მსოფლიოს ათი მსხვილი ნავთობკომპანიიდან ერთ-ერთი. კომპანიამ, რომელიც შეიქმნა 1924 წელს სახელწოდებით "ნავთობის ფრანგული კომპანია", 1985 წლიდან მიიღო დასახელება "ტოტალი". კომპანიის ცენტრალური ოფისი 111 ათასი თანამშრომლით განლაგებულია პარიზში. კომპანია საქმიანობას აწარმოებს 130 ქვეყანაში, მოიპოვებს წელიწადში 130 მილიონ ტონა ნავთობს. კომპანიის წმინდა მოგება 2005 წელს შეადგენდა 12,3 მილიარდ ევროს. გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან დაწყებული კომპანიამ დაიწყო საქმიანობა აზერბაიჯანში, ყაზახეთში და რუსეთში. 2003 წელს მან შეიძინა საფრანგეთის მეორე მსხვილი ნავთობკომპანია "ელფ აკიტენი".