აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ჰეიდარ ალიევის მოხსენება \"საუკუნის ხელშეკრულების\" ნავთობ ნედლეულის მოპოვებისადმი მიძღვნილი საზეიმო ცერემონიალიდან - 1997 წელი 12 ნოემბერი

პატივცემულო ქალბატონებო და ბატონებო!

 

პატივცემულო სტუმრებო, ძვირფასო მეგობრებო!

 

1994 წლის 20 სექტემბერს აზერბაიჯანის ისტორიაში მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა მსოფლიოს 7 ქვეყნის 11-მა დიდმა კომპანიამ შექმნა კონსორსიუმი და აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან, აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობ კომპანიასთან, კასპიის ზღვის აზერბაიჯანის სექტორის \"აზერისა\" და \"ჩირაგის\" საბადოებისა და \"გუნეშლის\" საბადოს სიღრმეში მდებარე ნაწილის ერთად დამუშავების შესახებ ხელშეკრულება შეკრეს. ამ ხელშეკრულებას \"საუკუნის ხელშეკრულება\" ეწოდა, მან მსოფლიოში დიდი ხმაური და გამოძახილები გამოიწვია. ამ ხელშეკრულების განხორციელებისათვის შეიქმნა აზერბაიჯანის საერთაშორისო ოპერაციათა კომპანია.

 

ამ ხელშეკრულებაში და კონსორსიუმში შემავალი ქვეყნები ცნობილია. ამ ქვეყანათა და კომპანიათა დროშები აქ არის დემონსტრირებული. ეს კომპანიებია: ამერიკის შეერთებული შტატების - \"ამოკო\", \"იუნოკალი\", \"პენზოილი\", \"ეკსონი\", დიდი ბრიტანეთის - \"ბრითიშ პეტროლიუმი\", \"რემკო\", რუსეთი - \"ლუკოილი\", ნორვეგიის - \"სტატოილი\", თურქეთის - \"თურქ პეტროლი\", საუდიის არაბეთის - \"დელტა\", იაპონიის - \"იტოჩი\". მათ აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობ კომპანიასთან ერთად შექმნეს აზერბაიჯანის საერთაშორისო ოპერაციათა კომპანია. აზერბაიჯანის საერთაშორისო ოპერაციათა კომპანიამ ხელშეკრულებაში გათვალისწინებული პროექტის განხორციელება დაიწყო, სამი წლის განმავლობაში პროგრამით გათვალისწინებული ყოველგვარი სამუშაო შესრულებულია. შესრულებულია ყველა აუცილებელი საქმე და ამის შედეგია, რომ \"ჩირაგის\" ნავთობ საბადოდან უკვე დაიწყო ნავთობ ნედლეულის ამოღება.

 

ჩვენ დღეს აქ შევიკრიბეთ რათა ავღნიშნოთ \"საუკუნის ხელშეკრულების\" სამი წლის მანძილზე განხორციელების ფაქტი და შედეგები. და რადგან ამ ხელშეკრულების საფუძველზე ნავთობ ნედლეულის მოპოვება ესოდენ დიდი მნიშვნელობის მოვლენაა, ამიტომაც მას ასეთ საზეიმო ვითარებაში ვღნიშნავთ. ამ ისტორიულ და ღირსშესანიშნავ მოვლენასთან დაკავშირებით გულითადად გილოცავთ თქვენ, აზერბაიჯანელ ხალხს და აზერბაიჯანის ყველა მოქალაქეს. გისურვებთ ყველას ბედნიერებას და სიხარულს დამოუკიდებელი აზერბაიჯანის რესპუბლიკის აყვავებასთან დაკავშირებით.

 

ამ ღირსშესანიშნავი დღის აღსანიშნავად აზერბაიჯანში პატივცემული სტუმრები ჩამოვიდნენ. ჩვენი სტუმრებია \"საუკუნის ხელშეკრულებაში\" შემავალი ქვეყნებისა და კომპანიების წარმომადგენლები და ამავე დროს ამ ხელშეკრულების შემდეგ კასპიის ზღვის აზერბაიჯანის სექტორის კუთვნილ საბადოებში ერთობლივი საქმის წარმოებისათვის დადებულ ახალ ხელშეკრულებებისა და კონსოსიუმების მონაწილე კომპანიებისა და იმ ქვეყანათა მაღალი დონის წარმომადგენლები, რომელ ქვეყნებსაც ეკუთვნის ეს ნავთობ კომპანიები. მე გულითადად მივესალმები ცერემონიალის მონაწილე ყველა სტუმარს, რომლებმაც აზერბაიჯანისადმი ყურადღება და პატივისცემა გამოიჩინეს, ამ მოვლენასთან დაკავშირებით აზერბაიჯანში ჩამოვიდნენ. მინდა მათ ვუთხრა \"კეთილი იყვეს თქვენი მობრძანება\".

 

აზერბაიჯანი უძველესი ნავთობის მხარეა და მოფლიოშიც ნავთობის ქვეყანასავითაა ცნობილი. მინდა რამდენიმე ისტორიული ციფრი გაგახსენოთ. მოფლიოში პირველად აზერბაიჯანში, ბაქოში, ბიბიჰეიათში ამოხეთქა ნავთობის შადრევანმა და მოფლიოში პირველად ჩვენთან იქნა მოპოვებული ნავთობი სამრეწველო გზით.

 

მე-19 სუკუნის დასასრულსა და მე-20 საუკუნის დასაწყისში აზერბაიჯანი მოფლიოს ერთერთი დიდი ნავთობ მომპოვებელი ქვეყანა ყოფილა.
 

მე-20 საუკუნის დასაწყისში მსოფლიოში მოპოვებული ნავთობის 50 პრცენტზე მეტს აზერბაიჯანში, ბაქოში იღებდნენ. აზერბაიჯანი მე-20 საუკუნეში ნავთობის მწარმოებელი ქვეყანასავით განვითარდა. საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში მყოფმა აზერბაიჯანის ნავთობ მრეწველობამ დიდი სამსახური გაუწია რუსეთის ტერიტორიაზე ახალი ნავთობ საბადოების აღმოჩენას. შემთხვევითი არ არის რომ რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე დიდ ნავთობ საბადოებს შემდეგში \"მეორე ბაქო\", \"მესამე ბაქო\", \"მეოთხე ბაქო\" ეწოდა.

