პატივცემულო ქალბატონებო და ბატონებო!
ძვირფასო დებო და ძმებო!
უზეირ გაჯიჰეკოვი ჩვენი ხალხის გამორჩეული პიროვნებათაგანია,რომელიც ხასიათდება საგანგებო ტალანტით, თავდადებულობით, ღრმა განათლებით, მეცნიერული ღვაწლით, პატრიოტიზმით და საზოგადოებრივ– პოლიტიკური მოღვაწეობით. ყოველთვის ღირსეულად წარმოადგენდა აზერბაიჯანელ ხალხს .იგი მსოფლიო კორიფეებს შორის დგას.
ეს გენიალური კომპოზიტორი დაიბადა აზერბაიჯანის მშვენიერ კუთხეში–აღჯაბედში,დაწყებითი განათლება ქალაქ შუშაში მიიღო, შუშის შეურყვნელმა ბუნებამ , ნათავანის სამყარომ , მუსიკათმცოდნე მირ მოვსუნ ნავაბის ხელოვნებამ და შემოქმედებამ მასზე დიდი გავლენა იქონია , მოგვიანებით კი მან გორის სემინარიაში მიიღო უმაღლესი განათლება და ბოლოს დაამთავრა სანქ–პეტერბურგის კონსერვატორია. ასე და ამრიგად დაიწყო უზეირ გაჯიბეკოვის დიდი და ბრწყინვალე შემოქმედებითი გზა და ეს შემოქმედებითი გზა ღირსეულად განვლო და აზერბაიჯანელი ხალხის ისტორიაში გამორჩეული ადგილი დაიკავა.
უზეირ გაჯიბეკოვი სიყმაწვილეში გამორჩეული ტალანტის მეშვეობით შეეცადა მრავალი რამ აეთვისებინა და აითვისა კიდეც.დაეუფლა აზერბაიჯანის ისტორიას, კულტურის ისტორიას და ამასთანავე დიდ ინტერესს იჩენდა მუსიკისადმი . ყოველივე ამის შედეგად, ეყრდნობოდა რა აზერბაიჯანელი ხალხის მდიდარ მუსიკალურ გამოცდილებას, 22 წლის ასაკში შექმნა „ლეილი– მეჯნუნის„ ოპერა და ამით მოიპოვა აღიარება,როგორც დიდმა კომპოზიტორმა და დაიწყო მოღვაწეობა.
აზერბაიჯანული ოპერის ისტორია სწორედ „ლეილი– მეჯნუნით„ იწყება. აზერბაიჯანს დიდი და მდიდარი თეატრალური ისტორია გააჩნია. მას სათავე მირზა ფათალი ახუნდოვმა დაუდო. აზერბაიჯანული ოპერის მესვეური კი უზეირ გაჯიბეკოვია .მისი დიდი შემოქმედების საფუძველზე და ამოუწურავი ენერგიის შედეგად, დღეს აზერბაიჯანს დიდი საოპერო ხელოვნება და განვითარებული საბალეტო თეატრი გააჩნია. დღეს ,ჩვენ მსოფლიო დონის საოპერო ხელოვნება , ოპერა და ბალეტი გვაქვს.
შემდეგ ,უზეირ გაჯიბეკოვმა ერთიმეორის მიყოლებით შექმნა მშვენიერი, შესანიშნავი მუსიკალური ნაწარმოებები,განსაკუთრებით კი ისეთი დიდი ნაწარმოებებისა და ოპერეტების მეშვეობით როგორიცაა „ არშინ მალ ალან“, „ნუ იქნება ის , დე, იყოს ეს“ – გაითქვა სახელი. შემდგომი მოღვაწეობა კი მთლიანად აზერბაიჯანული მუსიკისა და კულტურის განვითარებას მიუძღვნა.უზეირ გაჯიბეკოვმა პირველი დიდი ნაბიჯი „ ლეილი– მეჯნუნის“ ოპერით გადადგა. აღნიშნული ნაწარმოები შექმნა დიდი აზერბაიჯანელი პოეტის მუჰამედ ფიზულის ამავე სახელწოდების პოემის საფუძველზე და ჩვენი ხალხის მუღამისა და ხალხური მუსიკის გამოყენებით,ამავე დროს აზერბაიჯანის მრავალსაუკნოვანი მდიდარი მუსიკა პირველად გადაწერა ნოტზე, უზრუნველყო დიდი სიმფონიური ორკესტრის საშუალებით მისი შესრულება . სიმფონიურ ორკესტრს კი თავად ხელმძღვანელობდა და დირიჟორობდა.
აზერბაიჯანული ისტორია ძლიერ მდიდარია კულტურის, მეცნიერების, ლიტერატურის,არქიტექტურის სფეროებში. ჩვენი ლიტერატურა მრავალსაუკუნოვანია – ნიზამი, ხაგანი, ფიზული, ნასიმი, ვაგიფი და სხვა გენიალური შემოქმედები ,რომლებიც შემდგომ ეპოქებში მოღვაწეობდნენ. ჩვენ გავქვს უძველესი არქიტექტურული ძეგლები, უძველესი მხატვრული ხელოვნების ნიმუშები. აზერბაიჯანელმა ხალხმა მსოფლიო ცივილიზაციას მდიდარი საგანძური შემატა.
