პრეზიდენტ ილხამ ალიევის სიტყვა ინაუგურაციის ცერემონიაზე - ჰეიდარ ალიევის სახელობის სასახლე, 2008 წლის 24 ოქტომბერი


scotch egg
scotch egg
scotch egg
temp-thumb
temp-thumb
temp-thumb

პატივცემულო ქალბატონებო და ბატონებო,

პატივცემულო სტუმრებო,

უპირველეს ყოვლისა, გამოვხატავ უდიდეს მადლიერებას მთელი აზერბაიჯანელი ხალხის მიმართ, რომელმაც კვლავ გამოხატა ჩემდამი დიდი ნდობა და ამირჩია პრეზიდენტად. ისევ ვარწმუნებ აზერბაიჯანელ ხალხს, რომ შემდეგშიც ყველაფერ შესაძლებელს გავაკეთებ აზერბაიჯანის ყოველმხრივი განვითარებისათვის. მადლობას მოვახსენებ აგრეთვე პარტიას "ენი აზერბაიჯან", რომელმაც წარადგინა ჩემი კანდიდატურა, მადლობას მოვახსენებ პარტიის აქტივისტებს საარჩევნო კომპანიაში უშუალო მონაწილეობისათვის. მადლობელი ვარ ყველა იმ პოლიტიკური ძალისა, რომელმაც მხარი დამიჭირა ამ არჩევნებში, მათ შორის ოპოზიციის წარმომადგენლებსაც. იმედი მაქვს, რომ ახლანდელი არჩევნები და საარჩევნო კამპანია თავის როლს შეასრულებენ აზერბაიჯანის ახალი პოლიტიკური კულტურის განმტკიცების საქმეში, ხელს შეუწყობენ აზერბაიჯანში ახალი ტრადიციების ჩამოყალიბებას, რომ ამიერიდან პოლიტიკური ბრძოლა აზერბაიჯანში მხოლოდ და მხოლოდ ცივილიზებული გზებით იწარმოებს. ვსარგებლობ რა შემთხვევით, მინდა მადლობა მოვახსენო პრეზიდენტობის სხვა კანდიდატებს, რომლებმაც გამარჯვება მომილოცეს.

ხუთი წლის წინ ინაუგურაციის ცერემონიაზე აზერბაიჯანელ ხალხს დავპირდი, რომ აქტიურად ვიმუშავებ აზერბაიჯანის ყოველმხრივი განვითარებისთვის. პირობა დავდე, რომ აზერბაიჯანში ჰეიდარ ალიევის პოლიტიკას გავაგრძელებ, ვინაიდან ეს ერთადერთი პოლიტიკაა აზერბაიჯანის აწმყოსა და მომავლისთვის, მისი ხვალინდელი დღისათვის. ამ პოლიტიკამ გადაარჩინა აზერბაიჯანი დიდი განსაცდელისაგან. დიადი ლიდერის ჰეიდარ ალიევის ხელმძღვანელობით აზერბაიჯანი დინამიურად ვითარდებოდა. აზერბაიჯანმა ქაოსიდან, კრიზისიდან, ანარქიიდან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა განვითარებისა და სტაბილურობის მიმართულებით. სწორედ მისი ხელმძღვანელობით აზერბაიჯანში შეიქმნა სახელმწიფოებრიობის ტრადიციები, დამყარდა სტაბილურობა და დაიწყო განვითარება. დღეს კვლავ მინდა ვთქვა, რომ მომავალი ხუთი წლის განმავლობაში ამ პოლიტიკის ერთგული ვიქნები და არ გადავუხვევ ამ გზიდან.

ბოლო ხუთი წლის განმავლობაში აზერბაიჯანში აღინიშნებოდა დიდი განვითარება ყველა მიმართულებით. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში აზერბაიჯანმა კიდევ უფრო განამტკიცა თავისი პოზიციები რეგიონში. აზერბაიჯანში სწრაფად მიმდინარეობდა სახელმწიფოებრიობის მშენებლობის პროცესი. განმტკიცდა ჩვენი დამოუკიდებლობა. აზერბაიჯანში წარმატებით ტარდება პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმები. წარმატებით მიდის დემოკრატიზაციის პროცესი.

ბოლო ხუთი წლის განმავლობაში აზერბაიჯანი მნიშვნელოვნად უფრო გაძლიერდა და დღეს წარმოადგენს ქვეყანას, რომელიც იმედით და დიდი ოპტიმიზმით შესცქერის მომავალს. დღეს აზერბაიჯანმა კიდევ უფრო გაიმყარა თავისი ღირსეული ადგილი საერთაშორისო არენაზე. ჩვენს რეგიონალურ ინიციატივებს დიდი წარმატება ხვდა წილად. ჩვენ მიერ რეგიონში განხორციელებული საქმიანობა ხელს უწყობს როგორც აზერბაიჯანის განმტკიცებას, ასევე რეგიონალური თანამშრომლობის განვითარებას. აზერბაიჯანელობის ფილოსოფია ჩვენი მორალური საყრდენია. დამოუკიდებელი პოლიტიკა, ეროვნული ინტერესების დაცვა, ეროვნული ღირსება, ეროვნული სიამაყე, ეროვნული და რელიგიური ტოლერანტობა ‑ აი, რამ განაპირობა ჩვენი წარმატებები. აზერბაიჯანში ხალხები ცხოვრობენ თბილ და ძმურ გარემოში. მოხარული ვარ, რომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ჩვენი ძირითადი იდეოლოგიური საყრდენები კიდევ უფრო განმტკიცდა, აზერბაიჯანში სრულად დამყარდა მოქალაქეობრივი თანხმობა, სტაბილურობა და საზოგადოება ნათლად ხედავს, თუ რა მიმართულებით მოძრაობს აზერბაიჯანი. ჩვენი პოლიტიკა ღიაა და თვალნათელი. მინდა გავიმეორო, რომ ამ პოლიტიკის ფუძემდებლური პრინციპები აზერბაიჯანის სახელმწიფოს ეროვნული ინტერესების დაცვაში მდგომარეობს. ამ საქმეში დიდი წარმატებების მიღწევა შევძელით. მთელი ჩვენი პოლიტიკა, ყველა პოლიტიკური ნაბიჯი ერთ მიზანს ისახავს. ეს აზერბაიჯანის განმტკიცება, მძლავრი ეკონომიკური პოტენციალის შექმნა, პოლიტიკური რეფორმების გაღრმავება და აზერბაიჯანელი ხალხის უსაფრთხო ცხოვრებისა და კეთილდღეობის უზრუნველოფაა.

