საფრანგეთის პრეზიდენტს მისი აღმატებულებას ,ბატონი ჟაკ შირაქს – ქ. ბაქო 1999 წელი 20 აპრილი


პატივცემულო ბატონო პრეზიდენტო, ძვირფასო მეგობარო!

  მინდა   სომხეთ–აზერბაიჯანის კონფლიქტის  მოგვარების საქმეში  არსებული წარუმატებლობის  გამო  ჩემი შეშფოთება  გამცნოთ.  მოგეხსენებათ აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა როგორც იყო  ასევე რჩება ,კვლავ  დარღვეულია,  აზერბაიჯანის მიწების 20 პროცენტი სომეხთა შეიარაღებული ძალების   ოკუპაციაში იმყოფება.მშობლიური  ადგილ–მამულიდან იძულებით აყრილი და განდევნილი  ერთ მილიონზე მეტი აზერბაიჯანელი  ლტოლვილი  ხუთ წელზე მეტია რაც  გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს.  გაეროს  უშიშროების საბჭოს 822–ე,853–ე,874–ე და 884–ე  დებულებები , რომლებიც სომეხთა შეიარაღებული ძალების აზერბაიჯანის ოკუპირებულ ტერიტორიების  უპირობოდ  განთავისუფლებას მოითხოვს    დღესაც შეუსრულებელია.

როგორც იცით 1992 წლის  მაისის თვეში  ეუთოს  ინიციატივით,  აღნიშნული კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების მიზნით შეიქმნა მინსკის ჯგუფი.ასევე განსაზღვრული იყო  მომავალი სამშვიდობო კონფერენციის მანდატიც. კონფერენციაზე  სომხეთი და აზერბაიჯანი  ,როგორც კონფლიქტის მონაწილე მხარეები, აზერბაიჯანის მთიანი ყარაბაღის სომეხი და აზერბაიჯანელი სათემო კი  დაინტერესებული მხერეებივით იყო ცნობილი.  მიუხედავად ამისა სომხეთის  რესპუბლიკის მიერ 1988 წელს  აზერბაიჯანის წინააღმდეგ წამოწყებული  აგრესია კვლავ გრძელდება და  აზერბაიჯანის მთიანი ყარაბაღის  ავტონომიურ  ოლქთან ერთად   შვიდი  მიმდებარე რაიონიც ოკუპირებულ იქნა.

გასულ  შვიდი წლის  მანძილზე მინსკის ჯგუფის ფარგლებში  ეფექტიური მოლაპარაკებების  წარმოებისათვის   არა ერთი მცდელობა იყო ,მაგრამ სომხეთის  რესპუბლიკის  დესტრუქციული პოზიციის გამო  მოლაპარაკებები მუდმივად ჩიხში  ექცეოდა და   არ იძლეოდა არავითარ დადებით შედეგს .

კონფლიქტის მშივიდობიანი გზით მოგვარებისათვის ჩვენს მიერ გამოჩენილი ძალისხმევის შედეგად 1994 წლის მაისის თვეში ცეცხლის შეჩერების რეჟიმს მივაღწიეთ, რომელიც დღემდე გრძელდება. სამშვიდობო ხელშეკრულების დადების შემდეგ ,1994 წლის დეკემბრის თვეში, რეგიონში განსალაგებელი მრავალეროვანი საერთაშორისო  ძალების შექმნის შესახებ ,რომლებიც  კონფლიქტის მოგვარებას  უზრუნველყოფდა, ეუთოს ბუდაპეშტის  სამმიტზე  მიღებული   გადაწყვეტილებისა და ასევე 1996 წლის დეკემბრის თვეში  ეუთოს ლისაბონის სამმიტზე  კონფლიქტის მოგვარების მიზნით საერთაშორისო  იურიდიული ბაზის  მიერ განსაზღვრული  დადგენილებები სომხეთ–აზერბაიჯანის  კონფლიქტის სამართლიანად  მოგვარების თვალსაზრისით   ძალზედ მნიშვნელოვან  პოლიტიკურ წარმატებად  შეიძლება ჩაითვალოს. მაგრამ სომხეთის  რესპუბლიკის  ობსტრუქციას,რომელიც კვლავ და კვლავ გრძელდება და ეუთოს  უუნარობას იმ თვალსაზრისით ,რომ სომხეთზე არავითარ ზეგავლენას  არ ახდენს , აღნიშნული  სამმიტების  მიერ მიღებული  გადაწყვეტილებების შეუსრულებლობამდე მივყავართ.

