აზერბაიჯანის რესპუბლიკის ოფიციალური დღესასწაულები და ხსოვნის დღეები

\"\"  \"\"  
 წითელი ფერით აზერბაიჯანის რესპუბლიკის  ოფიციალური დღესასწაულები, მწვანე ფერით კი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში აღსანიშნავი ხსოვნისა და გლოვის  დღეებია მოცემული .

1-2 იანვარი




   

















 

ახალი წლის დღესასწაული

იანვრის თვე( ლათინურად“Yanvarus”)რომის  ღმერთის იანუსის საპატივსაცემოდაა დარქმეული.გრიგორიანულ კალენდარში წლის პირველი თვეა.გრიგორიანული  კალენდარი მიღებულია 1582 წელს. რუსეთში პეტრე პირველის ბრძანებით იულიუსის კალენდარზე გადავიდნენ.იმავე ბრძანების საფუძველზე პირველი იანვარი იესო ქრისტეს დაბადების დღის თარიღი  წელიწადის დასაწყისად იქნა მიჩნეული და XVIII საუკუნე 1701 წლის პირველი იანვრიდან დაიწყო.

1918 წელს საბჭოთა რუსეთის მთავრობის ხელმძღვანელის ვ.ი. ლენინის მიერ  ხელმოწერილი დეკრეტით მიღებული იქნა გრიგორიანული კალენდარი. ამრიგად გრიგორიანულ და იულიუსის კალენდრებს შორის XX  საუკუნეში 13 დღიანი სხვაობა  გაუქმებული იქნა.1918 წელს  იანვრის 31 -ის  მომდევნო  დღედ 13 თებერვალი იქნა მიჩნეული . აზერბაიჯანის რესპუბლიკაში როგორც უწინ წლების აღნუსხვა, კვლავ გრიგორიანული კალენდრის შესაბამისად ხდება.  შესაბამისად პირველი იანვარი  უქმე დღედ ითვლება.

2006 წლიდან ,1 და 2 იანვარი  სადღესასწაულო დღეებად ითვლება და გამოცხადებულია არა სამუშაო- უქმე დღედ.

შენიშვნა:2006 წლიდან ძალაში არსებული გადაწყვეტილების შესაბამისად ,თუ სადღესასწაულო დღე ემთხვევა  არა სამუშაო დღეს, მომდევნო დღე  უქმე დღედ ითვლება.

20 იანვარი

 

საერთოეროვნული გლოვის დღე

20 იანვარი აზერბაიჯანელი ხალხის ისტორიაში შევიდა როგორც ყველაზე სისხლიანი ტრაგიკული  დღე .ყოფილი საბჭოთა სახელმწიფოს  სამხედრო მანქანის მიერ ,იმ დღეს  აზერბაიჯანელი ხალხის წინააღმდეგ განხორციელებული  მხეცური ტერორისტული აქტი,მსოფლიო ისტორიას  ყველაზე  მძიმე დანაშაულივით  შავ ფურცლად
შემორჩება.ეროვნული დამოუკიდებლობის, თავისი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისათვის საბძოლველად გამოსული მშვიდობიანი მოსახლეობის ჟლეტვამ,მასობრივი ტერორის შედეგად ასობით  უდანაშაულო ადამიანის სიკვდილით დასჯამ და დასახიჩრებამ  ტოტალიტარული საბჭოთა რეჟიმის ნგრევის პერიოდში მყოფი სახელმწიფოს  ფაშისტური არსი მთელს მსოფლიოს უჩვენა.

საბჭოთა არმიის მრავალრიცხოვანი კონტიგენტის, სპეციალური დანიშნულების განაყოფების და  გვარდიის ბაქოში შემოჭრა   განსაკუთრებული სისასტიკით და  არა ადამიანური სიმხეცის დემონსტრირებით  დასრულდა.იმ პერიოდში აზერბაიჯანი მეზობელი სომხეთის აგრესიის მსხვერპლიც იყო. ასეთ ვითარებაში საბჭოთა ხელისუფლება მკაცრი ღონისძიებების გატარებით  კონფლიქტს კი არა  აღუდგა  წინ,არამედ  აზერბაიჯანში შემოჭრილ სამხედრო ძალების რიგში სტავროპოლში, კრასნოდარში და როსტოვში  სამხედრო სავალდებულო სამსახურში მყოფი სომეხი  ჯარისკაცები,  ოფიცრები და კურსანტებიც კი შეიყვანა.

ბაქოში შემოყვანილი გვარდიის კონტიგენტი  ,- ზოგიერთი ინფორმაციის საფუძველზე ,მის რიგებში 60 ათასი კაცი ყოფილა,-“ საბრძოლო ოპერაციის“ შესასრულებლად   ფსიქოლოგიურად  ძლიერ იყო მომზადებული (დამოუკიდებელი სამხედრო ორგანიზაცია “ შით “ის ექსპერტების  ანგარიშებიდან): ბაქოში ,თქვენ რუსების დასაცავად ჩამოგიყვანეს, ადგილობრივი მოსახლეობა,მათ მხეცურად  ანადგურებს;ექსტრემისტებს სალიანის ყაზარმასთან ( ბაქოს ძირითადი  სამხედრო გარნიზონის  ტერიტორია) მდებარე სახლების სახურავებზე სნაიპერები ყავთ, მარტო ამ მიდამოში 110 საცეცხლე წერტილი არსებობს; ბინები,სახლები, აზერბაიჯანის სახალხო ფრონტის შეიარაღებულებით სავსეა,  ისინი  ავტომატებითა და პულიმიოტებით ძლიერ ცეცხლს გაგიხსნიან.

