აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ჰეიდარ ალიევის მოხსენება ნახჭევნის არ-ის 75-ე წლისთავის იუბილეზე - 1999 წლის 12 ოქტომბერი


პატივცემულო ბატონებო და ქალბატონებო!

პატივცემულო სტუმრებო!

 ძვირფასო მეგობრებო!

 დღეს ,აზერბაიჯანელი ხალხის, დამოუკიდებელი აზერბაიჯანის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი დღეა. დამოუკიდებელი აზერბაიჯანის განუყოფელი ნაწილის ნახჭევნის ავტონომიური რესპუბლიკის 75-ე წლისთავს საზეიმოდ ავღნიშნავთ.

აზერბაიჯანის ყოველი კუთხე -კუნჭული ყოველი აზერბაიჯანელისათვის ძვირფასია. ამიტომაც ნახჭევნის ავტონომიური რესპუბლიკის, როგორც აზერბაიჯანის განუყოფელი ნაწილის 75-ე წლისთავი ყველა აზერბაიჯანელისათვის და მთელი აზერბაიჯანელი ხალხისათვის დღესასწაულია. დღესასწაულია ჩვენი ქვეყნისათვის. რადგანაც,ჩვენ ერთხელ კიდევ ვიხსენებთ რა, ნახჭევანში მიმდინარე ცვლილებებს, განვითარების ეტაპებს ,ამავე დროს ხაზს ვუსმავათ მთლიანად აზერბაიჯანის რესპუბლიკის ცხოვრებაში განხორციელებულ ცვლილებებს .

ნახჭევნის ავტონომიური რესპუბლიკის წარსულშიც აგვიღნიშნია საიუბილეო თარიღები. რამოდენიმეჯერ ვიყავი ამ საიუბილეო დღესასწაულების მონაწილე.1949 წელს აღნიშნულ იქნა ნახჭევნის ავტონომიური რესპუბლიკის 25-ე წლისთავი .იმ დროს, როცა ეს დღესასწაული აღინიშნებოდა , აზერბაიჯანში არ გახლდით , ლენინგრადში ვიყავი განათლების მისაღებად. თუმცა მანამდე აქ ვმოღვაწეობდი , ნახჭევნის სახალხო კომისართა საბჭოში,-ახლა მას მინისტრთა საბჭო  ეწოდება,-ამავე დროს ვმუშაობდი უშიშროების ორგანოებში. მაშინ ,ლენინგრადში ყოფნისას,- ეჭვგარეშეა,რომ იმ დროს არც ტელევიზია იყო და არც რადიოს საშუალებით შეგვეძლო რაიმეს გაგება, ტელეფონით დაკავშირებაც ძალიან ძნელი იყო,- ძლიერ მაინტერესებდა თუ რა ხდებოდა აქ, როგორ აღნიშნავდნენ. იმ დროს მხოლოდ და მხოლოდ წერილის საშუალებით შემეძლო დაკავშირება. იუბილიდან ერთი კვირის შემდეგ ნახჭევნიდან მივიღე ინფორმაცია, იქ შემდგარი დღესასწაულის შესახებ მაცნობეს.

ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა ,რაც ჩემს მეხსიერებას შემორჩა,- რა თქმა უნდა მაშინ ახალგაზრდა ვიყავი, 25-26 წლის ვიქნებოდი,- ნახჭევნის ავტონომიური რესპუბლიკის იუბილესთან დაკავშირებით , ნახჭევნის ხელმძღვანელობამ გამორჩეული ადამიანები საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მხრიდან მედლებით დააჯილდოვა .დაჯილდოებულთა შორის მეც ვიყავი.

მართალია, იმ დრომდე დიდ სამამულო ომთან დაკავშირებით სახელმწიფო ჯილდოები მქონდა მიღებული, მაგრამ ნახჭევნის ავტონომიური რესპუბლიკის დაფუძნების 25-ე წლისთავთან დაკავშირებით ჩემდამი გამოჩენილი ყურადღება და მზრუნველობა , თანაც ისეთ დროს ,როცა ნახჭევანში არ ვიმყოფებოდი, რათქმა უნდა დაუვიწყარ მოვლენად იქცა.და დღესაც ,ამ მოვლენიდან 50 წლის შემდეგაც კარგად მახსოვს.

