პატივცემულო გენერალურო მდივანო, ბატონო დოქტორო ბუთროს ბუთროს– გალი!
ერთხელ კიდევ გულითადად მოგესალმებით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში , აზერბაიჯანის მიწაზე. თქვენს მიერ, აზერბაიჯანის რესპუბლიკისადმი გამოჩენილი ინტერესისა და ყურადღებისათვის და ჩვენს რესპუბლიკაში ვიზიტისათვის უღრმეს მადლობას მოგახსენებთ.
დამოუკიდებელი აზერბაიჯანის რესპუბლიკა სამი წლის წინ შეიქმნა, ის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრია.გაეროს გენერალური მდივნის აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ვიზიტი ეჭვგარეშეა,რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკის წინაშე მდგარი პრობლემების გადასაწყვეტად დიდად მნიშვნელოვანი უნდა იყვეს. ჩვენ, რესპუბლიკის საზოგადოებრიობა ამაზე დიდ იმედებს ვამყარებთ.
ცნობილია,რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ყოველთვის ცდილობს აზერბაიჯანის პრობლემების გადაწყვეტას. აზერბაიჯანის რესპუბლიკა ექვს წელზე მეტია რაც სომხეთის მხრიდან სამხედრო აგრესიას განიცდის. აზერბაიჯანის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე ,სამი წელია რაც გაერო და მისი უსაფრთხოების საბჭო ამ პრობლემის დარეგულირებას ცდილობს. ამ სფეროში მრავალი საქმეა გაკეთებული. გაერო , მის იუსაფრთხოების საბჭო და ბატონი გენერალური მდივანი ამ სფეროში აქტიურად მოღვაწეობენ. ყოველი შესრულებული საქმისა და მიღებული გადაწყვეტილებითვის , აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელით , ბატონო ბუთროს გალი , თქვენ უღრმეს მადლობას მოგახსენებთ .
აზერბაიჯანის რესპუბლიკა, როგორც ქვეყანა ,რომელმაც სულ ახლახანს მოიპოვა დამოუკიდებლობა მრავალი პრობლემის წინაშე იდგა. აზერბაიჯანიც,რომელიც ახლო წარსულში საბჭოთა კავშირის შემადგელობაში იყო და მისი დაშლის შემდეგ დამოუკიდებლობა მოპოვებულ სხვა რესპუბლიკებივით გარდამავალ პერიოდს გადის. ამ სამი წლის მანძილზე ჩვენ ვცდილობდით,რომ უზრუნველგვეყო და განგვემტკიცებინა აზერბაიჯანის დამოუკიდებლობა, მეორე მხრივ კი ჩვენი რესპუბლიკა ახალი გზით– დემოკრატიის გზით წაგვეყვანა. აზერბაიჯანელმა ხალხმა და აზერბაიჯანის რესპუბლიკამ , რომელიც წლების მანძილზე საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში სოციალისტურ– კომუნისტური იდეოლოგიის გავლენას განიცდიდა , ამ პრინციპებზე უარი თქვა .აზერბაიჯანი დამოუკიდებელ სახელმწიფო მშენებლობის პროცესშია. ჩვენი მიზანია აზერბაიჯანში სამართლებრივი დემოკრატიული სახელმწიფო შევქმნათ,ცივილიზებული , სამართლებრივი საზოგადოება ჩამოვაყალიბოთ.
აზერბაიჯანის ეკონომიკაში დიდი ცვლილებების გატარებაა გათვალისწინებული. ჩვენი რესპუბლიკა თავის ეკონომიკას საბაზრო ეკონომიკის პრინციპების საფუძველზე ანვითარებს.ეკონომიკური რეფორმების წარმოება , თავისუფალი ეკონომიკური გზის გახსნა,ინიციატივის, მეწარმეობის შექმნა ეკონომიკის სფეროში ,ჩვენი ძირითად გზაა. ამ მიზნით ,ჩვენ ეკონომიკაში პრივატიზაციის პრინციპების განხორციელება წამოვიწყეთ. ერთი სიტყვით, აზერბაიჯანი ეკონომიკის სფეროში თავისუფალი ეკონომიკური გზით მიაბიჯბს და გადაწყვეტილი აქვს ,რომ მსოფლიო ეკონომიკასთან დაამყაროს ურთიერთობა, შევიდეს ინტეგრაციაში და მსოფლიო ეკონომიკურ ერთობის წევრად იქცეს .
