აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ჰეიდარ ალიევის მოხსენება დასავლეთის ქვეყნების ნავთობ კომპანიებთან დასადებ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან ჩატარებულ ბრიფინგზე - 16 სექტემბერი 1994 წელი

პატივცემულო ჟურნალისტებო, მედიის წარმომადგენლებო!

სამ წელიწადზე მეტია, რაც რესპუბლიკის ნავთობ კომპანიასა და დასავლეთის ქვეყნების ნავთობ კომპანიებს შორის აზერბაიჯანის კასპიის ზღვაში მდებარე ნავთობ საბადოების ერთობლივი ექსპლოატაციის შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობს. აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობ კომპანიამ დასავლეთის ქვეყნების სხვადასხვა ნავთობ კომპანიებთან მოლაპარაკებები აწარმოა,შემდეგ კი 1992 წ-ს ეს კომპანიები გაერთიანდნენ და ერთიანი კონსორსიუმი შექმნეს, მოლაპარაკებებიც ამ კონსორსიუმთან გაგრძელდა.

თქვენთვის ცნობილია, რომ 1993 წ-ის ივლისის ბოლოს აზერბაიჯანში ზოგიერთი ცვლილებები მოხდა, მე როგორც რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავჯდომარემ, ამავე დროს აზერბაიჯანის სრულუფლებიანმა წარმომადგენელმა მივიღე ამ მოლაპარაკებათა შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება. გადაწყვეტილება მიღებული იქნა იმიტომ,რომ გარცელდა ინფორმაციები თითქოსდა უკვე მზადებაში მყოფ სახელშეკრულებო პროექტებში არის შეცდომები და გაააჩნია მრავალი ნაკლი, ამ სახით მომზადებული პროექტი აზერბაიჯანის რესპუბლიკას სარგებლობას ვერ მოუტანდა.ამ ინფორმაციათა სისწორის დასადგენად, პროექტის აზერბაიჯანის რესპუბლიკის ინტერესების რაოდენ შესაფერისობის განსაზღვრელად მივიღე გადაწყვეტილება მოლაპარაკებათა შეჩერების თაობაზე.ამის შემდეგ, რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობ კომპანიაში მომზადებული მასალები ერთხელ კიდევ გადასინჯეს, გაანალიზეს.

იმ დროს, დასავლეთის ნავთობ კომპანიათა პრეზიდენტები და სხვა ხელმძღვანელი პირები აზერბაიჯანში ჩამოვიდნენ, შევხვდით პირისპირ.შემდეგ კი აზერბაიჯანის ნავთობ მრეწველობაში მომუშავე მეცნიერები,სპეციალისტები, ამ სფეროს ხელმძღვანელები და ამ საქმეში მოღვაწე სხვა პირები განსაზღვრულ თათბირზე შევიკრიბენით. ჩვენ ფართოდ განვსაჯეთ ყოველივე, მე აზერბაიჯანის პოზიცია გამოვხატე.აქ ნათელი გახდა ხელშეკრულებათა შეჩერების მიზეზი- მე ეს მიზეზები მოვახსენე და დასავლეთის კომპანიები დავაიმედე, რომ ისინი არ შეწუხებულიყვნენ, ეს საქმე გაგრძელდებოდა, მაგრამ რადგან ნავთობი აზერბაიჯანის ყველაზე დიდი,ყველაზე ღირსეული სიმდიდრეა, ამ მასალის ძირიანად შესწავლა,დაწვრილებით განხილვა იყო საჭირო.ამითაც მიღწეული იქნა შეთანხმება და საქმეები გაგრძელებული იქნა.

