აზერბაიჯანის XVIII საუკუნის მეორე ნახევრის ისტორია შედგება დამოუკიდებელი და ნახევრად დამოუკიდებელი სახელმწიფო წყობილების-სახანოების ისტორიისაგან. აზერბაიჯანის ტერიტორიაზე პირველი დამოუკიდებელი სახანო ჩამოყალიბდა
XVIII საუკუნის 40-იან წლებში. მათგან ზოგიერთი ნადირშაჰის მეფობის გაუქმების შემდეგ წარმოიქმნა, ზოგი კი ნადირ შაჰის პერიოდში ირანის წინააღმდეგ მებრძოლ დაჯგუფებათა შედეგად იყო ფორმირებული.
შექის სახანო
შექის სახანოს სთავე დაუდო ჰაჯი ჩალლაბი ხანმა (1743-1755). XVIII საუკუნის 40-იან წლების ბოლოსათვის კი ძლიერ პოლიტიკურ ძალად იქცა. გაბალისა და გუთგაშენის სასულთანოები იძულებულნი შეიქმნენ,რომ შექის სახანო ეღიარებინათ.შექის ხანმა 1751 წელს, განსაზღვრული დროის მანძილზე გაზახისა და ბორჩალოს გუბერნიებზეც იწყო ბატონობა.1768 წელს შექისა და გუბის ხანებმა ერთმანეთთან კავშირი შეკრეს და შამახის სახანოზე იერიში მიიტანეს, დაპყრობის შემდეგ კი შამახის ტერიტორიები ერთმანეთში გადაინაწილეს. სახანოს ცენტრი ქალაქი შექი იყო. ყარაბაღის სახანო ყარაბაღის სახანოს სათავე დაუდო ფანაჰალი ხანმა (1748-1763) რომელიც წარმომავლობით ჯავანშირის ტომიდან იყო. აღნიშნული სახანო ირანის ბატონობის დროს შეიქმნა და გაძლიერდა .ნადირ შაჰის მემკვიდრეთა შორის ჩამოვარდნილი შუღლის შედეგად ფანაჰალი ხანმა თავისი ხელისუფლება
და გავლენა არდაბილამდე გაანავრცო.ფანაჰალი ხანმა, რომელიც განჯის საქმეებშიც ერეოდა,აქაც ხელისუფლების სათავეში თავისი კაცი-ზიადოღლის შთამომავალთა ერთ-ერთი წარმომადგენელის დანიშვნა შესძლო.ფანაჰალი ხანმა გააფართოვა რა თავისი სამფლობელო თათევი,სისიანი,გაფანი და მაღრის გუბერნიებიც მიიერთა.ფანაჰალი ხანმა მაღალი კლდის კალთაზე ღირსშესანიშნავი ფანაჰაბადის ციხესიმაგრე ააგო და 1755-1756 წლებში სატახტო ქალაქი აქ გადმოიტანა. დროთა განმავლობაში ამ ციხესიმაგრეს მახლობლად მდებარე სოფელ შუშის გამო შუშა ეწოდა. იბრაჰიმხალილ ხანი, რომელიც ხელისუფლების სათავეში ფანაჰალი ხანის შემდეგ მოვიდა აზერბაიჯანული ტერიტორიების გაერთიანებას შეეცადა. იბრაჰიმ ხალილ ხანმა თავისი გავლენა გარკვეული დროის მანძილზე ნახჭივანის,განჯის და თაბრიზის სახანოებში თავის გავლენა გააძლიერა. გუბის სახანო გუბის სახანოს ფუძემდებელი ჰუსეინალი ხანი (1726-1758) ჯერ კიდევ 1726 წელს რუსის სამთავრობო ორგანოების მიერ ამ თანამდებობაზე იყო წარდგენილი, რუსის მეფემ ის გუბის ხანად დანიშნა.მის პერიოდში სალიანი და რუდბარი გუბის სახანოს ექვემდებარებოდა.გუბის სახანოს გაძლიერება უკავშირდება ფათალი ხანის ხელისუფლებაში მოსვლას. ფათალი ხანმა 1757 წელს სალიანის, 1759 წელს დერბენდის, 1766 წელს ბაქოს, 1768 წელს შამახის და ჯავადის სახანოების გუბის სახანოში გაერთიანება შესძლო. XVIII საუკუნის 60-იან წლებში გუბის სახანო ეკონომიკური, სამხედრო-პოლიტიკური თვალსაზრისით აზერბაიჯანის რიგ სახანოებზე ძლიერი იყო და ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობდა. ლანქერანის (თალიშის)სახანო ამ სახანოს დამოუკიდებლობა გამოცხადებული იქნა ადგილობრივი მსხვილი ფეოდალის სეიდ აბას ბეის მიერ.მისი ეკონომიკური ცენტრი ციხის კედლებით გარშემორტყმული ქალაქი ლანქერანი იყო.სეიდ აბას ბეის გარდაცვალების შემდეგ ტახტზე ავიდა ისტორიაში თალიშლი გარა ხანად ცნობილი ჯამალედინ მირზა ბეი. მისი მმართველობის პერიოდს აშკარად ამჩნევია პოლიტიკური და ეკონომიკური აღმასვლა.
ბაქოს სახანო
1747 წელს ნადირ შაჰის გარდაცვალების შემდეგ ადგილობრივმა ფეოდალმა მირზა მუჰამედ აღამ მისი ბაქოში მყოფი ქვეშემრდომი სალიმი გააძევა და თავი დამოუკიდებელ ხანად გამოაცხადა (1747-1786).სხვა სახანოებთან შედარებით ბაქოს სახანო
სამხედრო-პოლიტიკური თვალსაზრისით არ გამოირჩეოდა. მისი ტერიტორია მცირე იყო,სიგანე 60,სიგრძე კი 90 ვერსს უტოლდებოდა.მთელი აბშერონის ნახევარკუნძული, ქალაქი ბაქო და 39 სოფელი ამ სახანოში შედიოდა.მირზა მუჰამედ ხანის მემკვიდრეთა მმართველობის პერიოდში ბაქოს სახანო გუბელი ფათალი ხანის ვასალი გახდა.ფათალი ხანმა 1766 წელს თავისი და ხადიჯა ბიქანი მალიქ მუჰამედ ხანს მიათხოვა და ამით ბაქოს სახანოს გუბის სახანოზე დამოკიდებულება უზრუნველყო.
განჯის სახანო
განჯის სახანო საბეგთაბეკოს საფუძველზე შეიქმნა. საბეგთაბეკოს მემკვიდრეობა დროგამოშვებით XVII საუკუნიდან 1804-წლამდე
გარაჯათა ტომის ზიადგულელ შთამომავალთა მიერ იმართებოდა.სახანოს ფუძემდებელი შაჰვერდიხან ზიადგული იყო.განჯა სამხედრო-პოლიტიკური და ეკონომიკური თვალსაზრისით ძლიერ მნიშვნელოვან სახანოს წარმოადგენდა. შექმნის დღიდან, ეს სახნო მეზობელი ფეოდალ ხელისუფალთა იერიშის ობიექტს წარმოადგენდა. განჯის ხანები მტერთან საბრძოლველად, ხან ერთ და ხან მეორე ძლიერ მტრებს შორის ხრიკებს მიმართავდნენ.
დერბენდის სახანო
დერბენდის სახანოს ფუძემდებელმა მუჰამედჰუსეინ ხანმა,თავისი სასტიკი შიდა პოლიტიკით შრომის მოყვარე მასებსა და ფეოდალურ ფენათა უმრავლესობას შორის ზიზიღი დაიმსახურა .1759 წელს დერბენდელთა თხოვნით გუბელმა ფათალი ხანმა დერბენდზე სამხედრო იერიში მიიტანა.დერბენდელთა დახმარებით ქალაქი ფათალი ხანის ხელში გადავიდა. ამ მოვლენის შემდეგ, შეიძლება ითქვას,რომ აზერბაიჯანის ჩრდილო სახანოთა რუსეთთან მიერთებამდე დერბენდისა და გუბის
სახანოები ერთ მთლიან სახელმწიფოს წარმოადგენდნენ.