მიხეილ გორბაჩოვის მეთაურობით    საბჭოთა იმპერიის მესვეურებმა  ბაქოში “ სომეხი და რუსი ხალხის კარტი“ მოხერხებულად გამოიყენეს. ვითომდაც  ბაქოში  გვარდია მათი, სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახების დასაცავად,”  ნაციონალისტი ექსტრემისტების“ მხრიდან ხელისუფლების ძალით ხელში ჩაგდების მცდელობის აღსაკვეთად იყო შემოსული.   სინამდვილეში  კი  ყოველივე ეს ტყუილი იყო, აღნიშნული სიმართლე  რომც ყოფილიყო,   საბჭოთა   ხელისუფლების  მხრიდან   ბაქოში კბილებამდე  შეიარაღებული სამხედრო ძალების შემოყვანა მიზანშეწონილი  არ იყო,იმ პერიოდში  შიდა ძალების  11,5 ათასი  ჯარისკაცი , თავდაცვის სამინისტროს  ქვეშემრდომობის ქვეშ მყოფი  ბაქოს გარნიზონის მრავალრიცხოვანი  სამხედრო ნაწილები, საჰაერო შემოტევების თავდაცვის  ძალები არსებობდა. მე-4-ე  გვარდიაც ბაქოში იყო დისლოცირებული .

ყოველივე ამის მიუხედავად, 1990 წლის 19 იანვარს  მიხეილ გორბაჩოვმა  სსრკ-ის კოსტიტუციის 119-ე მუხლისა და აზერბაიჯანის  სსრ-ის კონსტიტუციის 71-ე მუხლის უხეშად დარღვევით , 20 იანვარს  ბაქოში საგანგებო მდგომარეობის გამოაცხადების შესახებ ბრძანებას მოაწერა ხელი. 19 იანვარს 19.27 სთ-ზე  სსრკ-ს   სუკ-ის   ჯგუფმა “  ალფამ “  აზერბაიჯანის ენერგო ბლოკი ააფეთქა, რესპუბლიკაში შეჩერდა სატელევიზიო გადაცემები.  იმ ღამეს კი არმია შემოვიდა ქალაქში,სადაც გამოცხადებული იყო საგანგებო მდგომარეობა და მოსახლეობის ჟლეტვა დაიწყო. მანამ ,სანამ გორბაჩოვის კანონი ძალაში შევიდოდა - 20 იანვარს 00 სთ- მდე 9 კაცი უკვე მოკლული იყო. ქალაქ ბაქოს მოსახლეობას   საგანგებო მდგომარეობა  20 იანვარს დილით 7 სთ-ზე რესპუბლიკის  რადიოს მეშვეობით გამოუცხადეს. იმ დროისათვის დაღუპულთა რიცხვი 100 კაცს უდრიდა. გორბაჩოვის მიერ ბაქოში  მოვლენილი  მაღალჩინოსანი სამხედრო მოხელეები  უსინდისოდ აცხადებდნენ,რომ ბაქოში საგანგებო მდგომარეობა არ გამოცხადდება. აი , ესაა საბჭოთა იმპერიის  მისი ხელმძღვანელის  ხელსისხლიანი  მიხეილ გორბაჩოვის ჭეშმარიტი სახე,რომელსაც შემდგომში ნობელის მშვიდობის პრემია (?!) მიენიჭა ...

ტანკებმა და ბტრ-მა ბაქოს ქუჩებში გასრისეს  ყველაფერი რაც წინ შემოხვდათ, ჯარისკაცები ირგვლივ  ისროდნენ.  მშვიდობიან მოსახლეობას ტყვია ხვდებოდა არა მარტო   ქუჩაში,არამედ  ავტობუსში და სახლში მყოფებსაც .დაჭრილთა დასახმარებლად მოსულ სასწრაფო დახმარების  ავტომობილებსა და მის  მუშაკებსაც კი ცეცხლს უხსნიდნენ,არ ინდობდნენ.რამდენიმე დღეში   137 კაცი  მოკლული,700 დაჭრილი და 800 -ზე მეტი კაცი კი დაპატიმრებული იქნა.

26 თებერვალი 

 

ხოჯალოს გენოციდისა და ეროვნული გლოვის დღე

1992 წლის 26 თებერვალს  სომეხთა შეიარაღებულმა ძალებმა ყოფილი სსრკ-ს ხანქანდში მდებარე 366-ე  მოტომსროლელთა დივიზიის მონაწილეობით აზერბაიჯანელი ხალხის წინააღმდეგ უანალოგო ხოჯალოს გენოციდი განახორციელეს.სომხებმა ქალაქ ხოჯალოს მოსახლეობა დაარბიეს,ასობით  კაცი ,მათ შორის მოხუცები ,ქალები და ბავშვები  მხეცურად   აწამეს და მოკლეს,ტყვეებად აიყვანეს,ქალაქი მიწის პირისაგან  აღგავეს .ხოჯალოს ოკუპაციის დროს მოსახლეობას ქალაქიდან გასასვლელად  დერეფანი არ დაუტოვეს, უმოწყალოდ ამოხოცეს ყოველი სულიერი. ამ საშინელი მოვლენიდან რამდენიმე დღის შემდეგ ტელერეპორტიორის მიერ გადაღებულმა  საშინელმა კადრებმა მთელი მსოფლიო შეაძრწუნა. ათობით მოხუცის ,ბავშვის და ქალის გვამი  ატყავებლი იყო , სახეები ტყვიებით და  ავტომატისა კონდახებით დაჩეხილი ჰქონდათ. ამ არა ადამიანურმა მოქმედებებმა სომხების ნამდვილი სახე წარმოაჩინა .