 

მეორე მსოფლიო ომის დროს, გერმანიასთან ბრძოლაში საბჭოთა კავშირისათვის საჭირო ნავთობის 75 პროცენტს აზერბაიჯანი აწარმოებდა. დღეს ჩვენ დიდი სიამაყის გრძნობით შეგვძილია ვთქვათ, რომ აზერბაიჯანელ ხალხს, მენავთობეებს ფაშისტურ გერმანიასთან გამარჯვებაში, უდიდესი წვლილი მიუძღვით.

 

აზერბაიჯანი მსოფლიოში ნავთობის სამრეწველო გზით მოპოვებაში ერთერთი მოწინავე ქვეყანაა და აგრეთვე თავის პიველ ნაბიჯებს დგამს წყალში, ზღვის სიღრმეში ნავთობ საბადოების აღმოჩენაში და მათ გამოყენებაშიც.კასპიის ზღვაში, \"ნეფთ დაშლარი\"ს სახელწოდების ლეგენდარულ ადგილზე, 1949 წლის ნოემბრის თვეში 48 წლის წინ, ამოხეთქა პიველმა ნავთობის შადრევანმა და ამითაც დაიწყო კასპიის ზღვაში ნავთობის სამრეწველო გზით წარმოება და განვითარება.

 

აზერბაიჯანელ მეცნიერებს, მენავთობეებს, სპეციალისტებს კასპიის ზღვის მინერალური რესურსების შესწავლასა და ნავთობ გაზის საბადოების აღმოჩენაში დიდი წვლილი აქვთ შეტანილი და ყოველთვის მოწინავეთა რიგებში არიან. დღეს მე შემიძლია გაბედულად ვთქვა, რომ კასპიის ზღვის ნავთობ საბადოების უმრავლესობა აზერბაიჯანელ მენავთობეთა და მეცნიერთა მიერ არის აღმოჩენილი.

 

აზერბაიჯანელმა მენავთობეებმა კასპიის ზღვიდან ნავთობ მოპოვების სფეროში დიდ წარმატებებს მიაღწიეს. 1949 წლიდან დღემდე აზერბაიჯანში კასპიის ზღვიდან 420 მილიონი ტონა ნავთობი და 320 მილიარდი კუბამეტრი გაზია მოპოვებული. \"ნეფთ დაშლარი\" სახელწოდების ადგილზე თორმეტ კილომეტრიანი ესტაკადაა გადაჭიმული, სხვადასხვა საბადოებში ნავთობის მოპოვებისათვის პლათფორმებია აგებული. მკაცრი და მძიმე პირობების მქონე კასპიის ზღვაში აზერბაიჯანელი მენავთობეები გმირულ მაგალითებს უჩვენებდნენ და კასპიის ზღვიდან მუდმივად ნავთობის მოპოვებისათვის სანიმუშო საქმეებს აკეთებდნენ.ყოველივე ამან წარსულში, აზერბაიჯანის ნავთობ მრეწველობის სფეროში შექმნილმა სამეცნიერო ტექნიკურმა, ფინანსურ ტექნიკურმა ბაზამ, გიგანტურმა ტექნიკურმა დანადგარებმა კარგი საფუძველი შეუქმნეს დამოუკიდებელი აზერბაიჯანის ნავთობ მრეწველობას ახალ ეტაპზე დიდ საქმეთა წამოწყებისათვის.

 

ამისათვის ჩვენი დიდი გამოცდილების საფუძველზე, ჩვენს განკარგულებაში არსებული დიდი მატერიალურ ტექნიკური ბაზის წყალობით, აზერბაიჯანმა ახალი ნაბიჯების გადადგმა დაიწყო, რათა კასპიის ზღვაში, წყლის სიღრმეში მდებარე საბადოებიდან ნავთობი მოეპოვებინა. ახლა აზერბაიჯანი, ამ ეტაპზე საქმეებს მსოფლიოს მრავლი ქვეყნის დიდ ნავთობ კომპანიებთან ერთად აწარმოებს. ამის შედეგი იყო,რომ 1994 წლის სექტემბერში ხელი მოეწერა ნავთობის შესახებ პირველ ხელშეკრულებას. ამის შედეგად კი შემდგომ პერიოდში, წარსულ სამ წელიწადში კასპიის ზღვის აზერბაიჯანის სექტორში მდებარე ნავთობისა და გაზის რამდენიმე საბადოს ერთად დამუშავებისათვის, მსოფლიოს დიდ ნავთობ კომპანიებთან ახალ ხელშეკრულებებს მოაწერა ხელი. კასპიის ზღვის აზერბაიჯანის სექტორში დადებულ ხელშეკრულებებში 12 ქვეყნის 20 დიდი ნავთობ კომპანია იღებს მონაწილეობას.

 

ამრიგად, აზერბაიჯანი კასპიის ზღვაში ერთ დროს ნავთობ საბადოების აღმოჩენასა და მათი გამოყენებისათვის პირველ ნაბიჯებს დგამდა, ახლა კი მე-20 საუკუნის დასასრულსა და 21 საუკუნის დასაწყისში კასპიის ზღვის მდიდარი საბადოების აზერბაიჯანის, კასპიისპირა ქვეყნებისა და მსოფლიო ეკონომიკის სფეროში მოხმარებისათვის მშვენიერი ინიციატივები იქნა წამოწყებული და მათი შედეგია რომ უკანასკნელი სამი წლის მანძილზე მრავალი საქმე გაკეთდა.

 

სიამოვნებით მინდა ავღნიშნო რომ კასპიის ზღვამ მსოფლიოს ყველა ქვეყანაში დიდი ინტერესი გამოიწვია. კასპიის ზღვის აზერბაიჯანის სექტორში არსებული ნავთობ-გაზის საბადოს ერთობლივი დამუშავებისათვის ჩვენ მრავალი კომპანია გვთავაზობს თავის პარტნიორობას. დიდი კმაყოფილების გრძნობით მინდა ავღნიშნო რომ კასპიისპირა სხვა ქვექნებმაც რუსეთმა, ყაზახეთმა, თურქმენეთმა და ირანმა კასპიის ზღვის მათ კუთვნილ სექტორში საქმეები წამოიწყეს. ვიმედოვნებ, რომ მათი საქმეებიც წარმატებების მომტანი იქნება. კასპიის ზღვის ენერგო რესურსები კაცობრიობისათვის დიდად მნიშვნელოვანია და ამიტომაც ის კაცობრიობის კეთილდღეობასა და მის განვითარებას უნდა მოხმარდეს.

