შუშა


ქალაქი აზერბაიჯანის მთიანი ყარაბაღის რეგიონში. შუშნსკის ადმინისტრაციული რაიონის ცენტრი (ფართობი 289 კვ.კმ). აშენდა XVIII საუკუნის 50-იანი წლების დასაწყისში ყარაბაღის ხანის ფანახალი-ხანის მიერ. იმ დროიდან აზერბაიჯანის ყარაბაღის სახანო გადაიქცა ძირითად პოლიტიკურ და კულტურულ ცენტრად. რუსეთის მიერ აზერბაიჯანის დაპყრობის შემდეგ შუშა წარმოადგენდა ყარაბაღის მთელი რეგიონის და აზერბაიჯანის ადმინისტრაციულ, ეკონომიკურ და კულტურულ ცენტრს. შუშა არის აღმოსავლეთში პირველი ოპერისა და მუსიკალური კომედიის ავტორის, ცნობილი აზერბაიჯანელი კომპოზიტორის უზეირ გაჯიბეკოვის, აზერბაიჯანის ოპერის ცნობილი მომღერლის ბულ-ბულ ოღლის სამშობლო. ოკუპირებულია სომხეთის შეიარაღებული ძალებით 1992 წლის 8 მაისს. 1989 წლის მონაცემებით მისი მოსახლეობა შეადგენდა 20579 ადამიანს. მათგან 19036 იყო აზერბაიჯანელი, 1377 ადამიანი - სომეხი. ამჟამად სომხეთის მიერ ოკუპირების გამო იქ მხოლოდ სომხები ცხოვრობენ. ქალაქ შუშას განთავისუფლება ერთ-ერთი პრინციპული საკითხია, რომელსაც დაჟინებით ითხოვს აზერბაიჯანის მხარე სომხეთ-აზერბაიჯანის, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების თაობაზე წარმოებულ მოლაპარაკებებში.