ხოჯალოს მოსახლეობის 613 კაცი მოკლული,487 კაცი დასახიჩრებული იქნა. 1275 კაცი - მოხუცი, ქალი და ბავშვი კი ტყვედ იქნა აყვანილი და  საშინელი სომხური ტანჯვა-წამების  მსხვერპლად იქცა.150 კაცის ბედი კი  დღემდე გაურკვეველია, უგზოუკვლოდ არიან  დაკარგული.ხოჯალოში ამოხოცილი 613 კაციდან 106 ქალი, 63 ბავშვი და 70 მოხუცი იყო. ამ გენოციდის დროს 8 ოჯახი მთლიანად იქნა განადგურებული,24-მა  ბავშვმა  მშობლები 130 -მა კი მშობელთაგან ერთი დაკარგა.

ეს მასობრივი და მხეცური  ჟლეტვის აქტი სომეხთა მხრიდან აზერბაიჯანელთა  სახელმწიფო  დამოუკიდებლობის ,ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიზანმიმართული გამანადგურებელი პოლიტიკის ერთ-ერთი  ეტაპი იყო.მათი ეს ნამოქმედარი როგორც  უსასტიკესი არა ადამიანური დასჯის მეთოდით შესრულებული მხეცობა  და შავი ლაქასავით შემორჩება მსოფლიო ისტორიას.

ხოჯალო გასული საუკუნის ყველაზე დიდი  ტრაგედიაა. ხოჯალოს ტრაგედია,როგორც  გენოციდის აქტი  მრავალი წლების მანძილზე დაუვიწყარი დარჩება. ხოჯალოს  ტრაგედია ,ეს არის სომეხი ნაციონალისტების  მიერ  აზერბაიჯანელების წინააღმდეგ განხორციელებული ეთნიკური წმენდისა  და გენოციდური პოლიტიკის სისხლიანი ფურცელი.

ქალაქ ხოჯალოს ოკუპაციის დროს  მშვიდობიანი აზერბაიჯანელი  მოსახლეობის წინააღმდეგ მხეცური სისასტიკის განმახორციელებლები და ჟენევის კონვენციის,”ადამიანის უფლებების შესახებ “ საერთო  დეკლარაციის ( გეო მთავარი მეჯლისის  მიერ 10.12.1948 წ.-ის თარიღში იქნა მიღებული) 2,3,5,9 და 17 მუხლების, “ სამხედრო კონფლიქტების დროს ქალებისა და ბავშვების დაცვის შესახებ “   დეკლარაციის ( გეო მთავარი მეჯლისის  მიერ 14.12.1974 წ.-ის თარიღში იქნა მიღებული),“ გენოციდის დანაშაულთა წინააღმდეგ  და დამნაშავეთა დასჯის შესახებ “ კონვენციის ( გეო მთავარი მეჯლისის  მიერ 09.12.1948 წ.-ის თარიღში იქნა მიღებული)    მოთხოვნათა  უხეშად დამრღვევები დღემდე არ არიან დასჯილნი. დაუსჯელობის გარემო კი პირობებს ქმნისახალი დანაშაულის ჩადენისათვის

 

8 მარტი








 

 

ქალთა საერთაშორისო დღე 

8 მარტი ქალთა ეკონომიკური,პოლიტიკური და საზოგადოებრივი თანაბარუფლებიანობისათვის ბრძოლის სარეთაშორისო სოლიდარობის დღეა.ქალთა სარეთაშორისო დღის  აღნიშვნის შესახებ გადაწყვეტილება  სოციალისტ ქალთა 1910 წელს კოპენჰაგენში შემდგარ მე-2-ე  საერთაშორისო კონფერენციაზე კლარა ცეტკინის  შემოთავაზებით იქნა  მიღებული . ეს დღე პირველად 1911 წელს გერმანიაში იქნა აღნიშნული.1913 წელს  რუსეთში,1917 წელს კი  აზერბაიჯანში აღნიშნეს.1914 წლამდე ,ამ დღესასწაულს სხვადასხვა დღეებში აღნიშნავდნენ. ქალთა საერთაშორისო დღის 8 მარტის აღნიშვნის ტრადიცია კი  ავსტრიის, ბულგარეთის,რუსეთის, აშშ-ის და სხვა სახელმწიფოების ქალებთა მიერ ერთიანი  გადაწყვეტილებით იქნა მიღებული.

 იმ დროიდან 8 მარტს მთელს მსოფლიოში , როგორც  მშვიდობისათვის  ბრძოლის სარეთაშორისო სოლიდარობის დღესავითაც  აღნიშნავენ.1965 წელს აზერბაიჯანის სსრ -ში 8 მარტი უქმე დღედ იქნა გამოცხადებული . აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგაც 8 მარტი დღესასწაულის სტატუსით იქნა შემონახული.

შენიშვნა:2006 წელს მიღებული კანონის შესაბამისად  თუ  სადღესასწაულო დღე უქმე დღეს ემთხვევა, მომდევნო დღე სამუშაო დღედ არ ითვლება.


21 მარტი

 

ნოვრუზ ბაირამი

ნოვრუზ ბაირამი  აღინიშნება გაზაფხულის დადგომასთან არის დაკავშირებული და გვაუწყებს ახალი წლის შემოსვლას. კალენდარში გაზაფხულის პირველი დღე  მზის წლიური ბრუნვის დასასრულს გვიჩვენებს.

ნოვრუზ ბაირამის ისტორიული ფესვები  უძველეს დროს -  ღვთის მოციქულის ზარადუსტრას დროს  განეკუთვნება. ეს კი  დაახლოებით  ჩვენს ერამდე 3700-5000 წელს ნიშნავს.