ამასთან ერთად, დიდი სამუშაო ჩატარდა საერთშორისო საკითხების გადაჭრის საქმეში. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში აზერბაიჯანმა გაამყარა თავისი ადგილი რეგიონში. ჩვენ დაინტერესებულნი ვართ ყველა ქვეყანასთან ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის გაღრმავებაში, ვახორციელებთ ამას და ყველა ჩვენი ინიციატივა ამ მიზანს ემსახურება. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში აზერბაიჯანმა შეძლო თავისი პოზიციების განმტკიცება საგარეო პოლიტიკაში. ჩვენი ინიციატივები რეგიონალურ სიბრტყეში ემსახურება რეგიონალური თანამშრომლობის განმტკიცებას და აზერბაიჯანის ინტერესებს პასუხობენ. დარწმუნებული ვარ, რომ რეგიონის ქვეყნები, რომლებიც ჩვენთან თანამშრომლობენ, ასევე კმაყოფილნი არიან ამ თანამშრომლობით. ყველა ჩვენი ინიციატივა მიმართულია რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის შემდგომ განმტკიცებაზე, ეკონომიკური თანამშრომლობის დაჩქარებაზე და მშვიდობის პირობების უზრუნველყოფაზე, იმაზე, რომ რეგიონის ყველა ქვეყანა ცხოვრობდეს მშვიდობის, სტაბილურობისა და მეგობრობის პირობებში.

შემიძლია ვთქვა, რომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ჩვენ მსოფლიოში კიდევ უფრო მეტი მოკავშირე მოვიპოვეთ. რამდენიმე ქვეყანასთან ურთიერთობა ახალ საფეხურზე ავიდა ‑ სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე. ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები მეტად წარმატებულია. დაინტერესებულნი ვართ ყველა ქვეყანასთან მეგობრული ურთიერთობების გაგრძელებაში. ეს ურთიერთობები თანასწორუფლებიანია, უნდა ემსახურებოდნენ, და ემსახურებიან კიდევაც, ორივე მხარის ინტერესებს.

ამასთან ერთად, კიდევ უფრო გაღრმავდა ჩვენი თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციებთან. აზერბაიჯანი ძალიან აქტიურად მონაწილეობდა საერთაშორისო ორგანიზაციებში, რომლის წევრებიც ჩვენ ვართ, ამგვარად ჩვენი საერთაშორისო პოზიციებიც განმტკიცდა. ჩვენი აქტიურობა ხელს უწყობდა ქვეყნის პოზიციების განმტკიცებას საერთაშორისო ორგანიზაციებში, ისეთი გადაწყვეტილებების მიღებას, რომლებიც პასუხობენ ჩვენს ინტერესებს. ეჭვი არ მეპარება, რომ შემდგომ წლებშიც ჩვენი საგარეო პოლიტიკა იქნება ძალიან მოქნილი და მიზანმიმართული, რის შედეგადაც აზერბაიჯანის საერთაშორისო პოზიციები კიდევ უფრო განმტკიცდება.

ჩვენი საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტული საკითხი, რასაკვირველია, იყო სომხეთ-აზერბაიჯანის, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირება. სამწუხაროდ, ამ მიმართულებით რაიმე შედეგებს ჯერ ვერ მივაღწიეთ. ამასთან ერთად, შემიძლია ვთქვა, რომ აზერბაიჯანის პოზიციამ, შეხედულებებმა და ჩვენ მიერ წამოწეულმა ფუძემდებლურმა პრინციპებმა დიდი მნიშვნელობა მიიღეს მოლაპარაკებების პროცესში. დღეს შემიძლია ვთქვა, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის საფუძველზე. ამის თაობაზე არავის ეჭვი არ უჩნდება და არც შეიძლება გაუჩნდეს. მიმაჩნია, რომ ჩვენ მიერ გადადგმული ნაბიჯები ხელს უწყობდნენ როგორც ჩვენი პოზიციების განმტკიცებას მოლაპარაკებების პროცესში, ასევე აღნიშნულ საკითხებზე მომუშავე მხარეების აქტივიზაციას.

დღეს მსოფლიოში მშვენივრად აცნობიერებენ, რომ აღნიშნული რეგიონის წარმატებული განვითრებისთვის გაყინული კონფლიქტები უნდა დარეგულირდეს. მათი გადაჭრა შესაძლებელია მხოლოდ საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების საფუძველზე. აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა უნდა აღდგეს. აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა არ არის, არ იყო და არასოდეს იქნება მოლაპარაკებების თემა. მთიან ყარაბაღს არასოდეს მიენიჭება დამოუკიდებლობა ‑ არც დღეს, არც ხვალ, არც 10 წლის და არც 50 წლის შემდეგ. აზერბიჯანი არასოდეს ცნობს მას. ამრიგად, კონფლიქტის დარეგულირებაში უნდა აისახოს საერთაშორისო სამართლის ძირითადი პრინციპები.

სომხეთის მიერ აზერბაიჯანის წინააღმდეგ წარმოებული დამპყრობლური პოლიტიკა გრძელდება. ამ პოლიტიკისა და ეთნიკური წმენდის პოლიტიკის შედეგად ჩვენი მიწების 20 პროცენტი ჯერ კიდევ ოკუპირებულია. 1 მილიონ აზერბაიჯანელს, რომელიც დაზარალდა ეთნიკური წმენდის პოლიტიკის შედეგად, ჯერ კიდევ არ შეუძლია მშობლიურ მიწებზე დაბრუნება. ეს უდიდესი უსამართლობაა, უდიდესი დანაშაული. ჩვენ, რასაკვირველია, ჯერ კიდევ დაინტერესებულნი ვართ მოლაპარაკებების გაგრძელებაში, იმედი ჯერ არ გადაგვეწურა. ჯერ კიდევ მიგვაჩნია, რომ მოლაპარაკებებმა შეიძლება მიგვიყვანონ საკითხის სამართლიან გადაჭრასთან. ეს გადაწყვეტილება ყველასათვის გასაგებია და აზერბაიჯანელი ხალხი მხარს უჭერს ამ პოზიციას. მინდა კიდევ ერთხელ ვთქვა, რომ აზერბაიჯანის სახელმწიფო ვერასოდეს დაეთანხმება მთიანი ყარაბაღის ‑ აზერბაიჯანის მკვიდრი მიწის ‑ გამოყოფას აზერბაიჯანისგან. სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის განმტკიცებით ჩვენ აღვადგენთ ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას.

