აზერბაიჯანის რესპუბლიკა

1991 წლის 18 ოქტომბერს „დამოუკიდებლობის შესახებ “ საკონსტიტუციო აქტის მიღებით XX საუკუნის აზერბაიჯანის ახალი ისტორია დაიწყო.ამ პერიოდში ჯერ სსრკ-ს ,შემდეგ კი რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური წრეების დახმარებით სომხეთმა აზერბაიჯანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციები განახორციელა. აზერბაიჯანის მაშინდელი მთავრობის უპრინციპობა ქვეყნის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს, სუვერენული სახელმწიფოს უფლებების უზრუნველყოფას არ პასუხობდა. შექმნილ კრიზისულ მდგომარეობაში ხალხის დაჟინებული

მოთხოვნით ჰეიდარ ალიევი ბაქოში იქნა მოწვეული.1993 წლის 15 ივნისს ჰეიდარ ალიევი აზერბაიჯანის უმაღლესი საბჭოს თავჯდომარედ, 3 ოქტომბერს კი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტად იქნა არჩეული.ჰეიდარ ალიევმა

თავისი შორსმჭვრეტლური პოლიტიკით აზერბაიჯანის რიგი ტერიტორიების სომხთა შეიარაღებული ძალების ხელში გადასვლაში დამნაშავე სამხედრო ოპოზიცია გაანეიტრალა. სამოქალაქო ომებსა და ქვეყნის დაქუცმაცებას წინ აღუდგა. არმიაში სერიოზული რეფორმები გაატარა. არმია ფაქტიურად ახლიდან შეიქმნა. ჰეიდარ ალიევმა ხალხის ინტერესები,მსოფლიოში მიმდინარე სერიოზულ ცვლილებებს, საეთაშორისო სისტემის გლობალიზაციას შეუფარდა და პრაგმატულ საფუძველზე შექმნა სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკა. მოაწესრიგა მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობა. ქვეყანა რამოდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციაში გაწევრიანდა, შეუერთდა პარიზის ქარტიას, ნატოს „ მშვიდობის თანამშრომლობის„ პროგრამებს.1995 წელს აზერბაიჯანის სახელმწიფო ხარისხობრივად ახალ ეტაპზე გადავიდა. იმავე წელს,12 ნოემბერს მიღებული იქნა დამოუკიდებელი აზერბაიჯანის კონსტიტუცია.იმავე დღეს, რესპუბლიკაში დემოკრატიული საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა.რესპუბლიკაში უზრუნველყოფილ იქნა დამოუკიდებელი პოლიტიკური მოღვაწეობა და პლურალიზმი. ადამიანის და მოქალაქის უფლებისა და თავისუფლების,სიტყვის, აზრის და პრესის თავისუფლების უზრუნველსაყოფად და

ცენზურის გაუქმების შესახებ პრეზიდენტმა განკარგულება გასცა.გატარებული იქნა სასამართლო რეფორმები. აღმოსავლეთში, პირველად აზერბაიჯანში გაუქმდა სიკვდილით დასჯა.საბაზრო ეკონომიკის განვითარებასაში უნივერსიტეტების ჩასართავად მნიშვნელოვანი კანონები იქნა მიღებული, გატარებული იქნა რეფორმები. საზვარგარეთის უნივერსიტეტების მოზიდვისათვის „ღია კარის„ პოლიტიკა და ნავთობ სტრატეგია მომზადდა- დამუშავდა და წარმატებით განხორციელდა.1994 წლის 20 სექტემბერს მსოფლიოს წამყვან ნავთობ კომპანიებთან „ საუკუნის ხელშეკრულებას„ მოეწერა ხელი. ამ პერიოდიდან დაიწყო დიდი კომპანიების აზერბაიჯანისადმი ინტერესის ზრდა, უცხოური ინვესტიციების მოზიდვითა და ეკონომიკური განვითარების სისწრაფით აზერბაიჯანი მსოფლიოს ლიდერ ქვეყანათა სიაში შევიდა. ბაქო -ნოვოროსიისკის, ბაქო -სუფსის, ბაქო -თბილისი -ჯეიჰანის- ნავთობსადენებმა, ბაქო- თბილისი- ერზრუმის გაზსადენმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს ქვეყნის იეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში . პრეზიდენტმა ჰეიდარ ალიევმა სომხეთ-აზერბაიჯანის,მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებისათვის უსისხლო, ნგრევისა და განადგურების გამომრიცხავი მშვიდობიანი გზა აირჩია. მისი შორსგამიზნული პოლიტიკის შედეგად ეუთოს ლისაბონის სამიტზე (1996 წ. დეკემბერი) აზერბაიჯანის პოზიცია მსოფლიოს 53 ქვეყნის მხრიდან იქნა აღიარებული .მაგრამ სომხეთის არაკონსტრუქციული პოლიტიკის შედეგად კონფლიქტი კვლავაც მოუგვარებელი რჩება. დღევანდელი აზერბაიჯანი XXI საუკუნის

დემოკრატიული, სამართლებრივი სახელმწიფო აღმშენებლობის გზაზე წარმატებით მიაბიჯებს დღეს. აზერბაიჯანის რესპუბლიკა, პრეზიდენტ ილჰამ ალიევის მეთაურობით რეგიონში ლიდერ

სახელმწიფოდ ითვლება.