ეჭვგარეშეა,რომ გარდამავალმა პერიოდმა აზერბაიჯანის ცხოვრებაში დიდი პრობლემები და სიძნელეები შექმნა .ერთი საზოგადოებრივ, პოლიტიკური სისტემიდან მეორეზე გადასასვლელად განსაზღვრული დრო და სერიოზული ნაბიჯების გადადგმაა საჭირო. მაგრამ, როგორი ძნელიც არ უნდა იყვეს ,ჩვენ ამ გზას გავდივართ და გავივლით კიდეც. და გვსურს აზერბაიჯანის დამოუკიდებლობაც ამ გზით ვუზრუეველყოფთ.
დღეს აზერბაიჯანის რესპუბლიკა სოციალურ კრიზისს განიცდის. როგორც ავღნიშნე, ეს ყოველივე ერთის მხრივ გარდამავალი პერიოდის , მეორე მხრივ კი აზერბაიჯანის გასული ექვსი წლის მანძილზე საომარ მდგომარეობაში ყოფნით არის განპირობებული. მაგრამ ამ სიძნელეების მიუხედავად , აზერბაიჯანი თავის დამოუკიდებლობას შემდგომშიც განავითარებს. აზერბაიჯანელი ხალხი საუკუნეების მანძილზე ცხოვრობდა ეროვნული დამოუკიდებლობისა და სახელმწიფო სუვერენულობის ოცნებით. აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის მოპოვება ,ჩვენი ხალხისათვის ისტორიული მოვლენაა. ჩვენი მიზანია დამოუკიდებლობის გზის მუდმივი შენარჩუნება და მწამს რომ ამ გზაზე წარმატებებს მივაღწევთ.
ყველა ქვეყანასთან თანაბარ უფლებიანი ურთიეროთბის დამყარება აზერბაიჯანის საგარეო პოლიტიკაა. 29 სექტემბერს გაეროს გენერალური სხდომაზე გამოსვლისას ამის თაობაზე აზერბაიჯანის პოზიცია დავაფიქსირე .
მინდა ერთხელ კიდევ ავღნიშნო,რომ სამი წლიანი დამოუკიდებლობის მანძილზე , კერძოდ კი ბოლო ერთი წლის განმავლობაში აზერბაიჯანმა ამ სფეროში სერიოზული ნაბიჯები გადადგა და მრავალ ქვეყანასთან ორმხრივი ურთიერთსასარგებლო ეფექტური ურთიერთობა დაამყარა. აზერბაიჯანი მიაბიჯებს რა ამ გზაზე ,მთელს მსოფლიოს უცხადებს,რომ ის ღია ქვეყანაა. ჩვენ, აზერბაიჯანში ინვესტიციის ჩადების, ჩვენს რესპუბლიკასთან საზიარო საქმეები შესახებ მთელს მსოფლიო ერთობას,სარეთაშორისო ოგანიზაციებს, ამ საქმით დაინტერესებულ კომპანიებს და ფირმებს მივმართავთ და ვქმნით ურთიერთობებს.
წელს, 20 სექტემბერს აზერბაიჯანის რესპუბლიკის კასპიის ზღვაში არსებული ნავთობ საბადოების უცხო ქვეყნების ავტორიტეტულ ნავთობ კომპანიებთან ერთობლივი წარმოებისათვის გრანდიოზული ხელშეკრულება დაიდო. კვლავაც შევქმნით პირობებს იმისათვის ,რომ აზერბაიჯანში უცხო ქვეყნებმა, ფირმებმა და კომპანიებმა ინვესტიცია ჩადონ. ერთი სიტყვით ,აზერბაიჯანი როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო , ცდილობს მსოფლიო ერთობაში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში თავისი ღირსებული ადგილი დაიკავოს.
მაგრამ ,თქვენ კარგად იცით ,რომ ჩვენი რესპუბლიკისათვის ყველაზე მძიმე, ძნელი და მნიშვნელოვანი საკითხი აზერბაიჯანის წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესიის აღკვეთაა. მე უკვე ავღნიშნე,რომ გეო , მისი უშიშროების საბჭო და ბატონო გენერალურო მდივანო , პირადად თქვენ მუდმივად ამ საქმეში ხართ ჩართული და ეს საკითხი თქვენთვის კარგადაა ცნობილი. მიმაჩნია,რომ ჩვენი დღევანდელი შეხვედრის ძირითადი ნაწილი ამ საკითხს უნდა დაეთმოს. ცნობილია,რომ თქვენი ვიზიტის მიზანიც ,გარკვეული მნიშვნელობით,ამ საკითხს უკავშირდება. თქვენ აზერბაიჯანის შემდეგ საქართველოსა და სომხეთში უნდა ჩახვიდეთ. ესე იგი ჩვენი რეგიონის მდგომარეობა თქვენთვის საინტერესოა და ჩვენს ინტერესებში შედის ,რომ ჩვენს რეგიონში მშვიდობისა და სუვერენულობის დამყარებაში თქვენი შესაძლებლობები გამოვიყენოთ.
