აღგოინლუს სახელმწიფო


აღგოინელები VI საუკუნის დასასრულსა და VII საუკუნის დასაწყისში კავკასიის მთავარ მთებსა და მდინარე არაზს შორის მდებარე ტერიტორიებზე მოსახლეობდნენ. ამ ტომის ერთი ნაწილი მცირე აზიის აღმოსავლეთით (აღმოსავლეთ ანადოლუ),

დიარბექირში და ერაყშიც იყო დამკვიდრებული. 1453 წელს მამაცი მხედართმთავრის და ბრძენი სახელმწიფო მოღვაწის უზუნ ჰასანის ხელისუფლებაში მოსვლით აღგოინლუს ტომის გაერთიანებული სახელმწიფო,რომლის სატახტო ქალაქი დიარბაქირი იყო, კიდევ უფრო გაძლიერდა. 1467 წელს უზუნ ჰასანმა გარაგოინლუს სახელმწიფოს არსებობას ბოლო მოუღო. 1468 წელს გარაგოინლუს სახელმწიფოს მთელი ტერიტორიები ხელში ჩაიგდო და დედაქალაქი დიარბექირიდან თებრიზში გადაიტანა. მოპოვებული ბრწყინვალე გამარჯვებების შედეგად მოკლე დროის მანძილზე უზუნ ჰასანმა მტკვრის სამხრეთით მდებარე აზერბაიჯანის მიწები და დიარბექირის გარდა კიდევ დასავლეთ აზერბაიჯანი, ქურთისტანი, საქართველოს ერთი ნაწილი თბილისის ჩათვლით ,ირანის დიდი ნაწილი და ერაყი აღგოინუს სახელმწიფოს (1468-1501) შეუერთა. უზუნ ჰასანმა

ხორასანიდან ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე მდებარე ყარამანის ს ახანომდე გადაჭიმული დიდი იმპერია შექმნა. უზუნ ჰასანის ხელისუფლების წლებში აღგოინლუს სახელმწიფო ახლო და შუა აღმოსავლეთის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ სახელმწიფოდ იქცა. უზუნ ჰასანის სიკვდილის შემდეგ აღგოინლუს სახელმწიფომ შიდა შუღლის შედეგად ნელინელ გაპარტახება იწყო.1499 წელს აღგოინლუს სახელმწიფო ორ ნაწილად გაიხლიჩა და 1501 წელს თავისი ადგილი უზუნ ჰასანის შვილიშვილის ისმაილის მიერ

შექმნილ სეფავიტურ-ყიზილბაშურ სახელმწიფოს დაუთმო.