აზერბაიჯანის პრეზიდენტს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის დიპლომის გადაცემის ცერემონიაზე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ჰეიდარ ალიევის გამოსვლა - 1996 წლის 9 მარტი

პატივცემულო ბატონო პრეზიდენტო ედუარდ შევარდნაძე!

 

პატივცემულო ბატონო რექტორო როინ მეტრეველი, პატივცემულო მეცნიერებო, პატივცემულო ბატონებო და ქალბატონებო!

 

მე დღეს სიამაყის დიდი გრძნობით გამოვდივარ თქვენს წინაშე. ვთვლი, რომ ეს ჩემი ცხოვრების ბედნიერი წუთები და დღეა. იმიტომ, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი უნივერსიტეტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ცნობილი მეცნიერებისაგან შემდგარი სამეცნიერო საბჭომ, გადაწყვეტილება მიიღო ამ სასწავლო დაწესებულების საპატიო დოქტორის წოდება მომენიჭად და ეს საპატიო ჯილდო უკვე მომანიჭეს კიდეც. თქვენს ამ გადაწყვეტილებისათვის, აზერბაიჯანელ და ქართველ ხალხებს შორის მეგობრული ურთიერთობის განმტკიცების სფეროში ჩემი მოღვაწეობის და დამსახურებების მაღალი შაფასებისათვის დიდ მადლიერებას გამოვხატავ თქვენს მიმართ. დიდი მადლობა.

 

ამ ჯილდოს, ანუ საპატიო დოქტორის წოდებას მე ავღვიქვავ ამავე დროს როგორც მშვენიერ დამოკიდებულებას დამოუკიდებელი აზერბაიჯანის რესპუბლიკის და დამოუკიდებლობის მიღწევაში მისი წარმატებების მიმართ. შეგიძლიათ დარწმუნებული ოყოთ, რომ ჩემი მომდევნო პრაქტიკული სამუშაოთი შევეცდები გავამრთლო თქვენი მხრიდან ჩემდამი გამჯღავნილი მაღალი პატივი, მეგობრული, ძმური დამოკიდებულება და მაღალი შეფასება, რომელიც თქვენ ჩემს პოლიტიკურ მოღვაწეობას და დამსახურებებს მიეცით.

 

უკვე ორი დღეა, მე და ჩემთან ერთად აზერბაიჯანიდან ჩამოსული დიდი დელეგაცია მეგობარი და მოძმო ქართველი ხალხის სტუმართმოყვარეობით და მეგობრულობით ვართ გარშემორტყმულნი. ჩვენ ორი დღეა დიდ ბაირამს ავღნიშნავთ. დამოუკიდებელი საქართველოს და დამოუკიდებელი აზერბაიჯანის რესპუბლიკებს შორის, ჩვენ ხალხებს შორის მეგობრობის, ძმობის და თანამშრომლობის გამყარებისათვის და განვითარებისათვის ძალიან მამაც და ძვირფას ნაბიჯებს ვდგამთ. ვპიქრობ, რომ ამ დღეებში ჩვენს მიერ შესრულებული სამუშაო და ძალზედ მნიშვნელოვანი ხელმოწერილი დოკუმენტები ჩვენი ხალხების და სახელმწიფოების მომავლისთვის დიდ შედეგს მოიტანს.

 

ჩემმა ძვირფასმა მეგობარმა, ძმამ, ედუარდ შევარდნაძემ გიამბოთ ამ ორ დღეში ჩვენს მიერ შესრულებული სამუშაოს და წარმატებების შესახებ. მე არ მინდა გავიმეორო. უბრალოდ მინდა ვთქვა, რომ მე მის მთელ აზრს ვეთანხმები, მისი ნათქვამი სიტყბები, ჩემი ნათქვამი სიტყვებია. ესეც ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია.  ჩვენ თან საქართველო - აზერბაიჯანის ურთიერთობების დღევანდელი დღის და მომავლის შესახებ, და თან მსოფლიო პრობლემების, კავკასიის პრობლემების შესახებ ერთი აზრის ვართ. ჩვენი საერთო ხედვა ამ დიდი პრობლემების შესახებ ძალიან დაეხმარება ჩვენი ხალხების და ქვეყნების წინაშე მყოფი ამოცანების წარმატებით შესრულებაში.  

