აზერბაიჯანის რესპუბლიკის ძ პრეზიდენტის ჰეიდარ ალიევის განცხადება პრესკონფერენციაზე ,რომელიც შედგა გაეროში აკრედიტებული უცხოელი ჟურნალისტაბისათვის – ნიუორკი ,გაეროს პრესცენტრი, 1997 წლის 28 ივლისი


პატივცემულო ბატონებო და ქალბატონებო!

მოგესალმებით. კმაყოფილებას გამოვთქვამ მონაწილეობისათვის პრესკონფერენციაზე, რომელიც შედგა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შტაბბინაში .

 ამერიკის შეერთებულ შტატებში  პრეზიდენტ ბილ კლინტონის მოწვევით ოფიციალურ ვიზიტით  ვარ ჩამოსული. ხვალ ვაშინგტონში გავემგზავრები. იქ რამოდენიმე  – თეთრ სახლში, სახელმწიფო დეპარტამენტში და  პენტაგონში –შეხვედრა მექნება. ამ ვიზიტის ძირითადი მიზანი კი აზერბაიჯანსა და ამერიკას შორის  ურთიერთობის განვითარებაში  ახალი ნაბიჯების  გადადგმაა.

აზერბაიჯანი, გახლავთ ქვეყანა, რომელმაც საბჭოთა  კავშირის დაშლის  შემდეგ  მოიპოვა დამოუკიდებლობა. აზერბაიჯანში  დემოკრატიული,სამართლებრივი და საერო  სახელმწიფო   აღმშენებლობა მიმდინარეობს.აზერბაიჯანში ხორციელდება დემოკრატიული პროცესები. აზერბაიჯანის ეკონომიკა    საბაზრო ეკონომიკის პრინციპებზე შენდება და ვითარდება.

1995 წელს აზერბაიჯანში მიღებული იქნა პირველი კონსტიტუცია.1995 წელს მრავალპარტიული  სისტემის საფუძველზე , დემოკრატიულ პირობებში  ჩატარებულ იქნა აზერბაიჯანის პარლამენტის არჩევნები.აზერბაიჯანში  ხორციელდება   ფართო  სპექტრის ეკონომიკური რეფორმები, პრივატიზაციის პროგრამა, მიწის რეფორმა, მიწის კერძო მესაკუთრესათვის გადაცემის პროგრამა და სხვა.  ყოველივე ეს დადებით შედეგს იძლევა. აზერბაიჯანმა, ზოგიერთი ობიექტური მიზეზების გამო, ამ რეფორმების გატარება, სხვა სახელმწიფოებთან შედარებით მოგვიანებით  დაიწყო. მაგრამ მიუხედოვად ამისა,  მოკლე დროში ჩვენ ამ რეფორმების  მნიშვნელოვანი შედეგების მოწმენი გავხდით.

ეკონომიკის განვითარება დაიწყო გასული წლიდან. სრულიად  შეჩერებული იქნა ინფლაცია, გაადვილდა საგარეო   ვაჭრობა.სოფლის მეურნეობაში წარმოებული პროდუქციის  80 პროცენტზე მეტი კერძო სექტორზე მოდის. ამა წლის პირველ ნახევარში საერთო  პროდუქტიულობამ 5,2 პროცენტით მოიმატა. იზრდება სამრეწველო და სასოფლო   წარმოებაც.  თანმიმდევრულად გრძელდება და  გაგრძელდება  კიდეც  ამ რეფორმების განხორციელება.

აზერბაიჯანი სრულიად დამოუკიდებელი სახელმწიფოა,   დამოუკიდებლობის დაცვა თავის ძირითად მისიად მიაჩნია. ჩვენი სახელმწიფოს ტერიტორიაზე არც ერთი სხვა სახელმწიფოს  შეიარაღებული ძალები და სამხედრო ბაზები არ არის განლაგებული  . აზერბაიჯანი დამოუკიდებლად იცავს თავის სახელმწიფო საზღვრებს.

აზერბაიჯანში არსებობს აგრეთვე რთული პრობლემებიც.1988 წლიდან სომხეთმა აზერბაიჯანის წინააღმდეგ  სამხედრო აგრესია წამოიწყო.სომხეთის აგრესიის მიზანია მთიანი ყარაბაღის ავტონომიური  ოლქის ჩვენი რესპუბლიკისაგან  ჩამოშორება  და სომხეთთან მიერთება . ეს აგრესია ომში გადაიზარდა, იყო საბრძოლო მოქმედებები , დაიღვარა სისხლი, დაიღუპნენ ადამიანები და ზოგიერთი მიზეზის გამო აზერბაიჯანის მიწების 20 პროცენტი სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ  ოკუპაციაში მოექცა. მამა–პაპეული  მიწებიდან ერთმილიონზე მეტი აზერბაიჯანელი მოქალაქე იძულებით იქნა გამოძევებული   . მათი უმრავლესობა  კარვებში მძიმე მდგომარეობაში ცხოვრობს .