როგორც ცნობილია 1997 წლის 1 ივნისს რუსეთის ,აშშ–ს და საფრანგეთის  სახით  ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავჯდომარეებმა,  კონფლიქტის  დარეგულირების ლისაბონის პრინციპებზე დაყრდნობით , ორი– შეიარაღებული კონფლიქტის შეჩერებისა და  მთიანი ყარაბაღის  სტატუსის  განმსაზღვრელი  პუნქტებისაგან შემდგარი  ყოველმხრივი შეთანხმების  პროექტი შემოგვთავაზეს. აზერბაიჯანის მხარემ აღნიშნული  პროექტის მიღებაზე  თანხმობა განაცხადა ,სომხეთმა კი  აღნიშნული შემოთავაზების მიღებაზე სრული უარი თქვა   . და რადგანაც სომხეთს  აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის ცნობა არ სურდა,  მინსკის კონფერენციის მოწვევამდე  პირველ ეტაპზე   თანათავჯდომარეთა  შემთავაზების პაკეტის მიღებაზე,იმ მოტივით , რომ ვითომდაც მთიანი  ყარაბაღის სტუტსის განსაზღვრა შეუძლებელია  უარი განაცხადა..

1997 წლის 19 სექტემბერს  მინსკის ჯგუფის თანათავჯდომარეებმა, შემოგვთავაზეს მეორე  ახალი  წინადადება, რომელიც ლისაბონის სამიტის შემდეგ   კონფლიქტის ეტაპობრივ მოგვარებას ითვალისწინებდა   .აღნიშნული შემოთავაზების   შესაბამისად პირველ ეტაპზე , ლაჩინის რაიონის  გარდა, აზერბაიჯანის ყოფილი მთიანი ყარაბაღის ავტონომიური ოლქის  ადმინისტრაციულად გარე  მდებარე და ოკუპაციაში მყოფი ექვსი რაიონი უნდა განთავისუფლებულიყო, ეუთოს  მშვიდობის  დაცვისათვის  მიმართული  ოპერაციის განხორციელება , დევნილების  განთავისუფლებულ მიწებზე დაბრუნება ,ასევე  სომხეთის მიერ  აზერბაიჯანის წინააღმდეგ წარმოებული ომის  შედეგად   მთიანი ყარაბაღის განადგურებული კომუნიკაციის აღდგენა  იყო გათვალისწინებული. ამის შემდგომ მეორე  ეტაპზე  კი  მხარეებს  შეიარაღებული  კონფლიქტის შედეგების  აღმოფხვრის შემდეგ  აზერბაიჯანის განუყრელი ნაწილივით მთიანი ყარაბაღის  სტატუსის განსაზღვრაზე  და  მისი უსაფრთხოებისათის  საჭირო ღონისძიებებზე უნდა ეზრუნათ.

1997 წლის ოქტომბრის თვეში სტრასბურგში  აზერბაიჯანისა და სომხეთის პრეზიდენტებმა 1997 წლის 19 სექტემბერის წინადადების  საფუძველზე  მოლაპარაკებების პრცესის გაგრძელებაზე თანხმობა განაცხადეს, რაც იმედს იძლეობდა რომ მოლაპარაკებების პროცესი  გაგრძელდებოდა  და კონფლიქტი მშვიდობიანი გზით მოგვარდებოდა.  მაგრამ შემდგომში ლევონ– ტერ პეტროსიანის  გადაგომამ  და სომხეთის ახალმა ხელმძღვანელობამ  თავიაანთი პოზიცია გაამკაცრეს  და  აღნიშნულ სამართლიან  საფუძვლზე დამყარებული  მოლაპარაკებების  გაგრძელების შესაძლებლობები  სრულიად  მოსპეს.