უძველეს ბაბილონში ეს დღესასწაული იწყებოდა 21 აპრილს(მარტი,აპრილი) და 12 დღეს გრძელდებოდა. თივთოეულ დღეს,თავისი  რიტულები და   გართობები ჰქონდა. უძველესი კულტურის კერები მეტყველებენ,რომ ნოვრუზ ბაირამი ჩვენს ერამდე 505-ე წელს იქნა დაარსებული.

ისლამმა  ნოვრუზ ბაირამს რელიგიური ელფერი შესძინა .თუმცა ისეთი დიდი პიროვნებები როგორებიც იყვნენ ფირდოუსი, რუდაქი, იბნ სინა,ნიზამი,საიდი, ჰაფეზი  , წყაროების საფუძველზე  გვიჩვენებდნენ,რომ ნოვრუზ ბაირამს  ისლამზე ბევრად უწინ დღესასწაულობდნენ. ნიზამის “სიასეთნამე  “  და ომარ ხაიამის  “ნოვრუზ ნამე  “დ წოდებული   ნაწარმოებები   ნოვრუზ ბაირამს ეძღვნება.

აზერბაიჯანი როგორც  ცეცხლთა ქვეყანა ცეცხლთაყვანისმცემლობასთან დაკავშირებული  ტრადიციების მქონეა. ამ თვალსაზრისით  ნოვრუზული  კოცონი სულის განწმენდის სიმბოლოა.

ნოვრუზ ბაირამის განსაკუთრებულობა ისიცაა,რომ  ის ძველ წელს ახალ წელს  აბარებს. უძველეს დროში  არსებული ტრადიციებით ნოვრუზის  პატივსაცემად ცეცხლსასროლი იარაღებიდან  ისროდნენ..ჯერ კიდევ მე-19-ე საუკუნეში ნ. დუბროვინი წერდა : “ აზერბაიჯანში გაზაფხულის შემოსვლას ქალაქებში და სოფლებში ცეცხლსროლით აღნიშნავენ “. აზერბაიჯანში ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულზე დამსწრე ადამ ოლეარი კი წერდა: “ ასტრონომიული ხელსაწყოს და მზის  საათის გამოყენებით განსაზღვრული იქნა  მზის სიმაღლე , დღისა და ღამის გათანაბრების დროს  კი აცნობეს : “ახალი წელი მოვიდა “.  იმავ წუთს  კი ქალაქის ციხეების თავზე მდებარე ქვემეხებიდან  სროლის ხმა გაისმა, მას მუსიკის ჰანგები მოჰყვა. ამრიგად, საგაზაფხულო დღსასწაული  დაიწყო “(1637).

ნოვრუზი ხალხის საყვარელი დღესასწაულია,ისინი  ამ  დღეს კარგ გუნება-განწყობაზე  არიან. ნოვრუზ ბაირამი ხალხის ტრადიციული  ღირსების  თავისთავში  ამსახველი დღესასწაულია.

შენიშვნა:2006 წელს მიღებული კანონის შესაბამისად  თუ  სადღესასწაულო დღე უქმე დღეს ეითხვევა, მომდევნო დღე სამუშაო დღედ არ ითვლება.

31 მარტი
 

 

აზერბაიჯანელთა გენოციდის დღე

აზერბაიჯანელთა გენოციდის დღე- ყოველ წელს 31 მარტს აღინიშნება.1918 წლის  მარტ-აპრილის თვეებში  სომხებმა  ბაქოში, შემახიში, მუღანში და ლენქორანში 30 ათასზე მეტი აზერბაიჯანელი   ამოხოცეს,10 ათასზე მეტის   ადამიანი განდევნეს  თავისი მშობლიური მიწა-წყალიდან. მარტო ბაქოში 10 ათასამდე ადამიანი განსაკუთრებული სისასტიკით იქნა მოკლული, შემახიში 58 სოფელი იქნა დარბეული,  7 ათასი (1653 ქალი და 965 ბავშვი)  კაცი  ამოჟლიტეს. გუბის ტერიტორიაზე 122, ყარაბაღის მთიან ნაწილში 150, ზანგაზურში 115, ირავანის გუბერნიაში 211,  გარსის ოლქში 92 სოფელი მიწასთან გაასწორეს; მოსახლეობა, მათი სქესისა და წლოვანების მიუხედავად სისასტიკით ამოხოცეს. ირავანელ აზერბაიჯანელთა  მრავალრიცხოვან მოთხოვნათაგან ერთ-ერთში (გაზეთი “აშხადავორ “ ( “  ემექჩი“  ) ,1919 წლის 2 ნოემბერი) აღნიშნული იყო,რომ  აზერბაიჯანელთა ამ ისტორიულ ქალაქში  და მის  შემოგარენში  მოკლე დროის მანძილზე  გაპარტახებული იქნა 88 სოფელი,1920 სახლი გადამწვარი და 131 ათას 970 კაცი კი მოკლული იქნა.1998 წლის 26 მარტს  აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ჰეიდარ ალიევმა ხელი მოაწერა  რა შესაბამის განკარგულებას  “31 მარტი აზერბაიჯანელთა გენოციდის დღე “ დ გამოაცხადა


9 მაისი

 

ფაშიზმზე გამარჯვების დღე

მეორე მსოფლიო ომი (1939-1945) მსოფლიო მეხსიერებას  საშინელი ტრაგედიების პერიოდად შემორჩა.

