აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ჰეიდარ ალიევის მოხსენება სტამბულში „შავი ზღვის რეგიონის ახალი შესაძლებლობები“ ს თემაზე ჩატარებულ კონფერენციაზე – 1997 წლის 28 აპრილი


პატივცემულო ბატონო პრეზიდენტო!

ქალბატონებო და ბატონებო!

 გულითადად მივესალმები პატივცემულ სახელმწიფო  და მთავრობათა ხელმძღვანელებს,  შავი ზღვის ეკონომიური თანამშრომლობის ორგანიზაციის მუშა საბჭოს  თურქეთის რესპუბლიკის  უცხოურ ეკონომიკურ  ურთიერთობათა საბჭოსთან ერთად  ორგანიზებულ „ შავი ზღვის რეგიონის ახალი შესაძლებლობები“ს ბიზნეს კონფერენციის ყველა მონაწილეს. 

პატივცემულ პრეზიდენტს სულეიმან დემრელს და კონფერენციის ორგანიზატორებს მადლობას მოვახსენებ სტუმართმოყვარეობისა და  ჩვენთვის შექმნილი   საუკეთესო პირობებისათვის.

დიდად მნიშვნელოვანია ის ,რომ ჩვენი ღონისძიება  ულამაზეს ქალაქ სტამბულში ტარდება.ხუთი წლის წინ, 1992 წლის ივნისის თვეში ,აქ ,შავი ზღვის აუზის თერთმეტმა სახელმწიფომ გააკეთა განცხადება ახალი საერთაშორისო ორგანიზაციის შექმნის თაობაზე,რომელიც მიზნად ისახავს   ჩვენი რეგიონის მშვიდობიან , სტაბილურ და პროგრესულ რეგიონად გადაქცევას ,რაც მიმართულია ჩვენი ხალხის კეთილდღეობის გაუმჯობესებისაკენ .

კმაყოფილებით შეიძლება აღინიშოს,რომ განვლილმა ხუთმა წელიწადმა დამაჯერებლად დაადსატურა მიღებული  გადაწყვეტილების სისწორე, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საჭიროება და ის ,რომ ორგანიზაციას შუძლია წარმატებულად იფუნქციონუროს . განვლილი დროის მანძილზე  სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაფართოებისა და გაღრმავების მიზნით მრავალი საქმე გაკეთდა, რეგიონის ვაჭრობისა და ეკონომიკური კოოპერაციის საქმეში დადებითი შედეგები იქნა მიღწეული.  

ყოველივე ამის შედეგად შეიქმნა ხელსაყრელი პირობები და შესაძლებლობა იმისათვის,რომ ჩვენი თანამშრომლობა  კიდევ უფრო მაღალ დონეზე ავიდეს.შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ბიზნეს კონფერენცია ერთ–ერთი   ახალი ფორმათაგანია. ბიზნეს კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას იღებენ შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის მონაწილე ქვეყნების ბიზნესმენები, საქმიანი წრეების წარმომადგენლები. ეჭვგარეშეა,რომ ყოველივე  ეს დაგვეხმარება წარმატებულ  თანამშრომლობაში,დასახული  გეგმების განხორციელებაში, ერთობლივი საწარმოებების შექმნაში და არსებული პრობლემების გადაწყვეტაში.

შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურების, გაეროს წარმომადგენლების, მსოფლიო გარდაქმნისა და განვითარების ბანკის, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციისა და მრავალ სხვა ავტორიტეტულ  საერთაშორისო დამფუძნებელთა ხელმძღვანელების აქ მონაწილეობა იმის დასტურია ,რომ ისინი , შავი ზღვის ეკონომიკურ თანამშრომლობას დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ.

დარწმუნებული ვარ ,რომ კონფერენცია საჭირო პირობებს შექმნის რეგიონის გიგანტური ეკონომიკური პოტენციალის კიდევ უფრო  კარგად გამოყენებისათვის, დაეხმარება ინვესტიციის მოზიდვასა და  ჩვენი რეგიონალური პროექტების სწრაფად განხორციელებას შეუწყობს ხელს.

მაგალითად, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, კავშირგაბმულობის სფეროებში ერთობლივი  მოღვაწეობისა და ინვესტიციის ჩადებისათვის დიდი შესაძლებლობები არსებობს. შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის პროექტები დიდად მნიშვნელოვანია  . შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის სატრანსპორტო პროექტების „ ტრასეკას“ პროექტებთან დაკავშირება ევროპისა და აზიის ქვეყნებს შორის  ტვირთგადაზიდვისათვის ფართო შესაძლებლობეს შექმნის.

შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის  წევრი ქვეყნების ელექტროენერგო სისტემების გამაერთიანებელი  პროექტი პერსპექტიული პროექტია. ის ,შეიძლება  გაერთიანებული ევრაზიის ელექტროენერგეტიკის სისტემის  შექმნის მიმართულებით შეფასდეს  როგორც   წინ გადადგმულ ნაბიჯი.  შავი ზღვის რეგიონი,  კასპიის ზღვის რეგიონში ენერგო გადამზიდველების ტრანსპორტირებისათვის განსაკუთრებლი  შესაძლებლობებით გამორჩევა. ამასთან დაკავშირებით,  აღნიშული ენერგოგადამზიდველების ტრანსპორტირებისათვის ეკოლოგიური თვალსაზრისით  უსაფრთხოებისა და სანდო სისტემის შექმნის  საჭიროებაც ჩნდება.

ამ პროექტებში  აზერბაიჯანს  თავისი ინტერესი გააჩნია და მათ მომზადებასა და განხორციელებაში  აქტიურად მიიღებს მონაწილეობას.

პატივცემულო ქალბატონებო და ბატონებო!

ჩვენი რეგიონის აყვავება  ,მისი  მაცხოვრებლების  მშვიდობისა და  სუვერენიტეტის უზრუნველყოფა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის  ძირითადი მიზანია . ამიტომაცაა,რომ ჩვენს რეგიონში  არსებული  შეიარაღებული  კონფლიქტების გაგრძელება დაუშვებელია.

ცნობილია,რომ აზერბაიჯანმა სომხეთის რესპუბლიკის აგრესიის შედეგად დიდი ზიანი განიცადა– ოკუპირებულია ქვეყნის ტერიტორიის  ოცი პროცენტი   , აზერბაიჯანის ერთ მილიონზე მეტი  მოსახლე ლტოლვილად იქცა და უაღრესად მძიმე პირობებში ცხოვრობს.

1996 წლის დეკემბრის თვეში ეუთოს ლისაბონის სამიტზე,ამ ორგანიზაციის 53 ქვეყნის სახელით მიღებული იქნა სომხეთ–აზერბაიჯანის კონფლიქტის მოგვარებისაკენ მიმართული შემდეგი  ძირითადი პრინციპები:

–        სომხეთისა და აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა;

–        აზერბაიჯანის შემადგენლობაში  ყარაბაღის ფართო ავტონომია;

–        მთიანი ყარაბაღის  მოსახლეობის   უსაფრთხოება.

 

ეს პრინციპები, ევროსაბჭოს პარლამენტის ასსამბლეის 1997 წლის 22 აპრილის დადგენილებაშიც იქნა დადასტურებული.

ყველაფერს ვაკეთებთ ლისაბონის სამიტის გადაწყვეტილებების დაუყონებლივ  ხორცშესხმისათვის   და ვიმედოვნებთ,რომ 1997 წელი სამშვიდობო ხელშეკრულების მისაღწევად გადამწყვეტი წელი იქნება. ჩვენ, ამ  ხანგრძლივი კონფლიქტის  მოგვარებაში ეუთოს მინსკის ჯგუფის  მოღვაწეობის გაძლიერების, მინსკის ჯგუფის თანათავჯდომარე რუსეთის,აშშ–ის და საფრანგეთის  ერთობლივი მცდელობისა და ასევე შავი ზღვის აუზის ქვეყნების დახმარების იმედიც გვაქვს.

 ჩვენ, სომხეთს ,ეუთოს ლისაბონის სამიტის მიერ დადასტურებული პრინციპების საფუძველზე კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისაკენ მოვუწოდებთ.

 ვსარგებლობ რა ამ ტრიბუნით,  აზერბაიჯანის რესპუბლიკის  ურყევ პოზიციას  კიდევ ერთხელ ვაცხადებ,– ჩვენი რესპუბლიკა სრული სამშვიდობო ხელშეკრულების მიღწევამდე დაიცავს  ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს,რომელიც სამ წელიწადზე მეტია გრძელდება.

ვიმედოვნებ,რომ  ერთობლივი ძალისხმევით მოვაგვარებთ ჩვენს რეგიონში არსებულ ყველა კონფლიქტს, რაც თავის მხრივ  დასაბამს დაუდებს მშვიდობას,სტაბილურობას, ჩვენი ხალხის მეგობრობას და თანამშრომლობას . გმადლობთ ყურადღებისათვის.

გაზეთი „აზერბაიჯანი“, 1997 წლის 29 აპრილი