მათ შორის ერთ–ერთი ყველაზე გამორჩეული უზეირ გაჯიბეკოვი გახლდათ , რომელიც თავისი მუსიკალური ხელოვნებით ცნობილია მსოფლიოს ყველა კუთხეში და ამავე დროს არის ძირძველი აზერბაიჯანული მუსიკის სისტემატიზატორი და პიროვნება, რომელმაც იგი მსოფლიოს წარუდგნა.უზეირ გაჯიბეკოვი თავისი ცხოვრების უკანასკნელ დღემდე ემსახურებოდა აზერბაიჯანული კულტურის, მუსიკის განვითარებას, ადამიანთა განათლებას.ის იყო მწერალი, პუბლიცისტი, მეცნიერი, განმანათლებელი, ფილოსოფოსი, საზოგადოებრივ– პოლიტიკური მოღვაწე, აქტიურად მოღვაწეობდა სახელმწიფო საქმეებში.
1918 წელს აზერბაიჯანში პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნის დროს და შემდეგაც უზეირ გაჯიბეკოვი აქტიური მონაწილე იყო მიმდინარე საზოგადოებრივ– პოლიტიკური პროცესებისა. მან,როგორც გამოჩენილმა პიროვნებამ დიდი გავლენა იქონია იმ პროცესების სწორი მიმართულებით განვითარებაში და აღნიშნულ მძიმე პერიოდში ჩვენი ხალხის ეროვნული მეობის ამაღლებისათვის დიდი მცდელობები გამოიჩინა.
იგი იღვწოდა და მოღვაწეობდა აზერბაიჯანის პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის განმტკიცებისა და განვითარებისათვის . არ იშურებდა ძალისხმევას აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფისათვის. პარიზში – ვერსალის კონფერენციაზე მონაწილეობის მისაღებად ჩასულ აზერბაიჯანის დელეგაციის წარმომადგენლებს რჩევა დარიგებას აძლევდა – უზეირის უმცროსი ძმა ჯეიჰუნ გაჯიბეკოვიც ამ დელეგაციის შემადგელობაში იმყოფებოდა – ეს კი ცოცხალი მტკიცებულებაა.უზეირ გაჯიბეკოვი იყო დამოუკიდებელი აზერბაიჯანის სახელმწიფოს პირველი გაზეთ „ აზერბაიჯანის“ რედაქტორი. აღნიშნულმა გაზეთმა თავისი მოღვაწეობით , სტატიებით და სწორუპოვარი მიმართულებით ბევრი რამ გააკეთა.
უზეირ გაჯიბეკოვი შემდეგ პერიოდშიც მუდმივად აზერბაიჯანის საზოგადოებრივი ცხოვრების ცენტრში იყოფებოდა.ხალხის განათლების, კულტურული დონის ამაღლებისა და კულტურული განვითარების მიზნით მრავალი თვალსაჩინო ნაბიჯი გადადგა, არაერთი ღონისძიება გაატარა.აზერბაიჯანში მუსიკალური სკოლის გახსნა , უმაღლესი მუსიკალური განათლების მიღება, ხელოვნების ფართო განვითარება მის მოღვაწეობასთანაა დაკავშირებული.
აზერბაიჯანში უზეირ გაჯიბეკოვის სკოლის გავლენით შეიქმნა კომპოზიტორთა არმია .შემიძლია ვთქვა,რომ უზეირ გაჯიბეკოვი აზერბაიჯანის ისტორიაში პირველი კომპოზიტორია.აზერბაიჯანის შემდეგი დროის კომპოზიტორები, შეიძლება ითქვას , ყველანი მისი მოწაფეები იყვნენ,შემდგომმა თაობამ მისი ნაწარმოებების, შემოქმედების გავლენის ქვეში მიიღო განათლება, გაიზარდნენ, აითვისეს კომპოზიტორის ხელოვნება და შექმნეს ახალ–ახალი მუსიკალური ნაწარმოებები.
