ალბანეთის სახელმწიფოს ფორმირება სავარაუდოდ ჩვ.წ.ა. IV -III საუკუნეებს განეკუთვნება. ის ჩრდილოეთით კავკასიის მთებს, აღმოსავლეთით კასპიის ზღვას,დასავლეთით იბერიას,სამხრეთ-დასავლეთით სომხეთს,სამხრეთით კი ათროპათენას
ესაზღვრებოდა. ამრიგად, უძველესი ალბანეთის ტერიტორია თანამედროვე აზერბაიჯანის რესპუბლიკას, ახლანდელი სომხეთის რესპუბლიკის დიდ ნაწილს , დაღესტნის რესპუბლიკის (რუსეთის ფედერაციის) სამხრეთ ნაწილს, საქართველოში კი მდინარეების ალაზანის და იორის ხეობას მოიცავდა. ანტიკური
ალბანეთისა და სხვა წყაროების საფუძველზე ალბანეთში 26 ტომი იყო დასახლებული. ალბანთა ტომი ჩრდილო აზერბაიჯანში ყველაზე დიდი ტომად ითვლებოდა,ამიტომაც მთელ ქვეყანას ალბანეთს უწოდებდნენ. ანტიკურ პერიოდში ალბანეთი უცხო ტომთა მრავალ ლაშქრობას აღუდგა წინ და თავისი დამოუკიდებლობა შეინარჩუნა. ალბანი ისტორიკოსის მუსა ქალანქათურქის მიერ აღნიშნული ტრადიციის მიხედვით ჩვ.წ. I საუკუნეში ალბანეთს მართავდა ხელმწიფე არანი. ამ პერიოდში ალბანეთის ტერიტორია მდინარე არაზიდან ხუნარაქერთის
ციხემდე (გაზახ-ბორჩალოს ზონაში) იყო გადაჭიმული.262 წელს სასანების სახელმწიფოს შემადგენლობაში შევიდა.314 წელს ალბანეთის ხელმწიფემ ურმაირმა ქრისტიანობა მიიღო და ეს სარწმუნოება ალბანეთის სახელმწიფო სარწმუნოებად გამოაცხადა.705 წელს არაბ დამპყრობთა ლაშქრობების შედეგად ალბანეთის არსებობას წერტილი დაესვა. მისი დედაქალაქი ერთხანს ქაბალა(გაბალა) შემდეგ კი ქალაქი ბარდა იყო.