შამახის სახანო
შამახის სახანო, ადგილობრივი ფეოდალებისა და ქალაქის არისტოკრატიის გარე და შიდა მტრების წინააღმდეგ წარმოებული ბრძოლების დროს შეიქმნა. რამდენიმე საუკუნე შირვანშახთა სატახტო ქალაქი,შემდეგ კი შირვანთა საბეგთაბეკოს ცენტრად ქცეული ქალაქი შამახი, XVIII საუკუნის შემდგომ პერიოდში ეკონომიკური და სავაჭრო თვალსაზრისით უპირატესობას კვლავ
ინარჩუნებდა.ნადირ შახის სახელმწიფოს დაშლის შემდეგ შამახის
პოლიტიკურ ცხოვრებაში ძირ-ფესვიანი ცვლილებები მოხდა. შედარებით პატარა ტერიტორიაზე ორი სახანო წარმოიქმნა: ახალი შამახი-ცენტრი აღსუ და ძველი შამახი-ცენტრი-შამახი. შამახიში შექმნილი ორხელისუფლებიანობა დიდხანს ვერ იარსებებდა.1763 წელს ძველ შამახიში გაძლიერებულმა მუჰამედ სეიდ ხანმა ახალი შამახიც აიღო და ძველ შამახისთან გააერთიანა. ძველი შამახი კი ახალი სახანოს ცენტრად იქცა.
მაგრამ პროცესების განვითარებამ უჩვენა,რომ შამახი მეზობელი ფეოდალების იერიშისათვის ღია იყო. მასზე განუწყვეტლივ მიტანილმა იერიშებმა მის ეკონომიკურ განვითარებას ზარალი
მიაყენა და 1768 წელს გუბელი ფათალი ხანის მიერ ოკუპირებულ იქნა.
ნახჭევნის სახანო
ნახჭევნის სახანოს სათავე ქენგერლის საგვარეულოს მეთაურმა ჰეიდარგულუ ხანმა დაუდო.სახანოს გაძლიერებისა და გარეშე მტრებისაგან დასაცავად ჰეიდარგულუ ხანი (1747-1763/64) თავისი მმართველობის პირველ პერიოდში მასზე უფრო ძლიერ ყარაბაღის სახანოს მიეკედლა.ჰეიდარგულუ ხანის გარდაცვალების შემდეგ 1787 წლამდე ტახტისათვის ბრძოლის
შედეგად ნახჭევნის სახანო ძლიერ დასუსტდა. ხოი,,ყარაბაღი და ირავანის სახანოები, ქართლ-კახეთის სამეფოებსა და ირანს შორის უწყვეტი ბრძოლის ობიექტად იქცა.
ირავანის სახანო
დაფუძნებული იყო ჩუხურსად საბეგთაბეკოს მიერ.ნადირშაჰის მოკვლის შემდეგ, ირავანში ირანის ხელისუფალთა წინააღმდეგ აჯანყებულთა მეთაურმა ადგილობრივმა ფეოდალმა მირ მეჰდი
ხანმა თავი ხანად გამოაცხადა და დამოუკიდებელი ირავანის სახანოს დაუდო საფუძველი. მაგრამ ირავანის სახანომ ყოფილი საბეგთაბეკოს მთელი ტერიტორია ვერ მოიცვა. მისი ერთი ნაწილი ნახჭევნის და სხვა სახანოს შემადგენლობაში შევიდა. სახანოს ცენტრ ი ქალაქი ირავანი იყო.
ყარადაღის სახანო
ყარადაღის სახანო აზერბაიჯანის სამხრეთით მდებარე ერთ-ერთი სუსტი სახანო იყო. მისი ფუძემდებელი მომთაბარე ტომების ერთ-ერთი ბრძენი მეთაური ბაზუმ ხანი (1748-1752) მეზობელ
ფეოდალებთან ურთიერთობაში ფრთხილ პოლიტიკას ატარებდა, ქვეყნის შიდა საქმეებს აწესრიგებდა, აღმშენებლობით საქმეებს ეწეოდა და სახანოს სატახტო ქალაქ აჰარდაში სხვადასხვა
საზოგადოებრივ ბინებს აშენებდა. ყარადაღის სახანო 1782 წელს ხოისა და ყარაბაღის სახანოების გაერთიანებული ძალების მიერ ოკუპირებულ იქნა. ამის შემდეგ ყარადაღის სახანომ დამოუკიდებლობა დაკარგა.
თებრიზის სახანო
მისი ფუძემდებელი დუნბულთა ტომის გამოჩენილი წარმომადგენელი ნაჯაფგულუ ხანი (1745-1780) იყო. იგი თაბრიზში ურმიელი ფათალი ხან აფშარის აქტიური მხარდაჭერით იყო გაძლიერებული. ამიტომაც ერთ დროს თაბრიზის სახანო ურმიის სახანოზე იყო დამოკიდებული.1763 წელს ფათალი ხანი აფშარ ქარიმ ხანთან დამარცხდა და ამის შემდეგ თაბრიზის სახანომ დამოკიდებლობა მოიპოვა.
მარაღის სახანო
მარაღის სახანოს ფუძემდებელი ალიგულუ ხან მუგადდამი (1747-1750)იყო.არც ისე დიდი მნიშვნელობის მქონე ეს სახანო აღა მუჰამედ შაჰ გაჩარის ხელისუფლებაში მოსვლამდე დამოუკიდებელი იყო.
არდაბილის სახანო
არდაბილის სახანოს სათავე შახსევანთა ტომის მეთაურმა ნაზარლი ხანმა (1747-1783) დაუდო. მისი ხელისუფლების პერიოდში სახანო საკმაოდ განვითარდა.ნაზარლი ხანმა ქორწინების დიპლომატიით ყარაბაღელ იბრაჰიმ ხანთან მეგობრული ურთიერთობა დაამყარა და ლანქერანის სახანოსთან კეთილ მეზობლურ ურთიერთობაში იყო.
ურმიის სახანო
ურმიის სახანოს ფუძემდებელი აფშართა ტომის წარმომადგენელი ფათალი ხან აფშარი (1747-1763) იყო. ფათალი ხანმა,რომელიც გამუდმებით ტერიტორიების გაფართოებაზე ოცნებობდა, გარკვეული დროის მანძილზე სამხრეთ აზერბაიჯანში საკმაო ტერიტორიები მიიტაცა.1763 წელს ქარუმ ხან ზანდის მიერ დამარცხებულმა ურმიის სახანომ თავისი წინანდელი მნიშვნელობა დაკარგა.
ხოის სახანო
ხოის სახანოს პირველი ხელისუფალი შაჰბაზ ხანი(1747-1763) იყო. ის ნადირშაჰის დროს ხოის პროვინციის მეთაურად იყო დანიშნული. ნადირ შაჰის გარდაცვალების შემდეგ კი თავი ხოის სახანოს დამოკიდებელ ხანად გამოაცხადა. შაჰბაზ ხანმა,რომელიც ზომიერ პოლიტიკას ატარებდა, ფათალი ხან აფშართან მეგობრული ურთიერთობა დაამყარა.
მაქუს სახანო
მაკუს სახანოს ფუძემდებელი ბაიათის ტომის მეთაური, ნადირ შახის ერთ-ერთ მხედართმთავართაგანი ახმედ სულთანი (1747-1778) იყო. შახის გარდაცვალების შემდეგ სამშობლოში დაბრუნებულმა ახმედ სულთან მაქუნმა მაქუ დამოუკიდებელ სახანოდ,თავი კი ხანად გამოაცხადა.სახანოს სატახტო ქალაქს ორივე მხრიდან მთებით გარშემორტყმული ქალაქი მაქუ
წარმოადგენდა. მაქუს სახანო 30 სოფელს აერთიანებდა.
სარაბის სახანო
სარაბთა სახანოს სათავე შაგაგთა ტომის მეთაურმა ალი ხანმა (1747-1786) დაუდო. ნადირ შახის გარდაცვალების შემდეგ შექმნილი არეულობით ისარგებლა რა ალი ხანმა თავი ტომთა შორის ხანად გამოაცხადა. მოხსენიებული სახანოების გარდა მდინარე მტკვრისა და არაზის შენაერთზე ჯავადის სახანო და მდინარე მტკვრის ხეობაში კი
კიდევ ერთი პატარა სახანო -სალიანის სახანო არსებობდა. რუსეთსა და ირანს შორის დადებულ გულისტანის (1813) და თურქმენჩაის (1828) ხელშეკრულებების შესაბამისად აზერბაიჯანი ორ იმპერიას შორის გაიყო: აზერბაიჯანის ჩრდილო
ნაწილი რუსეთის,სამხრეთ ნაწილი კი ირანის შემადგენლობაში შევიდა.