აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ჰეიდარ ალიევის მოხსენება ეუთოს ლისაბონის უმაღლეს შეხვედრაზე - 1996 წლის 2 დეკემბერი


პატივცემულო ბატონო თავჯდომარე!

ქალბატონებო და ბატონებო!

გულთბილად მივესალმები სახელმწიფოებისა და მთავრობის მეთაურებს, უმაღლესი შეხვედრის ყველა მონაწილეს. ვიმედოვნებ, რომ ეს შეხვედრა ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის გაძლიერების საქმეში მნიშვნელოვანი ეტაპი იქნება.

ოც წელზე მეტი გავიდა მას შემდეგ რაც ხელი მოეწერა, ევროპის კონტინენტზე ხალხებსა და სახელმწიფოებს შორის ურთიერთობის იურიდიული და ჰუმანიტარული პრინციპების უმაღლესი სტანდარტების განმსაზღვრელ ჰელსინკის შემაჯამებელ აქტს.

ამ დროის მანძილზე მსოფლიოში მრავალი დადებითი ცვლილებები მოხდა, გაჩნდნენ ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოები, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის იდეა

მთელს ევროპის კონტინენტზე და მის საზღვრებს გარეთ მმართველ პრინციპად იქცა.

ეუთოს მოღვაწეობამ დიდი როლი ითამაშა საერთაშორისო უშიშროების უზრუნველყოფის,სახელმწიფოთა სუვერენულობის, ტერიტორიული მთლიანობისა და საზღვრების ხელშეუხებლობის,კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების,ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების დაცვის სფეროში მიმდინარე ცვლილებების მსვლელობაში და მათ ფორმირებაში.

 განვლილმა დრომ დაამტკიცა,რომ ეუთო არის სიცოცხლისუნარიანი, ნაყოფიერი შედეგის მქონე ორგანიზაცია და ჩვენ უმაღლესად ვაფასებთ ჩვენი ორგანიზაციის განვლილ გზას,მის მიერ საერთო ევროპულ და მსოფლიო პროცესებისათვის მიცემულ ღირსეულ რჩევებს.

აზერბაიჯანელი ხალხი,რომლებმაც აღიდგინეს თავიაანთი თავისუფლება, დაიკავეს დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის, საბაზრო ეკონომიკის ფორმირების გზა, მუდმივად გრძნობს ეუთოს დახმარებას.

მიუხედავად გარდამავალი პერიოდის ობიექტური სიძნელეებისა,ძალით ჩაბმული ომის შედეგებისა, ჩვენ, ჩვენს სახელმწიფო დამოუკიდებლობას ვაძლიერებთ,ვატარებთ ძირეულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ რეფორმებს.

აზერბაიჯანში აღდგენილი იქნა ისეთი დემოკრატიული პრინციპები,როგორიცაა პლურალიზმი,მრავალპარტიული სისტემა,სიტყვისა და რწმენის თავისუფლება.საერთო სახალხო რეფერენდუმის გზით მიღებული იქნა აზერბაიჯანის პირველი დემოკრატიული კონსტიტუცია,მრავალპარტიულობის საფუვძელზე რესპუბლიკაში არჩეული იქნა ახალი პარლამენტი.

წარმატებით მიმდინარეობს ეკონომიკის ლიბერალიზაცია,სახელმწიფო საკუთრების ფართო მასშტაბით პრივატიზაცია, აგრარული სექტორის რეფორმა,ამავე დროს შეზღუდვების გარეშე,ყიდვა–გაყიდვის უფლებით, მიწა გადაეცემა კერძო მესაკუთრებს.

აზერბაიჯანის ეკონომიკაში უცხოური ინვესტიციის ჩასადებად ფართო შესაძლებლობებია შექმნილი. მსოფლიოს მსხვილ კომპანიებთან, კასპიის ზღვის აზერბაიჯანის სექტორში ენერგო რესურსების ერთობლივი გადამუშავებისათვის, დადებულია მრავალ მილიარდიანი ხელშეკრულებები.

ჩვენ დარწმუნებული ვართ,რომ დამოუკიდებელი სახელმწიფოების მსოფლიო ერთობაში აზერბაიჯანის აღებული პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების კურსი აზერბაიჯანელი ხალხის ინტერესებს შეესაბამება და ვიმედოვნებთ,რომ ამ ჩვენს სტრატეგიულ ხაზს ამის შემდეგაც დაუჭერენ მხარს ეუთო, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციები და დემოკრატიული დაწესებულებები.

ქალბატონებო და ბატონებო!

რეგიონალური კონფლიქტები, ნაციონალიზმისა და სეპარატიზმის გავრცელება, საერთაშორისო ტერორიზმი ხელს უშლის ჩვენი რეგიონის მშვიდობას, პროგრესსა და განვითარებას.

მრავალი ხალხი,მათ შორის ყოფილი საბჭოთა კავშირის,კავკასიის მოსახლეობა სისხლიან ომებში იქნა ჩაბმული. ამ ომების შედეგია ადამიანთა მასობრივი სიკვდილი,ეთნიკური წმენდა,მილიონობით ადამიანის ლტოლვილად ქცევა,დამოუკიდებელი სახელმწიფოების ტერიტორიების ოკუპაცია. ამიტომაც ეუთომ ევროპის კონტინენტზე საერთო უშიშროების უზრუნველყოფისათვის, მრავალი საქმე უნდა გააკეთოს.

როგორც იცით ,სასომხეთის რესპუბლიკამ აზერბაიჯანის მიწების,მთიანი ყარაბაღის მიტაცების მიზნით ჩვენი რესპუბლიკის წინააღმდეგ გაატარა აგრესია.

აზერბაიჯანის რესპუბლიკის მიწების ოცი პროცენტი, ამ აგრესიის შედეგად სასომხეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების მიერ ოკუპირებული იქნა. დაიხოცა ოციათასზე მეტი ჩვენი მოქალაქე,ასი ათასზე მეტი დაიჭრა და დასახიჩრდა,ექვსი ათასი კი ტყვედ ჩავარდა.ერთ მილიონზე მეტი აზერბაიჯანელი,ანუ ჩვენი სახელმწიფოს მოსახლეობის დაახლოებით თხუთმეტი პროცენტი ლტოლვილად იქცა.ოთხი წელია რაც ისინი ზამთარს კარვის ქალაქებში ატარებენ.

ოკუპირებულ მიწებზე 700–ზე მეტი ქალაქი და სოფელი,ათასობით საავადმყოფო, სკოლა,საცხოვრებელი ბინა,აზერბაიჯანელი ხალხის ისტორია და კულტურის კერა დაინგრა,გადაიწვა და გაიძარცვა.

გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ მიღებულ ოთხ დადგენილებაში და მისი თავჯდომარის ექვს განცხადებაშიც,აზერბაიჯანის ოკუპირებული ტერიტორიებიდან სასომხეთის შეიარაღებული ძალების სასწრაფოდ,მთლიანად და უპირობოდ გაყვანის, ლტოლვილების საკუთარ მიწაწყალზე დაბრუნების მოთხოვნაა დაყენებული. ამ დოკუმენტებში დასტურდება აზერბაიჯანის სუვერენიტეტი და მისი ტერიტორიული მთლიანობა, მთიანი ყარაბაღი ცნობილია როგორც აზერბაიჯანის მიწები. მაგრამ სასომხეთის რესპუბლიკა ამ დოკუმენტებს არ ემორჩილება.

1992 წელს ეუთოს მიერ შექმნილმა მინსკის ჯგუფმა საკმაო ძალისხმევა გამოიჩინა სასომხეთ–აზერბაიჯანის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოწესრიგებისათვის. მისი მოღვაწეობისა და რუსეთის ფედერაციის ახლოდან მონაწილეობით 1994 წლის მაისის თვეში მიღწეული იქნა ცეცხლსროლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება.

შეჩერებულ ცეცხლსროლის რეჟიმში ასეთი დიდი ხნით ყოფნა, ჩვენი მხრიდან მშვიდობის სურვილის დემონსტრირებაა.ცეცხლსროლის შეწყვეტამ საშუალება მოგვცა სტაბილურად გაგვეგრძელებინა მშვიდობიანი მოლაპარაკების პროცესები,ის გადაიქცა კონფლიქტის დარეგულირებისათვის გაწეული მცდელობების საიმედო ფუნდამენტად. აზერბაიჯანის მხარე მზადაა, მანამ სანამ მიღწეული არ იქნება მშვიდობის ხელშეკრულება ამ რეჟიმში დარჩეს.

სასომხეთ–აზერბაიჯანის კონფლიქტის სწრაფად მოსაგვარებლად ,ეუთოს მიერ მშვიდობის დასაცავად, მრავალეროვანი ძალების შექმნის სურვილს ჩვენ მხარდაჭერით გამოვეხმაურეთ. ეს იყო 1994 წლის ეუთოს ბუდაპეშტის უმაღლეს შეხვედრაზე მიღებული გადაწყვეტილებები.

ბუდაპეშტის უმაღლესი დონის შეხვედრის შემდეგ, მინსკის ჯგუფის ჩარჩოში მოლაპარაკებების პროცესი უფრო ინტენსიური გახდა. ჩვენ პრეზიდენტთა წარმომადგენლების დონეზე შევქმენით სასომხეთთან პირდაპირი, ორმხრივი მოლაპარაკებების არხი,გავანთავისუფლეთ სამხედრო ტყვეები და მძევლები.

ამა წლის აპრილის თვეში, ლუქსემბურგში სასომხეთის რესპუბლიკისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტების მიერ ერთად გაკეთებული განცხადება, კონფლიქტის მოგვარების საქმეში, წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.ეს განცხადება სასომხეთისა და აზერბაიჯანის მიერ ერთად მიღებული პირველი დოკუმენტია,რომლითაც დემონსტრირდება მხარეების სურვილი, საერთაშორისო პრინციპებისა და ნორმების საფუძველზე შეიარაღებული კონფლიქტის დასრულებისა.

ეუთოს სახელმწიფო მეთაურების სხვა დონის შეხვედრების დროს, ჩემი პირადი მონაწილეობით იმართებოდა ფართო დისკუსიები, სასომხეთ–აზერბაიჯანის კონფლიქტის მოგვარებისათვის ვეძებდით უფრო ოპტიმალურ, ორივე მხარისათვის ხელსაყრელ გზებს.

პატივცემულო სახელმწიფოთა და მთავრობის მეთაურებო,ლისაბონის შეხვედრის წინ მე თქვენ წერილი გამოგიგზავნეთ, ამ წერილში, მე შემოგთავაზეთ ეუთოს პრინციპების,გაეროს დადგენილებისა და მისი მხრიდანვე მიღებული საერთაშორისო იურიდიული ნორმების სერიოზული დაცვის საფუძველზე,კონფლიქტის მოგვარების საშუალება. ამ წინადადებაში ყველა მხარის ინტერესებია გათვალისწინებული.

კონფლიქტის მოგვარების ეს კომპრომისული საშუალება შესდგება შემდეგი ნაწილებისაგან: აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობა, აზერბაიჯანის რესპუბლიკის შემადგენლობაში ყარაბაღის რესპუბლიკის მთელი მოსახლეობის უშიშროების უზრუნველყოფა.დარეგულირების ეს გზა საერთაშორისო შუამავლების მხრიდან მოწონებული და მხარდაჭერილია,ეუთოს ახლანდელი თავჯდომარის 1996 წლის თებერვლის თვეში კონფლიქტის ზონაში ყოფნის დროს შემოთავაზებულ წინადადების პრინციპებს შეესაბამება.

სამწუხაროდ სასომხეთის მხარე,გაეროს დებულების,ეუთოს პრინციპების,საერთაშორისო პრინციპებზე დაფუძნებულ ნებისმიერი გადაწყვეტილების შესრულებას თავს არიდებს.