 

მოვლენა რომელიც მიზეზი გახდა ჩვენი დღევანდელი შეკრებისა არის ნავთობ ნედლეულის პირველადი მოპოვება. მაგრამ დღეს აზერბაიჯანი სხვა მშვენიერ დღესასწაულსაც ზეიმობს,ესაა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პირველი დემოკრატიული კონსტიტუციის მიღების მეორე წლისთავი.

 

ამ დღესასწაულთან დაკავშირებით,აზერბაიჯანის რესპუბლიკის კონსტიტუციის მიღებასთან დაკავშირებულ დღსასწაულს გულითადად გილოცავთ თქვენ, აზერბაიჯანის ყველა მოქალაქეს და კონსტიტუციის საფუძველზე აზერბაიჯანის დემოკრატიული, სამართლიანი,განვითარებული ქვეყნის მშენებლობაში ყველას წარმატებებს გისურვებთ.

 

ეს დღე აზერბაიჯანელი ხალხისათვის ძვირფასი დღეა კონსტიტუციის დღე, ამავე დროს კასპიის ზღვის ნავთობ საბადოებში სამი წლის განმავლობაში მიმდინარე სამუშაოების შედეგად პირველადი ნავთობ ნედლეულის მოპოვების აღმნიშვნელი ცერემონიალიც ერთმანეთს მჭიდროდ უკავშირდება. აზერბაიჯანმა სახელმწიფო დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ,მას შემდეგ რაც ჩვენი ხალხი თავისი რესურსების ბატონპატრონი გახდა, თავისი რესურსების სურვილისამებრ გამოყენების შესაძლებლობა მოიპოვა აზერბაიჯანმა დამოუკიდებლად მსოფლიოს მრავალ ქვეყანასთან,კომპანიასთან დადო ისეთი გრანდიოზული ხელშეკრულება როგორიცაა \"საუკუნის კონტრაქტი\". დამოუკიდებელმა აზერბაიჯანმა მიიღო თავისი პირველი დამოუკიდებელი კონსტიტუცია. აზერბაიჯანში მიმდინარეობს დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის პროცესი. ესენი ერთმანეთთანაა დაკავშირებული, ერთმანეთის შემავსებელი მოვლენებია.

 

ჩვენ დღეს, აქ, \"ჩირაგი\"ს ნავთობ საბადოდან პირველადი ნავთობ ნედლეულის მოპოვებას ვზეიმობთ. დღეს დილით ვერტალიოტით ჩვენ \"ჩირაგი\" საბადოში აგებულ პლათფორმაზე ვიყავით, გავეცანით იქ შესრულებულ სამუშაოებს და დავათვალიერეთ პლათფორმა. ზღვის შუაში ნამდვილი სასწაულია შექმნილი.

 

აზერბაიჯანელებს ვერ განაცვიფრებ ზღვაში მდებარე ესტაკადებითა და პლათფორმებით. მგონი ამას დაადასტურებენ ვერტალიოტით \"ჩირაგი\" საბადოში ნამყოფი სტუმრები. რადგან სანაპიროდან \"ჩირაგი\" პლათფორმამდე ვერტალიოტით გადაფრენამდე, ჩვენ კასპიის ზღვაში მრავალი პლათფორმა და \"ნეფთ დაშ\"ები, მრავლ კილომეტრიანი ესტაკადები და იქ მდებარე საცხოვრებელი ბინები ვნახეთ. ეს ყოველივე აზერბაიჯანელი ხალხის შექმნილია. ამიტომაც ჩვენ ეს არ გვაოცებს. მაგრამ მიუხედავად ამისა \"ჩირაგი\"ს საბადოში სამი წლის განმავლობაში აგებული პლათფორმა ნამდვილი სასწაულია, მნახველს ნამდვილად განაცვიფრებს. იმიტომ, რომ ის კასპიის ზღვაში მდებარე დანარჩენი პლათფორმებისა და ესტაკადებისაგან განსხვავდება თავისი თანამედროვე ტექნიკით, ტექნოლოგიით, თანამედროვე შესაძლებლობებით. ამ პლათფორმის მნახველი აღტაცებაში მოდის, რადგან ეს არის დიდი საამქრო, ქარხანა, შეიძლება ითქვას რომ ის დიდი ქალაქია. იქ ხალხი კიდევაც ცხოვრობს და კიდევაც მუშაობს. იქ ადამიანები ნავთობ ნედლეულს იღებენ.

 

ამ საქმეს თავისი ეკონომიური და სულიერი მხარე გააჩნია. ეკონომიური მხარე ისაა, რომ ჩვენს მიერ წამოწყებული საქმე წელსაც და მომავალშიც აზერბაიჯანსაც და მასთან ერთად კასპიის ზღვაში ერთობლივად საქმის მწარმოებელ კომპანიებსაც და ქვეყნებსაც დიდ ეკონომიურ სარგებელს მოუტანს. მაგრამ ამისი სულიერი, პოლიტიკური მხარე ისაა, რომ ჩვენ მსოფლიოში ცნობილ თანამედროვე ტექნიკას, ტექნოლოგიას ვიყენებთ და მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან მაღალი პროფესიული დონის სპეციალისტები, ინჟინრები, მუშები ჩამოდიან და აზერბაიჯანელ მენავთობეებთან, სპეციალისტებთან ერთად მხარდამხარ მუშაობენ. ეს სასიხარულო მოვლენაა. ეს ჩვენ მომავალი საქმის დასაწყისია და თანაც მშვენიერი დასაწყისი.