უზეირ გაჯიბეკოვის შემოქმედებაში არა მარტო მუსიკას,არამედ მის საზოგადოებრივ–პოლიტიკურ და სულიერ მოღვაწეობასაც დიდი მნიშვნელობა აქვს . კომპოზიტორის შემოქმედებაში დიდი ადგილი უკავია ადამიანის თავისუფლებას,ადამიანის სიწმინდეს, სისადავეს, ადამიანთა ურთიერთობას.ეს ასეა “ლეილი მეჯნუნში“ , „ არშინ მალ ალანში“, „მეშედი იბადში“ც და „ ქოროღლიშიც“, რომელიც მისი მისი შემოქმედების შედევრად გვევლინება. უზეირ გაჯიბეკოვის შემოქმედების ძირითადი მახასიათებელი ისაა,რომ ის ქმნიდა არა მარტო მუსიკას,არამედ ნაწარმოებთა თემასაც თავადვე ქმნიდა .მის მიერ შექმნილ მუსიკასა და დრამატურგიულ ნაწარმოებებში არსებული სული , მათი შინაარსი, შერჩეული თემები სულაც არ არის შემთხვევითი. შემთხვევით არ შექმნილა „ლეილი მეჯნუნის„ ოპერა. ამავე სახელწოდების ლეგენდის საფუძველზე პოეტ მუჰამედ ფიზულის მიერ შექმნილი პოემის ჰუმანისტურობამ, კაცთმოყვარე გრძნობებმა, წმინდა სიყვარულმა უზეირ გაჯიბეკოვი იმდენად დააინტერესა,იმდენად მიიზიდა,რომ მან სწორედ ფიზულის შემოქმედებას მიმართა, შეარჩია თემა და მის საფუძველზე შექმნა უკვდავი ნაწარმოები. 87 წელია რაც ეს ნაწარმოები აზერბაიჯანის საოპერო სცენაზე იდგმევა და დარწმუნებული ვარ, რომ საუკნეების მანძილზე კვლავ დაიდგმევა.
უზეირ გაჯიბეკოვს თავის ოპერეტებში როგორიცაა „არშინ მალ ალანი„ , „ნუ იქნება ,ის ,დე იყოს ეს“– მარტო ლამაზი მუსიკით კი არ უნდოდა მსმენელთა მოხიბლვა, პერსონაჟებით მათი გაცინება , გამხიარულება,არამედ მას სხვა მიზანი ჰქონდა. მისი მიზანი იყო ჩვენს ხალხში არსებული უარყოფითი თვისებების წარმოჩენა, მათი დღის სინათლეზე გამოტანა და ამას ყველაზე უფრო შთამბეჭდავი საშუალებით აკეთებდა – მუსიკის საშუალებით .იგი ცდილობდა გაეკრიტიკებინა ხალხის ის უარყოფითი მხარეები ,რომლებიც ხალხს ხელს უშლიდა განივარებაში, მათთვის თვალი აეხილა, წინ წაეყვანა, აემაღლებინა ხალხის კულტურა, სულიერი დონე. ეჭვგარეშეა რომ ყოველივე ეს ადამიანის სულს მუსიკის საშუალებით უფრო ადვილად სწვდება.
ვფიქრობ,რომ ყოველი მხატვრულ ნაწარმოები ადმიანზე მოქმედებს და რა თქმა უნდა დადებითად,– დიდ გავლენას ახდენს მათი ხასიათის ფორმირებაში,განვითარებაში და კულტურული დონის ამაღლებაში. მაგრამ მუსიკის საშუალებით ზეგავლენა ყველა სხვა შემოქმედებით გავლენაზე მაღლა დგას. თუ გავითავლისწინებთ,რომ მეოცე საუკუნის დასაწყისში ჩვენი ხალხის უმეტესობა გაუნათლებელი იყო და იგრძნობოდა უკმარისობა ისეთი საშუალებებისა როგორიცაა წიგნი, კინო, ტელევიზია და სხვა, მაშინ ადვილად წარმოიდგენთ თუ რა დიდი სამსახური გაუწია უზეირ გაჯიბეკომა თავის ხალხს , ამას კი აღწევდა ,როგორც უკვე ვთქვი, მუჰამედ ფიზულის ნაწარომების შთამბეჭდაობით, თავის ოპერის „ლეილი მეჯნუნის“, „არშინ მალ ალანის“, „ ნუ იქნება ის, დე იყვეს ეს“ და სხვა ოპერეტების – შთამაგონებელი მუსიკის საშუალებით.
როგორც ავღნიშნე, უზეირ გაჯიბეკოვი თავის ყოველ ნაწარმოებში ხოტბას ასხამდა ცალკე აღებჯლი ადამიანისა და ხალხთა თავისუფლებას ,უჯანყდებოდა ჩაგვრას, ტანჯვას და ადამიანზე ბატონობას. ის, რომ უზეირ გაჯიბეკოვმა მიმართა ხალხურ ეპოსს „ ქოროღლის“ და იგი მუსიკალურად ააჟღერა, აზერბაიჯანის ისტორიაში, მის კულტურაში, მხატვრულ ცხოვრებაში დიდი და უნიკალური მოვლენაა. „ქოროღლის “ ეპოსი საუკუნიდან საუკუნეს გადაეცა და დღემდე მოაღწია.„ ქოროღლის „ ეპოსი ხალხს გმირობისა და სიმამცისაკენ მოუწოდებდა. ის ,ადამიანებს გმირობას, თავდადებულობას შთააგონებდა. ეს, ეპოსი ხალხს თავისუფლებისაკენ, თავისუფლებისათვის საბრძოლველად, უსამართლობის წინააღმდეგ ასამხედრებლად მოუწოდებდა . ხალხს უყვარდა ეს ეპოსი ,რადგანაც მასში მათი ცხოვრებისა და მომავლისათვის მნიშვნელოვანი აზრებია გატარებული.ის ფაქტი,რომ ქოროღლის “ ეპოსი თავის უკვდავი ნაწარომებით არა მარტო ჩვენს ხალხს ,არამედ მსოფლიო საზოგადოებას წარუდგინა , კვლავ ვიმეორებ ჩვენს კულტურულ ცხოვრებაში დიდ რევოლუციურ მოვლენად ითვლება.
