აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ჰეიდარ ალიევის ინტერვიუ აშშ-ს სი-ენ-ენ-ის ტელეკომპანიის ჟურნალისტთან - 1994 წლის 29 სექტემბერი

კითხვა: ბატონო პრეზიდენტო, რას ელით აშშ-ის პრეზიდენტ ბილ კლინტონისაგან? რუსეთის პოზიციის შერბილებას აპირებთ ?

პასუხი: ამერიკის პრეზიდენტ ბატონ ბილ კლინტონთან შეხვედრისაგან მრავალ რამეს მოველი. პირველ რიგში კი აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სახელმწიფოთა შორისი ურთიერთობის განითარებასთან დაკავშირებული საკითხის განხილვას, ამავე დროს, ახლახანს ბაქოში, აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიასა და დასავლეთის ნავთობკომპანიების კონსორსიუმებს შორის ხელმოწერილი ხელშეკრულების განხორციელებაში მის მიერ ჩვენს მხარდაჭერას, აგრეთვე აზერბაიჯანის ამჟამინდელი მძიმე მდგომარეობიდან გამოსვლისათვის, სომხეთის აგრესიისაგან გასანთავისუფლებლად საერთაშორისო ორგანიზაციების ძალისხმევის მომატებას და ამ საკითხში ამერიკის შეერთებული შტატების აქტიურ მონაწილეობას ველოდები.

კითხვა: გუშინ პრეზიდენტ ბილ კლინტონსა და პრეზიდენტ ბორის ელცინს შორის შეხვედრაზე ასეთი განცხადება გაკეთდა ,რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების საკითხში გარკვეული შეთანხმება იქნა მიღწეული. თანახმა ხართ,რომ მთიანი ყარაბაღი სომხეთს გადაეცეს და დამყარდეს მშვიდობა?

პასუხი: არა, მე არასდროს არ ვიქნები თანახმა, რომ მთიანი ყარაბაღი სომხეთს გადაეცეს. ჩემთვის არსებული ინფორმაციის საფუძველზე ვიცი,რომ გუშინ პრესკონფერენციაზე ბატონმა ბილ კლინტონმა და ბატონმა ბორის ელცინმა განაცხადეს,რომ მთიანი ყარაბაღის საკითხი, ანუ სომხეთ- აზერბაიჯანის შორის არსებული კონფლიქტი მშვიდობიანი გზით, საერთაშორისო ორგანიზაციების ჩარჩოში მოგვარდეს და ამის შესახებ გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ სპეციალური დადგენილება მიიღოს.ჩვენ, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის კონფლიქტის მოგვარებას მხოლოდ ამ პირობით და კიდევ იმ პირობით დავეთანხმებით, თუ კი აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობა, სუვერენულობ და, საზღვრების ხელშეუხებლობა იქნება უზრუნველყოფილი.როგორცი ვიცი, ბატონ ბილ კლინტონს, ეს აზრი იქ გამოუთქვამს.

კითხვა: თქვენ ელოდებით,რომ პრეზიდენტმა ბილ კლინტონმა მთიანი ყარაბაღის სომხეთისათვის გადაუცემლობის შესახებ აზრი ღიად განაცხადოს. სწორად გაგიგეთ?

პასუხი: განცვიფრებული ვარ,რომ ასეთი კითხვით მომმართეს: მთიანი ყარაბაღი სომხეთს გადაეცემა თუ არა? ექვსი წლის მანძილზე მიმდინარე სისხლიანი ომი მხოლოდ და მხოლოდ ყარაბაღის ხელში ჩასაგდებად მიდინარეობს. ამ დროის მანძილზე აზერბაიჯანმა თავისი მიწები და სუვერენულობა დაიცვა. ახლა როგორ შეიძლება, რომ მთიანი ყარაბაღის სომხეთისთვის გადასაცემად მოლაპარაკებები იქნას წარმოებული? განცვიფრებული ვარ კითხვის ასეთი ფორმით ჩამოყალიბებისათვის. ექვსი წლის მანძილზე, ეს საკითხი, ამ ფორმით არც ერთ საერთაშორისო ორგანიზაციას და არც ერთ სახელმწიფო მეთაურს არ წამოუყენებია.

კითხვა: მაგრამ ექვსი წლის მანძილზე 20 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა, სომხეთი ყოველ მხრივ უპირატესობას ფლობს და თქვენს ქვეყანას საკმაო ლტოლვილი ყავს. თქვენ, არავითარ დათმობაზე წასვლას არ აპირებთ?

