აბულფაზ ელჩიბეი (1938-2000)


აზერბაიჯანის პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე. დისიდენტი საბჭოთა კავშირის პერიოდში. აზერბაიჯანის პრეზიდენტი 1992-1993 წლებში. თავისი მმართველობის პერიოდში მიაღწია რუსეთის ჯარების გაყვანას აზერბაიჯანიდან და კასპიის ზღვის სამხედრო-საზღვაო ფლოტის გადაცემას აზერბაიჯანის საკუთრებაში. თუმცა დასაწყისში მიღწეული იყო გარკვეული წარმატებები მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში, შემდგომში მისი ძალაუფლება შესუსტდა დამარცხებებისა და სამხედრო-პოლიტიკური კრიზისის გამო. 1993 წლის 4 ივნისს აზერბაიჯანის ქალაქ განჯაში დაწყებული ამბოხების გამო, ბაქოს დატოვებამდე, 1993 წლის 9 ივნისს მან ხელისუფლებაში მოიწვია აზერბაიჯანის ნახიჭევანის რეგიონის ხელმძღვანელი ჰეიდარ ალიევი, რომელიც აზერბაიჯანს მართავდა საბჭოთა პერიოდში, წარსულში სსრკ კომუნისტური პარტიის ცკ-ს პოლიტბიუროს წევრი. მმართველობაში მოსულმა ჰეიდარ ალიევმა ქვეყანაში მდგომარეობის სტაბილიზაცია მოახდინა. 1997 წელს მმართველობაში დაბრუნებულმა ელჩიბეიმ, წარმოადგენდა რა "აზერბაიჯანის სახალხო ფრონტი"-ს პარტიის თავმჯდომარეს, გააგრძელა აზერბაიჯანის პრეზიდენტის ჰეიდარ ალიევისადმი ოპოზიციური პოლიტიკა. გარდაიცვალა ავადმყოფობის გამო 2000 წლის 22 აგვისტოს თურქეთის ქალაქ ანკარას სამხედრო-სამედიცინო ჰოსპიტალში "გიულჰანე". დაკრძალულია საპატიო დაკრძალვის ხეივანში. დაკრძალვის ცერემონია ორგანიზებული იყო სახელმწიფო დონეზე და მასში მონაწილეობა მიიღო აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ჰეიდარ ალიევმა.