უზეირ გაჯიბეკოვი დღემდე ცნობილია,როგორც დიდი კომპოზიტორი, მუსიკოსი , პუბლიცისტი და მეცნიერი. მისი იუბილის აღნიშვნისას ,ჩვენ უზეირ გაჯიბეკოვის შემოქმედებას ყოველთვის ამ მხრიდან ვუდგებით.
დიდი სიამოვნებით მინდა ავღნიშნო,რომ გასულ წლებშიც ვიყავი უზეირ გაჯიბეკოვის იუბილის აღნიშვნის ორგანიზატორი და მონაწილე. ჩვენს ხალხს არასდროს არ დავიწყებია უზეირ გაჯიბეკოვი.მისი სიცოცხლის წლებშიც ,ის მუდამ უყვარდა ხალხს. მისი გარდაცვალების შემდეგაც,იგი ჩვენთვის საყვარელი და ძვირფასი პიროვნებაა.ის მუდამ ცხოვრობდა ხალხის გულებში, ჩვენი კულტურა სულდგმულობდა რა მისი შემოქმედებით, ყოველთვის ჰყვაოდა და ვითარდებოდა. ამიტომაც , ყოველ წელს ავღნიშნავთ მის დაბადების დღეს.
მახსოვს, როგორი დიდი ზარ–ზეიმით ავღნიშნეთ უზეირ გაჯიბეკოვის 90 წლისთავი. 1975 წელს მოვემზადეთ უზეირ გაჯიბეკოვის 90 წლისთავის აღსანიშნავად როგორც აზერბაიჯანში, ასევე შეძლებისდაგვარად ყოფილი საბჭოთა კავშირის დედაქალაქში, მის რესპუბლიკებში და მსოფლიოშიც კი .აზერბაიჯანში,ბაქოში ამ დიდი კულტურული მოღვაწის უზეირ გაჯიბეკოვის საცხოვრებელი სახლი პირველად სწორედ მაშინ ჩამოყალიბდა სახლ– მუზეუმად. ანუ ოცი წლის წინ ,1975 წელს გაიხსნა უზეირ გაჯიბეკოვის სახლ– მუზეუმი ,ჩვენ ყველანი დიდად კმაყოფილი ვართ,რომ 20 წელია ეს სახლ –მუზეუმი აზერბაიჯანელი ხალხის, კულტურის განვითარებას,ამაღლებას ემსახურება. გახსნიდან დღემდე მუზუმს ხელმძღვანელობს მისი ახლო მეგობარი რამაზან ხალილოვი. მისი დიდი ღვაწლის გამო ხელი მოვაწერე ხალილოვის „დიდების„ ორდენით დაჯილდოების შესახებ ბრძანებას.
რამაზან ხალილოვი ბედნიერი კაცია, ის 95 წლისაა და დღესაც მხნედ გამოიყურება. ის უზეირ გაჯიბეკოვის მხარ და მხარ მიაბიჯებდა, იგი მისი ღირსასხსოვარია , ამიტომაცაა ჩვენთვის ძვირფასია და ბედნიერებაა,რომ ის დღესაც მხნედაა. ვიმედოვნებ,რომ მის 100 წლისთავსაც ავღნიშნავთ.
1985 წელს უზეირ გაჯიბეკოვის 100 წლისთავი კვლავ საზეიმოდ ავღნიშნეთ აზერბაიჯანში და საბჭოთა კავშირის დედაქალაქ მოსკოვშიც.მოსკოვის ერთ–ერთ უდიდეს სვეტებიან დარბაზში ავღნიშნეთ მისი იუბილე და საბჭოთა კავშირის ყველა რესპუბლიკის წარმომადგენელმა გაიხსენა უზეირ გაჯიბეკოვი . ჩვენ ვუსმენდით და სიამაყის გრძნობა გვეუფლებოდა.
და დღეს, უზეირ გაჯიბეკოვის 110 წლისთავს ავღნიშნავთ.პირადად მე, დიდად ბედნიერი ვარ,რომ უზეირ გაჯიბეკოვის 90 წლისთავის, 100 წლისთავის და დღევანდელი 110 წლისთავის იუბილის აღნიშვნის ხელმძღვანელი და ორგანიზატორი ვარ.
