აზერბაიჯანის რესპუბუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის ჰეიდარ ალირზა ოღლი ალიევის გამოსვლა სიტყვით აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის სხდომაზე 1993 წლის 15 ივნისს


პატივცემულო პარლამენტის წევრებო, პატივცემულო პრეზიდენტო!

მადლობას მოვახსენებ მილი მეჯლისის წევრებს, აზერბაიჯანის უზენაეს საბჭოს ჩემს მიმართ გამოჩენილი ნდობისათვის და გარწმუნებთ, რომ ყველა ჩემი შესაძლებლობების გამოყენებით შევეცდები ვზიდო ეს მძიმე ტვირთი და ღირსეულად შევასრულო ეს ამოცანა. მინდა აღვნიშნო, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკის დღევანდელ მძიმე, არეულ-დარეულ და დაძაბულ სიტუაციას სრული პასუხისგებლობით აღვიქვამ. ამ თანამდებობის მიღებისას ჩემს პასუხისგებლობას ვხვდები და ამ ყველაფრის გათვალისწინებით ყველაფერს გავაკეთებ, რაც კი ჩემს ძალაშია. მე აქ დიდი მოხსენების გაკეთებას არ ვაპირებ, მაგრამ რამდენიმე სიტყვა აუცილებლად უნდა ვთქვა. როგორც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჩემს ერთ-ერთ ძირითად ამოცანად მიმაჩნია აზერბაიჯანელი ხალხის ისტორიული მიღწევის ‑ აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო დამოუკიდებლობის დაცვა, გაძლიერება, განვითარება. აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო დამოუკიდებლობა უზრუნველყოფილ უნდა იქნას 1918 წელს დაარსებული აზერბაიჯანის პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ტრადიციებზე დაყრდნობით, თანამედროვე მოთხოვნილებების, მსოფლიოში მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით. მე მუდამ ვიმუშავებ ამ მიმართულებით და ეჭვი არავის არ შეეპაროს, რომ ჩემი სიცოცხლის დარჩენილ ნაწილს მხოლოდ და მხოლოდ აზერბაიჯანის რესპუბლიკის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ განვითარებას მივუძღვნი. ამასთან დაკავშირებით მინდა გაცნობოთ, რომ ჩემი აზრით, რაც არ უნდა მოხდეს, აზერბაიჯანის რესპუბლიკა, ამის შემდეგ დამოუკიდებლობას აღარასოდეს დაკარგავს, არც ერთი სხვა სახელმწიფოს შემადგენლობაში აღარ შევა, არც ერთი სხვა სახელმწიფოს ქვეშევრდომი აღარ გახდება. ვრცელდება გარკვეული ხმები, მოსაზრებები ყოფილი საბჭოთა კავშირის აღდგენის შესახებ, მის შემადგენლობაში აზერბაიჯანის რესპუბლიკის შესვლის ალბათობის შესახებ. ეს უტოპიაა. მე ამ მოსაზრებებს ვუარყოფ და აზერბაიჯანის ყველა მოქალაქეს მოვუწოდებ ასევე უარჰყოს ეს მოსაზრებები.

რესპუბლიკის წინაშე დიდი და რთული ამოცანები დგას. დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის უზრუნველსაყოფად სომხეთის მიერ აზერბაიჯანის რესპუბლიკის დაპყრობილი ტერიტორიებია დასაბრუნებელი. აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერეტორიული მთლიანობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი, ომი უნდა დასრულდეს, მშვიდობა უნდა დამყარდეს. აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქეებმა მშვიდობისა და კეთილდღეობის მდგომარეობაში უნდა იცხოვრონ და თავიანთი ქვეყანა ისე ააშენონ, როგორც მათ სურთ. ამიტომაც ეს საკითხი ერთ-ერთი მნიშვნელოვანია. ამის შემდგომაც ეს საკითხები უზენაესი საბჭოს ყურადღების ცენტრში უნდა იყოს. ამაში სრული პასუხისმგებლობით გარწმუნებთ.