დიდი ხნის  შესვენების შემდეგ 1998 წლის 9 ნოემბერს  მინსკის ჯგუფის თანათავჯდომარეებმა მოლაპარაკებების განახლების მიზნით  წამოაყენეს მესამე წინადადება, რომელმაც  აზერბაიჯანული  მხარე   გააოგნა  და  მოლაპარაკებები კი პირიქით ,შაფერხა. .აღნიშნული წინადადება  მსოფლიოში არ არსებულ “ საერთო სახელმწიფო“ პრაქტიკას  ეფუძნებოდა  და ეუთოს  სამიტის მიერ მიღებული დებულებისა და პრინციპების  წინა პოზიციისაგან გადახრის  მეტი არა იყო რა.ეს წინადადება   ძირითადში  მთიან ყარაბაღს  რესპუბლიკიდან, როგორც სახელმწიფო  წყობილება  წყვეტდა და  მას  შეკოწიწებული “ საერთო სახელმწიფოს“   ჩარჩოში  აზერბაიჯანის თანაბარ სტატუსს ანიჭებდა. ის ,რომ  აქცენტი კეთდებოდა  აზერბაიჯანის საერთაშორისო დონეზე  აღიარებული   საზღვრების ფარგლებში  “საერთო  სახელმწიფო“ს ჩამოყალიბებაზე,  აზერბაიჯანის სუვერენულობასა და  ტერიტორიულ მთლიანობას  კი არ უზრუნველყოფდა , არამედ  არღვევდა.

მიმაჩნია ,რომ შუამავალთა დაუფიქრებელმა  მოქმედებებმა ,ეჭვგარეშეა  , დარეგულირების პროცესს  საკმაო ზარალი მიაყენეს  ,რამაც ჩვენში ღრმა წუხილი  და  შეშფოთება გამოიწვია, განსაკუთრებით იმ მიზეზით,რომ  რუსეთი სომხეთს შეიარაღებაში სერიოზულ  დახმარებას უწევს  ,  ამისი ნათელი ნიმუშია სომხეთის მიერ  უკანონო გზებით 1 მილიარდი აშშ–ს დოლარის ღირებულების  რუსულ იარაღისა  და   MİQ-29 თვითმფრინავებისა  და  S-300 რაკეტების მიღება.

ჩემი აზრით  თანათავჯდომარეებმა  სიმტკიცე თუ არ გამოიჩინეს , საფრანგეთის, რუსეთისა და  აშშ–ს ხელმძღვანელობის მიერ  აქტიური ღონიძიებები თუ არ გატარდება  აზერბაიჯან–სომხეთის კონფლიქტის დარეგულირება შეუძლებეი იქნება. გასაკუთრებით მნიშვნელოვანია ერთგულება პრინციპებისა , რომლებიც  53 ქვეყნის მიერ ლისაბონის სამიტზე  იქნა  მიღებული .

ყოველივე აღნიშნულთა გათვალისწინებით , ბატონო პრეზიდენტო , თქვენ მოგმართავთ  როგორც ეუთოს  მინსკის ჯგუფის  თანათავჯდომარეს  და თანაც პირადად გთხოვთ  , კონფლიქტი ,რომელიც ევროპაში მშვიდობისა და სტაბილურობის  სერიოზული საფრთხის წყაროს წარმოადგენს , ლისაბონის სამმიტის  პრინციპების  განხორციელებით  მოკლე ვადაში აღმოიფხვრას. აგრეთვე გთხოვთ ამ  მიმართულებით     თქვენი   პირადი მოღვაწეობა  და ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მართვის საქმე  გააძლიეროთ.

 
გულწრფელი გრძნობებით

ჰეიდარ ალიევი

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი