1999 წლის 12 მაისს სომხეთ–აზერბაიჯანის კონფლიქტის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღების დღიდან ხუთი წელი გავიდა.
შეიარაღებული კონფლიქტის მონაწილეები, შუამავლების აქტიური დახმარებით, შეთახმდნენ,რომ კონფლიქტის სრულ მოგვარებამდე ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი გააგრძელონ. შეთანხმება მიღწეულ იქნა, რესპუბლიკაში მდგომარეობის სტაბილურობისა და აზერბაიჯანის არმიის ჩამოყალიბების სფეროში წარმოებული დიდი მცდელობების შედეგად. ხუთი წლის მანძილზე მოხერხდა ქვეყნის შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბება და გაძლიერება . შეიარაღებული ძალები , რომელიც ადრე შედგებოდა უმეთაურო დაფანტული რაზმებისა და შეიარაღებული დაჯგუფებებისაგან იქცა ორგანიზებულ თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილ არმიად ,რომელსაც ნებისმიერი შემოტევის მოგერიება შეუძლია.ყოველივე ამან საშუალება მოგვცა აღგვეკვეთა განუწყვეტელი შემოტევები , სისხლისღვრა, ნგრევა , ადამიანთა მსხვერპლი და დაუსრულებელი ტრაგედიები .
განვითარების გზა, რომელიც აზერბაიჯანის რესპუბლიკამ გასული ხუთი წლის მანძილზე გაიარა ,ამ გადაწყვეტილების დროული და სწორად მიღებაზე მიანიშნებს.
ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღების შედეგად, შესაძლებლობა მოგვეცა გაგვეძლიერებინა სახელმწიფოებრიობა, გაგვეტარებინა დემოკრატიული რეფორმები , გადავსულვიყავით საბაზრო ეკონომიკაზე, ჩამოგვეყალიბებინა სახელმწიფო სტრუქტურები, რომლებიც უზრუნველყოფენ აზერბაიჯანის რესპუბლიკის დამოუკიდებლობასა და სუვერენულობას. ომის შედეგად ქვეყნის დანგრეულმა ეკონომიკამ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმში აღორძინება იწყო.ქვეყანაში შემოვიდა ეკონომიკური რეფორმების გატარებისათვის აუცილებელი უცხოური ინვესტიციები. აზერბაიჯანი მსოფლიოს ყველაზე მსხვილი კომპანიების და ფართო საქმიანი წრეებისათვის მიმზიდველ ქვეყანად იქცა.
დამყარებული სტაბილურობის შედეგად მსოფლიოს მრავალ წამყვან ქვეყანასა და აზერბაიჯანს შორის ორმხრივი სტრატეგიული და თანამშრომლობითი ურთიერთობები დამყარდა და წარმატებით განვითარდა.დაიდო ნავთობისა და სხვა მრავალი ხელშეკრულებები, განხორციელდა ევროპა– კავკასია–აზია დერეფნის ფორმირების შესახებ საერთაშორისო პროექტი,რის შედეგადაც აზერბაიჯანის ათასობით მოქალაქე უზრუნველყოფილი იქნა სამუშაო ადგილით.
ამით,აზერბაიჯანმა მთელს მსოფლიოს უჩვენა,რომ სომხეთ–აზერბაიჯანის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისა და რეგიონის სხვა ქვეყნებთან სარგებლიენი ურთიერთ თანამშრომლობისაკენ მიმართულ მშვიდობიან პოლიტიკას ატარებს.
ყოველივე ,ეს ხუთი წლის წინ ცეცხლის შეწყვეტის შედეგად მიღებული წარმატებების მხოლოდ მოკლე მიმოხილვაა . ცეცხლი რომ არ შეწყვეტილიყო, ყოველივე ამას ვერ მივაღწევდით.
მაგრამ ცეცხლის შეწყვეტა , მშვიდობას არ ნიშნავს.აზერბაიჯანის ტერიტორიის 20 პროცენტზე მეტი ოკუპაცირებულია, ერთ მილიონამდე აზერბაიჯანის მოქალაქე ლტოლვილი და იძულებით გადაადგილებულია, მდგომარეობა, რომელიც არც ომია და არც მშვიდობა ,ჩვენ ვერ დაგვაკმაყოფილებს. ამიტომაც, კონფლიქტის მოლაპარაკების გზით მოგვარების, ოკუპირებული მიწების განთავისუფლების და ჩვენი თანამემამულეების მშობლიურ კერებში დაბრუნების მიზნით კვლავაც ყველაფერს ვიღონებთ.
