შადდადთა დინასტია,რომელიც აზერბაიჯანის და რამოდენიმე მეზობელი სახელმწიფოს სამხედრო-პოლიტიკურ ისტორიაში აქტიურად მონაწილეობდა,X საუკუნის ნახევრიდან მოყოლებული XII საუკუნის დასასრულამდე სამხერეთ კავკასიის განჯის,ნახჭივნის,დვინის და ანის სახანოების ხელისუფლებას უდგა სათავეში.951 წელს სალართა სახელმწიფოებში შექმნილი მძიმე მდგომარეობით ისარგებლეს რა ქურთული წარმომავლობის შადდადთა დინასტიის ფუძემდებელმა მუჰამედ იბნ შადდათ
იბნ გურთაგმა, შემდეგ კი მისმა ვაჟიშვილებმა აბულჰასან ალი ლაშქარიმ და ფაზილმა სალარების ბატონობის ქვეშ მყოფი მიწებისათვის ბრძოლა გააძლიერეს. 971 წელს ლაშქარიმ,იმ დროს სალართა სამსახურში მყოფი ძმის ფაზილის აქტიურობის შედეგად ხელში ჩაიგდო განჯის ბატონობა. ამით საფუძველი დაედო შადდადთა სახელმწიფოს,რომლის ცენტრიც განჯა იყო. სალარის ხელისუფლის იბრაჰიმის მიერ განჯის წარუმატებელი ალყის შედეგად დადებული ხელშეკრულება მიზეზი გახდა იმისა,რომ არრანის საკმაო ნაწილი (ბარდა,შამქირი,ნახჭივანი და
სხ.) შადდადელთა ხელში გადასულიყო.1075 წელს სელჯუკებმა ბოლო მოუღეს შადდათების სახელმწიფოს არსებობას.