მკვლევარები ,რომლებიც უზეირ გაჯიბეკოვის შემოქმებედებით მემკვიდრეობას სწავლობენ , განსაკუთრებით კი საიუბილეო ცერემონიალზე გამომსვლელები ძირითადად მის მუსიკალურ სფეროში გაწეულ ღვაწლზე საუბრობნენ. შემთხვევითი არ არის,რომ ამ იუბილეზე ყოველთვის მონაწილეობენ მუსიკოსები, მუსიკათმცოდნეები, კომპოზიტორები . შეიძლებ პირველადაა, რომ რესპუბლიკის პრეზიდენტი საიუბილეო ცერემონიალზე სიტყვით გამოდის. ეს სულაც არ არის შემთხვევითი, რადგანაც უზეირ გაჯიბეკოვი არის გენიალური კომპოზიტორი,მუსიკოსი და ამავე დროს არის მეცნიერი ფილოსოფოსი,განმანათლებელი. ჩვენი ხალხის ეროვნულ თვითგამორკვევაში, აღორძინებასა და ეროვნული თვითშემეცნების პროცესის განვითარებაში უზეირ გაჯიბეკოვის შემოქმედებამ და მისმა მოღვაწეობამ დიდი როლი ითამაშა.აზერბაიჯანელები– ახალგაზრდები ,ჩვენი მოქალაქეები უზეირ გაჯიბეკოვის შემოქმედებით აღრთოვანებულნი უფრო მეტად იყვარებდნენ სამშობლოს,მისი მუსიკის მოსმენით, მის შემოქმედებაში გატარებული აზრის ზეგავლენით გრძნობდნენ, სამშობლო, ერი რაოდენ ძვირფასია და მშობლიურია ყოველი ადამიანისათვის.
უზეირ გაჯიბეკოვი დიდი მოქალაქე იყო. მინდა ერთხელ კიდევ ავღნიშნო,რომ უზეირ გაჯიბეკოვის მოღვაწეობის წლებში– 1918–1920 წწ– აზერბაიჯანის პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის მოღვაწეობის პერიოდში უზეირ გაჯიბეკოვის შემოქმედებას ანალოგი არ მოეპოვება. უზეირ გაჯიბეკოვის მოღვაწეობა მის შემდგომ პერიოდშიც საგანგებო მნიშვნელობითაა გამსჭვალული და ამიტომაც უბადლოა .
ისტორიას თუ გადავხედავთ,ვნახავთ,რომ უზეირ გაჯიბეკოვს მოღვაწეობა მოუხდა სამი ხელისუფლების პერიოდში. მისი დაბადებისა და როგორც კულტურული მოღვაწის ჩამოყალიბების პერიოდი აზერბაიჯანში მეფის რუსეთის მთავრობის პერიოდი იყო. მას შემდეგ 1918 წელს აზერბაიჯანში შეიქმნა პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა. დამოუკიდებელი აზერბაიჯანის რესპუბლიკის არსებობა ორი წელი გაგრძელდა. ამის შემდეგ შეიქმნა საბჭოთა კავშირის მთავრობა და აღნიშნულმა ხელისუფლებამ კი 1991–1992 წლებამდე იარსება. უზეირ გაჯიბეკოვი სამივე ეტაპზე ხელისუფლების ხასიათისა თუ ფორმის მიუხედვად თავის ხალხს ემსახურებოდა. დღეს არსებოს იმის საფუძველი ,რომ ვთქვათ ,იგი ასე ფიქრობდა: რომელი ხელისუფლებაც არ უნდა იყვეს , ადამიანი ,რომელიც ხალხის მომავალს ერთგულად ემსახურება , არასოდეს ანგარიშს არ უნდა უწევდეს გარემო პირობებს. ასე იყო უზეირ გაჯიბეკოვი.
გასულ წლებში უზეირ გაჯიბეკოვზე სიტყვა რომ ჩამოვარდებოდა,მის მიერ შექმნილ ნაწარმოებებზე საუბრობდნენ,მაგრამ არასდროს არაფერი არ თქმულა 1920 წლამდე მისი საზოგადოებრივ–– პოლიტიკური მოღვწეობის შესახებ. ზოგჯერ კულისებში ამბობდნენ,რომ უზეირ გაჯიბეკოვი მუსავათური ხელისუფლების წევრი ყოფილა,მაგრამ ამის შესახებ ხმამაღლა არასდროს არაფერი თქმულა. შემდგომ პერიოდში 1920 წლიდან 1948 წლამდე, გარდაცვალებამდე უზეირ გაჯიბეკოვი საბჭოთა ხელისუფლების პერიოდში ცხოვრობდა. მისი შემოქმედებითი მოღვაწეობა,ამ პერიოდშიც წინა პერიოდებივით ძალიან ნაყოფიერი, ხალხისათვის მნიშვნელოვანი და ძვირფასი იყო.
დღეს, ჩვენს რესპუბლიკაში საზოგადოებრივ– პოლიტიკური სისტემის შეცვლის შემდეგ სულაც არაა საჭირო უწინდელ გადახრებს მივუბრუნდეთ, ერთი პერიოდი გადავმალოთ და მეორე პერიოდი კი წინა პლანზე წამოვწიოთ. უზეირ გაჯიბეკოვი 1885 წლიდან 1948 წლამდე ,ანუ დაბადებიდან გარდაცვალებამდე აზერბაიჯანელი ხალხის ღირსეული შვილი იყო. ემსახურებოდა აზერბაიჯანელი ხალხის კეთილდღეობას და რომელი სისტემაც ,რომელ ხელისუფლებაც არ უნდა ყოფილიყო არ იშურებდა ძალისხმევას , კეთილსინდისიერად ემსახურებოდა თავის ხალხის კეთილდღეობას.