სამი წლის წინ, 1994 წელს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მოეწერა ხელი. ახლა  ბრძოლები არ წარმოებს.ჩვენ ვცდილობთ დავიცვათ  ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი  და ვცდილობთ სომხეთ–აზერბაიჯანის  მთიანი ყარაბაღის   კონფლიქტი მშვიდობიანი გზით   დავარეგულიროთ. ამ საკითხით დაინტერესებულია ეუთოს  მინსკის ჯგუფი. ამა წლის დასაწყისიდან მინსკის ჯგუფს   სამი ქვეყანა რუსეთი,ამერიკის შეერთებული შტატები და  საფრანგეთი თანათავჯდომარეობს.

ეუთოს ლისაბონის უმაღლეს შეხვედრაზე  ,რომელიც  გაიმართა გასული წლის  დეკემბერში სომხეთ აზერბაიჯანის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით  მოგვარებისათვის პრინციპები იქნა მიღებული. ამ პრინციპებში შედის აზერბაიჯანისა და სომხეთის  რესპუბლიკების ტერიტორიული მთლიანობის ცნობა, მთიანი ყარაბაღის აზერბაიჯანის რესპუბლიკის შემადგენლობაში  უმაღლესი  დონის თვითმმართველობის სტატუსის  მიცემა და მთიანი ყარაბაღის მთელი მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. საკითხის მშვიდობიანი გზით დარეგულირებისათვის  ,ჩვენ ამ პრინციპებს დავთანხმდით.ეუთოს ლისაბონის უმაღლეს შეხვედრაზე ,ამ საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი 54 სახელმწიფოსაგან 53–მა  დაიცვა და მხარი დაუჭირა აღნიშნულ  პრინციპებს,მაგრამ სომხეთი წინააღმდეგ გამოვიდა.

მინსკის ჯგუფის თანათავჯდომარე რუსეთის,ამერიკის და საფრანგეთის პრეზიდენტებმა , ამა წლის 20 ივნისს ქალაქ დენვერში  ერთობლივი განცხადება გააკეთეს. მათ სიტყვა მისცეს,რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირებისათვის   ძალისხმევას არ დაიშურებენ.

ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ჩვენს შორის კარგი   ურთიერთობაა. მაგრამ ამ ურთიერთობის კიდევ უფრო გაფართოებისა და განვითარებისათვის შესანიშნავი პირობები არსებობს. ეს საკითხი  განხილული იქნება ვაშინგტონში.ამ თვალსაზრისით განხილული იქნება  კონგრესის 1992 წელში აზერბაიჯანის წინააღმდეგ მიღებული  უსამართლო გადაწყვეტილება– 907–ე მუხლის გაუქმება  .

დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ ამ შეხვედრებსა და  მოლაპარკებებს,  მიმაჩნია,რომ ვაშინგტონის შეხვედრები  აზერბაიჯანისა და ამერიკის ტრადიციულ ურთიერთობაში ახალ  ეტაპს  გახსნის.  ამ ვიზიტზე  დიდი იმედებს ვამყარებ.

დღეს შევხვდი  გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს კოფი ანანს. ამ შეხვედრით დიდად კმაყოფილი ვარ.  აზერბაიჯანის პრობლემების, კერძოდ კი სომხეთ–აზერბაიჯანის  კონფლიქტის მშივდობიანი გზით  დარეგულირების საკითხისადმი  ბატონ გენერალური მდივნის  დადებითი დამოკიდებულება ვიგრძენი .მან განაცხადა,რომ მხარს დაუჭერს.ეუთოს მინსკის ჯგუფის მიერ  გადადგმულ  ნაბიჯბს და გადაწყვეტილებებს .

სამწუხაროდ ძალიან ცოტა დრო გვაქვს. ამიტომაც ვასრულებ ჩემს გამოსვლას და თქვენს შეკითხვებს ველოდები.

შეკითხვა:  დიდი მადლობა ,ბატონო პრეზიდენტო. მე , გაზეთ„ ალჰაიათის“ წარმომადგენელი  გახლავართ და   აგრეთვე ვარ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის  ჟურნალისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი.