მივიღე მონაწილეობა ნახჭევნის ავტონომიური რესპუბლიკის 40 წლისთავის , 50 წლისთავის იუბილეზეც,1974 წელს კი აზერბაიჯანის ხელმძღვანელი გახლდით. როგორც სახელმწიფო მეთაური, როგორც აზერბაიჯანის ხელმძღვანელი ,ჩამოვედი აქ და სადღესასწაულო ცერემონიალზე მივიღე მონაწილეობა. ეს ყოველივე ნახჭევნის საზეიმო ცერემონიალების ისტორიაში ჩაწერილი ფურცლებია.

სიმართლე უნდა ითქვას,რომ იმ დროს დღესასწაულები დღევანდელივით ფართოდ არ აღინიშნებოდა ,მაგრამ ადამიანებს ძალიან უხაროდათ ნახჭევნის ავტონომიური რესპუბლიკის ყოველი საიუბილეო წლასთავი და ეჭვგარეშეა,რომ შეძლებისდაგვარად საზეიმოდ აღნიშნავდნენ . მაგრამ ,ეს იუბილე ყველა სხვა იუბილისაგან განსხვავდება. ჩვენ დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ. დამოუკიდებელი აზერბაიჯანის სახელმწიფო თავის ცხოვრებას მართავს და ყველა საკითხს დამოუკიდებლად წყვეტს და აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის პერიოდში ნახჭევნის ავტონომიური რესპუბლიკის 75-ე წლისთავის აღნიშვნა ეჭვგარეშეა,რომ ჩემთვის ყველა წარსულ იუბილესთან შედარებით უფრო ღირსშესანიშნავი და ძვირფასია.

ამ სადღესასწაულო იუბილეს , აზერბაიჯანის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცხადების, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენასთან დაკავშირებით 1991 წლის 18 ოქტომბერს კონსტიტუციის აქტის მიღების დღეებში ავღნიშნავთ. ანუ 18 ოქტომბერიც და დღევანდელი დღეც ჩვენთვის დღესასწაულია .ამ დღესასწაულებს დიდი მნიშვნელობა აქვთ.

 დღეს ავღნიშნე,რომ ნახჭევნელები, ნახჭევნის მოსახლეობა დამოუკიდებლობისათვის ,თავისუფლებისათვის უფრო მეტად მებრძოლი სულის ადამიანები არიან. ამიტომაც აზერბაიჯანის სახელმწიფო დამოუკიდებლობის მოპოვება ,- მთელი აზერბაიჯანელი ხალხივით, ნახჭევნელებისათვისაც ისტორიული მოვლენაა და დიდად მნიშვნელოვანია.

მიმაჩნია,რომ ყოველივე აღნიშნულთა გამო დღევანდელი იუბილე 75 წლის მანძილზე ნახჭევნის ცხოვრებაში ყველაზე ღირსეული და ყველაზე ისტორიული დღეა. ჩვენ,დღეს ,ამ დღესასწაულთან ერთად ,აზერბაიჯანის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის 8-ე წლისთავსაც ვზეიმობთ. ჩვენი დღევანდელი ღონისძიებით მსოფლიოს თვალში კიდევ ერთხელ ვუკეთებთ დემონსტრირებას იმას,რომ აზერბაიჯანი დამოუკიდებელი სახელმწიფოა . და დღევანდელი ზეიმით , კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ იმას,რომ აზერბაიჯანი მარად დამოუკიდებლობის გზით ივლის. ვზეიმობთ რა დღევანდელ დღეს, მთელს მსოფლიოს ვუჩვენებთ აზერბაიჯანელი ხალხის დემოკრატიულობას, სამართლიანობას, სახელმწიფოებრიობას და დამოუკიდებლობას. ყოველივე ამის გამო, ეს დღესასწაული ჩვენი დიდი დღესასწაულია, მთელი აზერბაიჯანელი ხალხის ზეიმია .