საერთაშორისო სამართლის ნორმები ჩვენს მხარესაა. არსებობს გაეროს უშიშროების საბჭოს 4 რეზოლუცია აზერბაიჯანის ტერიტორიიდან სომხეთის შეიარაღებული ძალების გაყვანის თაობაზე. ახლახანს, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე მიღებულია ანალოგიური დადგენილება. სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები თავისი დადგენილებებით ასევე მხარს უჭერენ და განამტკიცებენ ჩვენს პოზიციას. ერთი სიტყვით, საერთაშორისო სამართალი და ისტორიული სამართლიანობა ჩვენს მხარეზეა, ვინაიდან, კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, მთიანი ყარაბაღი ისტორიულად აზერაბაიჯანის მიწაა.

ჩვენს მხარესაა ეკონომიკური პოტენციალი. რეგიონში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები განამტკიცებენ აზერბაიჯანის პოზიციას, ვინაიდან ჩვენ მათში აქტიურ მონაწილეობას ვიღებთ, ხოლო რიგ შემთხვევებში წამოყენებული ინიციატივების ავტორები ვართ. აზერბაიჯანის გარეშე რეგიონში ეკონომიკური და რეგიონალური თანამშრომლობა შეუძლებელია და ჩვენი პოზიცია ყველასათვის ნათელია: ვიდრე ჩვენი მიწები ოკუპირებულია, სომხეთთან ყოველგვარ თანამშრომლობაზე ლაპარაკი ზედმეტია. მიმაჩნია, რომ მოწინაღმდეგე მხარემ უნდა გააანალიზოს ყველა ეს ფაქტორი და შეურიგდეს რეალობას, რომლის მიხედვით აზერბაიჯანისათვის დღეს კონკურენციის გაწევა მეტად რთულია, შეიძლება ითქვას, შეუძლებელია. პოლიტიკური პოტენციალი, ეკონომიკური ძლიერება, სამხედრო პოტენციალი და სამართლიანობის საერთაშორისო პრინციპები აძლიერებენ ჩვენს პოზიციებს. დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ეს ფაქტორი, აქტიური და შემტევი პოლიტიკა საბოლოო ჯამში მიგვიყვანს ოკუპანტებისგან ჩვენი მიწების განთავისუფლებასთან.

ხუთი წლის წინ მე დავპირდი აზერბაიჯანელ ხალხს, რომ ხუთ წელიწადში აზერბაიჯანში არ დარჩება კარვების არც ერთი ქალაქი და მოხარული ვარ, რომ ამას მივაღწიეთ არა ხუთ, არამედ ოთხ წელიწადში. წარმატებით ხდება იძულებით გადაადგილებულ პირთა ცხოვრების პირობების გაუმჯობესების და მათი დასაქმების 2004 წელს მიღებული სახელმწიფო პროგრამის რეალიზაცია. ამ პერიოდის განმავლობაში ლიკვიდირებულია კარვების 12 ქალაქი. მათ სანაცვლოდ აშენებულია თანამედროვე შენობები, სახლები, სკოლები, სამედიცინო პუნქტები. აგებულია 36 ახალი დასახლება, ათიათასობით ჩვენი მოქალაქე, რომელიც დაზარალდა ოკუპაციის გამო, საცხოვრებლად ახალ სახლში გადავიდა. ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ ამ პროგრამის რეალიზაციას. 2007 წელს პროგრამაში შეტანილ იქნა ცვლილებები, რომელთა წყალობით, ჩემი ღრმა რწმენით, მივაღწევთ ჩვენი თანამემამულეების ცხოვრების დონის მნიშვნელოვან ამაღლებას.

ამავე დროს, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში სწრაფად მიმდინარეობდა ჯარის აღმშენებლობის პროცესი. ეს ასევე წარმოადგენდა ერთ-ერთ ჩემს წინასაარჩევნო წინადადებას 2003 წელს. მე ვამბობდი, რომ აზერბაიჯანში უნდა შეიქმნას მძლავრი სამხედრო პოტენციალი და თუ აზერბაიჯანელი ხალხი გამომიცხადებს ნდობას და პრეზიდენტის პოსტის ღირსად მაღიარებს, მე ყველა ღონეს ვიხმარ ამისათვის. დიდი სიამაყის გრძნობით შემიძლია ვთქვა, რომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში აზერბაიჯანის სამხედრო პოტენციალი მნიშვნელოვნად განმტკიცდა.

მნიშვნელოვნად გაიზარდა ჩვენი ჯარის მომზადების და პროფესიონალიზმის დონე. მე არაერთხელ შევხვდი ჯარისკაცებსა და ოფიცრებს სამხედრო ნაწილებში, მათ შორის სანგრებში მტერთან შეხების ხაზზე. დავრწმუნდი, რომ მათი ბრძოლისუნარიანობა და საბრძოლო სულისკვეთება მეტად მაღალია. ჯარის აღმშენებლობის პროცესი აზერბაიჯანში კვლავაც მაღალი ტემპით გაგრძელდება. ჩატარებულია აგრეთვე დიდი სამუშაო ჩვენი ჯარის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცებისათვის. თქვენი ყურადღება მინდა გავამახვილო ორ ციფრზე. თუ 2003 წელს აზერბაიჯანის სამხედრო ხარჯები შეადგენდა 163 მილიონ დოლარს, 2008 წელს ამ ციფრმა მიაღწია 1 მილიარდ 850 დოლარს. შემდეგ წლებში ეს თანხა გაიზრდება. 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში ჯარისთვის გამოყოფილი სახსრების მოცულობა კიდევ გაიზრდება. ამგვარად, მძლავრი სამხედრო პოტენციალის შექმნით ჩვენ ვიახლოვებთ სომხეთ-აზერბაიჯანის, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირებას.

ყველა ეს ფაქტორი თავის როლს თამაშობს და მოწინააღმდეგე მხარემ უნდა იცოდეს, და იცის კიდევაც, რომ აზერბაიჯანი ძლევამოსილი სახელმწიფოა. ჩვენ გვაქვს ეკონომიკური ძლიერება, გაიზარდა ჩვენი პოლიტიკური წონა. ჩვენი მონაწილეობის გარეშე რეგიონში ვერ გადაწყდება ვერც ერთი საკითხი ‑ ვერც ეკონომიკური, ვერც პოლიტიკური და ვერც რომელიმე სხვა. ამასთან ერთად, აზერბაიჯანს ჰყავს მეტად ძლიერი, თანამედროვე, ორგანიზებული ჯარი. ყველაფერ ამას ჩვენ მივაღწიეთ აზერბაიჯანელი ხალხის მხარდაჭერის წყალობით. ყველა ეს ნაბიჯი სხვადასხვა მიმართულებით მე ხალხთან შეთნხმების შემდეგ გადავდგი. რეგიონებში მრავალრიცხოვანი გასვლებისა და ხალხთან კონტაქტისას მქონდა საშუალება დამენახა მათი განწყობილება. ძალიან ახლოს ვიცნობ მდგომარეობას რეგიონებში. აზერბაიჯანელი ხალხი მხარს უჭერდა ყველა ინიციატივას, ყველა გადადგმულ ნაბიჯს.