 

სამი წლის მანძილზე შესრულებული საქმეები მაღალი დონისაა, რადგან \"ჩირაგი\"ს ნავთობ საბადოში პლათფორმაცაა აგებული. იქ წყლის სიღრმე 120 მეტრია და ამ სიღრმეში 3 ათასი მეტრის სიღრმის ჭააბურღილია გათხრილი. იქიდან უკვე ნავთობცაა ამოღებული. პროექტის მიხედვით მომავალში იმ პლათფორმაზე მეორე ორმოც უნდა გაითხაროს, შემდეგ კიდევ 8, მთლიანობაში კი 24 ჭაბურღილი იქნება გათხრილი. ამ პლათფორმიდან წელიწადში 6 მილიონი ტონა ნავთობი უნდა იქნეს მოპოველი.

 

ამ პლათფორმასთან ერთად, სამი წლის განმავლობაში შესრულებული სამუშაოებით, მოპოვებული ნავთობის მაშინვე ექსპორტირებისათვის, შექმნილია სრული მატერიალურ ტექნიკური ბაზა. პლათფორმიდან სანაპირომდე გაყვანილია 176 მეტრის სიგრძის ნავთობსადენი. \"ჩირაგი\"ს საბადოდან მოპოვებული ნავთობი ამ სადენის საშუალებით სანაპიროზე მოედინება. ჭაბურღილებში ნავთობთან ერთად გაზიც ამოდის. ამ გაზის გამოყენებისათვის \"ჩირაგი\" საბადოდან \"ნეფთ დაშლარ\"ამდე 48 კილომეტრის სიგრძის გაზსადენია გაყვანილი. გაზი მიტანილი იქნება იქამდე, იქიდან კი სანაპიროზე მოხმარებისათვის იქნება გადატანილი. მოპოვებული ნავთობის დაგროვებისა და საზღვარგარეთ ბაზარზე გატანისათვის ბაქოს მახლობლად სანგაჩალში აშენებულია დიდი ტერმინალი, კომპლექსი. ამრიგად მოპოვებული ნავთობის სანაპიროზე გადმოტანა და მისი მოთავსება უზრუნველყოფილია. მისი მსოფლიო ბაზარზე, საზღვარგარეთ ექსპორტირებისათვის ნავთობსადენი აგებულია.

 

იცით,რომ ერთ დროს კასპიის ზღვის აზერბაიჯანის სექტორიდან, საერთოდ აზერბაიჯანიდან მოპოვებული ნავთობის ექსპორტირებისათვის ნავთობსადენის აშენებას ვგეგმავდით.პირველი ნავთობსადენი აზიის ტერიტორიიდან შავი ზღვის ნოვოროსიისკის ნავსადგურში, მეორე კი საქართველოს ტერიტორიიდან შავი ზღვის სუფსის ნავსადგურში გავა.

 

პირველი ნავთობსადენი დიდი სიძნელეების შემდეგ ექსპლუატაციაში გადაეცა. აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ამ მილსადენის სიგრძე 230 კილომეტრია, მაგრამ ნოვორისიისკამდე კი 1400 კილომეტრის უტოლდება. რუსეთის ტერიტორიაზე შესრულებულ სამუშაოთა შედეგად ჩრდილო კავკასიაში წარმოქმნილი პრობლემები მოგვარებულია.

 

ამ მილსადენში არსებული ნავთობი წელს 25 ოქტომბერს აზერბაიჯან რუსეთის საზღვარზე გადმოვიდა. დღეს დილით მიღებული ინფორმაციის საფუძველზე კი ნავთობმა ამ მილსადენით ქალაქი გროზნოც გამოიარა. ვიმედოვნებ რომ ამ ხანებში ნავთობი ნოვოროსიისკის ნავსადგურსაც მიაღწევს. მაგრამ დღეს ჩვენ მოგვაწოდეს ინფორმაცია იმის თაობაზე რომ \"ჩირაგი\"ს საბადოდან მოპოვებული ნავთობი იმავე ნავთობსადენით მომავალი წლის თებერვლის თვეში მიაღწევს ნოვორასიისკის ნავსადგურს. ასე რომ ეს საქმეები ყველა ერთ დონეზეა წამოწყობილი და შესრულებული. მე კარგად ვიცნობ წასული წლების გამოცდილებას. ზოგჯერ ამ საქმეთა ერთი ნაწილი შესრულებული იყო მეორე კი შეუსრულებელი, ამიტომაც საქმე თავის შედეგს ვერ იძლეოდა. მაგრამ აქ შესრულებული საქმე კომპლექსური ხასიათისაა.

 

მეორე ნავთობსადენი საქართველოში უნდა აშენდეს. აზერბაიჯანის საერთაშორისო ოპერაციათა ორგანიზაციის ხელმძღვანელობა გვაცნობებს, რომ ამ ნავთობსადენის მშენებლობა მომავალი წლის სექტემბრის თვისათვის მზად იქნება. ამრიგად მარტო \"ჩირაგი\"ის საბადოს ნავთობი კი არ გაედინება ამ სადენით, აგრეთვე სხვა საბადოებიდან მოპოვებული ნავთობიც სხვადასხვა მაიმართულებით, მსოფლიო ბაზრებში იქნება გატანილი.

 

ეჭვგარეშეა, რომ ყოველივე ეს კეთდება კონსორსიუმში შემავალი ორგანიზაციების მოღვაწეობისა და მათ მიერ ჩადებული კაპიტალის საფუძველზე. საერთაშორისო ოპერაციათა ხელმძღვანელობის მეთვალყურეობის ქვეშ, ამ სამი წლის მანძილზე შესრულებული საქმეებისათვის, კონსორსიუმის მეპატრონეთა მხრიდან სულ მთლიანად ერთი მილიარდის რაოდენობის კაპიტალია ჩადებული. ეს მნიშვნელოვანი მოვლენაა. ერთი მილიარდი დოლარი იქნებ რომელიმე სახელმწიფოსათვის მცირე თანხა იყვეს, მაგრამ აზერბაიჯანისათვის სამი წლის მანძილზე, სხვებთან ერთად, ერთი მილიარდი დოლარის საქმის გაკეთება, დიდად სასიხარულო და მნიშვნელოვანი მოვლენაა.