 აზერბაიჯანმა მას შემდეგ,რაც დამოუკიდებლობა მოიპოვა, განვლილი 8 წლის მანძილზე მრავალ ღირსეულ საქმეს შეასხა ხორცი და ყველაზე ძირითადი, ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის,რომ საგარეო და შიდა სიძნელეების, აზერბაიჯანის წინააღმდეგ სომხეთის მიერ გატარებული აგრესიისაგან მიღებული დარტყმების ,ჩვენი მიწების 20 პროცენტზე მეტის ოკუპაციაშია  –  1 მილიონზე მეტი აზერბაიჯანის მოქალაქის იძულებით გადასახლებულად, ლტოლვილად ყოფნის და კარვებში ცხოვრების პირობებში ,ჩვენი ქვეყანა ვითარდება და წინ მიიწევს. ჩვენ ,ჩვენი სახელმწიფო დამოუკიდებლობის, დემოკრატიის გზას, მსოფლიო სახელმწიფოებრივ მშენებლობას წარმატებით ვაგრძელებთ და ამის შემდეგაც გავაგრძელებთ.

როგორც დღეს გამოაცხადეს ,აზერბაიჯანი 8 მილიონ მოსახლეს ითვლის . მთელი მსოფლიოსათვის ცნობილია,რომ აზერბაიჯანი ბუნებრივი რესურსებით მდიდარი ქვეყანაა, აქვს მაღალი დონის მეცნიერება, კულტურა და განათლება. ამიტომაც,ჩვენ შეგვიძლია ვიამაყოთ ჩვენი აზერბაიჯანით. ვამაყობ,რომ აზერბაიჯანელი ვარ. ვამაყობ,რომ აზერბაიჯანის მიწა ჩემი მშობლიური მიწაა. ვამაყობ,რომ მყავს ისეთი ერი , როგორიც აზერბაიჯანელებია. მე ვამაყობ,რომ ჩემი მშობლიური ენა ,ზერბაიჯანული ენაა . მე ვამაყობ,რომ აზერბაიჯანის სახელმწიფო არის დამოუკიდებელი, თავისუფალი და ძლიერი . გთხოვთ,სასმისები აზერბაიჯანელი ხალხის, აზერბაიჯანის სახელმწიფო დამოუკიდებლობის და დემოკრატიის განვითარების,აზერბაიჯანელი ერის, აზერბაიჯანული ენის სადღეგრძელოდ ასწიოთ.

დიდება, დიდება და ასეული წლობით დიდება დამოუკიდებელ,თავისუფალ და დემოკრატიულ აზერბაიჯანს! 

* * *

 ჰეიდარ ალიევი: პატივცემულო ქალბატონებო და ბატონებო!

პატივცემულო სტუმრებო , მეგობრებო!
იძულებული ვარ, დღეს ერთხელ კიდევ მოგმართოთ. ჩვენი საზეიმო ცერემონიალის მსვლელობისას თურქეთის პრეზიდენტი,ჩემი ძვირფასი მეგობარი,ძმა სულეიმან დემრელი აქ, ნახჭევანში ტელეფონით დამიკავშირდა. ცერემონიალის დამთავრების შემდეგ ტელეფონით დავუკავშირდი. მან თქვა,რომ ის ამ სადღესასწაულო დღეს ჩვენთან ,აზერბაიჯანთან ,ნახჭივანთან ერთად არის, მან თავისი წარმომადგენლები- ორი სახელმწიფო მინისტრი და სახალხო დეპუტატები გამოგზავნა. აზერბაიჯანის პრეზიდენტს და ნახჭევნის უმაღლესი მეჯლისის თავჯდამარეს მისალოცი წერილი გამოუგზავნა. მაგრამ წუხს,რომ ვერ ესწრება, ვერ ჩამოვიდა. ამიტომაც გადავწყვიტა ტელეფონით, თავისი ხმით, თავისი სიტყვებით ერთხელ კიდევ მოელოცა ნახჭევნის ავტონომიური რესპუბლიკის 75-ე წლისთავის იუბილე .