აზერბაიჯანის ნავთობ კომპანიამ პირველ ეტაპზე, ამ საქმეთა წარმოებისათვის დასავლეთის ქვეყნების ნეიტრალური ექსპერტები-ამერიკის შეერთებული შტატებიდან,კანადიდან და სხვა ქვეყნებიდან ექსპერტები მოიზიდა.ეს მასლები მათი მონაწილეობით იქნა განხილული.შემდეგ მოლაპარაკებები ერთ დროს ლონდონში გაგრძელდა.მაგრამ ლონდონში მიმდინარე მოლაპარაკებათა შედეგების გაცნობის შემდეგ ვნახე,რომ ისინი აზერბაიჯანის ინტერესებს არ შეესაბამებოდნენ,გვერდზე გადავდე იქ მომზადებული პროექტი და არ მივიღე.ამის შემდეგ აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობ კომპანიამ, ჩემი დავალებით რესპუბლიკის მეცნიერებთან, სპეციალისტებთან, ნავთობის სფეროში მოღვაწე გამოცდილ ადამიანებთან ერთად ერთხელ კიდევ განსაზღვრა ამ მოლაპარაკებებში აზერბაიჯანის პოზიცია.მათ ჩემს სახელზე, როგორც აზერბაიჯანის პრეზიდენტს ოფიციალური მიმართვა დაწერეს და თავიაანთი წინადადებები შემომთავაზეს,თუ რომელ პრინციპებზე შეეძლო აზერბაიჯანს ამ მოლაპარაკებების გაგრძელება. მე ყოველივე ეს გავაანალიზე ,მოვეთათბირე ჩვენს ხელმძღვანელ ორგანოებში ამ საქმით დაკავებულ პირებს და ამა წლის 4თებერვალს აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობ კომპანიას მოლაპარაკებების ამავე პრინციპებით გაგრძელების შესახებ ბრძანება მივეცი. აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობ კომპანიას,მის პრეზიდენტს ნათიგ ალიევს უშუალოდ უფლება მივეცი,რომ ეს მოლაპარაკებები გაეგრძელებინა წარდგენილი წინადადებების საფუძველზე. ამის შემდეგ ამ საქმეში ახალი ეტაპი დაიწყო.

აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანიამ დასავლეთის ნავთობ კომპანიებთან მოლაპარაკებები ბაქოში აწარმოა.შემდეგ ეტაპზე დასავლეთის ნავთობ კომპანიათა თხოვნით მოლაპარაკებები თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ სტამბულში გაგრძელდა და ივლისის თვეში დასრულდა.აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობ კომპანიის პრეზიდენტმა ნათიგ ალიევმა ივლისის თვეში ამ მოლაპარაკებათა შედეგების შესახებ წერილობით მოხსენება გადმომცა.გავაანალიზე რა ეს მოხსენება მივიღე გადაწყვეტილება,რომ მოლაპარაკებების დროს მიღწეული შეთანხმებების საფუძველზე შეგვეძლო ხელშეკრულების მომზადების ეტაპზე გადასვლა.

მივიღე აზერბაიჯანის ნავთობ კომპანიის ხელმძღვანელები- პრეზიდენტი,პრეზიდენტის მოადგილეები და სახელმწიფო ნავთობ კომპანიის მთელი წარმომადგენლობა,რომლებიც მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ დასავლეთის ნავთობ კომპანიებთან.მათი მოსმენის შემდეგ მივიღე დასავლეთის ნავთობ კომპანიათა წარმომადგენლებიც. აზერბაიჯანის ნავთობ კომპანიის ხელმძღვანელობამ, მოლაპარაკების მონაწილე დელეგაციის ყველა წევრმა და დასავლეთის ნავთობ კომპანიის კონსორსიუმის წარმომადგენლებმა მაცნობეს,რომ სტამბულში წარმოებული მოლაპარაკებების დროს მხარეებს შორის მიღწეული იქნა შეთანხმება. ამ შეთანხმებათა საფუძველზე კი შეიძლებოდა ხელშეკრულების პროექტის მომზადება. დავეთანხმე და აგრეთვე თანხმობა განვაცხადე იმის გამო,რომ აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობ კომპანიის დასავლეთის ნავთობ კომპანიათა კონსორსიუმთან,მათ წარმომადგენლებთან სტამბულში წარმოებული მოლაპარაკებების დასრულებასთან და ხელშეკრულების პროექტის მომზადების დაწყებასთან დაკავშირებით ბაქოში პროტოკოლს მოეწეროს ხელი. და აი ასეთ პროტოკოლს ივლისის შუა რიცხვებში ბაქოში ხელი მოეწერა.