 

ჩვენ საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის მეგობრობის, თანამშრომლობის და უსაფრთხოების შესახებ ძალიან ძვირფას დოკუმენტს მოვაწერეთ ხელი. დარწმუნებული ვარ, რომ ორივე მხარე შემართებით იშრომებს ამ დოკუმენტის ყველა მდგომარეობის განხორციელებისათვის. ჩვენი ამ შეხვედრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შედეგი ბატონ შევარდნაძეს და ჩემს მიერ კავკასიაში მშვიდობის, უსაფრთხოების და თანამშრომლობის დამყარების შესახებ ხელმოწერილი ერთობლივი დეკლარაციაა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი დეკლარაციაა. ამავე დროს ეს დიდი ინიციატივაა, რომელსაც მსოფლიო მასშტაბით შეუძლია დიდი შეფასება მიიღოს. ეს დეკლარაცია ღიაა როგორც კავკასიის ქვეყნებისათვის, ასევე სხვა ქვეყნებისათვის. მინდა იმედი გამოვხატო, რომ სხვა მშვიდობისმოყვარე სახელმწიფოები და რესპუბლიკებიც, რომელთაც მშვიდობის და კეთილდღეობის დამყარება სურთ კავკასიაში, შეურთდებიან ამ დეკლარაციას. 

 

როგორც წესი, მეცნიერები ისტორიულ მოვლენებს ისე არქმევენ, რომ სახელწოდებები, მათ არსს გმოხატავენ. გუშინ ხელმოწერილ დეკლარაციას თქვენი თანდასწრებით მინდათბილისის დეკლარაციადავარქვა. დარწმუნებული ვარ და კიდევ ერთხელ მინდა გამოვხატო ეს, რომ თბილისის დეკლარაცია კავკასიაში სიმშვიდის გასამაგრებლად ძალიან სასარგებლო იქნება. 

 

საქართველოს და აზერბაიჯანის რესპუბლიკის უკანასკნელი წლების მდგომარეობა ძალიან ჰგავს ერთმანეთს, მეტ შემთხვევაში ერთი და იგივე მდგომარეობაც არის. ჩვენ ერთნაირ პრობლემებს წავაწყდით როგორც სახელმწიფოების შიგნით, ასევე ჩვენი სახელმწიფოების ტერიტორიული მთლიანობის და უსაფრთხოების დაცვისას. ამ პრობლემებმა ჩვენი ცხოვრება ძალიან დაძაბული გახადეს. მაგრამ მე იმედი მაქვს, რომ ქართველი ხალხიც და აზერბაიჯანელი ხალხიც ამ პრობლემებს მოაგვარებს და საქართველოს და აზერბაიაჯანის რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობა აღდგება.

 

ჩვენ წარმატებით ვაგვარებთ ქვეყანაში წარმოქმნილ პრობლემებს ხალხის თანადგომის და სოლიდარობის მეშვეობით. აქ მინდა ქართველი ხალხის ეროვნული სოლიდარობა და ქართველი ხალხის გამოჩენილი შვილის, ჩემი პატივცემული მეგობრის ედუარდ შევარდნაძის განსაკუთრებული მოღვაწეობა ავღნიშნო ქართველი ხალხის ცხოვრებაში 1992 წლიდან დღემდე წარმოქმნილ მძიმე და რთული პრობლემების მოგვარებაში. ქართველი ხალხის წინაშე ედუარდ შევარდნაძის დამსახურებები წარსულშიც დიდია. მაგრამ ვთვლი, რომ როდესაც საქართველომ დამოუკიდებელი ცხოვრებით დაიწყო ცხოვრება, როდესაც საქართველო გარე ძალების წნეხის ქვეშ აღმოჩნდა, როდესაც დაირღვა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, როდესაც საქართველოში ძალიან დაძაბული და რთული პროცესები მიმდინარეობდა, საქართველოს მართველობაში ედუარდ შევარდნაძის სწორედ იმ პერიოდში დაბრუნება, მისი დიდი პოლიტიკური გამოცდილება და დაძაბული შრომა ქართველი ხალხის ისტორიაში და საქართველოში მაღალი შეფასების ღირსია.     