მინდა რამოდენიმე კითხვით მოგმართოთ. პირველი შეკითხვა ასეთია: დღეს, თქვენ გაეროს გენერალურ მდივან კოფი ანანთან შეხვედრისას განიხილეთ თუ არა გაეროს  სამშვიდობო  ძალების რეგიონში  განლაგების  და  აგრეთვე რეგიონში გასაყვანი მილსადენების  დაცვის მიზნით  გაეროს ძალების  მონაწილეობის საკითხი? მეორე შეკითხვა: ამ საღამოს, ამერიკაში   არსებული ებრაული ორგანიზაციები  თქვენს საპატივსაცემოდ  საღამოს გამართავენ, ეს იმაზე  ხომ არ მიანიშნებს,რომ თქვენ არ გსურთ,რომ  ირანმა ნავთობმილსადენის გაყვანაში მონაწილეობა  მიღოს.

პასუხი:   ჯერ ერთი – კვლავ ვიმეორებ, რომ  ბატონ კოფი ანანთან  ჩემი  შეხვედრა  ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მაგრა ,ჩვენ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სამშვიდობო  კონტიგენტის  გამოყენება  არ მოგვითხოვია.ეუთოს 1994 წლის  დეკემბრის თვეში  ბუდაპეშტში შემდგარ უმაღლეს შეხვედრაზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება ,ამ საერთაშორისო ორგანიზაციის  სამშვიდობო  ძალების შექმნის შესახებ.  სომხეთ–აზერბაიჯანის კონფლიქტის მოგვარებისათვის  ეუთოს სამშვიდობო  ძალები გამოყენებული უნდა იქნას. ბატონმა კოფი ანანმა განაცხადა,რომ ის მხარს უჭერს აღნიშნულ   თხოვნას.

ნავთობსადენები ჯერ არ არის გაყვანილი. მათ დასაცავად ღონისძიების გატარება ნაადრევია . ვიმედოვნებ,რომ  სამშვიდობო  ძალების  განლაგება საჭირო არ გახდება. ყოველმა ქვეყანამ, მისი  ტერიტორიიდან გამავალი მილსადენის დაცვა თავისთავზე უნდა აიღოს.

ებრაელთა  საზოგადოების პრეზიდენტის მიერ   დღეს ,ჩემი სადილზე  მიწვევა დიდი  სიამოვნებით მივიღე, ამ შეხვედრაზე მონაწილეობას მივიღებ. აზერბაიჯანში ებრაელებიც ცხოვრობენ. აზერბაიჯანში მცხოვრები სხვა ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებივით ,ისინიც აზერბაიჯანის სრულუფლებიანი  მოქალაქეები არიან. აზერბაიჯანში ებრაელების წინააღმდეგ  არასდროს არ გატარებულა ანტისემიტური პოლიტიკა, ამიტომაც ებრაელთა  სათემოს მიერ ჩემდამი გამოჩენილი ყურადღება ძალიან ბუნებრივია. ეს არც ერთი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მიმართული  ინიციატივა არ გახლავთ. გმადლობთ.

სამირ სამბარი: მინდა გაცნობოთ,რომ აქ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრიც   იღებს მონაწილეობას.

შეკითხვა: ბატონო პრეზიდენტო,მინდა დასმული  შეკითხვა გავაგრძელო. ძირითადში ჩემი მიზანი, ამ საკითხში   ირანთან  დაკავშირებით ,თქვენი პოზიციის  გაგება იყო. ანუ ირანში არსებობს ძალები,რომლებიც  ნავთობმილსადენის მშენებლობის წინააღმდეგ გამოდიან.  ამ საკითხთან დაკავშირებით , თქვენი პოზიცია მაინტერესებს.

პასუხი: ვინც აპროტესტებს, მათაც ჰკითხეთ.ჩვენ  არასოდეს ვყოფილვართ იმის წინააღმდეგი,რომ მილსადენმა ირანის ტერიტორიაზე გაიაროს. მაგრამ ნავთობსადენი ჩვენ არ გაგვყავს. ნავთობსადენს  დიდი  ხელშეკრულებების  მონაწილე  კონსორსიუმის წევრები,კომპანიები და კონსორსიუმები აშენებენ  . კოსორსიუმი იღებს გადაწყვეტილებას თუ საიდან უნდა გაიაროს  ნავთობსადენმა  და ჩვენც ამ გადაწყვეტილებისადმი  ჩვენს დამოკიდებულებას გამოვხატავთ.