21 ივლისს, აზერბაიჯანის ნავთობ კომპანიის მოლაპარაკების მწარმოებელი დელეგაციის წარმომადგენლობა დასავლეთის ნავთობ კომპანიის კონსორსიუმის მიპატიჟებით ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ხიუნსტონში ჩავიდა. იქ 45 დღის განმავლობაში პროექტის მომზადებაზე მუშაობდნენ.იქიდან მიღებული ცნობებით,ჩვენი დელეგაციის წარმომადგენლების ბაქოში დაბრუნების შემდეგ,მათგან მიღებული ინფორმაციით ცნობილი გახდა,რომ პროექტზე მუშაობის დროს მრავალ სიძნელეს წააწყდნენ.აზერბაიჯანის ნავთობ კომპანიის სრულუფლებიანი წარმომადგენლობა შეეცადა დაეძლია ეს სიძნელეები.მიმაჩნია,რომ მათი შრომისუნარიანობისა და გამოცდილების შედეგია,რომ ამ დაძაბული მდგომარეობის დროს ეს სიძნელეები აღმოფხვრილი იქნა და ხელშეკრულების პროექტი კი მომზადებული.

ჩვენი დელეგაციის წარმომადგენლების ხიუნსტონიდან დაბრუნების შემდეგ მივიღე აზერბაიჯანის ნავთობ კომპანიის პრეზიდენტი ნათიგ ალიევი.მან, ხიუნსტონის მოლაპარაკებათა შედეგების, იქ წარმოქმნილი სიძნელეებისა და მათი დაძლევის შესახებ წერილობითი ინფორმაცია მომაწოდა, ამიხსნა.ამავე დროს მაცნობა აზერბაიჯანის ნავთობ კომპანიის დელეგაციის წარმომადგენელთა აზრი,რომ მომზადებული პროექტები შეიძლება ხელმოწერილი იქნას. შემდეგ, მე ეს მასალები და მიღწეული შედეგები აზერბაიჯანის სახელმწიფო ხელმძღვანელ წრეებთან-უმაღლესი საბჭოს,მინისტრთა კაბინეტის ხელმძღვანელობასთან,პრეზიდენტის აპარატში ამ საქმით დაკავებულ პასუხისმგებელ პირებთან, სამინისტროებთან და მინისტრებთან განვიხილე.ბოლოს მივიღე გადაწყვეტილება,რომ მომზადებული პროექტის ხელმოწერა შეიძლება.ამის შესახებ გავეცი შესაბამისი განკარგულება. ამ ინფორმაციის საზოგადოებისადმი ოფიციალურად მიწოდებისათვის კი თქვენ- პრესის წარმომადგენლები აქ მოგიწვიეთ.

ჩემს მიერ მიღებული გადაწყვეტილება,გაცემული ბრძანება ასეთია,რომ დასავლეთის ნავთობ კომპანიათა კონსორსიუმსა და აზერბაიჯანის ნავთობ კომპანიას შორის მომზადებულ ხელშეკრულებას, ამა წლის 20 სექტემბერს, ბაქოში, გულისტანის სასახლეში ხელი მოეწეროს.

წლების განმავლობაში,ანუ სამი წლის მანძილზე მიმდინარე საქმემ მიმაჩნია,რომ დადებითი შედეგი გამოიღო.ეჭვგარეშეა,რომ წარმოდგენილი ხელშეკრულების პროექტი ჩვენს ყველა მოთხოვნას,ჩვენს სურვილებს არ აკმაყოფილებს.გასაგებია, მე მრავალჯერ მაქვს ეს განცხადებული,დღესაც -პროექტის მზად ყოფნისა და ამის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგაც მინდა გავიმეორო,რომ ჩვენ დღესაც, მომავალშიც აზერბაიჯანის ბუნებრივ რესურსებს,განსაკუთრებით, კი ყველაზე ძვირფას ბუნებრივ რესურსს ნავთობის საბადოებს ფრთხილად,ყაირათიანად უნდა მოვეკიდოთ.უნდა შევეცადოთ,რომ ამ რესურსებით აზერბაიჯანელ ხალხს დღესაც და მომავლისათვისაც მაქსიმალური სარგებელი მოუტანოთ.

ეს პრინციპები მიმაჩნია მე ყოველთვის საფუძვლად,დღესაც ასეა . ეჭვგარეშეა,რომ ჩვენი ყველა სურვილი,მოთხოვნა ამ პრინციპების გათვალისწინებით პროექტში არ არის გამოსახული.ჩვენ ამ პროექტით ამაზე მეტი სარგებლის მიღება გვინდა.მაგრამ

ერთობლივი საქმის წარმოება იმას ნიშნავს,რომ ყოველი ორივე მხარე ცდილობს თავისი სარგებელი მიიღოს და უნდა მიიღოს კიდეც.თუ კი მოპირდაპირე სარგებლის პრინციპი არ იქნებოდა ეჭვგარეშეა,ეს ხელშეკრულებაც არ იქნებოდა.