როგორც უკვე ავღნიშნე, ექვსწლიანი ომის შედეგად ,სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიის ოცი პროცენტი ოკუპაციაში მოიქციეს. ოკუპირებულია აზერბაიჯანის მთიანი ყარაბაღის მიწები და მთიანი ყარაბაღის მიმდებარე შვიდი რაიონი .ოკუპაციის შედეგად მამა–პაპეული მიწებიდან აყრილი ერთ მილიონზე მეტი აზერბაიჯანის მოქალაქე ლტოლვილად იქცა . ისინი ძალიან მძიმე მდგომარეობაში ცხოვრობენ, მათი უმრავლესობა კარვებშია შეხიზნული ,მათ კი რომლებიც კარვებში არ ცხოვრობენ გაუსაძლის ადგილებში ცხოვრებისათვის მინიმალური პირობებიც არ გააჩნიათ . ეს კი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ეკონომიკურ–სოციალურ მდგომარეობას და საზოგადოებრივ –პოლიტიკურ ატმოსფეროს ძალიან ძაბავს.
თქვენ კარგად მოგეხსენებათ და ერხელ კიდევ მინდა ავღნიშნო ,რომ ომი აზერბაიჯანს არ წამოუწყიო. აზერბაიჯანი ომში იქნა ჩათრეული.აზერბაიჯანის მიწები და აზერბაიჯანის კუთვნილი მთიანი ყარაბაღის ტერიტორიის მიტაცების მიზნით სომხეთმა ექვსი წლის წინ აგრესია განახორციელა.სამწუხაროდ ,აზერბაიჯანული მხარის მიზეზით და უფრო მეტი –სომხეთის სხვადასხვა ძალებისა და გარე ძალების დახმარებით სომხეთმა აზერბაიჯანის ერთი ნაწილის ოკუპირება მოახერხა .
ამ ომმა აზერბაიჯანის 20 ათასზე მეტი მოქალაქე იმსხვერპლა, ასი ათასზე მეტი აზერბაიჯანელი დაიჭრა და დასახიჩრდა. ოკუპირებულ ტერიტორიებზე საცხოვრებელი ბინები , ქარხნები,ფაბრიკები , სოციალური ობიექტები გადაწვეს და დაანგრიეს. ასე რომ ამ ომმა აზერბაიჯანის რესპუბლიკას მორალური და დიდი მატერიალური ზარალი მიაყენა. ყოველივე ამის მიუხედავად , აზერბაიჯანი მშვიდობისმოყვარე პოზიციაზეა და სურს ეს საკითხი მშვიდობიანი მოლაპარაკების გზით მოაგვაროს. მაგრამ ჩვენს მიერ გადადგმულ მშვიდობიან ნაბიჯებს ჯერჯერობით შედეგი არ გამოუღია.
თქვენთვის ცნობილია,რომ სომხეთის მიერ აზერბაიჯანის წინააღმდეგ გაჩაღებული აგრესიის საკითხი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოში რამდენჯერმე იქნა განხილული.უშიშროების საბჭომ ამ საკითხთან დაკავშირებით ოთხი დადგენილება მიიღო.1993 წლის აპრილში გელბეჯერის რაიონის ოკუპაციასთან დაკვშირებით 822-ე დადგენილება იქნა მიღებული ,ამის შემდეგ ფიზულის, ჯაბრაილის, ზანგილანის და გუბადლის რაიონების ოკუპირებასთან დაკავშირებით 874,884-ე დადგენილებები იქნა მიღებული. გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ მიღებული დადგენილებებში მოთხოვნა იყო ,რომ სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა უპირობოდ დატოვონ ოკუპირებული მიწები და აღნიშნული ტერიტორია განთავისუფლონ .
სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ აზერბაიჯანის წინააღმდეგ გაჩაღებულ საომარ მოქმედებებთან დაკავშირებით ამ დადგენილებების გარდა, უშიშროების საბჭოს თავჯდომარემ ექვსი განცხადება გააკეთა . ბატონო გენერალურო მდივანო, პირდად თქვენ ამ საკითხებთან დაკავშირებით რამდენჯერმე გააკეთეთ მკაცრი განცხადება. სამწუხაროდ , არც ერთ დადგენილებას და არც ერთ განცხადებას შედეგი არ მოყოლია. სომხეთის მხარე გეო–იის უშიშროების საბჭოს და საერთოდ გაეროს გადაწყვეტილებებს არასდროს არ ექვემდებარებოდა და დღემდეც არ ექვემდებარება. სამწუხაროდ მათ მიერ საერთაშორისო ნორმების დარღვევა და ამ ნორმებისადმი დაუქვემდებარებლობა დღემდე დაუსჯელად გრძელდება.
საკითხების მშივიდობიანი გზით გადასაწყვეტად ჩვენ გაეროსთან და ეუთო–სთან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ. ეუთოს–ის ორგანიზაციის ჩარჩოში ამ საკითხთან დაკავშირებით შეიქმნა მინსკის ჯგუფი. აზერბაიჯანის რესპუბლიკა მინსკის ჯგუფთან და ეუთოსთან მუდმივად თანამშრომლობს და მინსკის ჯგუფის ამ სფეროში წარმატებული მოღვაწეობისათვის ,ჩვენს მხრივ შეძლებისდაგვარად ყველა პირობას ვქმნით.
ბოლო წლებში რამოდენიმე სახელმწიფომ ამ საკითხის გადასაწყვეტად ინიციატივები წამოაყენეს. ამერიკის შეერთებული შტატები, რუსეთი და თურქეთი ასეთი ინიციატივებით გამოვიდნენ. ჩვენ აღნიშნული ინიციატივების გამოყენებას შევეცადეთ.
ბოლო დროს რუსეთი თავისი ინიციატივით ,ამ საკითხის გადასაწყვეტად აქტიურობას იჩენს. მის დასარეგულირებლად შუამავლის როლს თამაშობს და ამ სფეროში სერიოზული ნაბიჯების გადადგმას ცდილობს. ჩვენ რუსეთის ამ საშუამავლო მოღვაწეობის საფიანად გამოყენებას ვცდილობიდით და კიდევაც ვცდილობთ. რადგანაც ჩვენი მიზანი, კონფლიქტის მხოლოდ და მხოლოდ მშივიდობიანი გზით მოგვარებაა .ამიტომაც ამ საკითხის სამართლიანად, სარფიანად გადაწყვეტის სურვილის მქონე ქვეყნების მოღვაწეობას მივესალმებით .
თქვენთვის ცნობილია,რომ მინსკის ჯგუფის რუსეთელი შუამდგომლების მეშვეობით, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის წარმოებული მოლაპარაკებების შედეგად ხუთ თვეზე მეტია რაც ცეცხლი შეწყვეტილი იქნა. ჩვენ ამას მნიშვნელოვან მოვლენად ვთვლით. ამავედროულად ვცდილობთ, რომ ცეცხლის შეჩერების პერიოდი მუდმივი მშივიდობის დამყარებისათვის ყოველმხრივ გამოვიყენოთ . ამ სფეროში მინსკის ჯგუფთანაც და რუსეთთანაც ვთანამშრომლობთ. ჩვენ გვსურს დავამყაროთ მშვიდობა და ომს ბოლო მოვუღოთ.
ეჭვგარეშეა,რომ ჩვენც გვაქვს პირობები. ჩვენი პირობებია ,რომ მშვიდობა დავამყაროთ და ომს საბოლოოდ მოვუღოთ ბოლო,ამისათვის კი სომხეთის აგრესორი სამხედრო ძალები აზერბაიჯანის მიწებიდან უნდა გავიდნენ. საკითხის ამგვარი დაყენებისას , ასე მიგვაჩნია,რომ პირველ ეტაპზე სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა აზერბაიჯანის ოკუპირებული რაიონები,ამავე დროს ლაჩინის და შუშის რაიონები უნდა დატოვონ. მთიანი ყარაბაღის საკითხი მეორე ეტაპზე უნდა მოგვარდეს. ოკუპირებული მიწების განთავისუფლებისას ლტოლვილები მამა–პაპეულ მიწებს უნდა დაუბრუნდნენ. ლაჩინისა და შუშის რაიონების ჩართვით,ჩვენ თუ ამას მივაღწიეთ ,ამის შემდეგ მთიანი ყარაბაღის სტატუსის განხილვა შესაძლებელია და ჩვენ ას სფეროშიც შეგვიძლია მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგათ.
