დთს - ის სახელმწიფო მეთაურთა საბჭოს სხდომაზე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ჰეიდარ ალიევის განცხადება - 24 დეკემბერი 1993 წელი

 სომხეთის რესპუბლიკის  მიერ აზერბაიჯანის წინააღმდეგ განხორციელებულმა 6 წლიანმა აგრესიამ აზერბაიჯანელ ხალხს უამრავი უბედურება  მოუტანა.

სსრკ-ის დაშლის შემდეგ   აზერბაიჯანისა და სომხეთის რესპუბლიკებმა დამოუკიდებლობა მოიპოვეს , რის შედეგადაც  დავა ორ  სახელმწიფოს შორის სამხედრო კონფლიქტში გადაიზარდა.

 სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა  აზერბაიჯანის ტერიტორიის 14,0 ათას კვადრატულ კილომეტრამდე ოკუპაციაში მოაქციეს . აქედან  9,0 ათასი კვადრატული  კილომეტრი  მთიანი ყარაბაღის ფარგლებს  გარეთაა. მინდა ავღნიშნო,რომ  სომეხთა შეიარაღებულმა ძალებმა  მთიანი ყარაბაღის ხელში ჩაგდების შემდეგ ,  გააფართოვეს რა თავიაანთი აგრესიული ოპერაციები ,ოკუპაციაში მოაქციეს  მთიანი ყარაბაღის მიმდებარე   ლაჩინის, ქელბეჯერის, აღდამის, ფიზულის, ჯაბრაილის, გუბადლის , ზანგილანის   რაიონები და ყაზახის რაიონის ერთი ნაწილი. საბრძოლო ოპერაციების დროს მშვიდობიანი მოსახლეობა  მასობრივად იქნა ამოხოცილი,  ოკუპირებულ რაიონებში  აწარმოეს ეთნიკური წმენდა, რის შედეგადაც ნანგრევებად აქციეს სოფლები და რაიონები.

აზერბაიჯანის წინააღმდეგ ომის  დაწყებიდან დღემდე 18 ათასზე მეტი ადამიანია მოკლული, 50 ათასზე მეტი დაჭრილი და დასახიჩრებულია,4 ათასი ადამიანი ტყვედ არის ჩავარდნილი ან და  მძევლადაა აყვანილი,1 მილიონზე მეტმა აზერბაიჯანელმა სახლ –კარი მიატოვა, 100 ათასზე მეტი საცხოვრებელი  სახლი,1 ათასზე მეტი სამეურნეო  ობიექტი,600– ზე მეტი  სკოლა და სამედიცინო დაწესებულება  გადაწვეს , დაარბიეს  და ნანგრევებად აქციეს,სომხეთში  გაზიდეს  ასობით მილიონი დოლარის კერძო  და სახელმწიფო საკუთრება,  მატერიალური ღირებულებები  ოკუპირებული  ტერიტორიებიდან. ყოველივე ამის შედეგად აზერბაიჯანში კრიზისული მდგომარეობა შეიქმნა.

დიდი მწუხარებით მინდა ავღნიშნო,რომ 1993 წლის სექტემბერში  აზერბაიჯანის რესპუბლიკის  დამოუკიდებელ სახელმწიფოთა ერთობაში  სრულ უფლებიან  წევრად გაწევრიანებისა   და კოლექტიური უსაფრთხოების შესახებ  ხელშეკრულებაში ჩართვის  შემდეგ  სომხეთის რესპუბლიკამ თავისი აგრესია  კი არ შეაჩერა ,არამედ პირიქით სამხედრო ოპერაციები  უფრო ფართო მასშტაბით განახორციელა. ცეცხლის შეწყვეტის  შესახებ მიღებული შეთანხმების მიუხედავად , წინათ ოკუპირებულ ლაჩინის, გებლეჯერის და აღდამის რაიონებსა და გაზახის რაიონის ერთ ნაწილს   ამა წლის ოქტომბერ–ნოემბრის თვეებში სომხეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების მიერ  ოკუპირებული აზერბაიჯანის ფიზულის, ჯაბრაილის, გუბადლის და ზანგილანის რაიონებიც დაემატა. ამით აგრესორები გავიდნენ რა აზერბაიჯანისა და ირანის ისლამური რესპუბლიკის საზღვრამდე  დთს–ის სამხრეთ საზღვარზე საშიში დაძაბულობის კერა წარმოიქმნა  ,რომელმაც საერთაშორისო კონფლიქტის კერის შექმნის  საშიშროება წარმოშვა.