თქვენთვის ცნობილია, რომ \"ამოკო\", \"ბრიტიშ პეტროლიუმი\", \"სტატოილი\", \"პენნზოილი\", \"რემკო\", \"იუნოკალი\", \"მაკდერმოტი\" დასავლეთის ნათობ კომპანიებია. თანამონაწილე ერთერთი კომპანია თურქეთის,მეორე კი ლუკოილი რუსეთის კომპანიაა. დასავლეთის კომპანიები ძალზედ დიდი ნავთობ კომპანიებია, მსოფლიოს მრავალ კუთხეში იღებენ ნავთობს. ეჭვგარეშეა, რომ ისინი აზერბაიჯანშიც მოგების მიზნით არიან ჩამოსულები,- ბუნებრივია, ისინი თავიაანთი მომგებიანობის განხორციელებას შეეცადნენ.აზერბაიჯანის მხარე კი პირველად,ჩვენს საუკუნეში,-წარსულშიც მიუღიათ უცხოელებს,უცხო ქვეყნის კომპანიებს აზერბაიჯანში, ნავთობის ამოღებაში მონაწილეობა.იცით,რომ 1920 წლის შემდეგ ასე აღარ მომხდარა,-პირველად მიდის აზერბაიჯანი ასეთი დიდი ხელშეკრულების,პროექტის განხორციელებისაკენ.ეჭვგარეშეა,რომ ერთი წლის მანძილზე,ჩემი პირადი ჩარევის შედეგად დამატებით მიმდინარე საქმეები მხოლოდ და მხოლოდ აზერბაიჯანის ამ საქმეში მაქსიმალური მოგების მიღებიათვის იყო გამიზნული.

მიმაჩნია,რომ ჩვენი თანამონაწილეობა ამ პროექტში რომც არ ირეკლებოდეს, წარმოდგენილი პროექტი აზერბაიჯანის რესპუბლიკის,აზერბაიჯანელი ხალხის ეკონომიკური ინტერესების დღევანდელსა და ხვალინდელ დღეს უზრუნველყოფს, ამიტომაც მივიღე ამ ხელშეკრულების ხელმოწერის თაობაზე გადაწყვეტილება.

პროექტი გრანდიოზულია,ამის შესახებ ლაპარაკი ზედმეტია. მაგრამ მინდა რამდენიმე ეკონომიურ მაჩვენებელზე შევაჩერო თქვენი ყურადღება.პირველი ხელშეკრულება ითვალისწინებს აზერბაიჯანის კასპიის ზღვაში მდებარე ნავთობ საბადოების გამოყენებას,ხამი ნავთის ერთობლივად ამოღებას და ამოღებული ნავთობის გაყოფას.ეს ნავთობ საბადოებია \"ჩირაგის\", \"აზერისა\" და \"გუნეშლის\" საბადოები. იცით,რომ გუნეშლის საბადო ჩვენი ექსპლოატაციის ქვეშაა,იქიდან დაახლოებით 6,5 მილიონ ტონა ნავთობს ვიღებთ.მაგრამ გუნეშლის საბადოს ერთ ნაწილს- ზღვის სიღრმეში მდებარე ნაწილს ვერ ვამუშავებთ.საბადოს ამ ნაწილს კონსორსიუმს გადავცემთ ერთობლივი მოხმარებისათვის.

ამრიგად,\"აზერის\" საბადოდან მთლიანად,\"ჩირაგის\" საბადოდან მთლიანად, \"გუნეშლის\" საბადოს კი ზღვის 200 მეტრ სიღრმეზე მდებარე ნაწილიდან- სულ ერთად ამ საბადოებიდან ხელშეკრულების საფუძველზე 511 მილიონი ტონა ნავთობი უნდა იქნეს ამოღებული.

ხელშეკრულება 30 წლიანია. ეს 511 მილიონი ტონა ნავთობი ამ 30 წლის მანძილზე უნდა იქნეს ამოღებული.ხელშეკრულების განხორციელებისათვის კაპიტალ დაბანდების 80 პროცენტს დასავლეთის კომპანიები,ანუ ამ კონსორსიუმში გაერთიანებული კომპანიები უზრუნველყოფენ. კაპიტალდაბანდება დღევანდელი ფასებით 7,4 მილიონ დოლარს უდრის. ამოღებული 253 მლიონი ტონა ნავთობი აზერბაიჯანის წილხვედრი იქნება.