ამ ომის დროს აზერბაიჯანელი ხალხი მამცურად იბრძოდა,როგორც წინა  ,ასევე უკანა  ფრონტზე.მათ მრავალი გმირობა ჩაიდინეს. მოკლე დროის მანძილზე აზერბაიჯანში 87  ბომბდამშენი ბატალიონი და 1124 თავდაცვითი  არმია შეიქმნა.1941-1945 წლებში აზერბაიჯანმა 600 ათასზე მეტი  ვაჟკაცი და მამაცი ქალი  გააგზავნა ფრონტის ხაზზე. აზერბაიჯანელმა დივიზიონერებმა  კავკასიიდან ბერლინამდე  ღირსეული ბრძოლებით განვლეს გზა. ჩვენმა  130 --მა თანამემამულემ საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მოიპოვა,30 კაცი “ ღირსების “  ორდენის ყოველივე სამი კატეგორიით იქნა დაჯიდლოებული. 170 ათასი აზერბაიჯანელი ჯარისკაცი და ოფიცერი სსსრ-ს სხვადასხვა   ჯილდოებითა და მედლებით იქნენ დაჯილდოებულნი.  საბჭოთა კავშირის ორ გზის გმირმა ჰაზი ასლანოვმა,საბჭოთა კავშირის გმირებმა  ისრაფილ მამედოვმა, ასლან ვეზიროვმა,ადილ გულიევმა,ზია ბუნიადოვმა,გარაი ასადოვმა ,მალიქ მაჰარამოვმა,მეჰთი ჰუსეინზადემ, გენერლებმა მაჰმუდ აბილოვმა,აქიმ აბასოვმა,თარლან ალიარბაიოვმა,ჰაჯიბაბა ზეინალოვმა და  მრავალმა სხვამ თავიაანთი გმირობით ჩვენი ხალხის ისტორიაში ახალი ფურცელი ჩაწერეს.

ქვეყანის  ეკონომიკის საბრძოლო მომსახურებისაკენ   მიმართვის მიზნით  რესპუბლიკაში  დიდი საქმე გაკეთდა. მოკლე დროის მანძილზე ბაქო  მებრძოლი არმიისათვის    იარაღის მწარმოელე ფრონტად იქცა. მრავალი წინააღმდეგობის მიუხედავად ,  ჩვენმა მენავთობეებმა თავგანწირული შრომით   ფრონტის ხაზი  და მრეწველობა გამუდმებით მოამარგეს  საწვავით.

აკადემიკოს იუსიფ მამედალიევის ხელმძღვანელობით შექმნილი იქნა  ავიაციის ბენზინ  წარმოების ახალი ტექნოლოგია.ჩვენმა მენავთობეებმა თავგანწირული  შრომის შედეგად  აზერბაიჯანის ისტორიაში  ნავთობ ამოღების სფეროში რეკორდულ მაჩვენებლებს მიაღწიეს, 1941 წელს  ამოღებული იქნა 23,5 მილიონი ტონა “ შავი ოქრო“. ეს ,კი  მთელს საბჭოთა კავშირში ამოღებული ნავთობის 71,4 პროენტს შეადგენდა . ომის  წლებში აზერბაიჯანელმა მენავთობეებმა  ქვეყანას 75 მილიონი ტონა ნავთობი ,22 მილიონი ტონა  ბენზინი და სხვა სახის ნავთობ პროდუქტები  მიაწოდეს. თამამად შეიძლება ითქვას,რომ  ბაქოს ნავთობი  ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში  გადამწყვეტ ფაქტორთაგან  ერთ-ერთი იყო. მარტო იმის აღნიშვნაც საკმარისია,რომ ყოველი ხუთი თვითმფრინავიდან  ოთხი, ყოველი ხუთი ტანკიდან ოთხი, ყოველი ხუთი ავტომობილიდან ოთხი ბაქოდან გაგზავნილი  საწვავით მუშაობდა. დიდმა სამამულო ომმა აზერბაიჯანელი ხალხის  მასობრივი მამცობა და თავგანწირვა უჩვენა.

შენიშვნა:2006 წელს მიღებული კანონის შესაბამისად  თუ  სადღესასწაულო დღე უქმე დღეს ემთხვევა, მომდევნო დღე სამუშაო დღედ არ ითვლება.:2006 წელს მიღებული კანონის შესაბამისად  თუ  სადღესასწაულო დღე უქმე დღეს ემთხვევა, მომდევნოდღე სამუშაო დღედ არ ითვლება.


28 მაისი

 

რესპუბლიკის დღე

XX საუკუნე  არა მარტო  მეცნიერებისა და ტექნიკის საუკუნესავით შემორჩა ისტორიას ,არამედ იგი გამოირჩევა  როგორც    ეროვნული  აღორძინების,  დამპყრობელი  იმპერიების დაშლის და  ეროვნული  სახელმწიფოების  შექმნის  საუკუნე.

1917 წელს  რუსეთში მომხდარი თებერვლის  რევოლუციის შედეგად მეფის  ერთმმართველობა დაემხო.ქვეყანაში ცარიზმის მიერ  შექმნილი  გაუსაძლისი მდგომარეობის  წინააღმდეგ ხალხთა ეროვნული მოძრაობა დაიწყო.1918 წლის 28 მაისს   აზერბაიჯანის სახალხო რესპუბლიკამ (1918-1920) - შექმნა  მუსლიმური აღმოსავლეთის  პირველი დემოკრატიული სახელმწიფო.ამ რესპუბლიკამ ჩვენი ხალხის  ისტორიულ მეხსიერებაში აზერბაიჯანის სახელმწიფოებრიობის  პირველადი გამოცდილების კვალი დატოვა.

1990 წლიდან რესპუბლიკის დღე-  როგორც სახელმწიფო დამოუკიდებლობის  აღდგენის  და  სახელმწიფო დღესასწაულის დღე   აღინიშნება.

