ბიოგრაფია


ჰეიდარ ალირზა ოღლი ალიევი - აზერბაიჯანელი ხალხის საერთო ეროვნული ლიდერი

ჰეიდარ ალირზა ოღლი ალიევი დაიბადა 1923 წლის 10 მაისს აზერბაიჯანის ქალაქ ნახჭევანში. 1939 წელს ნახჭევანის პედაგოგიური ტექნიკუმის დამთავრებისთანავე მან აზერბაიჯანის ინდუსტრიული ინსტიტუტის არქიტექტურულ ფაკულტეტზე დაიწყო სწავლა (ამჯამად აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობის აკადემია). დაწყებულმა ომმა მას განათლების ბოლომდე მიღებაში ხელი შეუშალა.

1941 წლიდან ჰეიდარ ალიევი ნახჭევანის ასსრ შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატში და ნახჭევანის ასსრ სახალხო კომისართა საბჭოში მუშაობდა განყოფილების გამგედ, 1944 წელს კი სამუშაოდ გაგზავნილ იქნა სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში. ამ პერიოდიდან დაწყებული ჰეიდარ ალიევს, მუშაობდა რა უშიშროების ორგანოების სისტემაში, 1964 წლიდან თავჯდომარის მოადგილის თანამდებობა ეკავა, 1967 წლიდან კი - აზერბაიჯანის სსრ მინისტრთა საბჭოსთან არსებულ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის თავჯდომარე იყო. მას გენერალ-მაიორის წოდება მიენიჭა. ამ წლებში მან ლენინგრადში (ამჯამად სანკტ-პეტერბურგი) სპეციალური უმაღლესი განათლება მიიღო, 1957 წელს კი აზერბაიჯანის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი დაამთავრა.

1969 წლის ივლისში,ჰეიდარ ალიევი აზერბაიჯანის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პლენუმზე აზერბაიჯანის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველ მდივნად იყო არჩეული და რესპუბლიკის ხელმძღვანელი გახდა. 1982 წლის დეკემბერში ჰეიდარ ალიევი არჩეულ იქნა საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროს წევრად, დაინიშნა სსრკ მინისტრთა საბჭოს თავჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობაზე და გახდა სსრკ ერთ-ერთი ხელმძღვანელი. ჰეიდარ ალიევი ოცი წლის განმავლობაში იყო სსრკ უზენაესი საბჭოს დეპუტატი და 5 წლის მანძილზე სსრკ უზენაესი საბჭოს თავჯდომარის მოადგილის თანამდებობა ეკავა.

1987 წლის ოქტომბერში ჰეიდარ ალიევი საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროსა და პირადად გენერალური მდივანის მიხეილ გარბაჩოვის მიერ გატარებული პოლიტიკის მიმართ პროტესტის ნიშნად დაკავებული თანამდებობებიდან გადადგა.

საბჭოთა ჯარების მიერ 1990 წლის 20 იანვარს ბაქოში მოწყობილ სისხლიან ტრაგედიასთან დაკავშირებით, მის მეორე დღეს მოსკოვში აზერბაიჯანის წარმომადგენლობაში განცხადებით გამოსულმა ჰეიდარ ალიევმა მოითხოვა აზერბაიჯანელი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის შემსრულებლების და ორგანიზატორების დასჯა. 1991 წლის ივლისში მთიან ყარაბახში მომხდარ მწვავე კონფლიქტთან დაკავშირებით მან სსრკ ხელმძღვანელობის ორპირული პოლიტიკისადმი პროტესტის ნიშნად მიატოვა საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის რიგები.

1990 წლის ივლისში აზერბაიჯანში დაბრუნებული ჰეიდარ ალიევი ჯერ ბაქოში, შემდგომ კი ნახჭევანში ცხოვრობდა ამავე წელს იგი არჩეულ იქნა აზერბაიჯანის უზენაესი საბჭოს დეპუტატად. 1991-1993 წლებში მას ნახჭევანის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი მეჯლისის თავჯდომარის, ასევე აზერბაიჯანის რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავჯდომარის მოადგილის თანამდებობები ეკავა. 1992 წელს ქალაქ ნახჭევანში პარტია "იენი აზერბაიჯანის" დამაარსებელ ყრილობაზე ჰეიდარ ალიევი პარტიის თავჯდომარედ იყო არჩეული.

როდესაც 1993 წლის მაის-ივნისში სახელმწიფო კრიზისის უკიდურესად გამწვავების შედეგად ქვეყანაში სამოქალაქო ომის და დამოუკიდებლობის დაკარგვის საშიშროება გაჩნდა, აზერბაიჯანელი ხალხი ჰეიდარ ალიევის ხელისუფლების სათავეში მოსვლის მოთხოვნით გამოვიდა.

აზერბაიჯანის მაშინდელი მმართველები იძულებულნი გახდნენ ოფიციალურად მიეწვიათ ჰეიდარ ალიევი ბაქოში. 1993 წლის 15 ივნისს ჰეიდარ ალიევი აზერბაიჯანის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარედ იყო არჩეული, 24 ივლისს კი მილი მეჯლისის გადაწყვეტილებით მან აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის უფლებამოსილების განხორციელება დაიწყო. 1993 წლის 3 ოქტომბერს საერთო სახალხო არჩევნების შედეგად ჰეიდარ ალიევი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტად აირჩიეს1998 წლის 11 ოქტომბერს, მაღალი სახალხო აქტივობის პირობებში ჩატარებულ არჩევნებზე, მოაგროვა რა ხმების 76,1 პროცენტი, იგი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტად ხელახლა აირჩიეს. ჰეიდარ ალიევმა, რომელიც დათანხმდა 2003 წლის 15 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე თავისი კანდიდატურის წამოყენებაზე, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო უარი თქვა მასში მონაწილეობის მიღებაზე.

ჰეიდარ ალიევს მიენიჭა საერთაშორისო პრემიების მთელი რიგი, სხვადასხვა ქვეყნების უნივერსიტეტების საპატიო დოქტორის და სხვა მაღალი საპატიო წოდებები. იგი ოთხჯერ დაჯილდოვდა ლენინის ორდენით, წითელი ვარსკვლავის ორდენით და მრავალი მედლით, ორჯერ მიიღო სოციალისტური შრომის გმირის წოდება, დაჯილდოვდა საზღვარგარეთის მრავალი ქვეყნის ორდენებითა და მედლებით.

აზერბაიჯანის ისტორიული ბედი, რომელიც მოიცავს ბოლო 30 წელზე უფრო ხანგრძლივ პერიოდს, უწყვეტად არის დაკავშირებული ჰეიდარ ალიევის სახელთან. ამ წლების განმავლობაში ხალხის აღორძინება საზოგადოებრივ-პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ცხოვრების ყველა სფეროში დაკავშირებულია სწორედ მის სახელთან.

თავისი მმართველობის აღნიშნული პერიოდის განმავლობაში ჰეიდარ ალიევი დაეხმარა მშობლიურ კუთხეს - აზერბაიჯანს,როგორც სახელმწიფოს, რომლის პროგრესისკენ იგი ყოველთვის მიისწრაფოდა, რომლის მდიდარი კულტურით, დიდი ისტორიული წარსულით იგი ყოველთვის ამაყობდა და რომლის მომავალ თაობებზე წუხდა, გადაელახა დროის მძიმე და მკაცრი გამოცდა.

წარმოადგენდა რა გამოჩენილ პოლიტიკურ და სახელმწიფო მოღვაწეს და ხალხის უდავო ლიდერს, ჯერ კიდევ სიცოცხლეში იგი ცოცხალ ლეგენდად იქცა. ამიტომ ჰეიდარ ალიევის ფენომენი ყოველთვის იპყრობდა ყურადღებას. მთელი მსოფლიოს აზერბაიჯანელთა ამ საერთო ეროვნული ლიდერის მშფოთვარე პოლიტიკური მოღვაწეობა, რომელიც აღტაცებას იწვევდა, ფართოდ შუქდებოდა როგორც რესპუბლიკურ, ასევე მსოფლიო ბეჭდვით ორგანოებში.

1993 წლის ივნისში, როდესაც აზერბაიჯანელი ხალხი დარწმუნდა, რომ ეროვნული სახელმწიფოებრიობა დაშლის მუქარის წინაშე დგას და როდესაც ყველაზე მძიმე დღეები დადგა, მან დაჟინებით მოითხოვა არსებული ხელისუფლების შეცვლა და იმ დროიდან ხელახლა მიანდო თავისი ბედი ჰეიდარ ალიევს. თავისი ხალხის ტანჯვის შემხედვარე ჰეიდარ ალიევმა მიიღო ხალხის დაჟინებული მოწვევა და დაუბრუნდა დიდ პოლიტიკას აზერბაიჯანში. ხალხი ჰეიდარ ალიევის დაბრუნებას იმედით და სიხარულით შეხვდა და ეს დღე დამოუკიდებელი აზერბაიჯანის ისტორიაში შევიდა, როგორც ეროვნული ხსნის დღე.