკარულებით დამტკიცებულია ტერორიზმთან ბრძოლაზე მიმართული ღონისძიებების გეგმა გაეროს უშიშროების კომიტეტის შესაბამისი გადაწყვეტილებების ჭრილში.
რა თქმა უნდა, აზერბაიჯანის მთავრობის პრაქტიკული საქმიანობა ტერორიზმისა და ექსტრემიზმის წინააღმდეგ მხოლოდ ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტებით არ შემოიფარგლება. ქვეყანაში გატარდა ღონისძიებები სასაზღვრო რეჟიმის გაძლიერებისთვის, არაკანონიერი მიგრაციის არხების გამომჟღავნებისა და აღკვეთისათვის, იმ ფინანსური საშუალებებისა და სხვა ეკონომიკური რესურსების აღმოჩენისა და ბლოკირებისათვის, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნენ ტერორისტული საქმიანობის დაფინანსებისთვის, და ჩატარდა მნიშვნელოვანი სამუშაოები რიგი სხვა მიმართულებით.
აზერბაიჯანის ხალხისა და მთელი ჩვენი რეგიონის ცხოვრებაში დიდი მნიშვნელობის მქონე რიგი პროექტების, და მათ შორის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის და ბაქო-თბილისი-ერზურუმის ნავთობისა და გაზსადენების, რეალიზაციის დროს უსაფრთხოების უზრუნველყოფა ტერორიზმთან ჩვენს მიერ წარმოებული ბრძოლის განუყრელი ნაწილია.
აზერბაიჯანი აქტიურ მონაწილეობას იღებს საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლაზე მიმართულ მთელ რიგ აქციებში და ამ კონფერენციის მეშვეობით მე მინდა კოდევ ერთხელ დავარწმუნო ეუთოში შემავალი ქვეყნების წარმომადგენლები, რომ ტერორიზმის ყველა ფორმის წინააღმდეგ ბრძოლაში აზერბაიჯანის სახელმწიფო თქვენი საიმედო მოკავშირეა. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ვინაიდან ტერორიზმი კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული ბოროტი ქმედებებისა და ზრახვების რეალიზაციას ემსახურება, მის წინააღმდეგ ბრძოლა თანმიმდევრული, ორგანიზებული და შეუბრალებელი უნდა იყოს.
ამასთანავე, განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო რომ, აზერბაიჯანელი ხალხი, რომელიც აქტიურ მონაწილეობას იღებს ტერორიზმის წინააღმდეგ მსოფლიო თანამეგობრობის ბრძოლაში, უკვე15 წელიწადზე მეტია, რაც ტერორიზმისა და სხვადასხვა ტერორისტულ ორგანიზაციების მიერ განხორციელებული სისხლიანი აქციების მსხვერპლია. 1987 წლიდან დაწყებული, აზერბაიჯანის მთიანი ყარაბაღის ავტონომიური ოლქის გარშემო მიმდინარე მოვლენების დროს ათასობით ადამიანი, ბავშვი, ქალი და მოხუცი დაიღუპა, იქცა ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად. მათი ერთადერთი დანაშაული მათი აზერბაიჯანელობა იყო.
იმ დროს სსრკ-ს ხელმძღვანელობამ დაუფარავი ანგარიშსწორების გზა აირჩია აზერბაიჯანელ ხალხთან, რომელმაც მთიანი ყარაბაღის აზერბაიჯანიდან გამოყოფის ცენტრის მიზანმიმართული პოლიტიკის წინააღმდეგ გაბედა გამოსვლა. 1990 წლის 20 იანვარს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე საბჭოთა ჯარის დიდი კონტინგეტის, სპეციალური დანიშნულების ქვეგანაყოფების და შიდა ჯარების მიერ განხორციელებულ ბაქოს დაპყრობას თან სდევდა განსაკუთრებული სისასტიკე და არნახული ველურობა. 137 უდანაშაულო ადამიანი იქნა მოკლული, 611 ადამიანმა სიმძიმით სხვადასხვა ხარისხის დასახიჩრება მიიღო.
