აზერბაიჯანის პრეზიდენტის ჰეიდარ ალიევის მიერ წარმოთქმული სიტყვა ხოჯალინის გენოციდის მესამე წლისთავის აღსანიშნავ ცერემონიაზე - ბაქო, „ტეზეპირის“ მეჩეთი, 1995 წლის 26 თებერვალი.


ძვირფასო თანამემამულენო! ძვირფასო მუსლიმებო! 

დღეს ჩვენ შევიკრიბეთ ალაჰის  სახლში  - „ტეზეპირის“ მეჩეთში,  გლოვის დღესთან  დაკავშირებით. ჩვენ აღვნიშნავთ ხოჯალინის გენოციდის, ხოჯალინის ტრაგედიის მესამე წლისთავს.

აზერბაიჯანელმა ხალხმა თავისი არსებობის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე მრავალი დიადი გამარჯვება მოიპოვა, მწვერვალები დაიპყრო და მსოფლიო კულტურა გაამდიდრა. მუსლიმურმა სამყარომ მსოფლიო კულტურას შესძინა ისეთი წმინდა წიგნი, როგორიცაა ყურანი. აზერბაიჯანელ ხალხს თავისი არსებობის ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე  დიდი გაჭირვების გადატანაც მოუხდა, სხვადასხვა ეტაპზე ტრაგედიებიც ხდებოდა.  ერთერთი მათგანია სომეხი ოკუპანტი, დამპყრობლების მიერ ექვს წელზე მეტი ხნის განმავლობაში გაჩაღებული აგრესია ჩვენი ხალხის წინააღმდეგ, და ამ აგრესიის შედეგად კი ჩვენი მიწების დამუსვრა, მათი ნაწილის დაკარგვა,  ჩვენი მოქალაქეების დაღუპვა და სისხლისღვრა. და მაინც, ამ  საშინელ უბედურებათა შორის ყველაზე მძიმე ჭრილობა ჩვენთვის არის ხოჯალინის ტრაგედია.

ისტორიამ ადამიანთა ბარბაროსული დამოკიდებულების არაერთი ფაქტი შემოგვინახა. მსოფლიოს მრავალ კუთხეში გენოციდიც მომხდარა. მათ შორის ერთერთი ყველაზე შემაძრწუნებელია  სომეხი დამპყრობელი აგრესორების მიერ აზერბაიჯანის წინააღმდეგ ჩადენილი  გენოციდი. სომეხი აგრესორების მიერ აზერბაიჯანელი ერის წინააღმდეგ წარმოებულმა გენოციდებმა, რომლებიც დიდი ხნის, შეიძლება ითქვას, მთელი XX საუკუნის განმავლობაში გრძელდებოდა, ჩვენს ხალხს დიდი დარტყმა მიაყენა.  მათ შორის ყველაზე დიდ,  ყველაზე მძიმე ჭრილობას წარმოადგენს ხოჯალინის გენოციდი - ომი, რომელიც ექვს წელს გრძელდებოდა.

ომი სომეხმა აგრესორებმა  წამოიწყეს. აზერბაიჯანელი ხალხი იცავს თავის საკუთარ მიწას. ეჭვგარეშეა, ომში იღვრება სისხლი, გვაქვს მსხვერპლი, გვიწევს მძიმე სირთულეების გადატანა. თუმცა, ბარბაროსული სამხედრო ოპერაცია, რომელიც  დამპყრობლებმა  სამი წლის წინ განახორციელეს ხოჯალინის მშვიდობიანი მოსახლეობის, ქალების, ბავშვების, მოხუცების, ავადმყოფების წინააღმდეგ,  წარმოადგენს ექვსწლიანი ომის ყველაზე შემაძრწუნებელ ეტაპს, ყველაზე მძიმე, შავ ფურცელს.

ხოჯალინის მოვლენები  დაგვანახა, აგრეთვე, რომ სომხები არა მხოლოდ დაეხარბნენ  ჩვენს მიწას და მოახდინეს ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია, არამედ დაადგნენ ისეთ ბარბაროსულ გზას, როგორიცაა ჩვენი ხალხის გენოციდი. ეს აშკარად გამოჩნდა ხოჯალინის მოვლენებში. იმ საზარელ ღამეს აზერბაიჯანელმა ხალხმა საშინელი დარტყმა განიცადა. ეს ჭრილობა ჩვენ დღემდე გვაწუხებს.  ის ჯერ არ შეხორცებულა, არ განკურნებულა;  ეს ჭრილობა სამუდამოდ დარჩება ჩვენს გულებში. როგორც უკვე ვთქვი, მშვიდობიან მოქალაქეებზე თავდასხმა ღამით, მათი ბარბაროსული დახოცვა ადგილზე, ბავშვების, ქალების, მოხუცების, ავადმყოფის დახოცვა, მათ მიმართ ჩადენილი  უპრეცედენტო სისასტიკე კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი მტრების ბარბაროსობას.

