თქვენო უდიდებულესობავ, საქართველოს პრეზიდენტო, პატივცემულო ედუარდ შევარდნაძე!
თქვენო უდიდებულესობავ, უკრაინის პრეზიდენტო, პატივცემულო ლეოინიდ კუჩმა!
პატივცემულო ქალბატონებო და ბატონებო, მეგობრებო!
ყველას გულითადად გილოცავთ ამ ღირსშესანიშნავ მოვლენას - ფოთი-ილიჩოვსკი-ვარნას საბორნე გადასასვლელის გახსნას.
ფოთი-ილიჩოვსკის საბორნე გადასასვლელი ტრანსკავკასიური დერეფნის მნიშვნელოვანი ელემენტი და შემადგენელი ნაწილია. დღეს ტრასეკას გეგმები და ამ გეგმების რეალიზაციასთან დაკავშირებული ჩვენი გეგმები რეალობა ხდება. ცენტრალური აზიის ევროპასთან და ევროპის ცენტრალურ აზიასთან დამაკავშირებელი ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფანის გამოყენებასთან დაკავშირებით რამდენიმე წლის წინ ხელი მოეწერა შეთანხმებას საქართველოს, უზბეკეთს, თურქმენეთს და აზერბაიჯანს შორის. ამ შეთანხმებას შემდეგ მაგისტრალის ტრასაზე მყოფი სხვა სახელმწიფოებიც შეურთდნენ.
ჩვენს ქვეყნებში განხორციელდა კიდევ მთელი რიგი ღონისძიებებისა, რომლებიც უზრუნველყოფენ კავკასიაში ტრასეკას პროგრამის "დასავლეთი-აღმოსავლეთი" განხორციელებას. გასული წლის სექტემბერში ბაქოში ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია ტრასეკას პროგრამასთან, ისტორიული აბრეშუმის დიდი გზის აღდგენასთან დაკავშირებით. დღეს ჩვენ მობილიზებულნი ვართ იმისათვის, რომ ტრასეკას პროგრამა განხორციელდეს, ისტორიული აბრეშუმის გზა აღდგეს, რადგან ეს დიდ ეკომომიკურ სარგებელს მოუტანს ჩვენ ქვეყნებს. და ამასთან დაკავშირებით საბორნე გადასასვლელის შექმნა ფოთი-ილიჩოვსკის უბანზე, რომელიც უზრუნველყოფს ტვირთების წარმატებით გადაზიდვას დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ და აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ უკრაინის, შავი ზღვის, საქართველოს, აზერბაიჯანის, თურქმენეთის, უზბეკეთის და სხვა ტერიტორიების გავლით ‑ ჩვენი გეგმების, აბრეშუმის დიდი გზის აღდგენის პროგრამის მეტად მნიშვნელოვანი რგოლია.
ამას აზერბაიჯანში ჩვენ ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ, ყველაფერს ვაკეთებთ ტრანსკასპიური დერეფნის ნაყოფიერი განვითარების ხელშესაწყობად და მომავალშიც ძალისხმევას არ დავიშურებთ ამ სატრანსპორტო დერეფნის შესაძლებლობების გასაფართოებლად, დასავლეთიდან აღმოსავლეთში და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ტვირთების უფრო აქტიური გადაზიდვის უზრუნველსაყოფად.
მოხარული ვარ, რომ დღეს ამ საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა მომეცა. ვულოცავ საქართველოს პრეზიდენტს, პატივცემულ ედუარდ შევარდნაძეს, უკრაინის პრეზიდენტს, პატივცემულ ლეონიდ კუჩმას, ევროკავშირის ქვეყნების და აქ მყოფ ყველა სხვა ქვეყნის წარმომადგენლებს, რომლებიც მონაწილეობენ აღმოსავლეთ-დასავლეთის სატრანსპორტო დერეფნის რეალიზაციაში. ყველას გისურვებთ აყვავებას, წარმატებას, ახალ-ახალ მიღწევებს ამ დიადი პროგრამის განხორციელებაში.
მადლობას მოვახსენებ ყველას, ვინც მონაწილეობდა ფოთი-ილიჩოვსკის საბორნე გადასასვლელის პროგრამის რეალიზაციაში. პატივცემულო მეგობრებო, ყველას გისურვებთ მიღწევებს და ახალ წარმატებებს.
გმადლობთ ყურადღებისათვის.
რუსული ენიდან ქართულ ენაზე ტექსტი გადათარგმანილია გაზეთიდან "ბაკინსკი რაბოჩი", 1999 წლის 20 აპრილი.