ბოლო ხუთ წელიწადში აზერბაიჯანმა გაიარა პოლიტიკური რეფორმების ჩატარების დიდი გზა. არაერთხელ მითქვამს და დღეს მინდა გავიმეორო, რომ აზერბაიჯანის პოლიტიკური სისტემა საჭიროებს სრულყოფას. აზერბაიჯანში უნდა გამოვიყენოთ მთელი პოზიტიური გამოცდილება, რომელიც დაგროვდა განვითარებულ დემოკრატიულ ქვეყნებში. ამაში მდგომარეობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან ჩვენი თანამშრომლობის ერთ-ერთი მიმართულება. აზერბაიჯანში უნდა გამოვიყენოთ ჩვენთვის სასარგებლო, მისაღები, აზერბაიჯანელი ხალხისთვის არც თუ უცხო პოზიტიური გამოცდილება.

ამგვარად, ქვეყანა განიცდის მოდერნიზაციას. მოდერნიზაცია გაიზომება არა მხოლოდ ინფრასტრუქტურული პროექტებით ან ეკონომიკური ზრდით. ერთდროულად უნდა ხდებოდეს ჩვენი პოლიტიკური სისტემის მოდერნიზება, სრულყოფა. მოხარული ვარ, რომ ხუთი წლის განმავლობაში აზერბაიჯანში შექმნილია მშვენიერი პირობები დემოკრატიის განვითარებისათვის, პოლიტიკური რეფორმების ჩატარებისათვის. ამ მიმართულებით გადადგმულია მნიშვნელოვანი ნაბიჯები. ამის თვალსაჩინო დადასტურებაა ახლახანს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები. ეჭვი არ მეპარება, რომ ჩვენი პოლიტიკა წარმატებით გაგრძელდება ამ მიმართულებით, უზრუნველყოფილ იქნება აზერბაიჯანის ყოველმხრივი განვითარება.

პოლიტიკური რეფორმები ეკონომიკური რეფორმებით უნდა შეივსოს. აზერბაიჯანში პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმები პარალელურად ტარდება და მიმაჩნია, რომ ამაშია ჩვენი წარმატების მთავარი მიზეზი. ჩვენ ვატარებთ პოლიტიკურ რეფორმებს უკვე ჩამოყალიბებულ მძლავრ ეკონომიკურ ბაზაზე. ამ ეკონომიკური ბაზის გარეშე პოლიტიკური რეფორმების გატარება არც ისე მარტივი იქნებოდა. თუ ყურადღებას მივაქცევთ დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისით მოწინავე ქვეყნების გამოცდილებას, შეიძლება დავრწმუნდეთ, რომ მათ უდიდეს უმრავლესობაში ეკონომიკური განვითარების დონე მეტად მაღალია. ჩვენი მიზანი მდგომარეობს იმაში, რომ მომავალში ‑ მე ამის შესახებ უკვე მითქვამს, ხანდახან ამან შეიძლება გაკვირვება გამოიწვიოს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ‑ აზერბაიჯანი შევიდეს განვითარებული ქვეყნების რიგში. და ეს მოხდება, რადგან ამისთვის ყველა შესაძლებლობა გაგვაჩნია: ნიჭიერი ხალხი, ღია, ნათელი, გამჭვირვალე პოლიტიკა, პოლიტიკური რეფორმები, ეკონომიკური სიძლიერე, ბუნებრივი რესურსები, ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობა. დარწმუნებული ვარ, ამ დრომდე განხორციელებული პოლიტიკა ამის შესაძლებლობას მოგვცემს.

ჩვენ უნდა ვიშრომოთ, არ უნდა დავკმაყოფილდეთ მიღწეული შედეგებით. და, თუმცა ეს წარმატებები საგრძნობია, წინ, მომავალში უნდა ვიყურებოდეთ. ყოველდღე უნდა ვიშრომოთ, რათა უზრუნველვყოთ აზერბაიჯანის წარმატებული განვითარება, უზრუნველვყოთ აზერბაიჯანის სტაბილური განვითარება მომავალში, რათა აზერბაიჯანელმა ხალხმა შემდგომშიც იცხოვროს უსაფრთხოების პირობებში. ამისკენ უნდა მიისწრაფოდეს ყველა ‑ საზოგადოების წევრები, მთელი აზერბაიჯანელი ხალხი. დღეს ასეთი სოლიდარობა აზერბაიჯანში არსებობს. ჩვენი წარმატებები შეუძლებელია ადამიანების, მთელი აზერბაიჯანელი ხალხის მხარდაჭერისა და უშუალო მონაწილეობის გარეშე, და კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ჩვენი წარმატების ძირითადი წყაროა აზერბაიჯანელი ხალხის საქმიანობა, მისი ნება.

ერთი სიტყვით, ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ რეფორმების ჩატარებას პოლიტიკურ სფეროში. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ჩატარებული მუშაობა უკვე გვაძლევს უფლებას, ვილაპარაკოთ იმაზე, რომ ამ გზიდან არ გადავუხვევთ.

რაც შეეხება ეკონომიკურ რეფორმებს, კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ეკონომიკური და პოლიტიკური რეფორმების პარალელურმა ჩატარებამ დიდი წარმატება მოგვიტანა. 2003 წლიდან დაწყებული აზერბაიჯანში ხდებოდა მსხვილი ეკონომიკური პროგრამების რეალიზაცია და დღეს აზერბაიჯანში არ არის ისეთი სფერო, რომლისთვისაც არ არსებობს სპეციალური კონკრეტული პროგრამა. ყოველი მიმართულებით ხორციელდება საქმიანობა მუშაობის კონკრეტული გრაფიკის შესაბამისად, ყოველი მიმართულებისათვის არსებობს კონკრეტული პროგრამა, მატერიალური უზრუნველყოფა, განხორციელების ქმედითი მექანიზმები. ერთი სიტყვით, აზერბაიჯანის ყოველმხრივი განვითარებისთვის შექმნილია ყველა პირობა.

ბოლო ოთხი წელია აზერბაიჯანი ეკონომიკური ზრდის ტემპების მიხედვით მსოფლიო მასშტაბით პირველი ქვეყანაა. ბოლო ოთხ წელიწადში არ იყო ქვეყანა, რომელიც გაგვასწრებდა ეკონომიკური ზრდის მიხედვით ანუ მთლიანი შიდა პროდუქტის რაოდენობის ზრდით. ეს დიდი მიღწევაა. მთლიანობაში ხუთი წლის განმავლობაში აზერბაიჯანის ეკონომიკა, მთლიანი შიდა პროდუქტის რაოდენობა 2,7-ჯერ გაიზარდა. შემიძლია ვთქვა, რომ ეს მსოფლიო მასშტაბით არნახული შედეგია. 2008 წლის შედეგებით მთლიანი შიდა პროდუქტის რაოდენობა ერთ სულ მოსახლეზე შეადგენს დაახლოებით 6 ათას დოლარს. ეს კარგი მაჩვენებელია, მაგრამ მომავალში იგი კიდევ უფრო მეტად გაიზრდება. მეტად სასიხარულოა, რომ აზერბაიჯანში მთლიანი შიდა პროდუქტის რაოდენობასთან ერთად გაიზარდა სამრეწველო წარმოებაც. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში სამრეწველო წარმოება გაიზარდა 2,7-ჯერ. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ჩვენი სახელმწიფო ბიუჯეტი ათჯერ და უფრო მეტად გაიზარდა. თუ 2003 წელს აზერბაიჯანის სახელმწიფო ბიუჯეტი შეადგენდა 1,2 მილიარდ დოლარს, 2008 წელს ჯამური ბიუჯეტი შეადგენს 15 მილიარდ დოლარს. 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში გათვალისწინებულია კიდევ უფრო დიდი ზრდა. მნიშვნელოვნად გაიზარდა აზერბაიჯანის სავალიუტო რეზერვები. 2003 წელს ჩვენი სავალიუტო რეზერვები შეადგენდა 1,6 მილიარდ დოლარს. მიმდინარე წლის ოქტომბრის თვის მონაცემებით აზერბაიჯანის საერთო სავალიუტო რეზერვი შეადგენს 17 მილიარდ დოლარს. შემდეგ წლებში ეს თანხა გაიზრდება. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში აზერბაიჯანის ეკონომიკაში ჩადებული იყო 44 მილიარდი დოლარის თანხის ინვესტიციები. ეს ქვეყნის დამოუკიდებლობის მთელი პერიოდის განმავლობაში ჩადებული ინვესტიციების 77 პროცენტია ანუ აზერბაიჯანი უცხოური ინვესტორებისთვის მიმზიდველი ქვეყანაა. ამავე დროს მე მიხარია, რომ აზერბაიჯანში დიდი მოცულობით ხდება შიდა ინვესტიციების ჩადება. აქ, რასაკვირველია, დიდია სახელმწიფო ინვესტიციების წილი, მაგრამ მნიშვნელოვან როლს ასრულებენ აგრეთვე ადგილობრივი კერძო კომპანიების მიერ ჩადებული ინვესტიციები. ეს მეტად მნიშვნელოვანია, ვინაიდან ეს მოემსახურება ქვეყნის ყოველმხრივ განვითარებას, აზერბაიჯანში მეწარმეთა ძლიერი კლასის შექმნას. საშუალო კლასის გაჩენა უკვე რეალობაა, სწორედ ამ ფაქტორებით გაიზომება აზერბაიჯანის მრავალმხრივი განვითარება მომდევნო წლებში.

დიდი წარმატებებია მიღწეული არანავთობური სექტორის განვითარებაში. დღეს დიდი სიამაყის გრძნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ უკვე დივერსიფიცირებული ეკონომიკა გვაქვს. ჩვენ უზრუნველვყოფთ ჩვენს თავს კვების ძირითადი პროდუქტებით, ხოლო აზერბაიჯანში წარმოებული გადამამუშავებელი მრეწველობის პროდუქცია გადის სხვა ქვეყნებში. მისმა მნიშვნელოვანმა ნაწილმა მიიღო საერთაშორისო, ევროპული სერტიფიკატები. რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს, რომ აზერბაიჯანის ეკონომიკა არ იქნება დამოკიდებული მხოლოდ ენერგეტიკულ რესურსებზე. ის ახლაც არ არის მასზე დამოკიდებული. რეგიონში ჩატარებული შემოქმედებითი მუშაობა, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, ახალი ქარხნების, ფაბრიკების გახსნა ‑ ყველაფერი ეს შესრულებული სამუშაოს პრაქტიკული შედეგია.

მეწარმეობის განვითარებაზე ყოველწლიურად მსხვილი თანხების გამოყოფამ, კრედიტების გაცემამ შეღავათიანი პირობებით, სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილმა სუბსიდიებმა, შეძენილმა ტექნიკამ, გაწეულმა მხარდაჭერამ და, მთლიანობაში, მორალურ-პოლიტიკურმა და პრაქტიკულმა მხარდაჭერამ, რომელსაც პრეზიდენტი უწევს მეწარმეებს, ამ ყველაფერმა გამოიწვია ძირეული გარდატეხა არანავთობური სექტორის განვითარებაში. ეჭვი არ მეპარება, რომ მომავალ ხუთ წელიწადში ამ მიმართულებით კიდევ უფრო მეტი გაკეთდება. ბოლო ხუთ წელიწადში ჩატარებული სამუშაოს შედეგები შემდეგ წლებში გამოვლინდება.

ერთი სიტყვით, ჩვენ შეგვიძლია ვიამაყოთ წარმატებებით ეკონომიკის დარგში. მიხარია, რომ დღეს აზერბაიჯანმა სრულად უზრუნველყო თავისი ეკონომიკური დამოუკიდებლობა. მზადდება სასურსათო უსაფრთხოების დამატებითი ზომების გეგმა. დღეს ჩვენ 90-95 პროცენტით უზრუნველვყოფთ საკუთარ თავს კვების ძირითადი პროდუქტებით, ხოლო შემდგომ წლებში, სულ მალე ამას სრულად მოვახერხებთ.

მიხარია, რომ ჩვენი მცდელობა ეკონომიკურ სფეროში და მიღწეული შედეგები მთელი მსოფლიოს და საერთაშორისო საფინანსო სტრუქტურების მოწონებასა და მხარდაჭერას იმსახურებს. ამის დადასტურებაა მსოფლიოს წამყვანი საფინანსო სტრუქტურის ‑ მსოფლიო ბანკის ‑ 2008 წლის ანგარიში, რომელშიც აზერბაიჯანი აღიარებულია მსოფლიოში ნომერ პირველ ქვეყანა-რეფორმატორად. ეს მეტად მაღალი შეფასებაა. ჩვენი მცდელობის, ჩვენი პოლიტიკის შეფასება. ყველა ეს რეფორმა გატარებულია არანავთობურ სექტორში. ისინი ქმნიან პირობებს ბიზნესის განვითარებისათვის, ემსახურებიან აზერბაიჯანის ეკონომიკის ლიბერალიზაციას. ასეთი პოლიტიკა, რეფორმები აზერბაიჯანში ხალხისთვის უკეთესი ცხოვრების უზრუნველყოფის საშუალებას იძლევა. ამიტომ ჩვენ ამ შეფასებას დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ.

