აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ჰეიდარ ალიევის გამოსვლა საზეიმო საიუბილეო ცერემონიაზე, რომელიც მიეძღვნა "ქითაბი-დედე გორგუდის" დასთანის 1300-ე წლისთავს - სასახლე "რესპუბლიკა", 2000 წლის 09 აპრილი

პატივცემულო სახელმწიფოს მეთაურნო!
 

პატივცემულო მეჯლისის მეთაურნო! 


პატივცემულო სტუმრებო! 


პატივცემულო ქალბატონებო და ბატონებო! 


დღეს აზერბაიჯანელი ხალხი, როგორც დიდ დღესასწაულს საზეიმოდ აღნიშნავს დიადი ეფოსის "ქითაბი-დედე გორგუდის" 1300- წლისთავს. ეს იუბილე ჩვენთვის, მთელ თიურქული სამყაროსთვის და კაცობრიობის კულტურისათვის კანსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ისტორიული მოვლენაა. ეს ღრმა პატივისცემის დღესასწაულია ჩვენი ისტორიული ფესვებისადმი, ეროვნული ტრადიციებისადმი, ეროვნულ-სულიერი ღირებულებისადმი, კულტურისადმი, მეცნიერებისადმი, ჩვენი ხალხის მრავალსაუკუნოვანი ისტორიისადმი. ეს ჩვენი ეროვნული თავისუფლების და სახელმწიფო დამოუკიდებლობის დღესასწაულია. 
  
უკვე 1300 წელიწადია, რაც არსებობს "ქითაბი-დედე გორგუდი" - აზერბაიაჯნელი და ყველა თიურქულენოვანი ხალხების  დიადი ისტორიული ძეგლი. თუ გავითვალისწინებთ, "ქითაბი-დედე გორგუდ"-ის დასთანის შექმნისათვის ჩვენ ხალხებს როგორი ძალისხმევა დასჭირდათ 1300 წელიწადზე მეტი დროის განმავლობაში, როდესაც შექმნეს ეს ისტორიული ძეგლი, მაშინ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რა ძველისძველი ისტორიის, ღრმა ფესვების და მდიდარი კულტურის მატარებელნი არიან ჩვენი ხალხები.   
  
"ქითაბი-დედე გორგუდმა" 1300 წლის განმავლობაში დიდი, გრანდიოზული, სახელოვანი გზა განვლო. ყველა სიძნელეების და შეზღუდვების მიუხედავად "ქითაბი-დედე გორგუდი" ჩვენი ხალხისთვის  1300 წლის განმავლობაში სულიერო საკვები იყო და ეხმორებოდა მას ეცხოვრა, ებრძოლა, აღექვა და დაეცვა საკუთარი ეროვნული თვითშეგნება

მაგრამ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ როდესაც "ქითაბი-დედე გორგუდის" 1300 წლიან ისტორიას მაღალ შეფასებას ვაძლევთ, ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში აზერბაიჯანში დიდი სამუშაო შესრულდა "ქითაბი-დედე გორგუდის" მემკვიდრეობის შესწავლის, კვლევის და პროპაგანდის სფეროში, რის ხარჯზეც მადლიერმა ჩვენმა ხალხმა, მთლიანად თიურქულმა სამყარომ, თიურქულენოვანმა ხალხებმა მრავალი რამ გაიგეს "ქითაბი-დედე გორგუდ"-ის შესახებ, მთელ მსოფლიოს კი ემცნო, თუ როგორი ჯერ კიდევ ბოლომდე შეუფასებელი მემკვიდრეობის მფლობელები ვართ. 


თიურქულენოვან სახელმწიფოთა თანამეგობრობის VI ბაქოს სამიტმა გუშინ წარმატებით დაასრულა თავისი საქმიანობა. ამ სამიტზე ჩვენ გავაანალიზეთ სამუშაო, რომელიც შესრულებულია თიურქულენოვან სახელომწიფოების თანამეგობრობის დაარსებიდან 8 წლის გნმავლობაში და აღვნიშნეთ დიდი მიღწევები. ყველა ხალხის ცხოვრებაში და საერთოდ თიურქულენოვან სამყაროში ეჭვგარეშეა, რომ თიურქულენოვან სახელმწიფოთა თანამეგობრობის დაარსება ისტორიული მოვლენა გახდა. ის რომ ეს თანამეგობრობა არსებობს, ვითარდება და ფართოვდება ამ 8 წლის განმავლობაში მიუთითებს, ერთის მხრივ იმ ფაქტზე თუ რამდენად საჭირო იყო იგი, მეორე მხრივ კი იმაზე, თუ რამდენ სარგებელს მოუტანს იგი ჩვენ ხალხებს მომავალში.    

გასულ წლებში მიღწეული წარმატებები ჩვენი  საერთო ძალისხმევის შედეგია. მაგრამ, ამავე დროს უნდა აღინიშნოს, რომ თურქეთის რესპუბლიკის და ჩვენი ძვირფასი მეგობრის და ძმის, სულეიმან დემირელის ინიციატივით დაარსებული თიურქულენოვან სახელმწიფოების თანამეგობრობა პირველ რიგში თურქეთის რესპუბლიკის დიდ დამსახურებას მოწმობს. 


