აზერბაიჯანის მმართველი პოლიტიკური პარტია. შეიქმნა 1993 წელს ჰეიდარ ალიევის მიერ ხელისუფლებაში მის მოსვლამდე. დამფუძნებელი კრება ჩატარდა 1992 წლის 21 ნოემბერს ნახჩევანში და ჰეიდარ ალიევი იყო არჩეული თავმჯდომარედ. პარტიამ გაიმარჯვა 1999წლის მუნიციპალურ არჩევნებში, 2000 წლის საპარლამენტო არჩევნებში, 2004 წლის მუნიციპალურ არჩევნებში და 2005 წლის საპარლამენტო არჩევნებში. 1999, 2001 და 2005 წლებში ჩატარდა პარტიის I, II და III ყრილობები. ითვლის 400 ათასზე მეტ წევრს. პარტიის თავმჯდომარეა აზერბაიჯანის ახლანდელი თავმჯდომარე ილხამ ალიევი.