ამავე დროს, აზერბაიჯანში უზრუნველყოფილია გამჭვირვალობა. ეს მეტად მნიშვნელოვანია ქვეყნისათვის, რომელიც მოიპოვებს ნავთობს და გაზს და ახდენს მის ექსპორტირებას. შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი წარმატებული სანავთობო სტრატეგიის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას სწორედ გამჭვირვალობა წარმოადგენს. გასულ წელს აზერბაიჯანის ნავთობის სახელმწიფო ფონდი დაჯილდოვდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის პრემიით გამჭვირვალობისათვის. აზერბაიჯანელმა ხალხმა იცის, რა თანხები შემოდის ქვეყანაში და როგორ ხდება მათი ხარჯვა.

ერთი სიტყვით, ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ ამ პოლიტიკის გატარებას ეკონომიკის სფეროში. გადაწყდება ყველა კონკრეტული პროგრამა. ბოლო ხუთი წლის გამოცდილება მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ შევასრულეთ, თანაც რიგ შემთხვევაში ვადაზე ადრე, ყველაფერი, რასაც ვგეგმავდით და ვაცხადებდით. ამასთან ერთად, შემიძლია ვთქვა, რომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში დიდი ყურადღება ექცეოდა სოციალური საკითხების გადაჭრას, ვინაიდან განვითარების გარდამავალ სტადიაზე მყოფ ქვეყნებში, ძირეული, ფუნდამენტური ეკონომიკური რეფორმების ჩატარების პირობებში ადამიანთა ცხოვრების დონე შეიძლება დაეცეს. ეს ისტორიიდან ვიცით. შორეული და ახლო ისტორიიდან ვიცით, რომ ძირეულ რეფორმებს მივყავართ ადამიანთა ცხოვრების დონის დროებით დაცემასთან. აზერბაიჯანში სრულიად სხვა რამეს ვხედავთ. ძირეული ეკონომიკური რეფორმების ჩატარებასთან ერთად ჩვენ დიდი მუშაობა ჩავატარეთ სოციალური საკითხების გადასაჭრელად. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მინიმალური პენსიის თანხა 4-ჯერ გაიზარდა. მინიმალური ხელფასი გაიზარდა 8-ჯერ, ხოლო საშუალო ხელფასი ‑ 3,6-ჯერ. დღეს სახელმწიფოსგან პირდაპირი სამისამართო სოციალური დახმარების მიმღები ადამიანების რიცხვი აღწევს 600 ათასს. სახელმწიფო ხელს უწყობს გაჭირვებული მოქალაქეების ცხოვრების დონის ამაღლებას და ამ პოლიტიკას მომავალშიც გავაგრძელებთ. ძალიან მიხარია, რომ აზერბაიჯანში ხდება სიღარიბის შემცირება.

თუ 2003 წელს სიღარიბის პირობებში მცხოვრები ადამიანების რაოდენობა შეადგენდა მოსახლეობის 49 პროცენტს, 2007 წლის შედეგებით ეს ციფრი შემცირდა 16 პროცენტამდე. ჩემს ხელთ არსებული პროგნოზული გათვლების მიხედვით, მიმდინარე წლის შედეგებით ეს ციფრი კიდევ უფრო შემცირდება. რაზე მეტყველებს ეს? ეს მეტყველებს იმაზე, რომ აზერბაიჯანის წარმატებული ეკონომიკური განვითარება, ჩატარებული ეკონომიკური რეფორმები და პირველ რიგში ჩვენი სანავთობო სტრატეგია ემსახურება ადამიანთა ცხოვრების დონის ამაღლებას. ეს მეტყველებს იმაზე, რომ აზერბაიჯანში ადგილი არა აქვს განშრევების პროცესს, რომელიც დამახასიათებელია დინამიურად განვითარებადი ქვეყნებისათვის. პირიქით, აზერბაიჯანში ჩნდება საშუალო კლასი. აზერბაიჯანში იხსნება სამუშაო ადგილები და მე მიმაჩნია, რომ სიღარიბის კლებას განსაკუთრებული ადგილი უკავია მთელ ჩატარებულ სამუშაოში. ჩვენში აღინიშნება სწრაფი ეკონომიკური ზრდა და მე კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ოთხი წლის განმავლობაში ჩვენ მსოფლიო მასშტაბში ლიდერი ქვეყანა ვიყავით. დარწმუნებული ვარ, რომ შემდგომ წლებშიც ამ ლიდერობას შევინარჩუნებთ.

ხდება ჩვენი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების რეალიზაცია. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ექსპლუატაციაში შევიდა 4 საერთაშორისო აეროპორტი. აგებულია რვა ელექტროსადგური. გაყვანილია გზების ათასობით კილომეტრი. წარმატებით მიმდინარეობდა გაზიფიკაციის პროცესი. თუ 2003 წელს გაზიფიკაცია აზერბაიჯანში შეადგენდა 62 პროცენტს, დღეს იგი შეადგენს 85 პროცენტს. მონტაჟდება წყალგაყვანილობის სისტემები. ყველა ეს ინფრასტრუქტურული პროექტი აძლიერებს აზერბაიჯანს. მაგრამ ადამიანთა ცხოვრების დონის ამაღლება, სიღარიბეში მცხოვრებ მოქალაქეთა მდგომარეობის გაუმჯობესება ჩემთვის მეტად მნიშვნელოვანი საკითხია, რადგან მთელი ჩვენი პოლიტიკა მიმართულია იმაზე, რომ აზერბაიჯანელმა ხალხმა კარგად იცხოვროს, აზერბაიჯანის გაძლიერებაზე.

