გუამი დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია


საერთაშორისო რეგიონალური ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს საქართველოს, უკრაინას, აზერბაიჯანს და მოლდავეთს. შეიქმნა 1997 წელს საკონსულტაციო ფორუმის სახით. 2001 წლის 6-7 ივლისს იალტაში წევრი ქვეყნების სამიტზე მიღებულ იქნა ორგანიზაციის წესდება. უზბეკეთმა, რომელიც 1999 წელს შეუერთდა გუამს, 2005 წელს განაცხადა მისი სტრუქტურიდან გამოსვლის შესახებ. 2006 წლის მაისში რიგით სამიტზე კიევში გუამს ეწოდა დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია. ბოლო პერიოდში ორგანიზაციამ განიხილა ის ძირითადი პრობლემები, რომლებსაც შეხვდნენ წევრი-სახელმწიფოები ‑ აგრესიული სეპარატიზმი და ტერორიზმი.