სომხების მხრიდან მოწყობილი ხოჯალინის გენოციდი, აგრესია და  ბარბაროსობა ჩვენი ხალხის მიმართ, მათ მიერ გამოყენებული უსაზიზღრესი მეთოდები კაცობრიობის ისტორიაში შევიდა და სამუდამოდ დარჩება. იმ ღამეს, იმ დღეებში  დაღუპული ქვეყნის მოქალაქეები აზერბაიჯანისთვის ძალიან ძვირფასნი არიან; მათ   საკუთარი სიცოცხლე დათმეს ჩვენი რესპუბლიკის  ტერიტორიულ მთლიანობისათვის; ისინი გმირულად, მოწამეობრივივად აღესრულნენ ჩვენი ხალხის მიერ წარმოებულ ეროვნული თავისუფლებისათვის ბრძოლის გზაზე. მათი ტრაგიკული დაღუპვა, მათი მოწამეობრივი აღსრულება აზერბაიჯანელი ხალხის გმირობის, სიმტკიცისა და სიმამაცის დასტურია.

ომმა, რომელიც ექვს წელზე მეტი ხნის განმავლობაში გრძელდებოდა, ჩვენ მრავალი  მსხვერპლი მოგვიტანა. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ხოჯალინის მოწამეობრივად დაღუპულები ჩვენი მოქალაქეები არიან; ისინი დაიღუპნენ აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისათვის. დღეს ჩვენ აქ შევიკრიბეთ, რათა პატივი მივაგოთ მათ ხსოვნას, თავი დავხაროთ და ვილოცოთ მათთვის. მთელი აზერბაიჯანელი ხალხის სახელით, აზერბაიჯანის სახელმწიფოს სახელით, ამ გლოვის დღეს კიდევ ერთხელ ვუცხადებ თანაგრძნობას ჩვენს ხალხს ამ ტრაგიკულ შემთხვევასთან დაკავშირებით. ღრმა მწუხარებას ვუცხადებ ხოჯალიში დაღუპულთა ოჯახებს, მოწამეობრივად აღსრულებულთა ნათესავებს. უფალმა შეიწყალოს ჩვენი მოწამეობრივად დაღუპულთა სულები.  დაე, ალლაჰმა მისცეს მოთმინება ხოჯალინის მოწამეობრივად დაცემულების ოჯახებს. დაე, მისცეს მოთმინება ყველა ჩვენს ხალხს. დაე, ალლაჰმა მოგვცეს მოთმინება, იმისათვის, რათა თავიდან მოვიშოროთ ყველა უბედურება, რათა უზრუნველვყოთ აზერბაიჯანის სრული დამოუკიდებლობა და ტერიტორიული მთლიანობა, რათა მარადიული გავხადოთ აზერბაიჯანის დამოუკიდებლობა

ხოჯალინის  ტრაგედია - ეს არის ჩვენი უბედურება, ჩვენი მწუხარება, ჩვენი ნაღველი. მაგრამ ამასთანავე, საუკუნეების განმავლობაში აზერბაიჯანელი ხალხის მიერ გავლილი  ბრძოლის გზა, ეროვნული თავისუფლების გზა არის დიდებული და წარმატებული გზა.  წარსულშიც ვაწყდებოდით სირთულეებს ჩვენს გზაზე.  სიძნელეები დღესაც არსებობს, მაგრამ ვერაფერმა ვერ გატეხა და ვერც გატეხს აზერბაიჯანელი ხალხი ნებას. ამ მოვლენებიდან შესაბამისი დავასკვნები უნდა გავაკეთეთ;  რომ ჩვენ  უნდა ვიყოთ  უფრო გაბედული, უფრო მტკიცე, უფრო ერთსულოვანი. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ, ვართ რა ჩვენი ბედის მჭედელნი, თავად უნდა დავიცვათ ჩვენი თავი, ჩვენი დამოუკიდებლობა;  ვადგევართ რა ღვთის მიერ ჩვენთვის დასახულ გზაზე,  თვითონ უნდა  გავიკაფოთ ჩვენი გზა და ვიაროთ წინ ამ გზით.

