აზერბაიჯანის პრეზიდენტის ჰეიდარ ალიევის გამოჩენილი მეცნიერის,პროფესორის იჰსან დოღრამაჯის აფრასიაბ ბედერბეილის „გიზ გალასი„(„ქალწულის სასახლე„) ბალეტის ნახვის შემდეგ თეატრის შემოქმედებით ჯგუფთან შეხვერაზე საუბრიდან – აზერბაიჯანის აკადემიური ეროვნული ოპერისა და ბალეტის თეატრი, 26 აპრილი 2000 წელი


ჰეიდარ ალიევი: ძვირფასო მეგობარო, ბატონო იჰსან, დიდი სიამოვნებით წარმოგიდგენთ თეატრის კოლექტივს. ხედავთ ,რა ლამაზი გოგოები არიან?

იჰსან დოღრამაჯი: მსოფლიოს ყველაზე ლამაზი გოგოები და ყველაზე მოწინავე ხელოვანნი არიან.

ჰეიდარ ალიევი: ამიტომ ვამმბობ,რომ აზერბაიჯანელი გოგოები და ქალები მსოფლიოს ყველაზედ ულამაზესი გოგოები არიან. თუმცა ბიჭებიც ლამაზები გახლავან.

ჯავანშირ ჯაფაროვი მთავარი დირიჟორია.მუსა მირზოევი აზერბაიჯანის დიდი კომპოზიტორი. მან, 60 წლის წინ დაწერილი ნაწარმოები ახლიდან დაამუშავა.ფარხად ბედერბეილის კი კარგად იცნობთ, ხშირად იმყოფება ბილქენდის უნივერსიტეტში.

ჰეიდარ ალიევი: დღეს „ ქალწულის ციხის„ ბალეტი ჩვენ და მთელს აზერბაიჯანს მშვენივრად წარუდგინეთ. მაცნობეს,რომ ბალეტი „ქალწულის ციხე„ ხელახლა იქნა დადგმული. თურქეთიდან ჩამოსულ მეგობრებს ვაცნობე, რომ ეს ბალეტი 1940 წელს აწ განსვენებული კომპოზიტორის აფრასიაბ ბედერბეილის მიერაა დაწერილი.ეს ,აზერბაიჯანის პირველი ერვონული ბალეტია. აზერბაიჯანელმა ხალხმა 60 წლის წინ, თუ ასეთი კომპოზიტორი გაზარდა და ასეთი ეროვნული ბალეტი დადგა,წარმოიდგინეთ ,თუ რაოდენ მაღალია ჩვენი ხალხის კულტურა ! აზერბაიჯანელი ხალხის პირველი ბალერინა გამარ ალმასზადეა.დღეს,ის ცოცხალია,ჩვენთან ერთადაა, შეიძლებ აქ ვერ მოვიდა.იმ დროს ამ სპექტაკლის ყველა სცენა მის მიერაა მომზადებული. ახლაც იგივე დადგმაა, ის მუსიკაა.

კვლავ ვიმეორებ, ისევ ის დადგმაა. მუსა მირზოევს მისი მუსიკა ცოტა შუცვლია, გაუთანამედროვებია. მხატვრული გაფორმებაც ძალიან კარგია. კოლექტივმა,რომელმაც დღეს ეს ნაწარმოები დადაგა , გამარ ალმასზადეს სპექტაკლი ,დღეს შესანიშნავად წარმოადგინეს.

ეროვნულ ბალეტს 60 წლის ისტორია აქვს.ეროვნულ ოპერის ისტორია 100–ოდ წელს ითვლის. ჩვენმა დიდმა კომპოზიტორმა უზეირ გაჯიბეკოვმა პირველად, 1908 წელს „ლეილი და მეჯნუნის„ოპერით საფუძველი დაუდო აზერბაიჯანულ ოპერას.იმ დროს ასეთი რამ არ იყო, სხვა რაღაცეები იყო. ჩვენმა ხალხმა ეს მსოფლიო დონის, საყოველთაო ღირებულებები 19–ე საუკუნეში აითვისა, მიიღო და 20–ე საუკუნის დასაწყისში აზერბაიჯანში ყველა სფერო და მათ შორის კულტურის სფეროც წარმატებით განვითარდა.

ძალიან მოხარული ვარ,რომ ეს ბალეტი ცოცხლობს. ახალგაზრდობის წლებიდანვე მიყვარდა ეს ბალეტი ,რადგანაც ეს არის ჩვენი ეროვნული მუსიკა, ჩვენი ეროვნული ცეკვები. რამდენჯერმე ვუყურე ამ ბალეტს.ეს ბალეტი ,დიდი ხნის შუალედის შემდეგ განახლდა , ახლიდანი დაიდგა სცენაზე. ბუნებრივია,რომ შემსრულებლებმაც მშვენივრად იათამაშეს. თქვენი არ ვიცი,მაგრამ მე ძალიან მომეწონა.

იჰსან დოღრამაჯი: მეც ძალიან მომწეონა.მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მინახავს საბალეტო სპექტაკლები,მაგრამ ასე ძალიან არც ერთი არ მომწონებია.

ჰეიდარ ალიევი: ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ასე,რომ ჩვენი კულტურა ცხოვრობს და ვითარდება; თქვენ წარმოიდგინეთ გასულ წლებთან,ათწლეულებთან შედარებით ძალიან მაღალ დონეზეა.