უზეირ გაჯიბეკოვის 1920 წლამდე მოღვაწეობის შესახებ საუბრისას, არ უნდა დავივიწყოთ და დიდად უნდა შევაფასოთ მისი შემდგომი პერიოდის მოღვაწეობაც. აზერბაიჯანული კულტურის აყვავებაში – დღეს სიამაყის გრძნობით შეგვიძლია ვთქავთ,რომ ,დიახ, XX საუკუნეში და ჩვენი საუკუნის 20 –იანი წლების შემდეგ ჩვენს რესპუბლიკაში კულტურა აყვავდა და განვითარდა, შეიქმნა დიდი კულტურული არმია, განათლება მიიღო ხალხმა, ამაღლდა მისი კულტურული დონე – ყოველივე ამაში უზეირ გაჯიბეკოვის როლი უბადლოა.
1937 წელს უზეირ გაჯიბეკოვმა მსოფლიოს წარუდგინა „ ქოროღლის“ ოპერა. კვლავ ავღნიშნავ, რომ ეს ჩვენი ხალხის კულტურის ისტორიაში დიდი რევოლუციური მოვლენა იყო.აზერბაიჯანული კულტურა „ქოროღლით“ წარსდგა საბჭოთა კავშირის დედაქალაქ მოსკოვში. საბჭოთა კავშირი დიდი სახელმწიფო იყო.უძველესი ისტორიის მქონე რუსეთის დედაქალაქში, კრემლის სასახლეში უზეირ გაჯიბეკოვს დიდი პატივისცემით შეხვდნენ.უზეირ გაჯიბეკოვი ერთ დროს მეფის რუსეთის დროინდელ ქალაქ სანქ– პეტერბურგში განათლებას იღებდა როგორც სტუდენტი ,1937 წელს კი მეფის რუსეთის დროიდან მოყოლებული ყველაზე ღირსეულ სასახლეში , კრემლის სასახლეში დიდი პატივით შეხვდნენ.ეს ყოველივე დიდი ისტორიაა და არ შეიძლება დავიწყებას მიეცეს.დიდი სამამულო ომის დროს –1941–1945 წლებში უზეირ გაჯიბეკოვი ხალხში პატრიოტული სულის ასამაღლებლად დიდებულ ნაწარმოებებს ქმნიდა – მარშებს, სიმღერებს წერდა, ფაშიზმზე გამარჯვებისათვის ძალას არ იშურებდა, თავისი სახსრებით თვითმფრინავიც კი შეიძინა და ფრონტზე გაგზავნა. ეს უზეირ გაჯიბეკოვმა გააკეთა.
უზეირ გაჯიბეკოვი საუკუნის დასაწყისში 1918–1920 წლებში და 1920 წლიდან 1948 წლამდე მონაწილეობდა აზერბაიჯანის საზოგადოებრივ– პოლიტიკურ ცხოვრებაში.უზეირ გაჯიბეკოვი ,იმ დროს აზერბაიჯანის პარლამენტის, საბჭოთა კავშირის პარლამენტის – საბჭოთა კავშირი დიდი სახელმწიფო იყო,რომელსაც გააჩნდა თავისი პარლამენტი, რომელ პარლამენტს როგორ შეფასებას მისცემ ეს სხვა საკითხია – წევრი იყო და ამას დიდ ღირსებად მიიჩნევდა. არ უნდა დაგვავიწყდეს,რომ უზეირ გაჯიბეკოვი ჩვენია ,მთელი თავისი შემოქმედებითა და ღირსებით.
უზეირ გაჯიბეკოვის ერთ–ერთი დიდი დამსახურებაა დამოუკიდებელი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პირველი ჰიმნი. შემდეგ ის შეცვლილი იქნა.1945 წელს შეიქმნა აზერბაიჯანის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ახალი ჰიმნი, ისიც უზეირ გაჯიბეკოვს ეკუთვნის . მას შემდეგ რაც აზერბაიჯანის რესპუბლიკამ დამოუკიდებლობა მოიპოვა, უზეირ გაჯიბეკოვის 1919 წელს შექმნილი და ჩვენთვის ყველასათვის ძვირფასი სახელმწიფო ჰიმნი აღვადგინეთ .ეს ყოველივე ჩვენი აზერბაიჯანის ისტორიაა. ეს არის უზეირ გაჯიბეკოვის ცხოვრების გზა, შემოქმედებითი პერიოდები.