შენიშვნა:2006 წელს მიღებული კანონის შესაბამისად  თუ  სადღესასწაულო დღე უქმე დღეს ემთხვევა, მომდევნო დღე სამუშაო დღედ არ ითვლება.

15 ივნისი

 

აზერბაიჯანელი ხალხის ეროვნული ხსნის  დღე

1991 წლის ოქტომბერში აზერბაიჯანმა დამოუკიდებლობა მოიპოვა.მაგრამ დამოუკიდებლობის პირველი წლები  პოლიტიკური სისუსტით და სახელმწიფო საფუძვლების, არმიის და  სახელმწიფო უშიშროების ორგანოების ჩათვლით, სახელმწიფოს მიერ   დაფუძნებულის ყველა ორგანოს   რყევადობით გამოირჩეოდა. სომხეთის  დამაყრობლური  სურვილი და აგრესიული  განწყობა  რესპუბლიკაში დღითიდღე ძაბავდა მდგომარეობას.1993 წლის ზაფხულში აზერბაიჯანში სამოქალაქო ომის  რეალური საფრთხე იყო შექმნილი.სამშობლოს ამ მძიმე ყოფაში  ხალხის მოთხოვნით ჰეიდარ ალიევი  ხელისუფლებას  ჩაუდგა სათავეში. 1993 წლის 15 ივნისს  ჰეიდარ ალიევი  აზერბაიჯანის რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავჯდომარედ იქნა არჩეული. ამრიგად,15 ივნისი  ჩვენს ისტორიაში შევიდა როგორც ეროვნული ხსნის დღე .1997 წლის  ივნისის თვეში მილლი მეჯლისი დათანხმდა საზოგადოებრივ აზრს და  ეს დღე დღესასწაულად გამოცხადდა.  

შენიშვნა:2006 წელს მიღებული კანონის შესაბამისად  თუ  სადღესასწაულო დღე უქმე დღეს ემთხვევა, მომდევნო დღე სამუშაო დღედ არ ითვლება.


26 ივნისი

 

აზერბაიჯანის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების დღე  

1991 წლის 9 ოქტომბერს  აზერბაიჯანის რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ  არმიის შექმნის შესახებ მიიღო კანონი .

აზერბაიჯანის პრეზიდენტის 1991 წლის 22 მაისის  ბრძანებულებით ,26 ივნისი შეიარაღებული ძალების შექმნის დღედ გამოცხადდა.

 შენიშვნა:2006 წელს მიღებული კანონის შესაბამისად  თუ  სადღესასწაულო დღე უქმე დღეს ემთხვევა, მომდევნო დღე სამუშაო დღედ არ ითვლება. 


18 ოქტომბერი

 

სახელმწიფო დამოუკიდებლობის დღე

1991 წლის 30 აგვისტოს  აზერბაიჯანის რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სესიაზე  აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო დამოუკიდებლობის შესახებ მიღებული იქნა დადგენილება.

1991 წლის 18 ოქტომბერს  აზერბაიჯანის რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ისტორიულ  სესიაზე “ აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო დამოუკიდებლობის შესახებ”  ერთხმად იქნა მიღებული  კონსტიტუციური აქტი .

1991 წლის 29 დეკემბერს აზერბაიჯანის რესპუბლიკის სარეთოსახალხო ხმის მიცემით - რეფერენდუმი იქნა ჩატარებული. რეფერენდუმის ბიულეტინებში მხოლოდ ერთი კითხვა იყო:  აზერბაიჯანის რესპუბლიკის  სახელმწიფო დამოუკიდებლობის შესახებ “უჭერთ თუ არა მხარს საკონსტიტუციო აქტს?”

 აზერბაიჯანელმა ხალხმა ხმა მისცა სახელმწიფო დამოუკიდებლობას.

1992 წლის  მაისის თვეში მილლი მეჯლისმა (პარლამენტი)აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ჰიმნი ( მუსიკა ჰუზეირ გაჯიბეკოვის, ლექსი ახმედ ჯავადის) ,მოგვიანებით  კი  სახელმწიფო დროშა და ზედ ცეცხლის  ენებიანი რვაქიმიანი ვარსკვლავით  სახელმწიფო ღერბი დაამტკიცა.


9 ნოემბერი

 

აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო დროშის დღე    

აზერბაიჯანის სახელმწიფო დროშა  პირველად აზებაიჯანის სახალხო ჯუმურიეთის 1918 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილებით  მიღებული იქნა ეროვნულ დროშად და  1920 წლის  აპრილის  თვემდე   სახელმწიფო  სიმბოლოდ გამოიყენებოდა. ჩვენი ისტორიის საბჭოთა პერიოდში შეცვლილი იყო  აზერბაიჯანის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის  დროშით.

ნახჩევნის ავტონომიური  რესპუბლიკის  უმაღლესი საბჭოს  1990 წლის 19 იანვრის გადაწყვეტილებით   ეს დროშა ოფიციალურად აფრიალდა  ნახჩევნის უმაღლესი საბჭოს ბინის თავზე. ეს ბრძანება  რვა დღის შემდეგ აზერბაიჯანის  სსრ-ს უმაღლესი საბჭოს მიერ გაუქმებულ იქნა, მაგრამ 1990 წლის 17 ნოემბერს ნახჩევნის ავტონომიური რესპუბლიკის  უმაღლესი მეჯლისის საყოველთაო უროვნული ლიდერის  ჰეიდარ ალიევის  თავ-ბით შემდგარ სესიაზე  აზერბაიჯანის სახალხო ჯუმურეთის დროშა  ნახჩევნის ავტონომიური რესპუბლიკის  სახელმწიფო დროშად იქნა მიღებული.1991 წლის 5 თებერვალს  აზერბაიჯანელი საზოგადოების მოთხოვნით აზერბაიჯანის რესპუბლიკის  უმაღლესმა საბჭომ სახელმწიფო დროშის შესახებ  მიიღო გადაწყვეტილება და  სამფერა დროშას მიეცა   აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო დროშის სტატუსი.