გუშინ განცხადებული დოკუმენტი, რომელიც ხელმოწერილია ამერიკის შეერთებული შტატების, რუსეთისა და თურქეთის ინიციატივით, ომის ვითარებიდან ჩვენი თანდათანობით გამოსვლის პირველი ნაბიჯია. ალბათ, ამ სფეროში მომავალში უფრო ქმედითი ღონისძიებების ჩატარებაა საჭირო, რათა აზერბაიჯანის რესპუბლიკა მთლიანი ტერეტორიის პატრონი გახდეს და ჩვენი ხალხი საომარი მდგომარეობიდან გამოვიდეს.

მაშასადამე, აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო დამოუკიდებლობა ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა. დამოუკიდებელ აზერბაიჯანში დემოკრატია უნდა განვითარდეს. ყველანაირად უნდა წახალისდეს პოლიტიკური პლურალიზმი. აზერბაიჯანის რესპუბლიკის კონსტიტუციის დარღვევა, კანონის დარღვევა დაუშვებელია. სახელმწიფოს აღმშენებლობა და საზოგადოების ფორმირება უნდა ეყრდნობოდეს მხოლოდ დემოკრატიულ პრინციპებს. პოლიტიკაში და ეკონომიკაში უნდა დომინირებდნენ თავისუფლების, დამოუკიდებლობის, ადამიანის თავისუფლების, ადამიანის უფლებების დაცვის და თავისუფალი ეკონომიკის პრინციპები. ანუ ჩვენი რესპუბლიკა ერთი წლის წინ დაწყებულ გზას უნდა მიჰყვეს. ეს სწორი, ჭეშმარიტი გზაა და ამ გზას ჩვენი რესპუბლიკა უფრო გაბედულად უნდა მიჰყვეს. დარწმუნებული იყავით, რომ მე მუდამ ამ გზის ერთგული ვიქნები.

ჩვენი რესპუბლიკის დღევანდელ რთულ ვითარებაში ყოფნის მიზეზია ის მოვლენები, რომლებიც განვითარდა 4 ივნისს ქალაქ განჯაში. ეს საშინელი მოვლენები იყო, სისხლი დაიღვარა, ჩადენილია დანაშაული. ყველაფერი უნდა გამოძიებულ იქნას და კანონის დამრღვევმა ყველა ადამიანმა, დანაშაულის ყველა ჩამდენმა , რომელი მხრიდანაც არ უნდა იყვნენ ისინი, კანონის წინაშე უნდა აგოს პასუხი. ამ საკითხებით დაკავებულია დეპუტატთა საგამოძიებო კომისია არის დაკავებული. ჩვენ კი შექმნილი რთული სიტუაცია უახლოეს დროში უნდა მოვაგვაროთ. გუშინ პრეზიდენტ აბულფაზ ელჩიბეითან ვისაუბრეთ, მე განჯაშიც ვაწარმოებდი მოლაპარაკებებს იმ პირებთანაც, ვინც მე მახლდა, და პირისპირაც. ამიტომაც მე ვვარაუდობ, რომ ყველა ჩვენი ძალისხმევა დაგვეხმარება ამ რთული სიტუაციის მოგვარებაში, ხელს შეუწყობს ამ დაპირისპირების დასრულებას. მაგრამ მე მითქვამს, და კიდევ ერთხელ ვამბობ: იარაღის ხმარების მხარდამჭერი ვერავითარ შემთხვევაში ვერ გავხდები. ეს დაპირისპირება მხოლოდ მშვიდობიანი გზით, ურთიერთშეთანხმების გზით, მოლაპარაკებების გზით უნდა დარეგულირდეს. ვვარაუდობ რომ, ჩვენი ხალხის სიბრძნე, გავლენიანი ადამიანების, აზერბაიჯანის ინტელიგენციის, აზერბაიჯანის აქსაკალების ერთიანი ძალისხმევა და ჩვენი მოღვაწეობა უეჭველად შეძლებს ამ ყველაფრის უზრუნველყოფას.