პასუხი: ცნობილია, რომ ექვსი წლის მანძილზე 20 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა, დაახლოებით 100 ათასი ადამიანი დაიჭრა და დასახიჩრდა, აზერბაიჯანული მიწის 20 პროცენტი ოკუპირებულ იქნა სომეხი აგრესორების მიერ. ოკუპირებულ ტერიტორიებიდან ერთ მილიონზე მეტმა აზერბაიჯანის მოქალაქემ, აზერბაიჯანელმა საკუთარი კერა იძულებით დატოვა, ლტოლვილად იქცა. ყოველივე ეს სომხეთის აზერბაიჯანის წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესიის შედეგია. არც ერთი საერთაშორისო ორგანიზაცია,არც ერთი სამართლიანი სახელმწიფო არ მოიწონებს სამხედრო აგრესიას და მათ უპირატესობას ვერ მიანიჭებს. მაგრამ ზოგიერთი ობიექტური მიზეზების, სხვადასხვა სახელმწიფოებისა და ორგანიზაციების მიერ სომხეთისათვის გაწეული დახმარების შედეგად სომხეთი ამ უპირატესობას ფლობს. საყოველთაოდ ცნობილ საერთაშორისო ნორმატივებში დაფიქსირებულია, რომ ერთ სახელმწიფოს მეორე სახელმწიფოს მიწების მიტაცების უფლება არ აქვს,ასევე არ აქვს უფლება სხვა სახელმწიფოს საზღვრების დარღვევისა. მე მინდა,რომ სომხეთმა ეს საერთაშორისო იურიდიული ნორმები დაიცვას. ბატონ ბილ კლინტონთან წარმოებული მოლაპარაკებების დროს დავრწმუნდი, რომ ამერიკის პრეზიდენტი ამ პრინციპების შესაბამისად დროულად მოქმედების მომხრეა და ჩვენს მდგომარეობას კარგად ხვდება.მას სურს, რომ ეს საკითხი სარეთაშორისო ორგანიზაიების მხრიდან სამართლიანად იქნას მოგვარებული, ამავე დროს იგი მხარს უჭერს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიულ მთლიანობასა და საზღვრების ხელშეუხებლობას.

კითხვა: მე სრულიად ვხვდები თქვენს პოზიციას და მინდა ასეთი კითხვით მოგმართოთ: კავკასიაში,ამავე დროს საქართველოში და ტაჯიკეთშიც დიდი კონფლიქტები არსებობს. თქვენი აზრით ამ კონფლიქტების მიზეზი რაა, ამ კონფლიქტებს რუსეთი რეგიონში თავისი პოზიციების აღსადგენად ქმნის?

პასუხი: იცით, ჩვენი კონფლიქტი ჩვენთვის ისეთი დიდი დარდია და ისე ვართ მასში ჩართული, რომ სხვა კონფლიქტების ანალიზისათვის დრო არ მრჩება და ზოგჯერ ამას საჭიროდაც არ მივიჩნევ.მაგრამ, რათქმა უნდა ყოველ კონფლიქტს თავისი მიზეზი აქვს. თუ კი დღემდე ეს კონფლიქტები არ არის მოგვარებული ესე იგი მათ მოუგვარებლობა ვიღაც გარეშე წრეების ინტერესებში შედის.

კითხვა: შეგიძლიათ კონკრეტულად მიუთითოთ,რომ რუსეთი ერთ-ერთი ამგვარ წრეთაგანია?

პასუხი: მე არც ერთი სახელმწიფოს დადანაშაულებას არ ვაპირებ, რადგანაც ამისათვის საკმაოდ მყარი საფუძველი უნდა არსებობდეს.

კითხვა: თქვენ ხელი მოაწერეთ ერთ-ერთ უდიდეს ნავთობხელშეკრულებას. ამ ხელშეკრულებაში მონაწილეობენ დასავლეთის კომპანიები და რუსეთის ერთი კომპანია. თქვენი აზრით, ეს ხელშეკრულება შეუწყობს ხელს რეგიონში სტაბილურობის დამყარებას?

პასუხი: დიახ, 20 სექტემბერს ბაქოში დადებულ ნავთობხელშეკრულებაზე დიდი იმედებს ვამყარებ. ეს ხელშეკრულება აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და დასავლეთის 10 ნავთობკომპანიას შორის, ამავე დროს რუსეთის ერთ კომპანიას შორის ურთიერთობას ამყარებს და საფუძველს უდებს მათ 30 წლიან თანამშრომლობას. ამავე დროს, ეს კომპანიები, განეკუთვნებიან რა ისეთ დიდი სახელმწიფოებს,როგორიცაა ამერიკის შეერთებულ შტატები,დიდ ბრიტანეთი,რუსეთი,თურქეთი, ნორვეგია და საუდიის არაბეთი აზერბაიჯანსა და აღნიშნულ სახელმწიფოებს შორის ეკონომიკური განვითარებისათვის ხელსაყრელ პირობებს ქმნის. მე დიდ იმედებს ვამყარებ ამ ხელშეკრულებაზე და ვიმედოვნებ, რომ იგი ყველა მხარისათვის სასარგებლო იქნება, აზერბაიჯანს მსოფლიო ეკონომიკაში ჩართვისათვის კარგ პირობებს შეუქმნის.

წამყვანი: აზერბაიჯანის პრეზიდენტო, ბატონო პრეზიდენტო, დიდ მადლობას მოგახსენებთ.

პასუხი: მეც მადლობას მოგახსენებთ იმისათვის, რომ მომეცით საშუალება გამოვიდე თქვენი ტელევიზიით.

წამყვანი: ბატონო პრეზიდენტო, ნიუორკის სტუდია მადლობას მოგახსენებთ.

პასუხი: მეც კმაყოფილებას გამოვხატავ და მადლობას მოვახსენებ ნიუორკის ტელევიზიას.