სხვა ეკონომიკური მაჩვენებლების დასახელებას არ ვაპირებ,მაგრამ დოლარის დღევანდელ კურსს თუ გავითვალისწინებთ ვნახავთ,რომ ამ პროექტის განხორციელებით აზერბაიჯანი 34 მილიონი დოლარის რაოდენობის მოგებას მიიღებს.ეჭვგარეშეა,რომ ამ 30 წლის მანძილზე დოლარის კურსიც შეიცვლება.ამ შემთხვევაში ამის და მიხედვით ეს მაჩვენებლებიც შეიცვლება.

ხელშეკრულების ერთ ერთი მნიშვნენოლოვანი მხარე ის არის,რომ ნავთობთან ერთად გაზიც იქნება ამოღებული.თუ რას ნიშნავს ეს თქვენ კარგად მოგეხსენებათ,მაგრამ შეიძლებ ზოგიერთებისათვის ეს ცნობილი არაა.ერთია,რომ ჭაბურღილიდან გაზი ამოდის,ერთიცაა,რომ ჭაბურღილთა უმეტესობიდან ნავთობიც და გაზიც ერთად ამოდის. გამოანგარიშებები გვიჩვენებენ,რომ ამ ხნის მანძილზე 55 მილიონი კუბამეტრი გაზი იქნება ამოღებული.ის სულ აზერბაიჯანის კუთვნილება იქნება,ანუ არ გაიყოფა.ამ სამ საბადოში კონსორსიუმთან ერთად ნავთობის ამოღების პერიოდში აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობ კომპანია, აზერბაიჯანის რესპუბლიკა დამოუკიდებლად აწარმოებს გათხრებს და გაზს ამოიღებს,ეს გაზი კი მხოლოდ მისი იქნება.

შესაძლოა,რომ გაზის ამოღების შესახებ მომავალში რომელიმე კომპანიასთან,ანდა ამავე კონსორსიუმთან გარკვეული ხელშეკრულება დაიდოს.ამით იმის თქმა მინდა,რომ ამ საბადოებში არსებული გაზი,აგრეთვე ნავთობთან ერთად ამოღებული გაზი სულ მთლიანად აზერბაიჯანის იქნება.

ჩემის აზრით ეკონომიკური მაჩვენებლები ასე გამოიყურება.აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობ კომპანიამ \"ჩირაგის\" ნავთობ საბადოში პლათფორმა ააშენა,მაგრამ ის ჯერ არ გამოიყენება.მის ექსპლუატაციასაც ამ კონსორსიუმს ვანდობთ.ამასაც გარკვეული პირობები გააჩნია.

როგორც ავღნიშნე ხელშეკრულება 30 წლის ვადით დაიდება.ეჭვგარეშეა,რომ საქმის დაწყების შემდეგ, სხვადასხვა ეტაპზე საქმის დინების მიხედვით, ამოღებული ნავთობის რაოდენობა გაიზრდება.რომელი ციფრების მოტანა შემიძლია? ხელშეკრულების მიხედვით,ნავთობ საბადო \"ჩირაგის\" პლათფორმიდან ნავთობის ამოღება 18 თვის მანძილზე უზრუნველყოფილი იქნება.ეს იქნება დასავლეთის კონსორსიუმისა და აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობ კომპანიის მიერ ერთობლივიად ამოღებული ნავთობი.ამ საბადოებში ნავთობის ამოღებისათვის საჭირო საქმეები 48 თვის მანძილზე დასრულებული უნდა იქნეს.54 თვის შემდეგ კი მთლიანად საბადოებიდან ნავთობის ამოღება უზრუნველყოფილი უნდა იქნეს. ანუ ამ 54 თვის მანძილზე ნავთობის ტრანსპორტირებისათვის საჭირო მილსადენის მშენებლობა დასრულებული უნდა იქნეს და ამის შემდეგ დასავლეთის კომპანიები შეძლებენ სურვილისამებრ თავიაანთი წილი ნავთობის, ნებისმიერი მიმართულებით ტრანსპორტირებას.