VI სამიტის წარმატებით დასრულების დღეს ყველა ჩვენთაგანი შეიკრიბა ჩვენი ხალხების საერთო ისტორიული ძეგლის,  "ქითაბი-დედე გორგუდ"-ის იუბილეზე. ის ფაქტი, რომ ჩვენ ამ იუბილეს ავღნიშნავთ თიურქულენოვან სახელმწიფოთა მეთაურებთან ერტად, მას უფრო მაღალ მნიშვნელობას ანიჭებს, ამაღლებს ამ იუბილეს დონეს. მე მადლობას გამოუხატავ ყველას მიმართ, ვინც ამ იუბილეში იღებს მონაწილეობას, ვინც მიიღო ჩვენი მოწვევა და აზერბაიჯანში ჩამობრძანდა.

გულითადად მივესალმები მათ ყველას. 

მივესალმები: თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, აზერბაიჯანელი ხალხის დიდ მეგობარს, ჩემ ძვირფას ძმას სულეიმან დემირელს! 


ყაზახსტანის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ჩვენ პატივცემულ სტუმარს, ჩემს ძვირფას მეგობარს და ძმას, ნურსულთან ნაზარბაევს! 


ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ჩემს ძვირფას მეგობარს, ძმას ასკარ აკაევს! 


უზბეკეთის რესპუბლიკის დელეგაციის მეთაურს, უზბეკეთის ოლიი მაჯლისის (უზენაისი მეჯლისის) თავჯდომარეს, პატივცემულ ერქინ ხალილოვს! 


თურქმენეთის რესპუბლიკის დელეგაციის მეთაურს, თურქმენეთის მეჯლისის თავჯდომარეს, პატივცემულ სახხათ მურადოვს! 
 
იუნესკოს გენერალურ დირექტორს, ჩვენს პატივცემულ სტუმარს, ბატონ კოისირო მაცურუს!

 

აზერბაიჯანელი ხალხის დიდ მეგობარს, საფრანგეთის პარლამენტის უძველეს წევრს, ვეტერანს, ბატონ ჯაკ ბომელს!

 

კმაყოფილების გრძნობით აღვნიშნავ, რომ "ქითაბი-დედე გორგუდის" იუბილეზე ჩამობრძანდნენ საზოგადო-პოლიტიკური მოღვაწეები, მეცნიერები, მწერლები, რომლებაც მიიღეს მონაწილეობა აზერბაიჯანში ჩატარებულ სამეცნიერო კონფერენციებში. ისინი აქ ჩვენთან ერთად იმყოფებიან. ყველა ჩვენი სტუმრისადმი მადლიერებას გამოვხატავ აზერბაიჯანში ჩამოსვლისათვის, ყველას წრფელი გულით მივესალმები!

 

"ქითაბი-დედე გორგუდის" კვლევამ და პროპაგანდამ გასული სამი წლის განმავლობაში აზერბაიჯანელ ხალხს დიდი სარგებელი მოუტანა. ჩვენ კიდევ ერთხელ აღვიქვით ჩვენი ისტორიული ფესვები და ეროვნულ-კულტურული მემკვიდრეობა. ჩვენ გავაცნობიერეთ, თუ რა დიდი წვლილი შეიტანეს აზერბაიჯანელმა და ყველა თიურქულენოვან ხალხებმა მსოფლიო ცივილიზაციაში. ამ თვალსაზრისით "ქითაბი-დედე გორგუდს" განსაკუთრებული ადგილი უკავია.   

 

"ქითაბი-დედე გორგუდი" - ჩვენი მთავარი წიგნია. დედე გორგუდი - ჩვენი ძველისძველი წინაპარია. ჩვენ ვამაყობთ, რომ ასეთი ისტორიული ძეგლის მფლობელები ვართ. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი ძველისძველი წინაპრით დედე გორგუდით.

 

"ქითაბი-დედე გორგუდი" ხალხებს, ერებს ყოველთვის სიმშვიდის და ერთობისაკენ მოუწოდებდა. 1992 წელს თიურქულენოვან სახელმწიფოთა თანამეგობრობის დაარსება დედე გორგუდის ანდერძის განხორციელების ნათელი მაგალითია.

 

ეროვნული თავისუფლების და სახელმწიფო დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ამ ერთობის უზრუნველსაყოფად ჩვენ კარგი შესაძლებლობები გაგვიჩნდა და მივხდით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ერთობა ჩვენი ხალხებისათვის.

 

"ქითაბი-დედე გორგუდის" მოწოდება ერთობისაკენ დღეს ყველა ჩვენთაგანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყანაში სამართლიანი, დემოკრატიული და თანამედროვე სახელმწიფოს მშენებლობის მატარებელს, სახელმწიფო დამოუკიდებლობის გზაზე მოძრავ ეროვნულ ერთობას და ეროვნულ სოლიდარობას აზერბაიჯანში დღეს ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს. 