 

მინდა გაცნობოთ, რომ ამ საქმეებმა მსოფლიოს მრავალი კომპანია აზერბაიჯანში ჩამოიყვანა, ისინი აქ მოღვაწეობენ. პირველი ხელშეკრულების პროგრამის განხორციელებაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 400-მდე კომპანია იღებს მონაწილეობას. ამ კომპანიებმა საქმეში ჩადებული ერთი მილიარდის რაოდენობის ინვესტიციიდან მოიხმარეს და თვითეულმაც თავისი სარგებელი მიიღო. ეს კომპანიებია ამერიკის შეერთებული შტატების,დიდი ბრიტანეთის და ევროპის ქვეყნების რამდენიმე კომპანია. სიამოვნების გრძნობით მინდა ავღნიშნო, რომ ერთობლივად საქმის მწარმოებელ კომპანიებს შორის 72 აზერბაიჯანის რესპუბლიკის სამრეწველო ანდა საამშენებლო დაწესებულებებია. აზერბაიჯანის დაწესებულებათა მიერ ნახული საქმის ღირებულება 163 მილიონ დოლარს უდრის.

 

ამრიგად, ამ ხელშეკრულების განხორციელებაში მსოფლიოს მრავალი ქვეყანა, კომპანია და აგრეთვე აზერბაიჯანის ნავთობ მრეწველობის კომპანიები, საწარმოეები, მეცნიერები, სპეციალისტები, უმაღლესი პროფესიული დონის მუშები არიან ჩაბმულნი. ჩვენთვის სასიხარულო ფაქტია, რომ საზღვარგარეთიდან მოწვეული სპეციალისტების რაოდენობა დღითიდღე მცირდება. ესეც ბუნებრივია, რადგან აზერბაიჯანის ნავთობ მრეწველობის სფერო მაღალი დონის მეცნიერულ-ტექნიკურ პოტენციალს ფლობს. აზერბაიჯანის ამ პოტენციალის გამოყენება საჭიროა, რადგან ეს, ეკონომიკური თვალსაზრისით უფრო მომგებიანია.

 

მინდა ერთხელ კიდევ ავღნიშნო, რომ შესრულებულმა საქმეებმა კასპიის ზღვის ენერგო რესურსები მსოფლიოს უჩვენა. გაცნობებთ, რომ აზერბაიჯანის სექტორში არსებული საბადოების შესახებ 9 ხელშეკრულებაა დადებული. პირველი ხელშეკრულების თანხა 8 მილიარდის რაოდენობითაა გათვალისწინებული. მთლიანად დადებულ ხელშეკრულებათა ინვესტიცია კი 30 მილიარდი დოლარის ტოლია. ეს თანხა მთლიანად კასპიის ზღვის აზერბაიჯანის სექტორში მდებარე საბადოების გადამუშავებისათვის არის გათვალისწინებული. მაგრამ კასპიის ზღვის სხვა ქვეყნების კუთვნილი სექტორებიც ძალიან მდიდარია ნავთობ-გაზის საბადოებით. მე მიმაჩნია, რომ აზერბაიჯანის სექტორში წარმოებული საქმეები, მიღებული გამოცდილება მათ მოქმედებაში მოსვლასაც დიდად შეუწყობს ხელს. ჩვენ მზად ვართ მიღებული გამოცდილება კასპიისპირა ქვეყნებს გაუნაწილოთ და კასპიის ზღვის ენერგო რესურსების გამოყენებისათვის ჩვენი სამსახურიო გავუწიოთ ყველას ვისაც დასჭირდება.

 

ვსაუბრობ რა შესრულებულ სამუშაოთა შესახებ,მინდა მადლობა გადაუხადო პირველ ხელშეკრულებაში შემავალ ყველა კომპანიას, მათ მიერ ხელშეკრულების განხორციელებაში შეტანილი წვლილისათვის. მინდა მადლობა მოვახსენო საერთაშორისო ოპერაციათა კომპანიაში მომუშავე ყველა სპეციალისტს, მენავთობეებს, საზვარგარეთის ქვეყნებიდან და აზერბაიჯანიდან მყოფ ყველა ადამიანს.

 

მადლობას ვუხდი აზერბაიჯანის საერთაშორისო ოპერაციათა კომპანიის ხელმ ძღვანელობას და პირადად მის მეთაურს, \"ბრიტიშ პეტროლიუმი\"ს კომპანიის წარმომადგენელს ტერრი ადამსს. მიმაჩნია, რომ ამ სამი წლის განმავლობაში ჩვენმა ერთად შესრულებულმა საქმემ მომავალს ფართო გზა გაუხსნა. ჩვენ მზად ვართ აზერბაიჯანში ჩამოსულ ყველა კომპანიასთან, ამ საქმის მონაწილე ყველა ქვეყანასთან მომავალშიც ვითანამშრომლოთ.

 

ჩვენი სურვილია, კასპიისპირა ქვეყნებმა თავიაანთი სექტორის შესაძლებლობებით რაც შეიძლება მეტი ისარგებლონ. ჩვენ მათთან ვართ ყოველთვის საქმის ერთად შესრულებისა და ჩვენი გამოცდილების გასანაწილებლად.

 

როგორც ავღნიშნე კასპიის ზღვა მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ენერგო რესურსების მქონე აუზივით არის ცნობილი. ამავე დროს კასპიის ზღვის მეორე სანაპიროზეც, ცენტრალური აზიის ქვეყნების ტერიტორიაზეც ძალიან მდიდარი ნავთობ საბადოები მდებარეობს. ამ საბადოების ზღვაშიც და ხმელეთზეც მდებარე საბადოების დამუშავება, მოხმარება მომავლისათვის ჩვენს წინაშე მდგარი დიდი ამოცანაა. ჩვენ გვინდა ამ ამოცანათა შესრულებაში ჩვენი წვლილიც შევიტანოთ. ამ საქმეებს 21-ე საუკუნის ეკონომიური სტრატეგიის შექმნაში დიდი მნიშვნელობა აქვს.

