რავადების სახელმწიფო

რავადების სახელმწიფომ X საუკუნის ასწლეულიდან მოყოლებული, დაახლოებით ერთი საუკუნის მანძილზე (983-1060 და 1107-1117 (აზერბაიჯანის სამხრეთით)) აზერბაიჯანის პოლიტიკურ ისტორიაში უდიდესი როლი ითამაშა. X ასწლეულის 50-იანი წლების დასასრულს სალართა ხელისუფლების დასუსტების პერიოდში რავადთა დინასტიის წარმომადგენელმა მუჰამედ იბნ ჰუსეინმა აზერბაიჯანის ზოგი მიწები ხელში ჩაიგდო.956/57 წლებში მან თაბრიზი და მისი მიმდებარე ტერიტორიები ხელთ იგდო.იმავე საუკუნის 70-იან წლების ბოლოსათვის გამძვინვარებულ შიდა ომებს ჰუსეინის ვაჟის აბულჰეიაჯას მიერ სალარის მეფის იბრაჰიმზე გამარჯვებით მოეღო ბოლო. აბულჰეიჯამ მდ. არაქსის სამხრეთით მდებარე სალარის მიწების ერთი ნაწილიც მიიტაცა და თავის სამფლობელოს შეუერთა. სელჯუკების კაკასიაში ლაშქრობის პერიოდში რავადების სახელმწიფოს ტერიტორია მთელს სამხრეთ აზერბაიჯანს მოიცავდა. 1060 წელს სელჯუკთა სულთანის თოღრულის მიერ თაბრიზის ალყაში მოქცევის შემდეგ მამლან II -მ სულთანის ქვეშემრდომობა გამოაცხადა.რავადებმა, რომლებმაც იმ ხანად პოლიტიკური ხელისუფლება დასთმეს, თავიაანთი ძველი დიდება მრავალი წლის მანძილზე ვეღარ აღიდგინეს.მხოლოდ 1107/1108 წლების წყაროებშია მოხსენებული აზერბაიჯანის სამხრეთ-დასავლეთის მიწების მფლობელის მარაღას მმართველის აჰმადალი იბნ იბრაჰიმ იბნ ვაჰსუდან არ რავადინის სახელი.1116/1117 წელს ბაღდადში ხალიფის სასახლეში აჰმადილინის ბათინილების მხრიდან მოკვლის შემდეგ რავადების შთამომავალნი პოლიტიკურ სცენას სტოვებენ. დედაქალაქი მონაცვლეობით ხან თაბრიზი ხან კი მაღარა იყო.