შევქმნით რა აზერბაიჯანში დემოკრატიულ, დამოუკიდებელ რესპუბლიკას, ვიბროლებთ რა ცივილიზებული საზოგადოებისთვის, ჩვენ უნდა ვისარგებლოთ მსოფლიო, საყოველთაო ფასეულობებით. ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ აზერბაიჯანმა, მიაღწევს რა დამოუკიდებლობას თავისი მრავალწლიანი ბრძოლის შედეგად, შეძლოს თავისი ისტორიული მიღწევები, თავისი ეროვნული ტრადიციები დაანახოს მთელ მსოფლიოს. ვფიქრობ, აზერბაიჯანელ ხალხს ამ თვალსაზრისით დიდი ისტორიული და თანამედროვე პოტენციალი გააჩნია. ამ ყველაფრის ეფექტურად გამოყენების შემთხვევაში აზერბაიჯანი დამოუკიდებელი დემოკრატიული ქვეყანა იქნება და ჩვენი საზოგადოებაც დემოკრატიული გახდება, აგებული იქნება რა დემოკრატიულ, სამართლებრივ, ზოგადსაკაცობრიო ფასეულობებზე. ამისათვის ჩვენი მეცნიერება და ჩვენი კულტურა, ისტორიული ტრადიციები და ჩვენი რელიგიური საფუძველი - ისლამი ‑ ყველაფერი ეს ერთად ქმნის დიდ საფუძველს. ჩვენი ამოცანა მდგომარეობს ამ ყველაფრის ეფექტურად გამოყენებაში.

აზერბაიჯანში დაძაბულობის მიზეზი მხოლოდ ყარაბაღის პრობლემასთან, ანუ აზერბაიჯანის მიმართ სომხეთის აგრესიასთან არ არის დაკავშირებული. ამჯერად განჯაში განვითრდა მოვლენები. სამწუხაროა რომ, აზერბაიჯანში არსებული დაძაბულობის ერთ-ერთი მიზეზია აზერბაიჯანში დიდი ხნის მანძილზე მცხოვრებ ერებსა და ეთნიკურ ჯგუფებს შორის ურთიერთობის გამწვავება. აზერბაიჯანი ათწლეულებით, ასწლეულებით აქ მცხოვრები ადამიანების სამშობლო იყო და შემდგომშიც ასე უნდა იყოს. აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერეტორიაზე მცხოვრებ ყველა მოქალაქეს, განურჩევლად მათი ეროვნებისა, რელიგიისა, პოლიტიკური კუთვნილებისა, თანაბარი უფლებებით უნდა სარგებლობდეს. თუ ჩვენ შევძლებთ ამ ცნებებით ვიხელმძღვანელოთ და გავატაროთ ისინი ცხოვრებაში, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში მცხოვრებ ხალხთა, ეროვნებათა გაერთიანებას შევძლებთ. ეს ჩვენი ერთ-ერთი ძირითადი ამოცანაა. ვიმედოვნებ, რომ ამ ყველაფერს მივაღწევთ.

