მთავარი გვერდი ‎

ძვირფასო მკითხველებო!
  ახალი მასალები

2023 წლის 10 მაისს შესრულდა 19 წელი აზერბაიჯანელი ხალხის ეროვნული ლიდერის, თანამედროვეობის გამოჩენილი პოლიტიკური მოღვაწის - ჰეიდარ ალიევის მემკვიდრეობისადმი მიძღვნილი საერთაშორისო ელექტრონული ბიბლიოთეკის - "ჰეიდარ ალიევის მემკვიდრეობა" - მუშაობის დაწყებიდან.

ბიბლიოთეკაში, რომელიც ფუნქციონირებს 50 ენაზე, თქვენ შეგიძლიათ გაეცნოთ ამ გამოჩენილი პოლიტიკოსის ასობით ნაშრომს - სიტყვით გამოსვლის ტექსტებს, ინტერვიუებს, განცხადებებს და წერილებს.

ჰეიდარ ალიევის სხვადასხვა ენაზე ნათარგმნი ნამუშევრები გამოადგება პოლიტოლოგებს, ეკონომისტებს, ჟურნალისტებს და ყველას, ვინც დაინტერესებულია აზერბაიჯანის უახლესი ისტორიით და განვითარებით, წარსულითა და მომავლით. მკითხველთა წერილები ცხადჰყოფს, რომ ჩვენი ბიბლიოთეკა მათთვის დიდ ინტერესს წარმოადგენს. გადაჭარბების გარეშე შეიძლება აღინიშნოს, რომ გასულ პერიოდში ჩვენი ბიბლიოთეკით დაინტერესდა ასობით ათასი მკითხველი 200-ზე მეტი ქვეყნიდან. ჩვენი ბიბლიოთეკის მუდმივი მკითხველების რიგებში არიან მსოფლიოს მოწინავე სამეცნიერო და საგანმანათლებლო ცენტრების, ავტორიტეტული სახელმწიფო ორგანიზაციიების, ცნობილი მედია-ორგანოების, ბიბლიოთეკების, მსხვილი ტრანსნაციონალური კომპანიების წარმომადგენლები.

საერთაშორისო ელექტრონული ბიბლიოთეკა, "ჰეიდარ ალიევის მემკვიდრეობა", საგამომცემლო საქმიანობასაც ეწევა. ჩვენს საიტზე თქვენ საშუალება გეძლევათ, გაეცნოთ ჩვენ მიერ სხვადასხვა ენაზე გამოცემულ მთელ რიგ წიგნებს.

საერთაშორისო ელექტრონული ბიბლიოთეკის, "ჰეიდარ ალიევის მემკვიდრეობა", განახლება და გამდიდრება ყოველდღიურად ხდება. გთხოვთ გამოგვიგზავნოთ ბიბლიოთეკასთან დაკავშირებული ყველა თქვენი მოსაზრება და წინადადება.

office@aliyev-heritage.org

საერთაშორისო ელექტრონული ბიბლიოთეკა "ჰეიდარ ალიევის მემკვიდრეობა" მადლიერებას გამოხატავს ყველა იმ მკითხველისადმი, ვინც თავისი წინადადებებით ხელი შეუწყო ჩვენი საიტის გაუმჯობესებას.
 
ახალი გამოცემები
 დათვალიერება

ფოტო გალერეა