აზერბაიჯანის სახალოხო ჯუმურიეთი

1918 წლის 23 თებერვალს სამხრეთ კავკასიის პირველი მთავრობა -ამიერკავკასიის სეიმი შეიქმნა. მაგრამ სეიმის შემადგენლობაში შესულ აზერბაიჯანელ, სომეხ და ქართველ ფრაქციების შორის შიდა და გარე პოლიტიკის ძირითად საკითხებთან დაკავშირებით სერიოზული აზრთა სხვაობის არსებობა გამოაშკარავდა.1918 წლის 22 აპრილს ამიერკავკასიის დამოუკიდებელ ფედერაციულ რესპუბლიკად გამოცხადებამ ეს ხარვეზები ვერ აღმოფხვრა.1918 წლის 26 მაისს ამიერკავკასიის სეიმმა თავი დაშლილად გამოაცხადა და იმავე დღეს საქართველოს დამოუკიდებლობაც აღიარა.27 მაისს სეიმის აზერბაიჯანულმა ფრაქციამ აზერბაიჯანის ეროვნული საბჭო შექმნა.ცხარე კამათის შემდეგ აზერბაიჯანის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილება და დამოუკიდებლობის დეკლარაცია იქნა მიღებული.შეიქმნა დროებითი მთავრობა. ჯუმურიეთმა პირველივე გადაწყვეტილებით ეროვნების, რელიგიის,სოციალური მდგომარეობის და სქესის მიუხედავად ქვეყნის მოქალაქეებს თანაბარი უფლებები მისცა.1918 წლის 16 ივნისს ეროვნულმა საბჭომ და მთავრობამ ადმინისტრაციული ცენტრი თბილისიდან განჯაში გადაიტანა.1918 წლის 15 სექტემბერს მძიმე ბრძოლების შედეგად ნურუ ფაშასმეთაურობით კავკასიური ისლამის გვარდიამ ქალაქი ბაქო ცენტროკასპის დიქტატურის ნარჩენებისაგან საბოლოოდ გაანთავისუფლა.1918 წლის 17 სექტემბერს აზერბაიჯანის მთავრობა ქალაქ ბაქოში იქნა გადატანილი. ჯუმურიეთის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წარმატება იყო ის,რომ 1920 წლის 11 იანვარს პარიზის მშვიდობის კონფერენციაზე აზერბაიჯანი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ცნეს.მუსლიმანური აღმოსავლეთის პირველმა საპარლამენტო რესპუბლიკამ -აზერბაიჯანის სახალხო ჯუმურიეთმა ჩვენი ხალხის უძველესი სახელმწიფოებრიობის ტრადიციები გააცოცხლა და თანამედროვეობისათვის დამახასიათებელი სახელმწიფოს ორგანიზება შესძლო. აზერბაიჯანის პარლამენტის პირველმამ სხდომამ,რომელიც შედგა 1918 წლის 7 დეკემბერს , სათავე დაუდო ეროვნული პარლამენტის ისტორიას.აზერბაიჯანის სახალოხო ჯუმურიეთის შექმნა რთულ პოლიტიკურ პერიოდში მიმდინარე მოვლენების და აზერბაიჯანელი ხალხის ეროვნული გამოღვიძების ლოგიკური დაგვირგვინება იყო. აზერბაიჯანში ახალი ტიპის თეატრის, სკოლების და საინფორმაციო წყაროების

შექმნამ ეროვნულ თვითშეგნების განვითარებაზე უდიდესი გავლენა იქონია.ეროვნული გვარდიის ჩამოყალიბება, რომლის მიზანიც იყო, სომეხ-ბოლშევიკ მძარცველებიგან ხალხის დაცვა, შეიძლება ჯუმურიეთის ერთ-ერთ ყველაზე დიდ დამსახურებად ჩაითვალოს. აზერბაიჯანის სახალოხო ჯუმურიეთი თავისი პოლიტიკური წყობით, განხორციელებული დემოკრატიული

სახელმწიფო აღმშენებლობის ღონისძიებებით, აგრეთვე დასახული მიზნებითა და მისიით ევროპის ტრადიციულ დემოკრატიულ რესპუბლიკებს არ ჩამორჩებოდა.1920 წლის 28 აპრილს საბჭოთა რუსეთის ექსპანსიის შედეგად დემოკრატიული აზერბაიჯანის რესპუბლიკა დაიშალა.