იაპონიის ერთ-ერთი მსხვილი უნივერსალური ტრანსნაციონალური კორპორაცია. 1866 წელს დაარსებული კომპანიის ცენტრალური ოფისი მდებარეობს იაპონიაში. კომპანიაში, რომლის წლიური ბრუნვა შეადგენს 160 მილიარდ აშშ დოლარს, მუშაობს 8 ათასზე მეტი თანამშრომელი. 816 დამხმარე საწარმოს მქონე კომპანიას წარმომადგენლობა აქვს მსოფლიოს 164 ქვეყანაში. კომპანია, რომელმაც 1996 წელს გახსნა თავისი ოფისი ბაქოში, ახორციელებს საინვესტიციო პროექტებს ნავთობის და გაზის სფეროში. კომპანიის წილი კასპიის ზღვის აზერბაიჯანის სექტორში მდებარე "აზერი-ჩირაგი-გიუნეშლი" საბადოების ერთობლივი დამუშავების კონტრაქტში (1994) შეადგენს
3,9%-ს. კომპანიის წილი "დან ულდუზუ" და "აშრაფი" საბადოების ერთობლივი დამუშავების კონტრაქტში მოპოვების გაყოფის პრინციპით (1997) შეადგენს 20%-ს.