უზეირ გაჯიბეკოვის ცხოვრების ყოველი დღე ჩვენთვის ძვირფასია. უზეირ გაჯიბეკოვის მიერ შექმნილი ყოველი ნაწარმოები, ყოველი ნოტის ფურცელი ჩვენი საგანძურია.უზეირ გაჯიბეკოვის საზოგადოებრივ–პოლიტიკური მოღვაწეობა თავიდან ბოლომდე ფასდაუდებელია . რადგანაც ეს ყოველივე ემსახურებოდა აზერბაიჯანელი ხალხის აღორძინებას, კულტურის განვითარებას, ჩვვენი ხალხის თვითშმეცნებას. ეს ღვაწლი არასდროს არ უნდა იქნას დავიწყებული . ეს ღვაწლი უბადლოა.
და აი ამ ყოველივეს გათვალისწინებით, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, უზეირ გაჯიბეკოვის შემოქმედება აზერბაიჯანელი ხალხის ეროვნული საგანძურია. უზეირ გაჯიბეკოვის პიროვნება აზერბაიჯანელი ხალხის სიამაყეა, ჩვენი ეროვნული სიამაყეა.
უზეირ გაჯიბეკოვმა ახალგაზრდობის წლები ქალაქ შუშაში გაატარა. შუშა ,ყველა აზერბაიჯანელისათვის ძვირფასი , წმინდა ქალაქია. უზეირ გაჯიბეკოვი გამუდმებით იბრძოდა აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობისათვის .მის მიერ 1918–1920 წლებში დაწერილ სტატიებს როცა კითხულობ , ფიქრობ,თუ რამდენად აქტუალურია ეს სიტყვები! დღეს, კვლავ დაგვიბრუნდა იმ დროინდელი მდგომარეობა.სომხეთის მიერ აზერბაიჯანის წინააღმდეგ წარმართული აგრესია, ტერიტორიების ხელში ჩაგდების მცდელობები და ჩვენი პატრიოტი მოქალაქეების მიერ სამშობლოს დასაცავად მიმართული თავდაუზოგავი ძალისხმევა – მაშინაც ასე იყო.იმ პერიოდში უზეირ გაჯიბეკოვი ამ გზაზე იღვწოდა და დასანანია,რომ დღესაც მეორდება ისტორია. ჩვენ, ყველანი ვცდილობთ,რომ უზეირ გაჯიბეკოვის ნაირი ადამიანების მიერ გაკვალული გზით ვიაროთ და შევეცადოთ რომ დავიცვათ აზერბაიჯანის დამოუკიდებლობა და აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა.
უზეირ გაჯიბეკოვის მშობლიურ შუშაში – მთლიანად აზერბაიჯანი მისი სამშობლოა,მაგრამ მან ახალგაზრდობა შუშაში გაატარა– შეიქმნა მისი სახლ–მუზეუმი.ალბათ, თქვენგან ზოგიერთს ეს სახლ–მუზეუმი ნანახიც გექნებათ. მეც ვყოფილვარ რამდენჯერმე. შუშაში აღიმართა უზეირ გაჯიბეკოვის ძეგლი.იქ ,აგრეთვე დაიდგა ჩვენი დიდი ხელოვნების მოღვაწეების ბულბულის , ნათავანისა და სხვათა ძეგლები.
1992 წელს შუშა სომხების მიერ იქნა ოკუპირებული. ოკუპანტებმა მრავალი რამ გაანადგურეს , მათ შორის კულტურული კერები– ძეგლებიც. მათ არა მარტო დაანგრიეს უზეირ გაჯიბეკოვის, ბულბულისა და ნათავანის ძეგლები,არამედ ისეთი სიმხეცე გამოიჩინეს,რომ ძეგლები ტყვიებით დაცხრილეს.დიდი საქმე გაკეთდა,რომ ეს ძეგლები ტყვეობიდან განთავისუფლებული იქნა და საქართველოს მეშვეობით ჩამოტანილი იქნა აზერბაიჯანში,ახლა კი ხელოვნების მუზუმშია გამოფენილი. ალბათ ნახავდით ,თუ რამდენი ავტომატისა და თოფის ტყვია აქვს დახლილი უზეირ გაჯიბეკოვის ძეგლს. ერთ დროს, მტრები იმავე ტყვიის დახლას უზეირ გაჯიბეკოვისათვის ცდილობდნენ,მაგრამ ვერ შეძლეს.ახლა კი იგივე ტყვიები მის ძეგლს დაახალეს.ეს ჩვენთვის მძიმე, აუტანელი მოვლენაა,მაგრამ ეს სიმართლეა და თანაც ეს სიმართლე მხეცობის დონეზე მიგვანიშნებს. ფაშისტობას და სიმხეცეს ზღვარი არ გააჩნია.სომეხი აგრესორების ეს მოქმედება, ზუსტად ამას ადასტურებს.
სომეხ აგრესორებს არ ეგონოთ,რომ ის ტყვიები უზეირ გაჯიბეკოვის, ნათავანის და ბულბულის შემოქმედებას რაიმეს ავნებს,არა! არ იფიქრონ რომ ეს ტყვიები აზერბაიჯანელი ხალხის სულიერებას ავნებს,არა! არ ეგონოთ,რომ შუშა მუდმივად იქნება ოკუპირებული. არა, არაფრის დიდებით ეს ასე არ იქნება!