ვთავაზობთ რა ამ წინადადებებს , ეჭვგარეშეა რომ მთიანი ყარაბაღის სომეხი მოსახლეობის უშიშროებასაც ვითვალისწინებთ. ნათელია,რომ ყველა ლტოლვილი უნდა დაუბრუნდეს თავის მშობლიურ კერას, აზერბაიჯანის ყველა მოქალაქის უსაფრთხოება უნდა იქნას უზრუნველყოფილი. უნდა აღსდგეს მთიანი ყარაბაღის დემოგრაფიული სურათი , რადგანაც მთიან ყარაბაღში სომხურ მოსახლეობასთან აზერბაიჯანელებიც ცხოვრობდნენ.ისინიც უნდა დაუბრუნდნენ თავიაანთ კერებს. ეჭვგარეშეა,რომ ექვს წლიანი ომის შედეგად ორმხრივი უნდობლობა და წინააღმდეგობებია შექმნილი. ამიტომაც ეს საკითხი ეტაპობრივად უნდა მოგვარდეს.
ყოველივე ამის შემდეგ აღდგენილი უნდა იქნას აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიული მლიანობა,უზრუნველყოფილი უნდა იქნას ჩვენი ქვეყნების საზღვრების ხელშეუხებლობა .აზერბაიჯანის რესპუბლიკა, როგორც დამოუკიდებელი და სუვერენული რესპუბლიკა თავისი მიწებისა და საზღვრების ბატონ–პატრონი უნდა გახდეს. ჩვენ ვიმედოვნებთ,რომ ამ რეგიონში გაერომ , უშიშროების საბჭომ და პირადად თქვენ, ბატონო გენერალურო მდივანო, კვლავაც მრავალი საკითხის მოგვარება უნდა შესძლოთ. ამ საკითხების მოგვარება დაკავშირებულია ეუთოს ორგანიზაციასთან და ამიტომ ეუთოში ამ საკითხის გადასაწყვეტად შექმნილი მინსკის ჯგუფის შუამავლების მიერ აღნიშნული საკითხის ეუთოს ჩარჩოში დარეგულირებას უპირატესობას ვანიჭებთ.
ჩვენ ვითვალისწინებთ,რა რუსეთის ჩვენს რეგიონში არსებულ შესაძლებლობებს და მათ საშუამავლო ძალისხმევას, დიდად ვაფასებთ და მხარს ვუჭერთ ეუთოს ორგანიზაციის მინსკის ჯგუფის რუსეთთანა თანამშრომლობას .მიგვაჩნია,რომ ეს თანამშრომლობა ჩვენს რეგიონში არსებული საკითხების სასარგებლოდ გადაწყვეტისაკენ უნდა იქნას მიმართული.
ეჭვგარეშეა რომ მთელს მსოფლიოში მიმდინარე პროცესებისათვის უმაღლესი მწვერვალი, უმაღლესი ორგანიზაცია გაერთიანებული ერების ორგანიზაციაა. გეო–ია 49 წელია, რაც მსოფლიოს ყველა კუთხეში , რიგ რეგიონებში ძალზედ სასარგებლო მოღვაწეობას ეწევა . ვიმედოვნებ,რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაცა თავისი 50 წლისთავის იუბილემდე ყველა ძალას იხმარს და ჩვენს რეგიონში არსებულ მოსაგვარებელ საკითხებსაც დაარეგულირებს.
ბატონო გენერალურო მდივანო ბუთროს გალი, ჩვენ და მთელი აზერბაიჯანელი ხალხი თქვენ,როგორც გამოჩენილ დიპლომატს და მსოფლიო პოლიტიკაში დიდი ღვაწლის მქონე პიროვნებას გიცნობთ. მსოფლიოში მშვიდობის, სუვერენულობის აღდგენისა და დამყარებისათვის თქვენს მიერ გაწეული საქმეები ჩვენთვის ცნობილია და აზერბაიჯანელი ხალხი ამას დიდად აფასებს.ვიმედოვნებ,რომ თქვენ ,თქვენი პირადი ავტორიტეტის, პატივის , შესაძლებლობების გამოყენებით აზერბაიჯანს ამ მძიმე მდგომარეობიდან გამოსვლაში დაეხმარებით. ჩვენ, ამ ოცნებებით ,ამ აზრით გელოდებოდით და მე თქვენთან მოლაპარაკებებსაც ამ იმედით ვიწყებ.
გაზეთი „აზერბაიჯანი„ , 1994 წელი 1 ნოემბერი