 

ჩვენს მიერ დადებული ხელშეკრულებების უმეტესობა 30 წლის ვადით არის. მაგრამ მე მიმაჩნია, რომ ეს ხელშეკრულებები 30 წელზეც მეტ ხანს იმუშავებენ. აზერბაიჯანის რესპუბლიკის მსოფლიოს დიდ ნავთობ კომპანიებთან დადებული ხელშეკრულებები 21-ე საუკუნეში აზერბაიჯანისათვის და აზერბაიჯანთან ერთად მომუშავე კომპანიებისა და ქვეყნებისათვის ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტია. ჩვენ დიდი და ბედნიერი მომავლის მიჯნაზე ვიმყოფებით. ჩვენ მისი საძირკვლის ქვა უკვე დავდეთ.დღევანდელი საზეიმო ცერემონიალიც ამას ეძღვნება. ამიტომაც მე აზერბაიჯანელ ხალხს, კასპიისპირა ყველა ქვეყანის ხალხს, კასპიის ზღვის რესურსების მოხმარების სურვილის მქონე ყველა ქვეყანას,კომპანიებს ამ დიდი საქმეების 21-ე საუკუნეშიც წარმატებით წინსვლას ვუსურვებ.

 

ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაც არის გადასაჭრელი.ესაა მომავალში მოპოვებული ნავთობის ექსპორტი. როგორც ავღნიშნე, პირველი ხელშეკრულების საფუძველზე მოპოვებული ნავთობის ექსპორტირებისათვის ორი მილსადენია გაყვანილი.მაგრამ ჩვენს ორ ხელშეკრულებაში გათვალისწინებულია, რომ ძირითადი დიდი მილსადენიც აშენდეს. მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ ამის შემდეგ 8 ხელშეკრულებაა დადებული და მე-9 კი \"ქურდაშ\" ნავთობსაბადოს ერთად დამუშავებისათვისაც მომზადებული ხელშეკრულება ხელმოსაწერად უკვე მზადაა ე.ი. 9 ხელშეკრულების საფუძველზე დიდი საქმეები უნდა შესრულდეს, ათი მილიონი ტონა ნავთობი უნდა იქნეს ამოღებული. მაგალითად, ჩვენი გამოანგარიშებებით 5-6 წლის შემდეგ ხელშეკრულებათა საფუძველზე აზერბაიჯანში დაახლოებით 50-60 მილიონი ტონა ნავთობი უნდა იქნეს მოპოვებული. მისი ექსპორტირებისათვის ძირითადი ნავთობსადენი და რამდენიმე მიმართულებით გამდინარე ალტერნატიული მილსადენები უნდა იქნეს გაყვანილი. ეს ჩვენს წინაშე მდგარი ერთერთი მთავარი ამოცანათაგანია.

 

დიდად დასანანია, რომ ეს ახლა საერთაშორისო არენაზე სხვადასხვა აზრის, კამათის გამომწვევი მასალათაგანია. ყველა დიდადაა დაინტერესებული იმით თუ რომელი მიმართულებით, რომელი ქვეყნის ტერიტორიიდან გაივლის აზერბაიჯანის, კასპიის ნავთობი. ეჭვგარეშეა, რომ ამისი მიზეზი ამ საქმის ეკონომიური მომგენიაობაა. მე რამდენჯერმე ვესაუბრე პირველი ხელშეკრულების მეწარმეებს. ისინი ამ საქმის კომერციულ ანუ ეკონომიურ მხარეს სერიოზულ ყურადღებას აქცევენ, რადგან ამ მილსადენის გაყვანა შეიძლება როგორც ჩრდილოეთით ასევე სამხრეთით და დასავლეთითაც. აღმოსავლეთით გატარება ვგონებ შეუძლებელია. მაგრამ ამათგან, ეკონომიური თვალსაზრისით რომელი უფრო მომგებიანია, რომელი უფრო საიმედოა, რომლის უსაფრთხოებაა მთლიანად უზრუნველყოფილი. ეჭვგარეშეა,რომ ეს მასალები კარგად უნდა იქნეს აწონილ-დაწონილი. პირველ რიგში ნავთობ კომპანიებმა, კონსორიუმებმა ამის შესახებ თავიაანთი სიტყვა უნდა თქვან, რათქმა უნდა ჩვენც უნდა ვთქვათ ჩვენი აზრი.

 

ახლა ორი მილსადენი არსებობს. ძირითადი მილსადენის მიმართულების შესახებ მრავალი აზრი არსებობს, სამხრეთისაკენ ანდა დასავლეთის მხრიდან შავ ზღვამდე მიაღწიოს, ანდა სულაც თურქეთის ტერიტორიიდან, ან ჩრდილოეთის მხრიდან, რუსეთის ტერიტორიიდან გაიაროს. მე კვლავ ვიმეორეს ყოველივე კარგად უნდა იქნეს აწონილ-დაწონილი.

 

ერთი მასალაც არსებობს. ყაზახეთში დიდი ნავთობ საბადოებია, იქიდან ნავთობს იღებენ. ამერიკის \"შევრონ\"ის ნავთობ კომპანია \"თენგიზის\" საბადოდან ნავთობს იღებს და მისი ექსპორტირებისათვის გზებს ეძებს. \"შევრონ\"ის ნავთობ კომპანიამ ჩვენ თხოვნით მოგვმართა. ჩვენ შევპირდით \"შევრონ\"ს, რომ მათ ნავთობს ყაზახეთის, კასპიის ზღვაში მდებარე აქტაუს ნავსადგურიდან ტანკერებით ბაქოში ჩამოვიტანთ, აქედან კი რკინიგზის საშუალებით საქართველოს გავლით შავი ზღვის ბათუმის ნავსადგურამდე ჩავიტანთ. მარტის თვიდან დღემდე ამ გზით 500 ათასი ტონა ანუ ნახევარი მილიონი ტონა \"შევრონ\" \"თენგიზი\"ს ნავთობია ტრანსპორტირებული და მიღწეულია ბათუმის ნავსადგურამდე. მიმაჩნია, რომ ეს ციფრები თანდათან მოიმატებს, მომავალ წელს ამ გზით 2 მილიონი ტონა ნავთობის ექსპორტირებას შევძლებთ. მაგრამ ეს გზაც ძალზედ მძიმე გზაა, ამიტომაც ამა წლის ზაფხულში, ყაზახეთის პრეზიდენტმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, აქტაუს ნავსადგურიდან კასპიის ზღვის ძირით, ბაქომდე ნავთობ სადენის გაყვანის შესახებ ხელშეკრულებას მოვაწერეთ ხელი. ჩვენ ამაზე თანხმობა განვაცხადეთ. ეს ყაზახეთის ნავთობს ესაჭიროება. ჩვენი აზერბაიჯანის ტერმინალი და ახლანდელი, აზერბაიჯანიდან ჩრდილოეთისაკენ და დასავლეთისაკენ მიმავალი მილსადენები, ნავთობის ექსპორტირების საშუალებას იძლევა. ამიტომაც მიმაჩნია, რომ ამ მასალათა გადაწყვეტა, მომავალში მოსაპოვებელი ნავთობის მსოფლიო ბაზარზე გატანისათვის ძირითად მასალათაგანი იქნებოდა.