ძალიან კმაყოფილი ვარ და თქვენ ყველას გილოცავთ.ყველას მადლობას მოგახსენებთ.ჩვენმა ხელოვნებამ, ოპერამ, ბალეტმა ანუ მსოფლიო დონის თეატრმა მუდმივად უნდა იცხოვროს.აზერბაიჯანის თეატრს 125 წლის ისტორია აქვს.ჩვენ,ახლა მის იუბილეს ვღნიშნავთ.ჩვენმა თეტრმა, ხელოვნებამ უნდა იცოცხლოს და ყველას უჩვენოს,რომ აზერბაიჯანელი ხალხი წარმომავლობით კულტურული ფესვების მქონე ხალხია.აზერბაიჯანელი ხალხი ყოველთვის იყენებდა მსოფლიო კულტურის საყოველთაო ღირსებებს და ამის შემდეგაც გამოიყენებს. ამას კი თქვენ ახორციელებთ.ყველას გილოცავთ.თეატრის მხატვარსაც შესანიშნავად გაუფორმებია. წარსულში ამ სპექტაკლს სხვადასხვა გაფორმება ჰქონდა.დღევანდელი გაფორმებაც მშვენიერია. თქვენ,ყველას მადლობას მოგახსენებთ.

იცით,რომ თქვენი ხელფასი ექვსჯერ გავზარდე. აზერბაიჯანის არც ერთი ფენისათვის არ მომიმატებია ექვსჯერ ხელფასი. მათი ერთი ნაწილის შრომითი ანაზღაურება 25 პროცენტით,სხვების კი 30 პროცენტით, ორჯერ, მაგრამ თქვენი ხელფასი კი ექვსჯერ გავზარდე.არ ვიცი,ეს თქვენამდე აღწევს,თუ არა?

იჰსან დოღრამაჯი: კვლავ ცოტაა.

ჰეიდარ ალიევი: ასე თუ იშრომეთ და ჩვენი ბალეტი განავითარეთ, გარკვეული ხნის შემდეგ ამ საკითხს კვლავ გადავხედავ და თქვენს ხელფასებს კვლავ გავზრდი რამდენჯერმე.რადგანაც ბალეტი ძალიან რთული ხელოვნებაა.

იჰსან დოღრამაჯი: უმჯობესი იქნება,თუ ეს დრო დიდიხანს არ გაგრძელდება.

ჰეიდარ ალიევი: დიახ,დიდხანს არ გაგრძელდება. კვლავ ვიმეორებ,ეს ძალიან რთული ხელოვნებაა.

იჰსან დოღრამაჯი: ბატონო პრეზიდენტო, ჩემთან ერთად თურქეთიდან მრავალი სტუდენტი ჩამოვიდა. მათ ვუთხარი,რომ ყველამ აზერბაიჯანელი ქალიშვილი შეირთოს და თურქეთში წაიყვანოს,რომ თურქეთში ჩვენი თაობა გალამაზდეს.

ჰეიდარ ალიევი: ჯერ ვნახოთ,ჩვენს გოგოებს ისინი მოეწონებათ,თუ არა.

იჰსან დოღრამაჯი: ყველა აზერბაიჯანელი გოგო ლამაზია.

მუსა მირზოევი(კომპოზიტორი): მინდა ვთქვა, რომ „ ქალწულის ციხის „ ბალეტი აღმოსავლეთში, მუსლიმანურ სამყაროში პირველი ბალეტია.

იულანა ალიქიშიზადე(ბალეტმეისტერი): ბატონო პრეზიდენტო, ჩვენს სპექტაკლზე დასწრებისათვის, ჩვენი დასის სახელით უღრმეს მადლობას მოგახსენებთ.საბალეტო ხელოვნების მიმართ გამოჩენილი ყურადღებისა და მზრუნველობისათვისაც დიდ მადლობას მოგახსენებთ.თქვენი განკარგულებით,ჩვენმა ხელფასებმა რამდენჯერმე მოიმატა. რა თქმა უნდა ,ეს ჩვენთვის ერთობ სასიხარულოა,მაგრამ ამავე დროს დიდ პასუხისმგებლობასაც გვაკისრებს.ამიტომაც გპირდებით, რომ აზერბაიჯანული ბალეტის, ხელოვნების კიდევ უფრო განვითარებისათვის ძალისხმევას არ დავიშურებთ. ბატონო პრეზიდენტო, კიდევ ერთხელ უღრმეს მადლობას მოგახსენებთ.

ჰეიდარ ალიევი: გმადლობთ. მინდა ერთი საკითხიც ავღნიშნო.წესისამებრ ერთხელ,ორჯერ მოდიან და მთხოვენ,რომ მასწავლებლებს, ექიმებს, ამას,იმას ხელფასი მოვუმატო.მე ჯერ ბიუჯეტს უნდა გადავხედო,არის თუ არა ამის შესაძლებლობა.მიუხედავად იმისა,რომ სახელმწიფო აკადემიური ოპერისა და ბალეტის თეატრის კოლექტივს ძალიან დაბალი ხელფასი ჰქონდა,ერთხელაც არ უთხოვიათ ჩემთვის ხელფასის გაზრდა.ისინი ასეთი დაბალი ხელფასით ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ. გავიგე და მათი ხელფასის მომატება ჩემი ინიციატივაა.

იჰსან დოღრამაჯი: ბატონო პრეზიდენტო,ხვალ მე ფიზიკურად თვითმფრინავში ვიჯდები,მაგრამგულით კი თქვენთან ვიქნები .გმადლობთ.

ჰეიდარ ალიევი: დიდ წარმატებებს და კეთილ მგზავრობას გისურვებთ.კვლავ გვესტუმრეთ აზერბაიჯანში და პირადად ჩემი სტუმარი იყავით. თქვენ,ჩემი ერთგული მეგობარი ხართ. გმადლობთ.