 

დღეს საზეიმოდ აღვნიშვნით "ქითაბი-დედე გორგუდის" 1300- წლისთავის იუბილეს. ჩვენ გამოვხატავთ მისი ანდერძის ერთგულობას და ვაცხადებთ, რომ აზერბაიჯანელი ხალხი დამოუკიდებლობის გზაზე მის წინაშე მდგარ ყველა რთულ და მძიმე საკითხების გადაჭრაში უფრო ერთსულოვანი გახდება და მუდამ წინსვლის გზაზე იდგება.

 

"ქითაბი-დედე გორგუდ"- გმირობის ლეგენდაა. დღეს ამ ძეგლის ანდერძის ცხოვრებაში განხორციელებით, ვაღრმავებთ ხალხში სამშობლოს ერთგულობის, სიყვარულის, პატრიოტიზმის გრძნობებს. "ქითაბი-დედე გორგუდის" დღეს ჩვენ ძალიან გვჭირდება.

 

"ქითაბი-დედე გორგუდ"- ხალხს მშვიდობისა და შერიგებისაკენ მიუწოდებდა. ჩვენი ხალხი "ქითაბი-დედე გორგუდის" ამ ანდერძის ერთგულია. აზერბაიჯანის წინააღმდეგ სომხეთის აგრესიის  შედეგად ჩვენი მიწების 20 პროცენტი ოკუპირებულია. დღეს მილიონზე მეტი აზერბაიჯანელი, გამოყრილი დაპყრობილი ტერიტორიებიდან, მძიმე პირობებში ცხოვრობს. ჩვენ დიდი დარტყმები განვიცადეთ, მაგრამ, ყველაფრის მიუხედავად, აზერბაიჯანელი ხალხი მთელ მსოფლიოს  მშვიდობისმოყვარე პოლიტიკას უჩვენებს.  ჩვენ დედე გორგუდის გზით მივდივართ. ჩვენ მშვიდობის გზით მივდივართ.
 

დღეს, ამ იუბილეს დღესასწაულზე ჩვენ კიდევ ერთხელ ვავლენთ ჩვენ დედე გორგუდის ანდერძისადმი ერთგულობას.
 

"ქითაბი-დედე გორგუდი" დიადი მეცნიერული, კულტურული და სულიერი აზრების შემცვლელი ძეგლია. "ქითაბი-დედე გორგუდ"-ის შესასწავლად და დღევანდელ თაობამდე მისატანად საკმაოდ დიდი სამუშაოა შესრულებული. კერძოდ, უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში აზერბაიჯანელი მწერლების, მეცნიერების, მკვლევარების, საზოგადო მოღვაწეების მიერ შესრულებული სამუშაოები მაღალ შეფასებას იმსახურებს. ამიტომ დღეს, ამ საიუბილეო სხდომაზე ჩვენს მეცნიერებს, მწერლებს და ყველა მოქალაქეს, რომლებიც დაკავებულნი იყვნენ ამ ძეგლის კვლევით, პროპაგანდით ჩემს მადლიერებას გამოვუხატავ. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ამ საიუბილეო ღონისძიებებით აღფრთოვანებულები, ისინი კვლავაც გააგრძელებენ ამ საქმეს.  გაიხსნება "ქითაბი-დედე გორგუდის" ჯერ კიდევ ამოუცნობი გვერდები და უცნობი აზრები, რომლებსაც მიაწვდიან აზერბაიჯანელების ამჯამინდელ და მომავალ თაობებს და მთელ თიურქულენოვან სამყაროს.

 

დღეს ჩვენ სიამაყის უსაზღვრო გრძნობას განვიცდით, რადგან ასეთი დიადი ისტორიული ძეგლის მფლობელები ვართ, როგორც "ქითაბი-დედე გორგუდია"! ვამაყოფთ, რადგან ჩვენ თავისუფალნი, დამოუკიდებელნი ვართ და შეგვიძლია გავაანალიზოთ ჩვენი სულიერი ღირებულებების და კულტურის დღევანდელი დონე და მივიტანოთ ისინი ჩვენ ხალხამდე, ერამდე და გადავცეთ მომავალ თაობებს.

 

"ქითაბი-დედე გორგუდის" ყველაზე დიდი მნიშვნელობა, მისი არსი იმაში მდგომარეობს, რომ ეს კიდევ ერთხელ ახდენს ჩვენი სახელმწიფო დამოუკიდებლობის და ეროვნული თავისუფლების დემონსტრირებას. მისი ანდერძები ჩვენ მოგვიწოდებენ ვიაროთ დამოუკიდებლობის გზაზე და აზერბაიჯანის სახელმწიფო დამოუკიდებლობა და ეროვნული თავისუფლება მარადიული გავხადოთ. თქვენ ყველას, აზერბაიჯანელ ხალხს, აზერბაიჯანის ყოველ მოქალაქეს დიდ წარმატებებს გისურვებთ ამ მიზნის ნიღწევაში. მადლობთ!

 

გაზეთი "აზერბაიჯანი", 2000 წლის 11 აპრილი.