აზერბაიჯანის რესპუბლიკამ 1991 წლის 18 ოქტომბერს აღიდგინა რა  სახელმწიფო დამოუკიდებლობა  შესაბამისი საკონსტიტუციო აქტის თანახმად  აზერბაიჯანის რესპუბლიკამ  თავი ა აზერბაიჯანის სახალხო ჯუმურიეთის  მემკვიდრედ გამოაცხადდა მიიღო მისი სახელმწიფოებრივი სიმბოლოები, მათ შორის სახელმწიფო  დროშაც.

შენიშვნა:2006 წელს მიღებული კანონის შესაბამისად  თუ  სადღესასწაულო დღე უქმე დღეს ემთხვევა, მომდევნო დღე სამუშაო დღედ არ ითვლება.


12 ნოემბერი

 

კონსტიტუციის დღე

აზერბაიჯანის რესპუბლიკის მიერ1995 წელს მიღებული კონსტიტუცია აზერბაიჯანის სახელმწიფოს მიერ მიღებული მეოთხე კონსტიტუციაა და მის ახალ ისტორიულ მოდიფიკაციას ასახავს.  აზერბაიჯანის რესპუბლიკაში კონსტიტუციის  მშენებლობის ისტორია   ძირითადად   მის  სსრკ-ს შემადგენლობაში არსებულ   პერიოდს ემთხვევა.

აზერბაიჯანში პირველი კონსტიტუცია   1921 წლის 19 მაისს 1-ელ სარეთოაზერბაიჯანულ სობჭოთა ყრილობაზე იქნა მიღებული. 1925 წლის 14 მარტს  მე-IV-ე სარეოთოაზერბაიჯანულ საბჭოთა ყრილობაზე  , სსრკ-ს 1924 წლის კონსტიტუციის შესაბამისი რედაქციით აზერბაიჯანის რესპუბლიკის  ახალი კონსტიტუცია იქნა მიღებული.1978 წლის 21 აპრილს  აზერბაიჯანის სსრ-ის  ახალი,  ქვეყნის ისტორიაში  ახალი ეპოქის რეალურობის  ამსახველი  კონსტიტუცია იქნა მიღებული. მას შემდეგ რაც აზერბაიჯანმა  სახელმწიფო დამოუკიდებლობა აღიდგინა,შეიქმნა ახალი კონსტიტუციის  მომზადების საჭიროება.ამ მიზნით პრეზიდენტ ჰეიდარ ალიევის  ხელმძღვანელობით შეიქმნა  სპეციალური კომისია.1995 წლის 12 ნოემბერს ჩატარებულ რეფერენდუმზე  ხალხის  სურვილის შესაბამისად მიღებული იქნა ახალი კონსტიტუცია.

1995 წლის კონსტიტუციამ საფუძველი დაუდო აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო მშენებლობას . აზერბაიჯანის კონსტიტუციის ტექსტი  შედგება 5 ნაწილისგან,12 თავისგან და 158 მუხლისგან.

12 ნოემბური ჩვენს ქვეყანაში  აღინიშნება როგორც აზერბაიჯანის რესპუბლიკის  კონსტიტუციის დღე.


17 ნოემბერი

 

ეროვნული აღორძინების დღე

1988 წლის დასაწყისში სომხეთმა აზერბაიჯანის წინააღმდეგ ღია აგრესია წამოიწყო.სომხეთის მთავრობამ ისარგებლა რა საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობის დაუდევრობით 200 ათასზე მეტი აზერბაიჯანელის მუდმივი საცხოვრებელი  ადგილებიდან გამოძევებას ფაქტიური სანქცია მისცა.

სომხეთის ხელმძვანელობის და კრემლის ნამოქმედარზე პროტესტის ნიშნად ,1988 წლის 17 ნოემბერს ბაქოს მთავარ მოედანზე - აზადლიგის(თავისუფლების) მოედანზე აზერბაიჯანელმა ხალხმა   განუსაზღვრელი დროით  მიტინგი  დაიწყო.

1992 წლის 17 ნოემბერი აღინიშნება როგორც ეროვნული აღორძინების დღე.


31 დეკემბერი

 

მსოფლიო აზერბაიჯანელთა სოლიდარობის დღე

ყოველი წლის 31 დეკემბერი აღინიშნება როგორც მსოფლიო აზერბაიჯანელთა სოლიდარობის დღე.მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში-ირანში( სამხრეთ აზერბაიჯანი),თურქეთში, გერმანიაში,საფრანგეთში, დიდ ბრიტანეთში,აშშ-ში, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში 10 მილიონამდე აზერბაიჯანელი ცხოვრობს. აზერბაიჯანელთა ყველაზე დიდი დიასპორა რუსეთშია,ის 1,5-2 მილიონ კაცს მოიცავს.

აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ დიასპორის სტატუსი შეიცვალა,მან თავისი მოღვაწეობის სფერო გააძლიერა და გააფართოვა   აზერბაიჯანელი ხალხის კეთილდღეობისათვის.1993 წელს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ბრძანებულებით 31 დეკემბერი აზერბაიჯანის ეროვნული სოლიდარობის დღედ გამოცხადდა.