ამიტომაც, დღეს, როცა ჩვენ ვლოცულობთ დაღუპულ მოწამეთა სულების მოსახსენებლად, ამასთანავე თავი მაღლა უნდა გვეჭიროს. როგორი დიდი სევდაც არ უნდა გვქონდეს, ჩვენ მაინც ოპტიმისტები უნდა ვიყოთ, წინ უნდა ვიხედებოდეთ და მომავალს იმედის თვალით ვუყურებდეთ, იმედით ვცხოვრობდეთ. დარწმუნებული ვარ, რომ აზერბაიჯანელი ხალხი გადალახავს ამ რთულ ეტაპებს. სირთულები დაკავშირებულია არა მხოლოდ ომთან, ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციასთან, არამედ ჩვენი ლტოლვილების მძიმე მდგომარეობასთან. ამჟამად ჩვენი ხალხი გარდამავალ პერიოდში ცხოვრობს. ჩვენ სოციალურ-ეკონომიკურ კრიზისს განვიცდით. ხალხის ცხოვრებაში ძალიან ბევრი სირთულეებია. თუმცა, საუკუნეების მანძილზე,  ჩვენი ხალხის გზაზე მრავალი მსგავსი რთული ეტაპები ჰქონია, მაგრამ გადაულახავს ისინი; ამიტომაც გამოიარა ათასწლეულები და კვლავაც გააგრძელებს ცხოვრებას  მრავალი ათასწლეულების მანძილზე.

ჩვენ არ უნდა დაკვარგოთ რწმენა, არ უნდა გადავუხვიოთ მრწამსიდან, ჩვენს მიერ არჩეული გზიდან. ჩვენს მიერ არჩეული გზა - ეს არის აზერბაიჯანის დამოუკიდებლობა, ეროვნული თავისუფლება, აზერბაიჯანის, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს სამუდამო დამოუკიდებლობა. გზა, რომელსაც ჩვენ ვადგავართ - ეს არის  ჩვენი ზნეობრივი ღირებულებების, ტრადიციების, რელიგიის, ენისა და ისტორის ერთგულების გზა. რამდენადაც ჩვენ ამ ყოველივეს ვუერთგულებთ, რამდენადაც ჩვენ შევძლებთ დღევანდელი მძიმე მდგომარეობის მიზეზების შეცნობას, დავეხმარებით და მხარს დავუჭერთ ერთმანთს, იმდენად ჩვენ შევძლებთ სომხეთის ოკუპაციისთვის საკადრისი პასუხის გაცემას. და ჩვენ გავათავისუფლებთ ჩვენს მიწას, გამოვიყვანთ ჩვენს ხალხს, ჩვენს ქვეყნას კრიზისიდან.

დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი გზა - ესაა დიადი გზა, მართალი გზა, გზა, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ხალხის ინტერესებს. ჩვენ გავაგრძელებთ ამ გზით სიარულს. დამოუკიდებელი აზერბაიჯანის სახელმწიფო დარწმუნებულია ჩვენი ხალხის  ერთობაში, სწამს მისი სიმტკიცის; ჩვენი ეს ერთობა, სიმტკიცე, გამძლეობა და  მოთმინება გამოგვიყვანს ამ მძიმე მდგომარეობიდან.

მე კვლავ ვთხოვ უფალს, სასუფეველი დაუმკვიდროს ხოჯალინის ტრაგედიისას  დაღუპულთა სულებს. მე კვლავ შევთხოვ უფალს, ნათელში ამყოფოს ყველა დაღუპულთა სული.  მინდა ყველა თქვენგანი დავარწმუნო, რომ აზერბაიჯანის სახელმწიფო მტკიცედ იდგება ჩვენი ხალხის უფლებების სადარაჯოზე, ჩვენი მიწების, ჩვენი ტერიტორიების დაცვის სადარაჯოზე და რომ აზერბაიჯანის ხალხს იხსნის ამ  განსაცდელისგან. 

თარგმნილია გამომცემლობიდან „ჰეიდარ ალიევი. ჩვენი დამოუკიდებლობა მარადიულია“  (გამოსვლები, სიტყვები, განცხადებები, ინტერვიუები, წერილები, მიმართვები, ბრძანებები) – „აზერნეშრ“, ბაქო - 1998,  ტ.3,  გვ.215-217