მინსკის ჯგუფის ჩარჩოში წარმოებული ინტენსიური მოლაპარაკებებისას და საერთაშორისო ღონისძიებებზე , სადაც აზერბაიჯანი იღებდა მონაწილეობას, მთავარი მიზნის მიღწევა შევძელით: ჩვენი დაუღალავი მცდელობების შედეგია,რომ მსოფლიო ერთობამ სომხეთ–აზერბაიჯანის კონფლიქტის შესახებ სიმართლე– ის რომ აზერბაიჯანი შეიარაღებული ინტერვენციის მსხვერპლია, კარგად იცის. აზერბაიჯანის საინფორმაციო ბლოკადა რომელშიც იმყოფებოდა სომხეთთან კონფლიქტის დასაწყისში , უკვე გარღვეულია და ახლა სომხეთი გავლენას ვეღარ ახდენს საერთაშორის ოსაინფორმაციო საშუალებებზე ,რომლებიც კონფლიქტის მსვლელობას და მისი მოგვარების მცდელობებს აშუქებენ.
დიდი ძალისხმევის შედეგად 1994 წელს ბუდაპეშტის უმაღლეს შეხვედრაზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება იმის თაობაზე ,რომ იმ შემთხვევაში თუ მივაღწევთ შეთანხმებას, ეუთო მზად იქნება სომხეთ–აზერბაიჯანის კონფლიქტის ზონაში მშვიდობის დაცვისათვის მრავალეროვნული კონტიგენტით შესაბამისი ოპერაციის დაწყებისათვის .
1996 წელს ეუთოს ლისაბონის უმაღლეს შეხვედრაზე ჩვენი და ეუთოს წევრი 53 სახელმწიფოს მხარდაჭერით განსაზღვრული იქნა სამი პრინციპი და მათ სომხეთ–აზერბაიჯანის კონფლიქტის სამართლიანად მოგვარებისათვის საერთაშორისო იურიდიული ბაზა შექმნეს. ამ პრინციპებს ისლამის კონფერენციის ორგანიზაციის წევრმა ქვეყნებმაც დაუჭირეს მხარი.ეს კი იმას ნიშნავს,რომ ახლა მსოფლიოს 108 სახელმწიფო ეუთოს ლისაბონის უმაღლესი შეხვედრის გადაწყვეტილებებს სრულიად ეთანხმება.ეს გადაწყვეტილებები კონფლიქტის მოგვარებას ქვემოთ ჩამოთვლილ პირობათა საფუძველზე ითვალისწინებს.:
- აზერბაიჯანისა და სომხეთის რესპუბლიკების ტერიტორიულ მთლიანობის;
– აზერბაიჯანის რესპუბლიკის შემადგენლობაში მთიანი ყარაბაღისათვის უმაღლესი დონის თვითმმართველობის მიცემას ;
– მთიანი ყარაბაღის მთელი მოსახლეობისათვის უსაფრთხოების უზრუნველყოფას.
სამწუხაროდ, სომხეთისა და კონფლიქტის გაგრძელებაში დაინტერესებული ძალების არა კონსტრუქციული პოზიცია კონფლიქტის მოგვარებას ჯერ–ჯერობით შეუძლებელს ხდის.მაგრამ დარწმუნებული ვართ,რომ ნებიმიერი წინააღმდეგობის მიუხედავად , მივაღწევთ მშვიდობას ,რათა სამხრეთ კავკასიის რეგიონში მცხოვრებ ხალხებს მიცეთ საშუალება განვითარდნენ სტაბილურობასა და უსაფრთხოების პირობებში.
როგორც აზერბაიჯანის პრეზიდენტი , დღეს ვაცხადებ,რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკა, სომხეთ–აზერბაიჯანის კონფლიქტის საბოლოო მოგვარებამდე ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს გააგრძელებს.
გაზეთი „ აზერბაიჯანი“ 1999 წლის 13 მაისი