ასე, რომ ყველასათვის ნათელი უნდა იყვეს კონტრაქტის განხორციელების პროცესი.ხელშეკრულების განხორციელების დაწყებაც პრინციპიალური საქმეა.წარმოებული მოლაპარაკებების შედეგად მიღებული იყო შეთანხმება,რომ კონტრაქტის ხელმოწერის შემდეგ აზერბაიჯანის პარლამენტის მიერ უნდა იქნეს დამტკიცებული და ამ დღიდან ძალაში შევიდეს, ანუ დასავლეთის კომპანიების კონსორსიუმი აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობ კომპანიასთან ერთად საქმეს დაიწყებს. ხელშეკრულების განხორციელების დაწყების დრო ამ დღიდან იქნება ათვლილი.ვიმედოვნებ,რომ ხელშეკრულების ხელმოწერიდან ცოტა ხნის შემდეგ პარლამენტიც გადახედავს მას და დაამტკიცებს.

ყოველივე ამ სარგებლის გარდა დასავლეთის ნავთობ კომპანიების აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ჩამოსვლა,აზერბაიჯანის ნავთობ კომპანიებთან ერთობლივი საქმის წარმოება ჩვენს ეკონომიაში დიდ ცვლილებებს წარმოქმნის.პირველი ცვლილება ისაა,რომ ამით ჩვენ უცხო ქვეყნებს აზერბაიჯანში ინვესტიციის დაბანდებისათვის მოვიზიდავთ. ეს ინვენსტიცია სულაც არაა ცოტა-მისი რაოდენობა 7,4 მილიარდი დოლარის ტოლი იქნება. ეს ძალზედ დიდი თანხაა.

იმ მიზნით, რომ აზერბაიჯანმა თავისუფალი ,საბაზრო ეკონომიკის გზით იაროს,მსოფლიო ეკონომიასთან იყვეს მჭიდრო ურთიერთობაში ამ დოკუმენტს დიდი მნიშვნელობა გააჩნია.აზერბაიჯანი თავის საზოგადოებრივ-პოლიტიკური , ეკონომიკური ცხოვრებით, დემოკრატიული სახელმწიფოსავით მსოფლიო არენაზე უფრო კარგად იქნება ცნობილი და ეს თავის გამოსახულებას ოცნების სიჩქარით ჰპოვებს.

რა თქმა უნდა,პროექტის განხორციელებისათვის მრავალი საქმეა გასაკთებელი,ნავთობ საბადოებში უნდა აშენდეს პლათფორმები,იცით,რომ ამ პლათფორმების მშენებლობისათვის 80-იანი წლების დასაწყისში გიგანტური სიღრმის საძირკვლების ქარხანა აშენდა.მინდა გაცნობოთ,რომ იმ დროს ამ ქარხნის მშენებლობისათვის მე მრავალი საქმე გავაკეთე და მართლაც მისი აზერბაიჯანში არსებობა ძალიან მნიშვნელოვანი მონაპოვარია. ყოფილი საბჭოთა კავშირის ზღვებში ნავთობის ჭაბურღილთა გასაჭრელად,ნავთობის ამოსაღებად საჭირო პლათფორმების დასამზადებელი ერთადერთი საწარმოო იყო.ამ ქარხნის აზერბაიჯანში მშენებლობას დიდი სირთულეების გადალახვით მივაღწიეთ.მისი შეძენისათვის, იმ დროის კურსით, 400 მილიონი დოლარი დაიხარჯა.მაგრამ ამ ქარხანას ჩვენ დღეს ვერ ვიყენებთ,რადგან მას აღდგენა სჭირდება.ხელშეკრულების ძალაში შესვლის შემდეგ ეს საწარმოო ახლიდან აშენდება.აქ დამზადებულ პლათფორმას გამოიყენებენ ნავთობის ამოსაღებად არა მხოლოდ კასპიის ზღვის აზერბაიჯანის კუთვნილ ნაწილში, არამე ზღვის სხვა ღრმა ნაწილებშიც.

თქვენგან ვისმეს შეიძლებ ახსოვს,რომ 70-იანი წლების მეორე ნახევარში და 80-იანი წლების დასაწყისში აზერბაიჯანში კასპიის ზღვის სიღრმიდან ნავთობის ამოსაღებად ჩვენ შელფ-1-ი და შელფ-2-ე პლათფორმები შევიძინეთ.ისინი დასავლეთშია დამზადებული და აქ დიდი სიძნელეებით ჩამოვიტანეთ.