შენიშვნა:2006 წელს მიღებული კანონის შესაბამისად  თუ  სადღესასწაულო დღე უქმე დღეს ემთხვევა, მომდევნო დღე სამუშაო დღედ არ ითვლება.



 

გურბან ბაირამი

რელიგიური რიტუალი  გურბან ბაირამი  აღინიშნება ყველა მუსლიმურ ქვეყანაში. საღვთოს შეწირვის ტრადიცია ისლამზე ბევრად უწინ არსებობდა .

ჰიჯრის ისტორიის მეორე  წელს ,მუხამედ მოციქულის მექიდან მედინაში გადასვლის შემდეგ  ისლამის სამყაროში  საღვთოს შეწირვის წესმა  ღარიბთა და ობოლთა  დახმარებისა და  ნატვრის ასრულებისათვის შეწირვის ახალი მნიშვნელობა შეიძინა. რელიგიური ტრადიციის მქონე გურბან ბაირამი   ღვთის მოციქულ აბრაამთან დაკავშირებული ამბის შემდეგ წარმოიშვა. მას დაესიზმრება,რომ  ღმერთი  მის რწმენის სიმყარის შესამოწმებლად მისი შვილის ისმაილის შეწირვას უბრძანებს. ძლიერი რწმენის მქონე აბრაამი  ღმერთის ბრძანების შესასრულებლად,შვილის შესაწირად   მზად იყო.

გურბან ბაირამის დროს ყოველმა შეძლებულმა მუსლიმმა  ერთი ზვარაკი  უნდა შესწიროს,მისი ხორცი  ღარიბებს და ობლებს დაურიგოს. საღვთოს შეწირვა ადამიანის სულიერად ამაღლებას ემსახურება. ამასთან დაკავშირებით  ყურანში ნათქვამია: “ მათი არც ხორცი და არც სისხლი მისწვდება ღმერთს. მისგან მხოლოდ თქვენი   კრძალვა  მისწვდება “.(22:37) გურბან ბაირამი აღინიშნება ორი დღე.

შენიშვნა:2006 წელს მიღებული კანონის შესაბამისად  თუ  სადღესასწაულო დღე უქმე დღეს ემთხვევა, მომდევნო დღე სამუშაო დღედ არ ითვლება.



 

რამაზანის  ბაირამი

წმინდა რამაზანის თვე  მუსლიმებისათვის ჰიჯრის ისტორიის მეორე წელს ( მილადის ისტორიის 622-ე წელს) იქნა განსაზღვრული  .რამაზნის თვე    ადამიანების მიერ ღვთის მითითებების  მთელი სულით და გულით მიღების , ფიზიკური და სულიერი  გამოცდის მინიშნებაა. ამ თვეში მუსლიმები  მარხულობენ.

მარხვის ისტორია იწყება  ჰიჯრის ისტორიის მეორე წლიდან. იმ დროს მუხამედ მოციქულმა მუსლიმებისათვის რამაზანის თვე განსაზღვრა. ღმერთმა ყურანი რამაზანის თვის ბოლო ათი დღის ერთ ღამეს მოავლინა. როგორც ამბობენ ეს მოვლენა მომხდარა 23-დან 24-ში გადასვლის ღამეს ან და 26-დან 27-ში გადასვლის ღამეს. ის ღამე “ლეილეთ ელ გედირ  “  ანუ უაღრესად გავლენიანი ღამედ იწოდება. ყურანში ,ამ ღამის შესახებ ნათქვამია : “ ჩვენ ის(ყურანი) გედრის ღამეს  მოგივლინეთ, შენ საიდან უნდა იცოდე,რას ნიშნავს  გადრის ღამე ?! გადრის ღამე ათას ღამეს აღემატება.იმ ღამეს ანგელოზები და სული (ჯიბრაილი) ღვთის ნებით და ყოველი ბრძანებით მიწაზე ეშვებიან. ის (ღამე) დილამდე   მთლიანად  სიმშვიდის წარმოადგენს.“(97-1-5)

მარხვის დროს დღის სინათლეზე  ჭამის,სიგარეტის მოწევის , ცოლ-ქმრული ურთიერთობა მოვალეობის შესრულება და სხვა მოქმედებები დაუშვებელია.ბავშვები, ორსული ქალები, მძიმედ ავადმყოფები, მებრძოლები და  გზად მყოფნი  მარხვისაგან თავისუფალნი არიან.  მარხვა იწყება ახალი მთვარის გამოჩენიდან და 29-30 დღეს გრძელდება. ყურანში ნათქვამია : “  დილთ ადრე სანამ თეთრი ძაფი შავისაგან განსხვავდება ჭამეთ და სვით.  შემდეგ კი ღამემდე მარხვა გააგრძელეთ “ (2-187).

მარხვა ისლამზე უწინ  არსებობდა. ამის შესახებ ყურანში ნათქვამია : “  როგორც თქვენი წინაპრები მარხულობდნენ ,ასევე იმარხულეთ თქვენც,იქნებ ღვთის შიში გქონდეთ “(22-183).

მარხვა მთავრდება იდ-ალ- ფითრის ბაირამით. იმ დღეს ყველა შეძლებული მუსლიმი  ვალდებულია დაეხმაროს  ღარიბ მუსლიმებს.

1993 წლიდან მარხვის ბაირამი სახელმწიფო დონეზე აღინიშნება.

რამაზანის დღესასწაული აღინიშნება ორი დღე.

შენიშვნა:2006 წელს მიღებული კანონის შესაბამისად  თუ  სადღესასწაულო დღე უქმე დღეს ემთხვევა, მომდევნო დღე სამუშაო დღედ არ ითვლება.