სელჯუკთა სახელმწიფოს კრიზისულ პერიოდში ჩამოყალიბებულმა დამოუკიდებელმა სახანოებმა,თავიაანთ მხრივ ახალი ტიპის სახელმწიფო გაერთიანება შექმნეს.ამ
სახელმწიფოს მესვეურნი სელჯუქთა სულთნების ყოფილი მონები(მამლუქები) იყვნენ.აღნიშნულ სახელმწიფოთა ხელისუფალნი, წესისამებრ სულჯუკების ტახტის მემკვიდრეების(უფლისწულის) გამზრდელები იყვნენ,მათ კი “ათაბეკებს“ (მამა -ხელისუფალს) უწოდებდნენ. აზერბაიჯანის ათაბეკთა სახელმწიფოს (1136-1225) ფუძემდებელი შამსადინ
ელდანიზი იყო. თოღრულ II-ის სიკვდილის შემდეგ,სულთან მასუდმა 1136 წელს ათაბეკ ელდანიზი განსვენებული თოღრულ II-ის ქვრივ მომინა ხათუნზე დააქორწინა და ის არრანას გუბერნიის მმართველად დანიშნა,რომლის რეზიდენციაც განჯაში მდებარეობდა.სულ მალე, ელდანიზმა არრანის საემიროები დაიპყრო და სულთან მასუდის სიკვდილის წინ,შეიძლება ითქვას რომ არრანის დამოუკიდებელ მფლობელად იქცა. ელდანიზმა,სულ მალე შირვანიც თავისი ბატონობის ქვეშ მოიქცია.აზერბაიჯანში სულთან მესუდის
წარმომადგენლის ჩავლინის გარდაცვალების (1146) შემდეგ ელდანიზმა არეულობით ისარგებლა და ნახჭევნის გუბერნიაც
თავის მიწებს შეუერთა. მან დედაქალაქიც აქ გადმოიტანა.1161 წელს შამსადდინ ელდანიზის ლაშქარმა ჰამადინიც დაიპყრო და ერაყის სულთანის ტახტზე ელდანიზის უმცროსი შვილობილი არსლანი შახად დასვეს. ქალაქი ჰამადანი სულთან არსლან შახის და ათაბეკ ელდანიზის სატახტო ქალაქად იქცა. არსლან შახის სულთნად გამოცხადების შემდეგ „ დიდი ათაბეკის“ სახელწოდება მიიღო.ასე და ამრიგად გახდა შამსადინ ელდანიზი ერაყის სასულთნეს სრულუფლებიანი ხელისუფალი.ამ დროიდან მოყოლებული „ათაბეკის„ წოდება , „უფლისწულის გამზრდელივით„ თავის პირველად მნიშვნელობას იცვლის და ხელმწიფის უმაღლეს ტიტულად იქცევა. აზერბაიჯანის ათაბეკთა სახელმწიფო სხვადასხვა დროს რამდენიმე დიდი პროვინციისა და რაგიონისაგან შესდგებოდა. მათ განსაზღვრული საზღვრები არ გააჩნდათ. აზერბაიჯანი, არრანი(ნახჭივანი), სპარსეთის ერაყი, რეი და ჰამედინის პროვინციები ყოველთვის ერთი სახელმწიფოს შემადგენლობაში იმყოფებოდნენ. ხარაზმშაჰ ჯალალედინის 1225 წელს აზერბაიჯანში ლაშქრობის პერიოდში ათაბეკ ოზბეის გარდაცვალების შემდეგ აზერბაიჯანის ათაბეკთა სახელმწიფოს ბოლო მოეღება.