საგარეო პოლიტიკის სფეროში გასული ერთი წლის განმავლობაში ბევრი საქმე გაკეთდა. მაგრამ კიდევ უფრო ბევრი საქმეა გასაკეთებელი. ვფიქრობ, აზერბაიჯანის რესპუბლიკამ როგორც დემოკრატიულმა სახელმწიფომ ყველა სახელმწიფოსთან თანასწორუფლებიანი ურთიერთობა უნდა დაამყაროს. ნებისმიერი სახელმწიფოს შიდა სტრუქტურის, შიდა პოლიტიკის მიმართულებისგან დამოუკიდებლად, ჩვენ მასთან ნორმალური ურთიერთობა უნდა დავამყაროთ. პირველ რიგში, საჭირო კულტურული, ეკონომიკური, სახელმწიფო ურთიერთობები უნდა დამყარდეს ჩვენს უახლოეს მეზობლებთან. ამ თვალსაზრისით რესპუბლიკის მოსახლეობა უდავოდ მხარს უჭერს ურთიერთობებს თურქეთის რესპუბლიკასთან. მეზობელ ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან ჩვენი ურთიერთობა გასაუმჯობესებელია და უნდა განვითარდეს. რუსეთი დიდი სახელმწიფოა, ჩვენი ჩრდილოელი მეზობელია. უეჭველია, რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობა ამას მერე უკეთესი, უფრო ფართო, ნაყოფიერი უნდა გახდეს, დამოუკიდებლობის პრინციპებს უნდა ეყრდნობოდეს. ყოფილ საბჭოთა კავშირში შემავალ, ამჟამად დამოუკიდებელ ყველა სახელმწიფოებთან - უკრაინასთან, ბელარუსიასთან, საქართველოსთან, შუა აზიის ქვეყნებთან, ყაზახეთთან, პრიბალტიკის ქვეყნებთან, მოლდოვასთან ‑ ჩვენ უფრო მჭიდრო ურთიერთობები უნდა დავამყაროთ. ეს ჩვენ ძალიან გვჭირდება, ვინაიდან ამ სახელმციფოებთან წლების, ასწლეულების მანძილზე ჩვენ ძალიან ახლო ეკონომიური, კულტურული, ადამიანური ურთიერთობები გვქონდა. ამ კავშირების გაწყვეტა არ შეიძლება, პირიქით, ისინი უნდა განვავითაროთ. ეჭვი არ მეპარება, რომ სწორედ ასეთი პოლიტიკა დაეხმარება აზერბაიჯანის რესპუბლიკას დამოუკიდებელი სახელმწიფოდ ფორმირებაში და განვითარებაში.

აზერბაიჯანის რესპუბლიკა უკვე მსოფლიო დონეზე გავიდა. ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ბოლო დროს აზერბაიჯანის რესპუბლიკის მიმართ დადებითი განწყობა ყველას გვახარებს და ვფიქრობ, ეს ურთიერთობები უფრო უნდა გაღრმავდეს და განვითარდეს. უნდა გავაღრმავოთ ჩვენი ურთიერთობები ევროპის ქვეყნებთან, განსაკუთრებით ინგლისითან, საფრანგეთთან, გერმანიასთან. ჩვენი ურთიერთობები მუსულმანურ ქვეყნებთან, არაბეთის ქვეყნებთან, თურქულენოვან ქვეყნებთან უფრო სწრაფად უნდა განვითარდეს. ერთი სიტყვით, მე მინდა გაგაცნოთ ჩემი პოზიცია საგარეო პოლიტიკის სფეროში. უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ამ მიმართულებით ვაპირებ მოღვაწეობას, ჩვენი პრეზიდენტის, უზენაესი საბჭოს, მთავრობის წარმატებულ საქმიანობაზე ვიზრუნებ.

მაგარამ ამჟამად ყველაზე მნიშვნელოვანია განჯაში მომხდარი მოვლენების და ამ მოვლენებით გამოწვეული დაძაბულობის განმუხტვა. მილი მეჯლისის სხდომაზე, ამ ტრიბუნიდან მივმართავ აზერბაიჯანის ყველა მოქალაქეს, ჩვენს ძმებს, დებს, შვილებს და ვაცხადებ, რომ ჩვენი რესპუბლიკა ახლა ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ყველაზე დიდი სირთულე ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებაა, აზერბაიჯანის ტერეტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის აღდგენაა. ამიტომ ყველა შიდა შუღლი, შიდა დავა უნდა გადაიდოს. მე მივმართავ აზერბაიჯანის ხალხს, განჯის მოსახლეობას, აზერბაიჯანის რესპუბლიკის დეპუტატს ‑ სურეტ ჰუსეინოვს, მის თანამებრძოლებს და მოვუწოდებ მათ სიბრძნისკენ, ადამიანური ურთიერთობებისაკენ. ჩვენს რესპუბლიკას ახლა ეს უფრო მეტად სჭირდება და მათ უნდა იცოდნენ, მთელმა ხალხმაც უნდა იცოდეს, რომ ახლა ჩვენ ყველანი ერთად უნდა ვიყოთ. აზერბაიჯანისთვის ამ ტრაგიკულ დროს ჩვენ დიდი საფრთხის წინაშე ვდგავართ. ამ პერიოდში ყველა ძალა უნდა გაერთიანდეს, ყველა პოლიტიკური პარტია, ყველა პოლიტიკური და საზოგადოებრივი ორგანიზაცია, ყველა ადამიანი - ყველა უნდა გაერთიანდეს. ყველამ უნდა დაივიწყოს წყენა. ჩვენ ყველანი უნდა გავერთიანდეთ და აზერბაიჯანი ამ მძიმე სიტუაციიდან გამოვიყვანოთ. ვფიქრობ, განჯის მოსახლეობა, განჯის მიმდებარე რაიონებში მცხოვრები ადამიანები ჩემს ხმას გაიგებენ და მხარს დამიჭერენ. სურეთ ჰუსეინოვი გაიგონებს ჩემს ხმას , ბრძნულად მოიქცევა და ჩვენ ამ უბედურებას თავს დავაღწევთ. მე მოგიწოდებთ მოღვაწეობისთვის ამ მიმართულებით, გაერთანებისთვის. გთხოვთ, გადასდოთ წვრილმანი წყენა, ჭორები, მათი დროც მოვა. ვისაც ვინმესთან თუ რამე აქვს გასარკვევი, სხვა დროს გაარკვევს. ახლა ამისი დრო არ არის.