ბუნებრივია,რომ ისეთი დიდი სახელმწიფოს მეთაური,როგორიც თურქეთია, დილიდან საღამომდე დაკავებულია.კერძოდ მიწისძვრის შემდეგ მიმდინარე სამუშაოები მთელი მთავრობის, სახელმწიფოს ყურადღების ცენტრშია, თავისუფალი დრო არ რჩებათ. ასეთ პირობებში, ასეთი დაძაბული დღის წესრიგით,თავისი მისალოცი წერილისა და უმაღლესი წარმომადგენლების აზერბაიჯანში, ნახჭივანში მივლინებასთან ერთად დრო გამონახა , ტელეფონით დაგვიკავშირდა და თავისი ხმით,თავისი ენით ერთხელ კიდევ მოგვილოცა , რა თქმა უნდა ამან ძალიან გამახარა და აღმაფრთოვანა.

ამით ერთხელ კიდევ დაადასტურა , თუ რაოდენ დიდი პიროვნებაა სულეიმან დემრელი,რაოდენ დიდ მზრუნველობას, ყურადღებას იჩენს და რაოდენ დიდი სიყვარული გააჩნია აზერბაიჯანის და აზერბაიჯანის განუყოფელი ნაწილის ნახჭევნის მიმართ. ვამაყობ და დიდი სიამაყის გრძნობით მინდა განვაცხდაო,რომ აზერბაიჯანს და აზერბაიჯანელ ხალხს ისეთი დიდი მეგობარი ჰყავს,როგორიც სულეიმან დემრელია .

თურქეთის ჯუმურიეთის 75 -ე წლისთავი,ჩვენ გასულ წელს ანკარაში საზეიმოდ ავღნიშნეთ. 75 წლიან ისტორიას ,რომ გადავხედეთ ასეთი დასკვნა გამოვიტანეთ : დიდი ლიდერის ათათურქის მიერ შექმნილი ,საფუძველ ჩაყრილი და მისი ხელმძღვანელობით აშენებული და ძლიერ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებული თურქეთის ჯუმურიეთი სანდო ხელშია. ყველაზე ძალიან ის გვახარებს,რომ თურქი ხალხი, მთავრობა, სახელმწიფო მუსტაფა ქამალ ათათურქის გზის ერთგულია და მის მიერ გაკვალულ გზაზე დიდ წარმატებებს აღწევს.

ყოველივე ამ ისტორიულ პროცესებში და თურქეთის ისტორიის განვითარების 40 წლიან თურქულ პოლიტიკურ სცენაზე მყოფ დიდ სახელმწიფო და პოლიტიკურ მოღვაწეს სულეიმან დემრელს განსაკუთრებული როლი აქვს.

პატივცემული სულეიმან დემრელი არის ის პოლიტიკოსი, რომელიც დიდი ათათურქის იდეებს,მის მემკვიდრეობას , ანდერძს და გაკვალულ გზას ერთგულად აგრძელებს და ახორციელებს, დიდი ათათურქისეულ ჯუმურიეთის განვითარებაში დიდ საქმეებს აკეთებს და ხალხი ათათურქის გზით მიჰყავს. გთავაზობთ, მოძმე თურქი ხალხის , მეგობარი თურქეთის ჯუმურიეთის სადიდებლად, თანამედროვე თურქული სამყაროს ლიდერის, თურქეთის ჯუმურიეთის პრეზიდენტის და პიროვნების,რომელიც უდიდეს პატივისცემას იმსახურებს, აზერბაიჯანელი ხალხის ძვირფასი მეგობრის , პატივცემული სულეიმან დემრელის სადღეგრძელოს.