20 იანვრის ტრაგედია, რომელიც დატრიალდა აზერბაიჯანელი ხალხის რწმენისა და ნების გატეხვის მიზნით, საბჭოთა სამხედრო მანქანის ძლიერების დემონსტრირების მიზნით, ტოტალიტალური კომუნისტური რეჟიმის საზარელი დანაშაული იყო ჩვენი ხალხის მიმართ.
20 იანვრის ტრაგედია, წარმოადგენდა რა XX საუკუნის ისტორიაში ტოტალიტარიზმის მიერ განხორციელებული ტერორის ერთერთ ყველაზე სისხლიან აქტს, თავისი არსით ცივილიზაციის, ჰუმანიზმის, ადამიანურობის წინააღმდეგ იყო მიმართული. სამწუხაროდ, ამ დანაშაულის ორგანიზატორები და შემსრულებლები ჯერ კიდევ დაუსჯელნი არიან.
20 იანვრის მოვლენების შემდეგ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე სომხეთიდან ტერორისტული დაჯგუფებების შეგზავნის პროცესი გაძლიერდა, შეიქმნა სამხედრო პლაცდარმი აზერბაიჯანის წინააღმდეგ შეიარაღებული აგრესიის განსახორციელებლად.
სომეხი მებრძოლების მიერ გაზახის რაიონის რიგი სოფლების მშვიდობიანი მოსახლეობის განადგურება, აზერბაიჯანის ნახიჭევანის რეგიონის სოფლებზე განხორციელებული თავდასხმები უკვე იმაზე მეტყველებდნენ, რომ სინამდვილეში ტერორისტული დაჯგუფებები ანგარიშს უსწორებდნენ აზერბაიჯანის მოსახლეობას სომხეთთან არსებული მთელი საზღვრის გასწვრივ.
მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დასაწყისიდანვე აზერბაიჯანისა და ნახიჭევანის შემაერთებელი რკინიგზის 130-კილომეტრიან მონაკვეთზე დაიწყო განუწყვეტელი ტერორისტული აქტები და ამის შედეგად სარკინიგზო მიმოსვლა შეწყვეტილ იქნა. ნახიჭევანი ფაქტიურად მთლიანად იზოლირებულ მდგომარეობაში და ბლოკადაში აღმოჩნდა.
გაეროს უშიშროების საბჭომ თავის რეზოლუციებში აზერბაიჯანის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და საზღვრების ურღვეობის პატივისცემა, ტერიტორიების ანექსიისთვის ძალის გამოყენების დაუშვებლობა დაამტკიცა და აგრეთვე მოითხოვა ყველა ოკუპაციური ძალების დაუყონებლივ გაყვანა აზერბაიჯანის დაპყრობილი რაიონებიდან. უშიშროების საბჭოს ყველა მოთხოვნის მიუხედავად, სომხეთი კვლავ აგრძელებს აზერბაიჯანის ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაციას და აძლიერებს იქ თავის სამხედრო ძალებს. ჩვენი მოქალაქეების 1 მილიონზე მეტი დევნილობის და იძულებითი გადასახლების მდგომარეობაშია. ფაქტიურად ყოველი მათგანი არის ტერორიზმის მსხვერპლი. დღევანდელ დღეს კონფერენციის მონაწილეების წინაშე მე მინდა გავუსვა ხაზი იმას, რომ ამ ტერორისტული ჯგუფების საქმიანობა თავის დროზე რომ აღკვეთილიყო, ორი მეზობელი ხალხი დღეს არ წააწყდებოდა უდიდესი ტრაგედიის შედეგების ლიკვიდაციასთან დაკავშირებულ პრობლემებს.
მთიან ყარაბაღი აზერბაიჯანის განუყოფელი ნაწილია, და, სამწუხაროდ, მის გარშემო დღესაც მოქმედებენ ტერორისტული დაჯგუფებები. ოკუპირებული ტერიტორიების და გაუკონტროლებელი ტერიტორიების არსებობა ქმნის ხელსაყრელ ნიადაგს ტერორისტული და დანაშაულებრივი დაჯგუფებების საქმიანობისთვის. როგორც აღინიშნა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის 2001 წლის ანგარიშში, დღესაც აზერბაიჯანის ოკუპირებულ ტერიტორიებზე თავშესაფარს პოულობენ სხვადასხვა ტერორისტული ორგანიზაციების წევრები, რომლებიც დაკავებულბი არიან იარაღისა და ნარკოტიკული საშუალებების ტრანზიტით და ბინძური ფულის გათეთრებით. ჩვენი მოვალეობაა ამას ბოლო მოვუღოთ.