 

ჩვენ აზერბაიჯანში, ყოველთვის დიდი ინტერესით თვალყურს ვადევნებით საქართველოში მიმდინარე პროცესებს, იმიტომ, რომ დიდი სიყვარულით ვიყავით განწყობილნი საქართველოს მიმართ და ასწლეულებით ღრმა პატივისცემით ვიყავით განწყობილნი ქართველი ხალხის მიმართ და ვცდილობდით შორიდან, მაგრამ მაინც გამოგვეხატა ჩვენი სოლიდარობა, მეგობრობის ხელი გამოგვეწოდა, რათა ეს პროცესები ნორმალური მიმართულების კალაპოტში განვითარდნენ. ამიტომაც ჩვენ, როგორც მეზობლებს გულწრფელად გვიხარია, რომ ამჯამად საქართველოში უკვე აღდგენილია საზოგადო-პოლიტიკური სტაბილურობა, მრავალი პროცესი მოგვარებულია და მიზანსწრაფულად ხორციელდება დემოკრატიული უფლებრივი სახელმწიფოს მშენებლობა თქვენს ქვეყანაში. საქართველოში იდგმება საჭირო ნაბიჯები ქვეყნის დამოუკიდებლობის განმტკიცების გზაზე და მე აზერბაიჯანელი ხალხის სახელით გილოცავთ ამ მიღწევებით.

 

შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ ჩვენ, აზერბაიჯანელები, აზერბაიჯანელი ხალხი მეგობრობის ერთგულნი ვართ და მომავალშიც ჩვენი სამუდამო მეგობრობის შესანარჩუნებლად ყველაფერს ვიღონებთ.

 

აზერბაიჯანში მოპოვებული ბუნებრივი აირი საქართველოს მიწაზე პირველად 1959 წელს მოვიდა, თბილისში პირველად ბუნებრივი აირის ალი აინთო. ეხლა, როდესაც ჩვენი ქვეყნები დამოუკიდებელი ქვეყნებია, აზერბაიჯანის მდიდარი ნავთობ საბადოებიდან მოპოვებული ნავთობის საქართველოს ტერიტორიით ტრანსპორტირების შესახებ და დიდი ნავთობმილსადენის გამოყვანის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება, აზერბაიჯანსა და საქართველოს შირის, ხალხებს შორის მეგობრულ და ძმურ ურთიერთობებს უფრო გაამყარებს.

 

პირადად მე, ახალგაზრდობის წლებიდან მოყოლებული საქართველოს და ქართველი ხალხის მიერ ღრმა პატივისცემის გრძნობით ვიყავი განწყობილი და წარსულში ვცდილობდი, დღესაც ვცდილობ და მომავალშიც ვეცდები ეს გრძნობები განვახორციელო. საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელების მიმართ გაწეული ყურადღება და ზრუნვა ჩვენი მეგობრობის ერთ-ერთი მშვენიერი მაგალითია. ჩემ მეგობართან ერთად, ედუარდ შევარდნაძესთან ერთად დღეს ჩვენ აზერბაიჯანის გამოჩენილი პიროვნებების - მირზა ფატალი ახუნდოვის, მირზა შაფი ვაზეხის და 1920 წელს თბილისში სომეხი ტერორისტების ტყვიით მოკვლული, აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის პირველი პრემიერ მინისტრის ფატალი ხან ხოისკის საფლავები მოვინახულეთ. 

 

აქ შეკრებილი აზერბაიჯანელები და დღეს მეჩეთში მყოფი ყველა აზერბაიჯანელი თქვენი დიდი მადლიერები არიან რათა თქვენ ქართულ მიწაზე შეინარჩუნეთ და დაიცავით აზერბაიჯანელი ხალხის ტრადიციები და ამავე დროს აზერბაიჯანელი ხალხის გამოჩენილი პიროვნებების  ხსოვნა და საფლავები. რა თქმა უნდა, მეცნიერები, პედაგოგები, ქართული ინტელიგენცია ამ სფეროში დიდი როლი ითამაშეს და აზერბაიჯანელი ხალხის სახელით თქვენს მიმართ მადლიერებას გამოვხატავ.