ახლა, სიღრმის საძირკვლების ქარხანაში მათზეც გიგანტური პლათფორმები უნდა დამზადდეს.საწარმოოს ახლიდან მწყობრში ჩაყენება,მისი წარმოების გაფართოება აზერბაიჯანის ეკონომიკისათვის ახალი სიმდიდრე იქნება.როგორც წეღან ავღნიშნე მის ნაწარმს კასპიის ზღვის სხვა სახელმწიფოების კუთვნილ ნაწილებშიც გამოიყენებენ.

საქმე ამით არ მთავრდება. დიდი რაოდენობის ნავთობის ამოსაღებად,ამ ნავთობის ნაპირზე გადასაგზავნად,დასავლეთის კომპანიების კუთვნილი წილის ნავთობ სადენების საშუალებით ტრანსპორტირებისათვის, ჩვენ მრავალი საქმე გვაქვს გასაკეთებელი,უნდა შეიქმნას დიდი მოწყობილებები,ასაშენებელია გიგანტური საწარმოები. რა თქმა უნდა ყოველივე ესენი უნდა გაკეთდეს.

როგორც იცით ,აზერბაიჯანი დღეს ნავთობის ამოსაღებად საბჭოთა წყობილების პერიოდიდან შემორჩინილ მოწყობილებებს,გემებს იყენებს.მათი უმრავლესობა მოძველებულია,ახლების შესაძენად კი შესაძლებლობა არა გვაქვს. ეჭვგარეშეა,რომ ხელშეკრულების ძალაში შესვლის დღიდან,კასპიის ზღვაში საერთო საქმეთა წარმოებისათვის შეძენილი იქნება ახალი გემები,ტანკერები,ახალი მოწყობილებები.ეს ყოველივე მომავალში კვლავ აზერბაიჯანის ქონება იქნება.

მახსოვს,ჯერ კიდევ 70-იანი წლებში \"ნეფტ დაშებში\" მოწყობილ ესტაკადათა მწყობრიდან გამოსვლა ჩვენ ძალიან გვაწუხებდა,იმ დროს ვცდილობდით,რომ ეს ესტაკადები ახლებით შეგვეცვალა.მაგრამ ამის შესაძლებლობა არ გაგვაჩნდა,ამიტომაც ვცდილობდით,რომ საბჭოთა კავშირის დედაქალაქიდან, მოსკოვიდან დამატებითი თანხა აგვეღო და ესტაკადები შეგვეცვალა. მახსოვს ეს ამბავი 15-20 წლის წინ იყო.წარმოიდგინეთ ისინი ახლა რა მდგომარეობაშია იქნება.მათი აღდგენისათვის, გამოსადეგარ მდგომარეობაში ჩასაყენებლად რა დიდი თანხა გვჭირდება.ეჭვგარეშე,რომ ეს საქმეებიც უნდა მოგვარდეს.

\"აზერის\", \"გუნეშლის\", \"ჩირაგის\" ნავთობ საბადოების გარდა ჩვენ სხვა საბადოებიც გაგვაჩნია.მათი ექსპლუატაცია მომავალისათვის ჩვენ გვაკისრია.ამიტომაც დასავლეთის თანამედროვე,უმაღლესი დონის ტექნიკის აზერბაიჯანში ჩამოტანა,მათი გამოყენება სტიმულს მისცემს ჩვენს ნავთობ მრეწველობაში ტექნიკისა და ტექნოლოგიის განვითარებას,თანაც ჩამოტანილი ეს მოწყობილობები მომავალში აზერბაიჯანის ქონება გახდება. ჩვენ ამ მოწყობილებებს 30 წლის მანძილზე გამოვიყენებთ, შემდეგ კი მთლიანად ეს ტექნიკა და ტექნოლოგია ჩვენს რესპუბლიკას დარჩება.

რა თქმა, უნდა ამ საქმეთა მოგვარებისათვის მრავალი სპეციალისტი დაგვჭირდება. ასე,რომ ამუშავდება ნავთობ გადამამუშავებელი და მანქანათ მშენებლობის ქარხნები,სხვა საწარმოები კი სხვა სფეროებში იმუშავებენ,სხვა საქმეებს მიხედავენ. მრეწველობის ყველა სფეროში მთელი ძალით მუშაობა ,ეჭვგარეშეა,რომ ჩვენი ეკონომიის განვითარებას დიდ დახმარებას გაუწევს. პროექტის განხორციელებისათვის საქმეში ჩაბმული ინჟინრები, სპეციალისტები, ეკონომისტები,ტექნოლოგები,მუშები,ერთი სიტყვით ყველა კარგი საქმის მფლობელი იქნება და ფინანსურადაც კარგად იქნება უზრუნველყოფილი. ეს ყოველივე აზერბაიჯანის დღევანდელი დღე და მომავალია.

