აზერბაიჯანის სეფავიტთა სახელმწიფო


XVI საუკუნეში აზერბაიჯანი სეფავიტთა სახელმწიფოს 

(1501-1736) საზოგადოებრივ-ეკონომიკური, პოლიტიკური,კულტურული და იდეოლოგიური ცენტრი იყო. აზერბაიჯანი,ირანი, სამხრეთ თურქმენეთი და დღევანდელი ავღანეთი (ბალხის პროვინციის გამოკლებით), ერაყ-არაბეთი და სხ. ტერიტორიები სეფავიტთა სახელმწიფოს საზღვრებში იყო მოქცეული.აზერბაიჯანის სეფვიტთა სახელმწიფოს საფუძველი შაჰ ისმაილი I-მა დაუდო. კარგად განათლებული და აღზრდილი ისმაილი 1499 წლიდან დაძაბულ პოლიტიკურ- სოზოგადოებრივ მოღვაწეობაში ჩაერთო.1501 წელს შახის ტახტზე აღზევებულმა ისმაილი I-მა ახალი სახელმწიფო შექმნა და მოკლე დროის მანძილზე აღნიშნული სახელმწიფო ძლიერ იმპერიად აქცია.სეფავიტთა მმართველის სახელი წარმომავლობით აზერბაიჯანელი თურქი სეფავიტური რელიგიური ფრთის მეთაურის შეიხ სეფიადინის ისაკ არდაბილის სახელს უკავშირდება.სეფავიტთა სახელმწიფოს დედაქალაქი ხანგამოშვებით ქალაქები თებრიზი(1501-1555), გაზვინი (1555-1558) და ისფაჰანი (1598 წელს) იყო.სეფავიტთა სახელმწიფოს საზოგადოებრივი, ეკონომიკური და კულტურული თვალსაზრისით ყველაზე განვითარებულ პროვინციად აზერბაიჯანი ითვლებოდა. აზერბაიჯანის ყიზილბაშთა ტომებმა

(ის რომ აზერბაიჯანს აღნიშნულ პერიოდში სახელმწიფო წყაროებში „ყიზილბაშთა სახელმწიფოდ“ მოიხსენიებენ, ამ ისტორიული სინამდვილიდან მომდინარეობს) და არდაბილის

ფეოდალებმა სეფავიტთა სახელმწიფოში წამყვანი როლი შეასრულეს. აზერბაიჯანის მიწების გაერთიანების პოლიტიკა შაჰ ისმაილ I-ის ვაჟმა თაჰმასიბ I-მაც გააგრძელა. 1538 წელს შირვანშაჰთა სახელმწიფო გაუქმდა და სეფავიტთა სახელმწიფოს შეუერთდა,1551 წელს კი შექის ტერიტორია აზერბაიჯანის სეფავიტთა სახელმწიფოსთან გარეთიანდა. XVII საუკუნის დასასრულს სეფავიტთა სახელმწიფოში ღრმა ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისის პერიოდი დაიწყო.1736 წლის მარტში ნადირ აფშარი მუღანში გვირგვინის დადგმის ცერემონიალზე შეკრებილი ფეოდალების მხრიდან შახად გამოცხადდა.ამრიგად,სეფავიტთა საგვარეულოს ხელისუფლებას ოფიციალურად მოეღო ბოლო.