ლაჩინი


ქალაქი აზერბაიჯანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. ლაჩინის ადმინისტრაციული რაიონის ცენტრი (ფართობი 1835 კვ.კმ.) დაარსებულია 1924-1929 წლებში. 1929 წელს გამოცხადებულია ლაჩინის რაიონის ცენტრად. განლაგებულია სომხეთსა და აზერბაიჯანის მთიანი ყარაბაღის რეგიონს შორის, სადაც ცხოვრობს სომხური უმცირესობა. ოკუპირებულია 1992 წლის 8 მაისს აზერბაიჯანის წინააღმდეგ მიმართული სომხეთის აგრესიის შედეგად. ტერიტორიიდან იძულებით განდევნილია დაახლოებით 71 ათასი ადამიანი. ოკუპაციამდე სომეხი მოსახლეობა ლაჩინში არ ცხოვრობდა. ამჟამად იქ დასახლებულია დაახლოებით 10 ათასი ადამიანი (2005). სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის თაობაზე წარმოებულ მოლაპარაკებებში სომხები ითხოვენ ლაჩინის შენარჩუნებას დერეფნის სახით სომხეთთან კავშირის მიზნით. აზერბაიჯანის მთავრობა ითხოვს სომხეთის მიერ ოკუპირებული აზერბაიჯანის კუთვნილი ყველა ტერიტორიის დაბრუნებას, ლაჩინის ჩათვლით.