მინდა ვთქვა, რომ ეს დიდი ბედნიერებაა ‑ დაინახო შესრულებული სამუშაოს შედეგები. მახსოვს, 2003 წელს ერთ-ერთ გამოსვლაში ჯერ კიდევ საპრეზიდენტო არჩევნების წინ, განვაცხადე, რომ თუ ხალხი ნდობას გამომიცხადებს, მომდევნო ხუთ წელიწადში აზერბაიჯანში გაიხსნება 600 ათასი ახალი სამუშაო ადგილი და, ამგვარად ქვეყანაში მოხდება უმუშევრობის ‑ დიდი სოციალური ბოროტების ‑ ლიკვიდაცია. დიდი სიამაყის გრძნობით შემიძლია განვაცხადო, რომ ბოლო ხუთ წელიწადში აზერბაიჯანში გაიხსნა 741 ათასი ახალი სამუშაო ადგილი, რომელთაგან 531 ათასი მუდმივია. ეს სამუშაო ადგილები ემსახურებიან ადამიანთა კეთილდღეობის გაუმჯობესებას და ამავე დროს მძლავრ იმპულსს აძლევენ რეგიონებში მიმდინარე პროცესებს. ზოგჯერ ძალები, რომლებიც არასაკმარისად ფლობენ სიტუაციას და ცდილობენ ჩრდილი მიაყენონ ჩვენს წარმატებებს, ჩვენს ეკონომიკურ განვითარებას უფრო ნავთობის ფაქტორს უკავშირებენ. მართალია, ნავთობის მოპოვება გაიზარდა, მისი წილი მთლიან შიდა პროდუქტში მეტად მაღალია. ნებისმიერი ქვეყნის განვითარებაში არსებობს გარკვეული ძირითადი დასაყრდენი წერტილი. ჩვენთვის ეს ბუნებრივი რესურსებია. მაგრამ მიაქციეთ ყურადღება ჩვენი რაიონების ეკონომიკურ მაჩვენებლებს: ბოლო ხუთი წლის განმავლობაში რაიონების უმრავლესობაში ეკონომიკა 2-ჯერ და უფრო მეტად გაიზარდა. ზოგიერთ რაიონებში მთლიანი შიდა პროდუქტის როდენობა გაიზარდა 2,5-, 2,7-, 3-ჯერ. ჩვენს რაიონებში ნავთობის მოპოვება არ არის. მაშ, რის ხარჯზე მოხდა ზრდა? სამუშაო ადგილების შექმნის, ჩადებული ინვესტიციების, გახსნილი ქარხნების, ფაბრიკების ხარჯზე. დღეს აზერბაიჯანში სამუშაოს მოძებნა შეუძლია ყველას, ვისაც კი მუშაობა სურს.

დღეს აზერბაიჯანში სხვა პრობლემას ვხვდებით ‑ უკანონო მიგრაციას. დღევანდელ დღეს სხვა ქვეყნებიდან აზერბაიჯანში ჩამოსული სამუშაო ძალის რაოდენობა დღითი დღე იზრდება. ამ საკითხის დარეგულირებისათვის ახლახანს შეიქმნა მიგრაციის სახელმწიფო სამსახური. ასეთია აზერბაიჯანის დღევანდელი რეალიები. 2003‑2008 წლებში ჩვენ მიერ განვლილი გზა თავს იჩენს ყველა მიმართულებით.

დღეს ყველა მიღწევაზე მე ვერ ვილაპარაკებ. ამისთვის შეიძლება რამდენიმე საათი დამჭირდეს. უბრალოდ კიდევ ერთხელ მსურს აზერბაიჯანელი ხალხის ყურადღება გავამახვილო ძირითად მომენტებზე. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში აზერბაიჯანში აგებულია 1600 ახალი სკოლა. 1600 სკოლა! გარემონტებულია ასობით სკოლა. სულ აზერბაიჯანში ფუნქციონირებს 4500 სკოლა. სავალალო მდგომარეობაში მყოფი სკოლები დანგრეულ იქნა, მათ ნაცვლად აშენებულია ყველაზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლები. ყველა სკოლაში მიდის კომპიუტერიზაციის პროცესი, ყველა უერთდება ინტერნეტს. თუ ხუთი წლის წინ 1000 მისწავლეზე მოდიოდა 1 კომპიუტერი, დღეს 1 კომპიუტერი მოდის 29 მოსწავლეზე. სწორედ ეს არის ჩვენი მომავალი. ჩვენი ახალგაზრდა თაობა უნდა იყოს განათლებული, მცოდნე, უნდა აღიზარდოს პატრიოტიზმის სულისკვეთებით. კვალიფიციური, პროფესიონალი, სამშობლოს მოყვარული, პატრიოტულად განწყობილი კადრების გაზრდა ჩვენთვის პრიორიტეტული საკითხია.

მინდა აღვნიშნო ადამიანთა ჯანმრთელობის დაცვის სფეროში განხორციელებული საქმიანობა. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში დაარსებულია 240-ზე მეტი სამედიცინო დაწესებულება, რომელთა უმრავლესობა პასუხობს ყველაზე მაღალ მსოფლიო სტანდარტებს. თანამედროვე, მსოფლიო დონის სამედიცინო სამსახურის შექმნა არა მარტო ბაქოში, არამედ რეგიონებშიც აზერბაიჯანელი ხალხის ჯანმრთელობის დაცვის საქმეში შეტანილი წვლილია.

დღეს ჩვენ წარმატებით ვწყვეტთ სასმელი წყლის პრობლემას. სპეციალური გამწმენდი ნაგებობების მშემებლობა, წყალგაყვანილობის სისტემის გაყვანა აუმჯობესებს ცხოვრების ხარისხს, ადამიანთა ჯანმრთელობას. ჩვენ ყოველთვის დიდი ყურადღებით უნდა მოვექცეთ ჩვენს გენოფონდს. ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა აზერბაიჯანში ყველა ჯანმრთელი იყოს, რათა ახალგაზრდა თაობა ჯანმრთელი იყოს როგორც ფიზიკურად, ასევე მორალურად. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში აზერბაიჯანის ყველა რეგიონში აგებულია 14 თანამედროვე ოლიმპიური სპორტული კომპლექსი. დაახლოებით 20 სპორტული კომპლექსი ჯერ კიდევ მშენებლობის პროცესშია. ამ სპორტულ კომპლექსებში ბავშვები სპორტს მისდევენ უმაღლეს დონეზე. იქ შექმნილია ყველა პირობა ‑ ღია და დახურული მოედნები, საცურაო აუზები. აი, აზერბაიჯანის მომავალი. აზერბაიჯანელი ახალგაზრდობა უნდა სარგებლობდეს ყველა ამ შესაძლებლობით.

კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ აზერბაიჯანის ყოველმხრივი, წარმატებული განვითარება უკვე რეალობაა. ოდნავადაც არ მეპარება ეჭვი, რომ მომდევნო ხუთ წელიწადში ყველა ამ პოზიტიურ ტენდენციას კიდევ უფრო განვამტკიცებთ და აზერბაიჯანს წარვუძღვებით ახალი წარმატებებისაკენ.