შეკითხვა: ბატონო პრეზიდენტო ჰეიდარ ალიევო, მე თურქეთის გაზეთ“ მილლიეთიდან“ გახლავართ. მინდა ასეთი შეკითხვით მოგმართოთ.  ახლახანს  ბაქოში–კასპიის ზღვის ნათობის ჩეჩნეთზე გავლით   ნოვოროსიისკის  ნავსადგურზე გატანის შესახებ ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. ბატონო პრეზიდენტო, თქვენ , გჯერათ,რომ ბაქო–ჯეიჰანის ნავთობსადენის  მშენებლობის  რეალურად განხორციელება შეიძლება ? თქვენი აზრით, აღნიშნული ნავთობსადენი ,რომელიც თურქეთზე  გაივლის  როდის აშენდება?

პასუხი: ამ თვის დასაწყისში, ბაქოში რუსეთს,ჩეჩნეთს და აზერბაიჯანს შორის   ნამდვილად ხელი მოეწერა  ხამი ნავთობის რუსეთის გავლით შავი ზღვის ნოვოროსიისკის ნავსადგურამდე  ტრანსპორტირებისათვის  მილსადენის მშენებლობის ხელშეკრულებას.

ეს მილსადენი უკვე მზადაა. უბრალოდ ,მისი ჩეჩნეთის ტერიტორიიდან გატარებისათვის  თანხმობის მიღებაა საჭირო.

 დიდი მილსადენის  თურქეთის ტერიტორის  გავლით  და  ჯეიჰანის ნავსადგურამდე  მიღწევის შესახებ ,ამა  წლის  მაისის თვეში თურქეთში  ვიზიტად ყოფნის დროს, აღნიშნული მილსადენის მშენებლობის შესახებ   მრავალი შეკითხვა დამისვეს.  მათ პასუხი გავეცი და  თქვენც გპასუხობთ,რომ  ამ მილსადენის თურქეთის  ტერიტორიის გავლით ჯეიჰანამდე მიტანის სურვილი მაქვს და  მის რეალობაში მოყვანას  ვცდილობ.

შეკითხვა:  ბატონო პრეზიდენტო, მე ავაკიანი გახლავართ, სომხური პრესის წარმომადგენელი. ნიუ–ჯერსში მდებარე  სომხური  რადიოსადგურის ჟურნალისტი . მინდა ასეთი შეკითხვით მოგმართოთ: მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობის  წინააღმდეგ  მიმართული განცხადებებით გამოდიხართ.სუმგაითში,ბაქოში მომხდარი მოვლენების  და სომხეთის ცხრაწლიანი ბლოკადის გათვალისწინებით , მთიან ყარაბაღში მცხოვრები ადამიანები,მაღალი დონის ავტონომიის მინიჭების  შესახებ თქვენს მიერ მიცემულ  შეპირებას როგორ დაუჯერებენ?მეორე შეკითხვა კი ასეთია: იმ დროს,როცა სომხეთი თავისი ტერიტორიით  ნახჭივანში ჰუმანიტარული დახმარებისათვის ტვირთის  გატარებისათვის მზადაა, აზერბაიჯანი მისი  ტერიტორიის  გავლით   სომხეთში ჩასატანი ჰუმანიტარული დახმარების წინააღმდეგ გამოდის?

პასუხი: პატივცემულო ქალბატონო, თქვენ იცით,რომ თქვენი შეკითხვა  მიკერძოებულ   საკითხებს ეფუძნება. ცხრა წლის წინ შექმნილი სომხეთ–აზერბაიჯანის კონფლიქტი აზერბაიჯანმა კი არა სომხეთმა წამოიწყო. მაშინ,როცა  აზერბაიჯანი და სომხეთი  მშვიდობიანად თანაცხოვრობდნენ , სომხეთმა 1988 წელს  მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანს  ძალით წაართვა და სომხეთთან მიერთებისათვის სამხედრო  კონფლიქტი წამოიწყო. ამ სამხედრო კონფლიქტის შედეგად აზერბაიჯანის მიწების 20 პროცენტი ოკუპირებული იქნა . აღნიშნული მიწები სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა   ოკუპაციაში მოაქციეს. ამ ტერიტორიაზე  მცხოვრები ერთ მილიონზე მეტი აზერბაიჯანელი მშობლიური  კერებიდან აყრილ იქნა .

