განჯა


აზერბაიჯანის მეორე დიდი ქალაქი. განლაგებულია ქვეყნის დასავლეთ ნაწილში. მოსახლეობა ‑ 330 ათას ადამიანზე მეტი. შუა საუკუნეებში წარმოადგენდა აზერბაიჯანის ერთ-ერთ ძირითად ეკონომიკურ და სავაჭრო ცენტრს. 1139 წლის მიწისძვრის და მონღოლთა შემოსევების დროს განიცადა დიდი ნგრევა. სეფევიდების (XVI-XVII სს) მმართველობის პერიოდში იგი კვლავ აღორძინდა. შაჰაბასმა ქალაქს აბასაბადი უწოდა. რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში აზერბაიჯანის ყოფნის დროს ქალაქს ელიზავეტპოლე ეწოდებოდა.1918 წელს აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის პირველი დედაქალაქი განჯა იყო. საბჭოთა პერიოდში 1935 წლიდან ქალაქს კიროვაბადი ეწოდა. 1991 წელს მას დაუბრუნდა უწინდელი სახელწოდება. გამოჩენილი აზერბაიჯანელი პოეტი, აღმოსავლური აღორძინების გამოჩენილი წარმომადგენელი ნიზამი განჯევი დაიბადა განჯაში.