სომხეთ - აზერბაიჯანის, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გადასაჭრელად ეუთოს მინსკის ჯგუფის, სხვა სტრუქტურებისა და ძალების ძალისხმევის მიუხედავად პრობლემის გადაწყვეტა ჯერ ვერ მოხერხდა.
ამ კონფერენციაზე მე კიდევ ერთხელ მინდა განვაცხადო, რომ სომხეთ - აზერბაიჯანის, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის საფუძველს რელიგიური და ეთნიკური პრობლემები არ წარმოადგენენ. თავისი გეოპოლიტიკური მდებარეობით, ეთნიკური და რელიგიური პანორამის მრავალფეროვნებით აზერბაიჯანი კავკასიის, და შეიძლება მთელი მსოფლიოს, ერთ-ერთი უნიკალური მხარეა. სწორედ აქ, აზერბაიჯანში, რომელიც ევროპისა და აზიის შესაყარზე მდებარეობს და განლაგებულია დიდი აბრეშუმის გზის გასწვრივ, თავისი კვალი დატოვეს ისეთმა ძველმა რელიგიურმა მრწამსებმა, როგორიცაა ზოროასტრიზმი და ცეცხლთაყვანისმცემლობა, მრავალი საუკუნის მანძილზე დიალოგისა და ურთიერთგაგების ატმოსფეროში მშვიდობიანად თანაარსებობდნენ მუსულმანური, ქრისტიანული და იუდაისტური რელიგიები და, როგორც ვხედავთ, დღესაც თანაარსებობენ.
აზერბაიჯანი - მრვალკონფესიური ქვეყანაა. სწორედ ამის გამო მას შეუძლია ღირებული წვლილი შეიტანოს მთელ მსოფლიოში რელიგიური და კულტურული ურთიერთობების გაფართოების და გაძლიერების საქმეში. დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელი კონფერენციაც ერთერთი ასეთი აქცია იქნება. ამასთან დაკავშირებით კონფერენციის მონაწილეებს მინდა მოკლედ შევახსენო ისტორია, თუ როგორ იქნა მიღებული გადაწყვეტილება ამ კონფერენციის ჩატარების შესახებ.
2001 წლის დეკემბერში ბუქარესტში ჩატარებული შეხვედრა ტერორიზმთან ბრძოლის გაძლიერების თაობაზე მეტად ნაყოფიერი იყო. ვიხსენებ, რომ 2002 წლის დასაწყისში ბატონ ჟერარ შტუდმანთან ბაქოში შეხვედრის დროს ჩვენ ერთმანეთს გავუზიარეთ აზრები საერთაშორისო სემინარის ჩატარების თაობაზე თემატიკით "რელიგიის როლი დემოკრატიულ გარემოში" და მივედით დასკვნამდე, რომ ასეთი ფორუმის ჩატარება მიზანშეწონილი იქნებოდა სწორედ ბაქოში, რომელიც გამოირჩევა თავისი ეთნიკური და რელიგიური ტოლერანტობით.
შემდგომში ამ ღონისძიების მნიშვნელობის, და აგრეთვე იმის გათვალისწინებით, რომ მასში მონაწილეობას მიიღებდნენ როგორც ეუთოში შემავალი ქვეყნების, ასევე მასთან თანამშრომლობის მდგომარეობაში მყოფი ქვეყნების, მაღალჩინოსანი წარმომადგენლები, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ამ ღონიძიებას დარქმეოდა არა სემინარი, არამედ ეუთოს ბაქოს კონფერენცია. მე ვფიქრობ, რომ ჩვენი გადაწყვეტილება ამ კონფერენციის ჩატარების თაობაზე აზერბაიჯანის დედაქალქში, ქალაქ ბაქოში, აბსოლუტურად სწორი იყო.