1993 წლის ოქტომბერში,ოკუპირება რაიონებისა ,რომელთაც   300 ათასზე მეტი მოსახლეობა    გააჩნდა, აზერბაიჯანელ ხალხს უფრო მეტად იმიტომ აღელვებს,რომ ეს მოვლენები აზერბაიჯანის დსთ – ში შესვლისა და კოლექტიური  უსაფრთხოების შესახებ  ხელშეკრულებაში ჩართვის  შემდეგ განხორციელდა . ასე რომ სომხეთის რესპუბლიკა  არა მარტო აზერბაიჯანის  რესპუბლიკის წინააღმდეგ ახორციელებს  აგრესიას ,არამედ   დემონსტრაციულად არაფრად აგდებს ჩვენს  ერთობლივ პრინციპებსაც კი.

სომხეთის რესპუბლიკის  მიერ , რომელიც  დსთ –ის წევრი და კოლექტიური უსაფრთხოების  შესახებ ხელშეკრულების მონაწილეა, , მასავით ,აღნიშნული ორგანიზაციების  სრულუფლებიანი წევრის – აზერბაიჯანის რესპუბლიკის მიმართ  განხორციელებული აგრესია სრულიად დაუშვებელია.

ბოლო დროს მიმდინარე მოვლენები სომხეთის აგრესორულ მიზნებს ერთხელ კიდევ ადასტურებს. აგრესორის შეიარაღებული ძალების  ბეილაგანის მიმართულებით–  მთელი გზის სანაპიროდან სიღრმეში  შეჭრის  მცდელობები , წინათ ოკუპირებული  რაიონების მშვიდი მოსახლეობის  უშიშროებას  და  კონფლიქტის  ახალი ,კიდევ უფრო  სისხლიანი ფორმით გაგრძელების საფრთხეს ქმნის. საბრძოლო ოპერაციების გაფართოებას ის ფაქტიც ადასტურებს რომ  აგრესორი სომხეთი ბრძოლების დროს  ტანკებს ,რეაქტიულ და მძიმე  არტილერიას იყენებს.

სომხეთის რესპუბლიკა დსთ –ის  საბჭოს უსაფრთხოების დადგენილებებს , ეუთოს , რუსეთის , ყაზახეთის  საშუამავლო  მცდელობებს არაფრად  მიიჩნევს და თავის ჭეშმარიტი   როლის –  ღია  აგრესიის განმხორციელებელი ქვეყნის როლის დაფარვის მიზნით , ცდილობს ყველა დაარწმუნოს ,რომ ჩვენ  ვართ ქვეყანა, რომელიც  მთიანი ყარაბაღის სომხურ მოსახლეობასთან   კონფლიქტურ მდგომარეობაშია . სინამდვილეში კი, ცხადია , მთიანი ყარაბაღის  რეგიონში მცხოვრები  და არც თუ  მრავალრიცხოვანი  100  ათასზე ცოტა  მეტი  სომეხი  ვერ განახორციელებს ფართო მასშტაბიან  აგრესიას   და  ვერ მოაქცევს ოკუპაციაში იმ ქვეყნის მიწების   20 პროცენტს, რომელსაც 7 მილიონი მოსახლე ჰყავს .  სახეზეა  მცდელობა , იმასა რომ იგნორირებულ იქნას  რესპუბლიკის მთიანი ყარაბაღის რეგიონის 50 ათასი აზერბაიჯანელი მოსახლეობის უფლებანი . ეთნიკური წმენდის  შედეგად აზერბაიჯანელები  შუშის, ხოჯალოს, ჰადრუთის და აღდარას რაიონებიდან სრულიად განდევნილნი იქნნენ.