ჩვენ დღეს ავღნიშნავთ,რა უზეირ გაჯიბეკოვის 110 წლისთავის იუბილეს, დარწმუნებული ვართ,რომ მუდამ იცხოვრებს უზეირ გაჯიბეკოვის მემკვიდრეობა და ადგილები სადაც იგი ცხოვრობდა მუზეუმად იქცევა. ჩვენ დარწმუნებული ვართ,რომ აზერბაიჯანის მიწები სომეხი ოკუპანტებისაგან განთავისუფლდება.ჩვენ დარწმუნებული ვართ,რომ შუშა განთავისუფლდება. ჩვენ დარწმუნებული ვართ,რომ მთელი ყარაბაღი, ოკუპირებული მიწები განთავისუფლებული იქნება, დამოუკიდებელი აზერბაიჯანი ყოველთვის იქნება თავისი მიწებისა და საზღვრების ბატონ– პატრონი.
ამისი საფუძველიც არსებობს. თექვსმეტი თვეა რაც აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის არსებული ცეცხლშეწყვეტის რეჟიმი გრძელდება.ჩვენ,ამ გზით – მშვიდობიანი გზით ვცდილობთ განვათავისუფლოთ ჩვენი მიწები და შევეცადოთ, ვუზრუნველყოთ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა.ამის დასტურია გატარებული ღონისძიებები, საერთაშორისო ორგანიზაციების მოღვაწეობა, საერთაშორისო ორგანიზაციების ჩარჩოში გაწეული საქმიანობა და ჩვენს მიერ გატარებული თანმიმდევრული პოლიტიკა.
მსოფლიოს დიდი სახელმწიფოებიც ცდილობენ,რომ ეს საკითხი მშვიდობიანი გზით მოაგვარონ , საერთაშორისო ორგანიზაციები მინსკის ჯგუფის ჩარჩოში მოღვაწეობენ.დარწმუნებული ვარ,რომ ისინი ამ მიმართულებით ძალისხმევას მომავალშიც გააგრძელებენ, არც ერთმა სახელმწიფომ კვერი არ უნდა დაუკრას აგრესიულობას,არ უნდა მოსწონდეს სეპარატიზმი. თუ კი ეს ასეა ,თუ კი არსებობს სამართალი, თუ კი მსოფლიოში საერთაშორისო ნორმები ამის შემდეგაც იქნება აღდგენილი,მაშინ ჩვენი საკითხი სამართლის გზით თავის გადაწყვეტილებას ჰპოვებს.
ამავე დროს , უზეირ გაჯიბეკოვის შემოქმედება როგორც ყოველთვის ადამიანებს პატრიოტიზმის სულისკვეთებით მსჭვალავს, დღესაც იმავე სულისკვეთებით აზერბაიჯანის მოქალაქეებს სამშობლოს სიყვარულისთვის მოუხმობს.დღეს ჩვენ ვიხსენებთ რა უზეირ გაჯიბეკოვს, უმაღლეს შეფასებას ვაძლევთ რა მის შემოქმედებას, პატრიოტიზმის გრძნობები, რომლებიც ამ შემოქმედების მწვერვალია, ჩვენში კიდევ უფრო უნდა გავაღვივოთ და განვავითაროთ.ამ გრძნობებით გამსჭვალულნი მზად უნდა ვიყვეთ მომავლისათვის.
ჩვენ,ჩვენი მიწების ბატონ–პატრონი უნდა ვიყვეთ. საკითხები მშვიდობის გზით უნდა მოვაგვაროთ. რის საფასურადაც არ უნდა იყვეს განთავისუფლებული უნდა იქნას– შუშა, ყარაბაღი, ოკუპირებული ტერიტორიები– განთავისუფლებული უნდა იქნას აზერბაიჯანელი ხალხის ნებით, აზერბაიჯანელი ხალხის სიმამაცით, გმირობითა და ვაჟკაცობით უნდა იქნას განთავისუფლებული, უზრუნველყოფილი უნდა იქნას აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა.
ამ ოცნებებით და ამ ფიქრებით თქვენ ყველას, მთელს აზერბაიჯანელ ხალხს ვუსურვებ ბედნიერებას. თავს ვხრი დიდი უზეირ გაჯიბეკოვის ხსოვნის წინაშე.დღეს მთელი აზერბაიჯანელი ხალხი ქედს იხრის უზეირ გაჯიბეკოვის ხსოვნის წინაშე.მისი ხსოვნისადმი პატივისცემის გრძნობით ჩვენს ხალხს კიდევ ერთხელ ვუხმობ ერთიანობისაკენ. უზეირ გაჯიბეკოვის მემკვიდრეობის, ჩვენი კულტურის, ჩვენი სულიერების მარადიულობისათვის თქვენ ყველას პატრიოტობისაკენ, მამაცობასა და გმირობისაკენ მოგიწოდებთ. გმადლობთ!