ამასთან დაკავშირებულ ერთ საკითხსაც მინდა შევეხო. ზოგიერთ წრეებში ჩემს შესახებ ლაპარაკობენ, რომ თუ ჰეიდარ ალიევი ისევ რომელიმე თანამდებობას დაიკავებს აზერბაიჯანში, ის ვიღაცაზე შურს იძიებს. ცუდად მოექცევა იმას, ვინც თავის დროზე მისი წინააღმდეგი იყო ან მასთან ცუდ ურთიერთობაში იყო. სრული პასუხისგებლობით ვაცხადებ, რომ შურისძიების გრძნობა ჩემს ბუნებაში საერთოდ არ არის. ეს უბრალოდ ცალკეულმა ადამიანებმა ხელოვნურად შეთხზეს და ჩანს, რომ ამით მათ სურთ არა მხოლოდ ლაქა მომცხონ, არამედ ხელი შეუწყონ ჩვენს გათიშვას. გპირდებით, რომ არასოდეს არ გამიტაცებს შურისძიების გრძნობა. თუკი ვინმე, როდესმე არასწორედ მომეპყრო, რაღაც დააშავა, დამიჯერეთ რომ, მე მათ დიდი ხანია ვაპატიე. მე არასოდეს დავსულვარ ასეთი გრძნობების დონეზე და არასოდეს არ დავუშვებ ამას. არა იმიტომ, რომ ახლა თქვენ მენდეთ და ასეთ თანამდებობაზე მოვედი. არა. მე, როგორც უბრალო მოქალაქეს, არასოდეს არვისთან მტრობა, შურისძიება, ან ვინმესთვის ცუდის გაკეთება არ მდომებია და არც მოვინდომებ. მაგრამ თანამდებობის ჩარჩოებში, უდავოდ, ყველა ვალდებულია მისდიოს დისციპლინას, ყველა კანონს უნდა დაემორჩილოს, ყველამ კანონის მოთხოვნა უნდა შეასრულოს, კანონის უზენაესობა უნდა უზრუნველყოს და ამ გზაზე მე ჩემს პრინციპებს არ გადავუხვევ.

ვიმედოვნებ რომ, უზენაეს საბჭოსთან, აზერბაიჯანის პრეზიდენტთან აბულფაზ ელჩიბეისთან ერთად, ყველანი შევძლებთ ამ მდგომარეობიდან გამოსვლას. ამასთან დაკავშირებით ყველას ერთიანობისაკენ მოგიწოდებთ.

მადლობა!

"ჰეიდარ ალიევი: ჩვენი დამოუკიდებლობა სამუდამოა" (გამოსვლები, მოხსენებები, განცხადებები, ინტერვიუები, წერილები, მოწოდებები, გადაწყვეტილებები) - აზერგამომცემლობა, ბაქო, 1993, I თავი, გვერდი 9.