1988 წელს კონფლიქტის დაწყებისას მთიან ყარაბაღში 170 ათასი  მოსახლე ცხოვრობდა.მათ 70  პროცენტს სომხები , 30 პროცენტს  კი  აზერბაიჯანელები შეადგენდნენ.ისინი  მშვიდობიანად  და მეგობრულად  თანაცხოვრობდნე,. მაგრამ ამ აგრესიის დროს აზერბაიჯანელები თავიაანთი კერებიდან განდევნეს. მთიანი ყარაბაღის მიმდებარე 7 ადმინისტრაციული  რაიონი ოკუპაციაში მოიქციეს. ეს  რაიონები მთლიანად  აზერბაიჯანელებით იყო დასახლებული , ისინიც აყარეს მშობლიური მიწებიდან და გამოაძევეს. ამ აგრესიის შედეგად მიმდინარე  ბრძოლებში  ათი ათასზე მეტი აზერბაიჯანელი დაიღუპა .  ოკუპირებულ ტერიტორიებზე ყველა  საცხოვრებელი სახლი ,სკოლა, საავადმყოფო,საბავშვო ბაღები, კულტურის კერები, ისტორიული ძეგლები ,სამრეწველო დაწესებულებები  მთლიანად განადგურებული იქნა.

სომხეთის ტერიტორიაზე ერთი მტკაველი მიწაც კი არაა ოკუპირებული. ასეთ ვითარებაში თქვენ კი აცხადებთ,რომ „ თქვენს მიერ ავტონომიის მიცემის პირობას როგორ დაუჯერონო?“

თქვენ ,გახსოვთ სუმგაითის და განჯის მოვლენები. წარსულში, კონფლიქტის დროს ყველგან რაღაც მომხდარა. მაგრამ  აზერბაიჯანის მიწების 20 პროცენტის ოკუპაციაში მოქცევა,ერთ მილიონზე მეტი ადამიანის მშობლიური მიწებიდან განდევნა და მათი უმეტესობის მსხვერპლად შეწირვა  , დაღუპვა შეუდარებელი  ფაქტია. მიუხედავად ყოველივე ამისა   ჩვენ წინ უნდა ვიყურებოდეთ  და არა უკან.

 სომხეთისა და აზერბაიჯანის ბედმა ,ისინი აიძულა რომ მეზობლები ყოფილიყვნენ და ჩვენ მეზობლები უნდა ვიყვეთ,  უნდა აღვადგინოთ მშვიდობა.ჩვენს ქვეყნებს შორის მშვიდობა უნდა იყვეს და ადამიანებს შორისაც კეთილი  ურთიერთობა უნდა დამყარდეს.

 თქვენ ხელში პატარა წიგნი გიჭირავთ. ეს, სომეხთა შეიარაღებული ძალების მიერ  ოკუპირებული აზერბაიჯანული მიწებიდან გაძევებული ადამიანების მდგომარეობის ამსახველი  წიგნია. მიმაჩნია და გირჩევდით კიდეც,რომ  იმ წიგნს  ერთი  კასეტაც დაურთონ,  თქვენ უყუროთ იმ ლტოლვილების მდგომარეობას და შემდეგ აუცილებლად აზრს გამოიცვლით.

 მე,თქვენ მშვიდობისაკენ მოგიწოდებთ. გთხოვთ, ამერიკაში მცხოვრებ  სომხებს უთხრათ,რომ მე ყველას მშვიდობისაკენ გეპატიჟებით.

შეკითხვა: გთხოვთ აშშ–ში ოფიციალური ვიზიტის დროს  ხელმოწერილი  ნავთობხელშეკრულებების შესახებაც გვითხრათ რამდენიმე სიტყვით.

პასუხი: იცით, მე შემიძლია დღემდე ხელმოწერილი ნავთობ ხელშეკრულებების შესახებ გესაუბროთ. აზერბაიჯანის ტრანსეროვნულმა  ნავთრბკომპანიებმა  დღემდე  ექვსი დიდი  ხელშეკრულება დადეს.  ამ ხელშეკრულების მონაწილენი არიან ამერიკის შეერთებული შტატების,დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, ნორვეგიის, თურქეთის, ირანის, საუდიის არაბეთის  და იაპონიის კომპანიები. ეს ხელშეკრულებები ხორციელდება. მომზადებულია რამდენიმე ხელშეკრულება . იქნებ  მათ ვაშინგტონში  მოვაწეროთ ხელი. ორი დღე გვაცადეთ, ამ ხელშეკრულებების დადების შესახებ გაიგებთ. დიდ მადლობას მოგახსენებთ. გმადლობთ.

გაზეთი „აზერბაიჯანი„   1997 წლის 3 აგვისტო