მას არ უნდა აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის ცნობა, ცდილობს აგრესიის შედეგად მიტაცებული ტერიტორიები კანონიერი გახადოს,აზერბაიჯანის რესპუბლიკის ყარაბაღის რეგიონს დამოუკიდებლობის სტატუსი მოუპოვოს და ეს რეგიონი სასომხეთის რესპუბლიკას მიუერთოს.

მას შემდეგ რაც ყარაბაღთან დაკავშირებით აზერბაიჯანსა და სასომხეთს შორის კონფლიქტი დაიწყო,მსოფლიოში მრავალი დიდი მოვლენები მოხდა. საბჭოთა კავშირის ყოფილ ტერიტორიაზე მრავალი დამოუკიდებელი რესპუბლიკა შეიქმნა,მათ შორისაა აზერბაიჯანის რესპუბლიკაც. ჩვენი სახელმწიფოების სუვერენულობა,საზღვრების ხელშეუხებლობა და ტერიტორიული მთლიანობა ცნო მთელმა მსოფლიო ერთობამ.

ამ პრინციპების ნებისმიერი ფორმით დარღვევა მშვიდობისა და სტაბილურობის შექმნას შეფერხებას უქმნის, აძლიერებს წინააღმდეგობას,ხალხს წყნარი და მშვიდობიანი ცხოვრების იმედებს უკარგავს.

ყარაბაღის დამოუკიდებლობის შესახებ უკანონო პრეტენზიების წამოყენება, არ შეესაბამება ყველას მხრიდან მოწონებულ საერთაშორისო იურიდიულ ნორმებს.ჩვენ არასდროს არ დავეთანხმებით ამ მოთხოვნებს,ჩვენ არ დავუშვებთ,რომ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ერთი სასომხეთის რესპუბლიკა კიდევ შეიქმნას.

სასომხეთის მხარე ბოლოს და ბოლოს უნდა მიხვდეს,რომ რვა წელიწადზე დიდხანს გაგრძელებულმა კონფლიქტმა, აზერბაიჯანელი ხალხი როგორ მძიმე მდგომარეობაში და ტანჯვაშიც ჩააგდო, ასეთივე ტანჯვა განაცდევინა სომეხ ხალხსაც.

დარწმუნებული ვარ,რომ გაეროს წესდება, ეუთოს პრინციპები და საერთაშორისო იურიდიული საფუძვლები კონფლიქტის მოგვარებას, სასომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დიდხანს დასამყარებელი მშვიდობის დაწყებას შესაძლებლობას მისცემს,სომეხ და აზერბაიჯანელ ხალხს შორის აღსდგება კეთილი ურთიერთობა, ყარაბაღის მთელი მოსახლეობისათვის ყველაზე კარგი პირებობი შეიქმნება.კონფლიქტის მოგვარება ხელს შეუწყობს კავკასიაში შედეგიანი ეკონომიური ურთიერთობის უზრუნველყოფას, ჩვენს რესპუბლიკაში სოციალურ–ეკონომიკური ამოცანების წარმატებით განხორციელებისათვის, დემოკრატიისა და თავისუფლებისაგან მიღებული ნაყოფით სარგებლობისათვის გაიხსნება შესაძლებლობა.

ჩვენ ომი არ გვინდა,ჩვენ მშვიდობა გვინდა. მე მივმართავ სასომხეთის პრეზიდენტს ბატონ ლევონ ტერ–პეტროსიანს, მთელს სომეხ ხალხს და მათ მშვიდობისა და თანამშრომლობისათვის ვუხმობ.

 მე მივმართავ ეუთოს ლისაბონის უმაღლესი დონის შეხვედრის სახელმწიფო და მთავრობის მეთაურებს და ვთხოვ,რომ ევროპის გამანადგურებელი ერთერთი რეგიონალური კონფლიქტის, სასომხეთისა და აზერბაიჯანის კონფლიქტის სასწრაფოდ მოგვარებისათვის არ დაიშურონ შესაძლებლობები.

ჩვენს კონტინენტზე მშვიდობის,სტაბილურობის და ხალხთა სოლიდარობისათვის, ყველა შესაძლო ზომის მიღება ჩვენი უწმინდესი მოვალეობაა.

გმადლობთ ყურადღებისათვის.