სამწუხაროდ , ბოლო დროის გამოცდილება გვიჩვენებს ,რომ  უპრინციპობა , ყოყმანი  აგრესორის ინტერესებსა და მის მსხვერპლებს შორის  სრულიად მიუღებელ  წონასწორობას ქმნის,რაც აგრესორ ქვეყანასთან მიმართებაში  არა მატრო გულგრილობაა,არამედ  მთელი კავკასიის რეგიონის სუვერენულობისა და კონფლიქტის დსთ–ის საზღვრებს გარეთ გასვლის საფრთხესაც ქმნის.  ყოველივე  ეს, სომხეთის მიერ  აზერბაიჯანის წინააღმდეგ  გატარებული  აგრესიის  მიზეზების და მათი შედეგებისადმი სერიოზულ მიდგომას  მოითხოვს  კოლექტიური უსაფრთხოების შესახებ ხელშეკრულების მონაწილე დთს–ს  ქვეყნების   მხრიდან   .  ამ დროს ისიც უნდა გავითვალისწინოთ,რომ  მიმდინარე მოვლენები არა მარტო ჩვენს რეგიონს ,არამედ მთელს დთს–ის სივრცეს ეხება. ამ მიზნით ,ჩვენ  მთელი დთს–ის  სივრცეში მდგომარეობის  სტაბილურობისაკენ  მიმართულ  ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებების  სისტემის ექსპერტთა დონეზე  დამუშავებას და მომზადებას გთავაზობთ. ეს შესწორებები ,პრაქტიკულად  ქვემოთ აღნიშნულე საკითხებს უზრუნველყოფს.

–        დთს –ის წევრ სახელმწიფოთა სუვერენულობის და ტერიტორიული მთლიანობის  ცნობა და მათი პატივისცემა. პირველ ეტაპზე  საზღვრების ,მაგალითად შუა აზიის, კავკასიის და სხვ . ორმხრივი  ცნობისა და   ურთიერთდახმარების შესახებ აუცილებელია დაიდოს რეგიონალური შეთახმებები;

–        ჩვენს სახელმწიფოებში მცხოვრები ეთნიკურ უმცირესობათა  უსაფრთხოების, უფლებების და თავისუფლების დაცვა ; ეს იქნება  სეპატარიზმისა და აგრესიის წინააღმდეგ აღმართული ბარიერი.

 გამოვხატავ რა სომხეთის რესპუბლიკის ამგვარი მოქმედებების წინააღმდეგ ჩემს პროტესტს,  სახელმწიფო მეთაურებს მივმართავ  დაჟინებული თხოვნით :

  1. მისცენ პოლიტიკური შეფასება სომხეთის რესპუბლიკის მხრიდან  აზერბაიჯანის რესპუბლიკის წინააღმდეგ  მიმართულ აგრესიას;
  1. მოითხოვონ სომხეთის რესპუბლიკის  მიერ აზერბაიჯანის რესპუბლიკის წინააღმდეგ  სამხედრო ოპერაციების დაუყონებლივ  შეჩერება;
  1.  განხორციელდეს  აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიებიდან სომხეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების  ყველა განაყოფის   სასწრაფოდ გაყვანა ;
  1. მოითხოვონ სომხეთის  რესპუბლიკისაგან   სამხედრო ოპერაციების განახლების დაუშვებლობა  . ამის გარეშე ლტოლვილებისა და დევნილების თავიაანთ კერებში დაბრუნება შეუძლებელია;
  1. მატერიალური ზარალის განსაზღვრისა და აგრესორების მიერ  აზერბაიჯანის მიწებზე დატრიალებული  დანაშაულის  შესაფასებლად  დთს წევრი  სახელმწიფოების  წარმომადგენელთაგან  შეიქმნას   სპეციალური კომისია.

არ დამყარდება მშვიდობა , თუ  ეს  წინადადებები  არ    განხორციელდება,  ურთიერთ  სარგებლიანი ეკონომიკური თანამშრომლობა არ დამყარდება , ამის გარეშე კი პროგრესი, დემოკრატია  და  ჩვენი თანაცხოვრება  შეუძლებელი იქნება.

ჩვენ წარვადგინეთ,  კოლექტიური უსაფრთხოების  შესახებ ხელშეკრულების ტექსტისათვის  დღეს და მომავალში საფრთხის წარმომქმნელი მდგომარეობის სასწრაფოდ გამოსასწორებლად   პოზიციის გამოხატვის  მექანიზმის  შექმნისაკენ მიმართული  შესწორებები.  მტკიცედ  გვწამს,რომ   სახელმწიფოთა   უსაფრთხოება  საერთო   საზღვრების სიმტკიცეზე    უფრო მეტად  ჩვენს სარეთო სახლში  მშვიდობასა და სტაბილურობაზეა დამოკიდებული. 

გაზეთი „ აზერბაიჯანი“ 25 დეკემბერი 1993 წელი