 

ამის გარდა მოლაპარაკებები მიმდინარეობს თურქმენეთიდან აზერბაიჯანში გამოსაყვანი გაზ სადენის შესახებ. ამა წლის მაისის თვეში ერთ შეთანხმებასაც მოეწერა ხელი. ამ საკითხმა თუ ჰპოვა თავისი გადაწყვეტილება, დასავლეთი ამით დიდსარგებელს მიიღებს.

 

შავი ზღვის პირა ქვეყნები, მაგალითად, საქართველოს გარდა, უკრაინა, ბულგარეთი, რუმინეთი, კიდევ იქეთა მხარეს საბერძნეთი და კიდევ იქეთ ევროპის სხვა ქვეყნებიც კასპიის ზღვიდან მოპოვებული ნავთობის გამოყენებას აპირებენ. ამრიგად, ჩვენ თუ ნავთობს მილსადენებით თურქეთამდე, შავი ზღვის სანაპირომდე საქართველომდე, ანდა თურქეთის სანაპირომდე გადავიტანთ, თუ კი ეს ნავთობი თურქეთის ტერიტორიას გაივლის, ეჭვგვრეშეა, რომ ეს ქვეყნებიც უზრუნველყოფილნი იქნებიან.ეს ქვეყნები დიდ ინტერესს იჩენენ კასპიის ზღვიდან მოპოვებული ნავთობის მხრივ.

 

ყოველივე ამას აწონდაწონვა ესაჭიროება. ჩვენს პირველ პროექტში ძირითადი, დიდი ნავთობ სადენის ბაქო ჯეიჰანის მიმართულებით გაყვანაა გათვალისწინებული.

 

მართალია, ინვესტორები და მეწარმეები ამბობენ, რომ ეს გზა ძალიან ძვირი ჯდება. ამის ეკონომიური მხარე თვითონ უნდა განსაზღვრონ. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს მარშრუტი, გზა აზერბაიჯანული ნავთობის, კასპიის ზღვის ნავთობის ექსპორტირებისათვის ძირითად გზათაგან ერთ-ერთად შეიძლება იქცეს. ამიტომაც ამ გზის მშენებლობას ჩვენ წინათაც უჭერდით მხარს და ახლაც ვუჭერთ. მაგრამ მასალის საბოლოო ბედი კომპანიების, კონსორსიუმებისა და მეწარმეების გადასაწყვეტია.

 

დღეს რუსეთის პრემიერ მინისტრის პირველმა მოადგილემ ბორის ნემცოვმა, ჩრდილოეთის მიმართულების ახალი ნავთობ სადენის რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან გაყვანის შესახებ საკითხი წამოაყენა. შეიძლება ეს მასალაც განხილული იქნეს. სხვა მიმართულებითაც შეიძლება მრავლი საქმის წარმოება. მე მიმაჩნია, რომ კასპიის ზღვის აზერბაიჯანის სექტორიდან, სხვა სექტორებიდან, აგრეთვე ცენტრალური აზიიდან, განსაკუთრებით კი ყაზახეთიდან მოპოვებული ნავთობის ექსპორტირებიათვის, ძირითადად კი დასავლეთისაკენ ექსპორტისათვის მრავალი საქმე უნდა გაკეთდეს, საჭიროა რამდენიმე ნავთობსადენის აშენება. ჩვენ ამ საქმეებში აქტიურად უნდა მივიღოთ მონაწილეობა.

 

ჩვენს მიერ შესრულებულმა საქმეებმა, აზიასა და ევროპას შორის ახალი სატრანსპორტო გზის შექმნის საკითხი წამოაყენა. უძველესი \"აბრეშუმის გზის\" აღდგენის საქმე უკვე რეალობადაა ქცეული. გასულ წელს ჩვენ ერთ შეთანხმებასაც მოვაწერეთ ხელი,ამ შეთანხმების საფუძველზე ცენტრალური აზიიდან,კასპიის ზღვაზე, აზერბაიჯანიდან საქართველოში, შავი ზღვიდან ევროპაში სატრანსპორტო დერეფანი გავხსენით. ეს სატრანსპორტო დერეფანი უკვე მუშაობს. ცენტრალური აზიიდან ევროპაში, ევროპიდან კი ცენტრალურ აზიაში ტვირთი გადააქვთ. ეკონომიური თვალსაზრისით ესეც ძალიან მომგებიანია. ამ ტვირთებს აზერბაიჯანის კუთვნილი ტანკერები ეზიდებიან. აზერბაიჯანის, საქართველოს ტერიტორიიდან ტვირთი რკინიგზით იგზავნება. შემდეგ ისინი შავი ზღვიდან გემებით ევროპაში გადააქვთ. ამ სატრანსპორტო დერეფანს ძალიან დიდი მომავალი და მნიშვნელობა აქვს. ჩვენ ამასაც მხარი დავუჭირეთ და ამ სატრანსპორტო დერეფნის მონაწილე ქვეყნებთან ვთანამშრომლობთ კიდეც და ამის შემდეგაც ვითანამშრომლებთ.

 

მე მიმაჩნია, რომ ნავთობ სადენები და აზია ევროპა, ევროპა-აზიის სატრანსპორტო დერეფანი ამ ქვეყანათა ეკონომიას ერთმანეთთან უფრო მჭიდროდ დააკავშირებს და მათ ურთიერთობებს უფრო გააძლიერებს.

 

პატივცემულო ქალბატონებო და ბატონებო!