 

აქ, თბილისის უნივერსიტეტში მოსწავლე ახალგაზრდა აზერბაიაჯანელი გამოვიდა სიტყვით. მე მახარებს ის, რომ ქართული მიწა აქ მცხოვრები აზერბაიჯანელებისთვისაც სამშობლოა და აზერბაიჯანელები ამ ბოლო წლებშიც კი, საქართველოში ძალიან მძიმე მდგომარეობის პერიოდშიც არ მიატოვეს საქართველოს მიწა. ამავე დროს მათ ძალიან გაუხარდათ საქართველოში კეთილდღეობის აღდგენა და ამ კეთილდღეობის მისაღწევად ყველაფერი იღონეს, მათ საქართველოს პარლამენტის და საქართველოს პრეზიდენტის  არჩევნებში მიიღეს მონაწილეობა. ჩემთვის მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელების 99 პროცენტმა საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებზე ედუარდ შევარდნაძეს მისცეს ხმა. ძვირფასო მეგობრებო ეს ყველაფერი ერთის მხრივ თქენი მხრიდან, საქართველოს მთავრობის მხრიდან და ყოველი ქართველის მხრიდან აზერბაიჯანელების მიმართ ყურადღების და ზრუნვის გამოველნაა, მეორეს მხრივ ცხადყოფს იმას, რომ საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელები, როგორც საქართველოს მოქალაქეები ღირსეულად ასრულებენ თავიანთ ამოაცანებს.

  
ეს ყველაფერი ერთად ქართულ-აზერბაიჯანულ მეგობრობას ნიშნავს. ვფიქრობ, გუშინაც და დღესაც ამ მეგობრობის უფრო გასანმტკიცად ძალიან ძვირფასი ნაბიჯები გადავდგით. ძვირფასო მეცნიერებო და უნივერსიტეტის დამრიგებლებო, თქვენთან შეხვედრა ჩემთვის დაუვიწყარი მოვლენაა. კიდევ გმადლობთ ამ შეხვედრისათვის, ყურადღებისათვის და ჩემს მიმართ ზრუნვისათვის. გარწმუნებთ, რომ ამ დღეებს მე არასდროს დავივიწყებ, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის მეგობრული და ძმური ურთიერთობის უფრო გასანმტკიცად ყველაფერს ვიღონებ.

 

აქ საქართველოს გამოჩენილმა მეცნირემა, მარიამ ლორთქიფანიძემ ძალიან ძვირფასი სიტყვები წარმოთქვა. ვგულისხმობ წინადადებებს ქართველი და აზერბაიჯანელი მეცნიერების, უნივერსიტეტების კავშირის გამაგრებასა და განვითარების თაობაზე. მე სიამოვნებით მივიღებ ამ წინადადებებს და ვთვლი, რომ ჩვენი ქვეყნის მეცნიერების, ინტელიგენციის, კულტურის მოღვაწეების და ამავე დროს უნივერსიტეტების და აკადემიების ურთიერთობების უფრო გამაგრება აუცილებელია ჩვენი ხალხების და ქვეყნების ურთიერთობის უფრო დაახლოვებისათვის. ამ სფეროში ჩემი მხრიდან თანადგომაში შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ.

 

კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას. კულტურისადმი, მეცნიერებისადმი და უმაღლესი განათლებასადმი ჩემს პატივისცემას გამოვხატავ. ქართველ მეცნიერების ჩემს მუდმივ პატივისცემას ვუცხადებ.  გისურვებთ ჯანმრთელობას და ბედნიერებას. გმადლობთ, მადლიერი ვარ თქვენი. მომავალ შეხვედრამდე.

 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ჩვენი შეხვედრის სამახსოვროდ ხალიჩას მივართმევ, რომელზეც შოთა რუსთაველის პერიოდში მცხოვრები და მოღვაწე, დიადი აზერბაიჯანელი პოეტის ნიზამი განჯევის პორტრეტია გამოსახული.