ჩვენი საშინაო და საგარეო პოლიტიკის განხორციელებისათვის გადასაწყვეტია აგრეთვე ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხები. ჩვენ გადავჭერით ყველა დასახული ამოცანა. დღეს აზერბაიჯანმა ასი პროცენტით გადაჭრა ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხები. როგორც თქვენთვის ცნობილია, ამჟამად მსოფლიოში ეს მოლაპარაკებების გლობალური თემა და ზრუნვის საკითხია. 1990-იან წლებში აზერბაიჯანში დიადი ლიდერის ჰეიდარ ალიევის ინიციატივით დაწყებულმა სანავთობო სტრატეგიამ, რომელიც დღეს წარმატებით ხორციელდება, ჩვენს ქვეყანას დიდი წარმატება მოუტანა. ყველა დაგეგმილი საკითხი გადაჭრილია, მიუხედავად იმისა, რომ ეს არც ისე ადვილი შესასრულებელი იყო.

დღეს ექსპლუატაციაშია შესული და სრული დატვირთვით მუშაობს ბაქო-თბილისი-ჯეიხანის ნავთობსადენი. მისი მშენებლობა ბოლო ხუთწლეულში დასრულდა. დღეს ხორციელდება ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენის ექსპლუატაცია და იგი წარმატებით ფუნქციონირებს. ბოლო ხუთ წელიწადში აზერბაიჯანი გაზის იმპორტიორი ქვეყნიდან გადაიქცა მის ექსპორტიორ ქვეყნად. დღეს ჩვენ უზრუნველვყოფთ საკუთარ თავს და ვაწარმოებთ გაზის ექსპორტს სხვა ქვეყნებში. ჩვენ შევუდექით ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებლობას, რომელიც ბაქო-თბილისი-ჯეიხანის და ბაქო-თბილისი-ერზერუმის ნავთობ- და გაზსადენის ლოგიკური გაგრძელებაა. ამ პროექტს დიდი ისტორიული მნიშვნელობა აქვს როგორც ჩვენთვის, ასევე ჩვენი მეზობლებისათვის, რეგიონისათვის და მთელი მსოფლიოსათვის. ეს გიგანტური პროექტი საკუთარი ინიციატივით დავიწყეთ, მასში მონაწილე ყველა ქვეყნის ინიციატივით, ერთობლივი ძალებით. ოდესღაც ბაქო-თბილისი-ჯეიხანის, ბაქო-თბილისი-ერზერუმის და ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტები მხოლოდ ქაღალდზე არსებობდა. ისინი მხოლოდ განზრახვა, იდეა იყო. ზოგიერთი ადამიანი მათ მითს უწოდებდა. მაგრამ დღეს მითი რეალობად იქცა. ვინ გააკეთა ეს? ჩვენ! ჩვენი პოლიტიკით, რეგიონალური თანამშრომლობის ჩარჩოებში და მეზობელი სახელმწიფოების აქტიური მონაწილეობით ჩვენ უზრუნველვყავით ეს წარმატებული ნაბიჯები. ეს პროექტები უზრუნველყოფენ აზერბაიჯანის ხანგრძლივ, წარმატებულ და სტაბილურ განვითარებას.

ბოლო ხუთ წელიწადში ნავთობისა და გაზის მოპოვება აზერბაიჯანში საგრძნობლად გაიზარდა. თუ 2003 წელს ნავთობის მოპოვება შეადგენდა 15,4 მილიონ ტონას, მიმდინარე წელს იგი უნდა აღემატებოდეს 50 მილიონ ტონას. 2003 წელს გაზის მოპოვება აზერბაიჯანში შეადგენდა 5,5 მილიარდ კუბომეტრს, ხოლო მიმდინარე წლის ბოლომდე იგი უნდა აღემატებოდეს 20 მილიარდ კუბომეტრს. ეს საგრძნობი ზრდაა მოკლე დროში. ჩვენ მოვახდინეთ ყველა ჩვენი შესაძლებლობის ‑ პოლიტიკურის, ეკონომიკურის, ტექნიკურის ‑ მობილიზაცია და ყველა საქმეში ვატარებდით მიზანმიმართულ პოლიტიკას. ჩვენ დავისახეთ მიზანი და წარმატებით მივდიოდით მისკენ. დღეს ჩვენ უზრუნველვყავით ნავთობის ექსპორტის დივერსიფიკაცია. აზერბაიჯანს აქვს 7 ნავთობ- და გაზსადენი. ყველა მუშა მდგომარეობაშია. ამ მილსადენებით ჩვენ შეგვიძლია ჩვენი ბუნებრივი რესურსების ექსპორტირება ნებისმიერი მიმართულებით.

ჩვენმა ენერგეტიკულმა პოლიტიკამ ეკონომიკური დამოუკიდებლობა მოგვიტანა, საშუალება მოგვცა ქვეყანაში წარმატებით მოგვეხდინა შემოქმედებითი, კეთილმოწყობის პროექტების, ინფრასტრუქტურული პროექტების რეალიზაცია. მან ჩვენში რწმენა ჩასახა. ჩვენმა დღევანდელმა წარმატებებმა და ისტორიამ გვიჩვენა, და ამაში სრულიად დარწმუნებულნი ვართ, რომ მომავალშიც წარმატებით ვიარსებებთ როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო. დამოუკიდებლობა ჩვენთვის ყველაზე დიდი საკუთრებაა, ყველაზე დიდი სიმდიდრე. მაგრამ დამოუკიდებლობის მიღწევა უფრო ადვილია, ვიდრე მისი შენარჩუნება და განმტკიცება. დღეს აზერბაიჯანი თავისუფალი ქვეყანაა ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, ჩვენ ვატარებთ დამოუკიდებელ პოლიტიკას როგორც ქვეყანის შიგნით, ასევე მის გარეთაც. ჩვენი პოლიტიკა აზერბაიჯანელი ხალხის ინტერესებს ემსახურება. აზებაიჯანელი ხალხის ინტერესების დაცვა, აზერბაიჯანული სახელმწიფოს, მისი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის განმტკიცება ჩემთვის, და ვიცი, რომ აზერბაიჯანის ყველა მოქალაქისათვის, უმნიშვნელოვანესი ამოცანაა, უმნიშვნელოვანესი მიზანი.

ძვირფასო მეგობრებო, დღეს ინაუგურაციაზე მინდა კიდევ ერთხელ მადლობა მოვახსენო მშობლიურ ხალხს მხარდაჭერისათვის, რომელიც მან გამიწია ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, რწმენისათვის, ნდობისათვის. მინდა დავარწმუნო აზერბაიჯანელი ხალხი, რომ მომავალშიც ყველაფერს გავაკეთებ ჩვენი სამშობლოს წარმატებული განვითარებისათვის, აზერბაიჯანის აყვავებისათვის, შემდეგშიც მოვემსახურები აზერბაიჯანელ ხალხს.

დიდება აზერბაიჯანელ ხალხს!

გაუმარჯოს აზერბაიჯანს!