 

დღევანდელი საზეიმო ცერემონიალი, მიღწეული წარმატებები, აზერბაიჯანის სახელმწიფო დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ გახდა შესაძლებელი. ჩვენ დღეს აზერბაიჯანის სახელმწიფო დამოუკიდებლობის ნაყოფს ვიმკით.

 

1994 წლის სექტემბრის თვეში, ჩვენ პირველ დიდ ნავთობ ხელშეკრულებას მოვაწერეთ ხელი და ამით მსოფლიოს ვუჩვენეთ, რომ აზერბაიჯანი დამოუკიდებელი სახელმწიფოა და როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო თავისი ბუნებრივი რესურსების ბატონპატრონივით მისი გამოყენების შესახებ თვითონ იღებს გადაწყვეტილებებს. სამი წლის გასვლის შემდეგ ჩვენ ერთხელ კიდევ დავრწმუნდით იმაში, რომ აზერბაიჯანი დამოუკიდებელი სახელმწიფოა, მისი დამოუკიდებლობა ურყევია, მუდმივია და ჩვენ უკვე ამ დამოუკიდებლობის ნაყოფიც მოვიწიეთ.

 

ჩვენი დღევანდელი საქმეები 21-ე საუკუნისთვის, მომავალი თაობისთვისაა განკუთვნილი. ჩვენ დღეს ნავთობ ნედლეულის მოპოვებას ვზეიმობთ. მომავალ წელს \"ჩირაგ\"ის საბადოდან 2 მილიონი ტონა ნავთობი უნდა იქნეს ამოღებული, მაგრამ რამდენიმე წლის შემდეგ 5-6 მილიონი ტონა, 5-6 წლის შემდეგ კი 40-50 მილიონი ტონა ნავთობი იქნება ამოღებული. შემდეგ კი კიდევ უფრო მეტი რაოდენობით იქნება ამოღებული. ასე, რომ 21-ე საუკუნეში აზერბაიჯანის ეკონომია ნავთობ მრეწველობის საშუალებით უმაღლეს დონეს მიაღწევს და აღორძინდება.

 

ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს წარმატება მხოლოდ ნავთობ მრეწველობისათვის არ არის განკუთვნილი, ის აზერბაიჯანის მთელი ეკონომიის სფეროების, დამოუკიდებელი სახელმწიფოსავით აზერბაიჯანის განვითარებისათვის, ჩვენს ქვეყანაში საბაზრო ეკონომიური განვითარებისათვის ძალიან კარგი საშუალებაა. ჩვენ ამ საშუალებებს გამოვიყენებთ.

 

დღევანდელი საზეიმო ცერემონიალი, ეს შეხვედრები ერთხელ კიდევ ადასტურებს იმ ფაქტს,რომ აზერბაიჯანის კარი მსოფლიო ეკონომისათვის ღიაა. აზერბაიჯანი მსოფლიო ეკონომიას დღითი დღე უფრო მჭიდროდ უკავშირდება. აზერბაიჯანი თავის ეკონომიკას საბაზრო ეკონომიის გზით აშენებს. აზერბაიჯანი თავის ეკონომიას ამის შემდეგაც საბაზრო ეკონომიის გზით განავითარებს. ჩვენ დღეს უკვე ამის წარმატებითი შედეგების მოწმენი ვართ.

 

მინდა რამდენიმე ინფორმაცია მოგაწოდოთ. უკანასკნელ წლებში რესპუბლიკის ეკონომიაში გატარებულმა რეფორმებმა და დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობამ, აზერბაიჯანის ეკონომიკაში 5-6 წლის წინ არსებული დაცემა აღმოფხვრა. ახლა აზერბაიჯანის ეკონომიკამ წინსვლა იწყო.გასულ წელს ჩვენი ქვეყნის საერთო შიდა პროდუქტიულობამ 1,3 პროცენტით მოიმატა, წელს კი 5 პროცენტით არის მომატებული. სამრეწველო წარმოება ყოველ წელს 20-25 პროცენტით დაბლა ეცემოდა, ახლა დაცემა შეჩერებულია. ამა წლის 9 თვის განმავლობაში დაახლოებით ერთი პროცენტით ნამატიც კი არის. 1994 წელს აზერბაიჯანში ინფილაცია 1600 პროცენტს შეადგენდა, ამ წლის 9 თვის მანძილზე კი საერთოდ არ აღინიშნება, ნულს უტოლდება.

 

აზერბაიჯანის ეკონომიაში რეფორმები მიმდინარეობს. მიწის შესახებ კანონმა მიწა კერძო მესაკუთრეს გადასცა. ახლა მიწა კერძო საკუთრებაა. საკუთრება პრივატიზდება და ჩვენ ამ პრივატიზაციის ნაყოფს ვიღებთ. საგარეო ვაჭრობა ლიბერალიზებული გახდა, საგარეო ვაჭრობის ბრუნვა 9 თვის მანძილზე 30 პროცენტით გაიზარდა. წელს მთლიანად ჩვენს ეკონომიაში 1 მილიარდ 500 მილიონი დოლარის ღირებულების კაპიტალ დაბანდებას ვაპირებთ. ამის ერთი მილიარდი დოლარი უცხოური ინვესტიცია იქნება.

 

ეს ყოველივე აზერბაიჯანში მიმდინარე პროცესების, ცვლილებების, საბაზრო ეკონომიის გამოყენების შედეგია. ესაა აზერბაიჯანის ეკონომიის მსოფლიო ეკონომიასთან მჭიდრო კავშირში ყოფნის რითმული სისწრაფით განვითარების შედეგი.

 

ეს ყოველივე ჩვენ გვახარებს. ბუნებრივია, რომ ამ სასიხარულის გრძნობების თქვენთვის და ამ ცერემონიის მონაწილე სტუმრებისათვის მიწოდება ჩემს მოვალეობად მივიჩნიე.

 

მე მინდა ამ ისტორიულ მოვლენასთან დაკავშირებით ერთხელ კიდევ მოგილოცოთ. აზერბაიჯანის მენავთობეებს და აზერბაიჯანში ახლა ჩვენთან ერთად საქმის მწარმოებელ ყველა კომპანიას, მენავთობეებს, სპეციალისტებს, ეკონომისტებს ყველას მომავალ საქმიანობაში წარმატებები ვუსურვო. გმადლობთ.