აზერბაიჯანი მუსულმანური ქვეყანაა იმის გამო, რომ მისი მოსახლეობის ძირითადი ნაწილი ისლამური რელიგიის მიმდევარია. ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ აზერბაიჯანმა, მისმა მეცნიერებმა და მოაზროვნეებმა ღირსეული წვლილი შეიტანეს დიდებულ ისლამური ცივილიზაციის ფორმირებაში, რომელმაც უდიდესი კვალი დატოვა ისტორიაში. 1998 წელს ბაქოში ჩატარებულ წარმომადგენლობით საერთშორისო სიმპოზიუმზე თემაზე "ისლამური ცივილიზაცია კავკასიაში" ამის შესახებ ლაპარაკობდნენ სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსული მონაწილეები.
თავისი კონსტიტუციის თანახმად აზერბაიჯანი წარმოადგენს თანამედროვე სახელმწიფოს. ურთიერთობები სახელმწიფოსა და რელიგიურ სტრუქტურებს შორის ყალიბდება აზერბაიჯანის რესპუბლიკის კონსტიტუციის, "რელიგიის თავისუფლების შესახებ" კანონის და სხვა საკანონმდებლო აქტების საფუძველზე. რელიგიას ჩვენ აღვიქვამთ პირველ რიგში როგორც ფენომენს, ჩვენი კულტურის განუყოფელ ნაწილს, ისტორიულ მემკვიდრეობას და ეროვნულ მენტალიტეტს.
ყველასთვის ცნობილია, რომ ტოლერანტობის მაღალი დონე პირველ რიგში, მაღალი კულტურის მაჩვენებელია. ადამიანებში ასეთი კულტურის ჩამოყალიბება უნდა იწყებოდეს ბავშობის ასაკიდან. ჩვენ ქვეყანაში მოზარდი თაობის სწავლების პროცესში თანამედროვე სამეცნიერო-პედაგოგიური კონცეფციფციების ჩარჩოებში მივისწრაფვით ურთიერთობის კულტურის, აგრეთვე რელიგიური ტოლერანტობის კულტურის და ურთიერთთანამშრომლობის ფორმირებისკენ. და ამას გარკვეულად ვაღწევთ. რა თქმა უნდა, ამაზე მსჯელობა ძალიან ადვილია, მაგრამ საკმაოდ რთულია ამის განხორციელება.
ისტორიაში იყო პერიოდები, როდესაც რელიგიის როლი საზოგადოების ცხოვრებაში არასწორედ ფასდებოდა. თანამედროვე ეტაპზე ტოტალიტარული რეჟიმების და იდიოლოგიების დაცემის შემდეგ რელიგიის როლი საზოგადოების ცხოვრებაში დინამიურად იცვლება. პოზიტიური პროცესების მიმდინარეობასთან ერთად ზოგიერთი ძალები ისწრაფვიან გამოიყენონ რელიგიები, როგორც ტერორიზმისა და ექსტრემიზმის წაქეზების საშუალება. აუცილებელია საზოგადოების ყველა ფენის, და განსაკუთრებით პოლიტიკოსების, მეცნიერებების, მორწმუნეთა და რელიგიური მოღვაწეების, მობილიზაცია ასეთი მცდელობების რეალიზაციის შესაძლებლობის აღსაკვეთად. თქვენი კონფერენცია ქმნის მშვენიერ შესაძლებლობას დიალოგისა და თანამშრომლობისთვის მზადყოფნაში მყოფი ადამიანებისათვის.
პატივცემულო კონფერენციის მონაწილენო!
დღევანდელ დღეს კაცობრიობა დგას რიგი გლობალური პრობლემების წინაშე. სამწუხაროდ, ასეთი პრობლემები ძალზედ ბევრია: ეკონომიკური განვითარების სტრატეგიების განსაზღვრის საჭიროებიდან სხვადასხვა ეკონომიკური საკითხების გადაწყვეტამდე. ამ პრობლემების განხილვის დროს ყოველმა ჩვენთაგანმა უნდა გაითვალისწინოს, რომ რთულ ზოგადსაკაცობრიო პროცესებში ჩვენთვის ყველაზე დიდი განძი და ფასეულობა არის თვით ადამიანი.
ქართულ ენაზე ტექსტი გადათარგმნილია რუსული ენიდან გაზეთიდან "ბაკინსკი რაბოჩი", 2002 წლის 11 ოქტომბერი.