ჩვენ ახლა ცხრა მილიონი ტონა ნავთობის ამოღება შეგვიძლია.მაგრამ მინდა გითხრათ,რომ ჩვენი ნავთობის ჭაბურღილები,მოწყობილობები,საბადოები შეკეთებას საჭიროებენ.დიდი საქმეებია მოსაგვარებელი.მათ მოსაგვარებლად კი სახსრებია საჭირო. კონსორსიუმისაგან აღებული თანხა,ჩვენი კუთვნილი ნავთობის გამოყენება მრეწველობაში ახალ ეტაპს გახსნის.

ეს ყოველივე აზერბაიჯანის დღეისა და მომავლისათვის დიდად საჭიროა.ამ ხელშეკრულების ხელმოწერის ანგარიშზე მოწინავე დასავლეთის ქვეყნების გამოცდილ კომპანიებთან საერთო საქმე უნდა წამოვიწყოთ და ამის ეკონომიური,ტექნიკური,მეცნიერული და სხვა დადებითი შედეგების განსაზღვრა ყველას შეუძლია. მე ეს განსაზღვრული მაქვს და ასე მიმაჩნია,რომ ჩვენ ამ ნაბიჯის გადადგმით აზერბაიჯანის დღევანდელ დღეზე მეტად მომავლისათვის ვზრუნავთ. თქვენ ეს ციფრები მოგახსენეთ-18 თვე,48 თვე,54 თვე.როგორც ჩანს ეს ყოველივე მომავალი თაობისათვის არის გამიზნული.

რა თქმა უნდა უახლოეს მომავალში დიდი საქმეები უნდა გაკეთდეს.ამ საქმეთა დაწყება აზერბაიჯანის ცხოვრებაში და ეკონომიკაში ძირეულ ცვლილებებს გამოიწვევს.ასე,რომ ჩვენ მხოლოდ დღევანდელობისათვის და ჩვენთვის არ ვზრუნავთ,ჩვენ მომავალი თაობის საქმესაც ვაკეთებთ.ამიტომაც ვიმედოვნებ,რომ ეს 30 წლიანი ხელშეკრულება ერთადერთი არ იქნება. ჩვენ სხვა კონტრაქტებსაც მოვაწერთ ხელს.სულაც არ ვეჭვობ,რომ ამას გაგრძელბაც მოყვება.ჩვენ აზერბაიჯანელი ხალხის 21-ე საუკუნეში ცხოვრებისათვის, ეკონომიურ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებისათვის ძალიან სერიოზული,ძალიან საპასუხისმგებლო და ამავე დროს ძალიან საჭირო ნაბიჯი გადავდგით.

გავითვალისწინე ყოველივე ეს,გადავფურცლე რა აზერბაიჯანის ნავთობ მრეწველობის ისტორია, გადავხედე აზერბაიჯანის მრეწველობის 25 წლიან მოღვაწეობას ნავთობის სფეროში, ჩემს მიერ გაკთებულ საქმეებს,ყოფილი საბჭოთა კავშირის ნავთობ მრეწველობის მდგომარეობა გავიხსენე და ხელშეკრულების დღევანდელი პროექტის ვარიანტის ხელმოწერის შესახე გადაწყვეტილება მივიღე,ბრძანება გავეცი.მე დიდ მოვალეობას ვკისრულობ და მზად ვარ მისი შესრულებისათვის.

თქვენ აქ, ამ ინფორმაციის მოწოდებისათვის მოგიწვიეთ. რაიმე შეკითხვა თუ გაქვთ პასუხის გაცემას არ ვაპირებ.ვფიქრობ,რომ ჩემი მოხსენებით ყველა შეკითხვას პასუხი გავეცი. ხელშეკრულების მიზანი თქვენ ფართოდ გაგაცანით და თუ 20 სექტემბერს ხელშეკრულებას ხელი უნდა მოეწეროს,ეს იმას ნიშნავს,რომ ყველა კითხვაზე პასუხი გაცემულია.ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ ვისაც რაიმე შეკითხვა ექნება შეუძლია მომმართოს.გმადლობთ,20 სექტემბერს ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონიალზე გეპატიჟებით.